თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- DEFENCE CODE 21.09.2023
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. თავდაცვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
თბილისი, 20 თებერვალი 2025 წ. N323-IIმს-XIმპ |