⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.11.1997)
გაუქმებულია:

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.12.1964
ძალის დაკარგვა 25.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 36, 31/12/1964
კონსოლიდირებული ვერსიები 25 ვერსია ↓
40,515 სიტყვა · ~203 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.1964 მიღება
25.11.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
კონსოლიდირებული ვერსიები (25)
31.12.1964
28.12.1966
27.08.1969
20.08.1970
14.09.1972
29.05.1973
24.01.1974
12.04.1974
29.04.1974
30.08.1974
21.02.1975
28.03.1975
17.11.1976
23.03.1977
31.08.1977
18.07.1983
28.05.1984
11.03.1985
31.10.1985
11.06.1986
21.12.1987
21.09.1989
07.05.1990
15.10.1990
26.06.1997
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ (ძალადაკარგულია - 26.06.1997, №786) საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1965 წლის 1 ივლისიდან.  2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და დაამტკიცოს საქართველოს სსრ იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებიც ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                                ზ. ძოწენიძე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                                             ზ. კვაჭაძე თბილისი 1964 წლის 26 დეკემბერი. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი სსრ კავშირში, რომლის შემადგენლობაში სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან ნებაყოფლობითი გაერთიანებისა და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე შედის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აშენდა განვითარებული სოციალისტური საზოგადოება – კანონზომიერი ეტაპი კომუნიზმისაკენ მიმავალ გზაზე. სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფოს მთავარი ამოცანებია: კომუნიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სოციალისტური საზოგადოებრივ ურთიერთობათა სრულყოფა და მათ კომუნისტურ ურთიერთობებად გარდაქმნა, კომუნისტური საზოგადოების ადამიანის აღზრდა, მშრომელთა ცხოვრების მატერიალური და კულტურული დონის ამაღლება. სსრ კავშირის ეკონომიკური სისტემის საფუძველია წარმოების საშუალებათა სოციალისტური საკუთრება სახელმწიფო (საერთო-სახალხო) და საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების ფორმით. სახელმწიფო ხელს უწყობს საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების განვითარებას და მის დაახლოებას სახელმწიფო საკუთრებასთან პირადი საკუთრება გამომდინარეობს სოციალისტური საკუთრებიდან და მოქალაქეთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთ-ერთი საშუალებაა. კომუნიზმისკენ წინსვლის კვალობაზე მოქალაქეთა პირადი მოთხოვნილებანი უფრო მეტად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ფონდების ხარჯზე. კომუნისტურ მშენებლობაში მთლიანად უნდა გამოვიყენოთ სასაქონლო-ფულადი ურთიერთობა იმ ახალი შინაარსის შესაბამისად, რომელიც მას აქვს გეგმიან სოციალისტურ მეურნეობაში და აგრეთვე ეკონომიკის განვითარების ისეთი დიდმნიშვნელოვანი საშუალებები, როგორიცაა სამეურნეო ანგარიში, ფული, ფასი, თვითღირებულება, მოგება, ვაჭრობა, კრედიტი, ფინანსები. კომუნიზმის მშენებლობას საფუძვლად უძევს მოქალაქეთა, საწარმოთა, კოლმეურნეობათა და სხვა სამეურნეო ორგანიზაციათა მატერიალური დაინტერესებულობის პრინციპი. საბჭოთა სახელწიფო ეკონომიკას ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების საფუძველზე, დარგობრივი და ტერიტორიული პრინციპების გათვალისწინებით ისეთ პირობებში, როცა ცენტრალიზებული მართვა შეხამებულია საწარმოების, გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციების სამეურნეო დამოუკიდებლობასთან და ინიციატივასთან. საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობა აწესრიგებს ქონებრივ ურთიერთობას, რომელიც განპირობებულია კომუნისტურ მშენებლობაში სასაქონლო-ფულადი ფორმის გამოყენებით და მასთან დაკავშირებულ პირად არაქონებრივ ურთიერთობას. საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობა უაღრესად მნიშვნელოვანი საშუალებაა კანონიერების შემდგომი განმტკიცებისა სოციალისტურ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა ქონებრივ ურთიერთობათა სფეროსა და მათ უფლებათა დაცვის დარგში. საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობა მოწოდებულია აქტიურად შეუწყოს ხელი კომუნიზმის მშენებლობის ამოცანების გადაწყვეტას. იგი ხელს უწყობს მეურნეობის სოციალისტური სისტემისა და სოციალისტური საკუთრების განმტკიცებას და ამ საკუთრების ფორმების განვითარებას ერთიან კომუნისტურ საკუთრებად. საგეგმო და სახელშეკრულებო დისციპლინის, სამეურნეო ანგარიშის განმტკიცებას, მიწოდებათა დროზე და ჯეროვნად შესრულებას, პროდუქციის ხარისხის განუხრელად ამაღლებას, კაპიტალური მშენებლობის გეგმების შესრულებასა და კაპიტალდაბანდებათა ეფექტიანობის გადიდებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას, საბჭოთა ვაჭრობის განვითარებას, მოქალაქეთა მატერიალური და კულტურული ინტერესების დაცვას და ამ ინტერესების სწორ შეხამებას მთელი საზოგადოების ინტერესებთან, შემოქმედებითი ინიციატივის განვითარებას მეცნიერებისა და ტექნიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 კარი I ზოგადი დებულებანი თავი პირველი ძირითადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოცანები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რეპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსი აწესრიგებს ქონებრივ ურთიერთობებს და მათთან დაკავშირებულ პირად არაქონებრივ ურთიერთობებს კომუნიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და მოქალაქეთა მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების უფრო და უფრო დაკმაყოფილების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი აწესრიგებს აგრეთვე სხვა პირად არაქონებრივ ურთიერთობებს. საბჭოთა საზოგადოებაში ქონებრივ ურთიერთობათა საფუძველია მეურნეობის სოციალისტური სისტემა და წარმოების საშუალებათა სოციალისტური საკუთრება. საქართველოს სსრ სამეურნეო ცხოვრებას განსაზღვრავს და წარმართავს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 2🔗. ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი აწესრიგებს ამ კოდექსის პირველ მუხლში აღნიშნულ ურთიერთობებს: სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის; მოქალაქეებსა და სახელმწიფო, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის; მოქალაქეებისას ურთიერთ შორის. იმ ურთიერთობათა მონაწილენი, რომელთაც საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი აწესრიგებს, სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება იყვნენ სხვა ორგანიზაციებიც. ქონებრივ ურთიერთობათა მიმართი, რომელთაც საფუძვლად უძევს ერთი მხარის ადმინისტრაციული დაქვემდებარება მეორე მხარისადმი, აგრეთვე საგადასახადო და საბიუჯეტო ურთიერთობათა მიმართ ეს კოდექსი არ გამოიყენება. საოჯახო, აგრეთვე იმ ურთიერთობებს, სამთო, საწყლო, სატყეო ურთიერთობებს, აგრეთვე იმ ურთიერთობებს კოლმეურნეობებში, რომლებიც მათი წესდებებიდან გამომდინარეობს, აწესრიგებს შესაბამისად საოჯახო, შრომის, მიწის, წიაღის, ტყის და საკოლმეურნეო კანონმდებლობა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 3🔗. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობა „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების“ შესაბამისად საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი და საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობის სხვა აქტები აწესრიგებენ როგორც „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლებით“ გათვალისწინებულ, ისე მათში გაუთვალისწინებელ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობას. სსრ კავშირის სამოქალაქო კანონმდებლობა სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად აწესრიგებს ურთიერთობებს სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის პროდუქციის მიწოდებისა და კაპიტალური მშენებლობის დარგში, ურთიერთობებს კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა მეურნეობებისაგან სახალხო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის დარგში, რკინიგზის, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ორგანიზაციებისა და საკრედიტო დაწესებულებების ურთიერთობებს კლიენტურასთან და ერთმანეთს შორის, ურთიერთობებს სახელმწიფო დაზღვევის დარგში, ურთიერთობებს რომელებიც წარმოიშობა სახელმწიფო დაზღვევის დარგში, ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა აღმოჩენებთან, გამოგონებებთან, რაციონალიზატორულ წინადადებებთან, სამრეწველო ნიმუშებთან და მეცნიერებისა და ტექნიკის სხვა მიღწევებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა ურთიერთობებს, რომელთა მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციით, სსრ კავშირისა და მოკავშირე სხვა საკანონმდებლო აქტებით განეკუთვნება სსრ კავშირის გამგებლობას. ამ კოდექსით და საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობის სხვა აქტებით შეიძლება გადაიჭრას ზემოაღნიშნულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სსრ კავშირის კანონმდებლობით საქართველოს სს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება. საგარეო ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეობათა ურთიერთობანი განისაზღვრება სსრ კავშირის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც აწესრიგებს საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეობებს, და სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საერთო სამოქალაქო კანონმდებლობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 4🔗. სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძვლები სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა იმ საფუძვლებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სს რესპუბლიკის კანონმდებლობით, აგრეთვე მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მოქმედებისაგან, რომელნიც თუმცა არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგადი საწყისებისა და აზრის გამო სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობენ. ამის შესაბამისად სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა: გარიგებებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, აგრეთვე გარიგებებისაგან, რომლებიც თუმცა არაა გათვალისწინებული კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას; ადმინისტრაციული აქტებისაგან, მათ შორის სახელმწიფო კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის – დაგეგმვის აქტებისაგან; აღმოჩენათა, გამოგონებათა, რაციონალიზატორულ წინადადებათა შედეგად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნის შედეგად; სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შედეგად, აგრეთვე საკმაო საფუძვლების გარეშე სხვა პირის ხარჯზე ქონების შეძენის ან დაზოგვის შედეგად; მოქალაქეთა და ორგანიზაციათა სხვაგვარი მოქმედების შედეგად; იმ ცდომილებათა შედეგად, რომელთაც კანონი სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების წარმოშობას უკავშირებს. მუხლი 5🔗. სამოქალაქო უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება სამოქალაქო უფლებები დაცულია კანონით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს უფლებები ხორციელდება კომუნიზმის მშენებლობის პერიოდში სოციალისტურ საზოგადოებაში ამ უფლებათა დანიშნულების საწინააღმდეგოდ. უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების დროს მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ კანონები, დაიცვან სოციალისტური საერთო ცხოვრების წესები და კომუნიზმის მშენებელი საზოგადოების მორალური პრინციპები. მუხლი 6🔗. სამოქალაქო უფლებების დაცვა სამოქალაქო უფლებების დაცვა ხორციელდება დადგენილი წესით სასამართლოს, არბიტრაჟის ან სამედიატორო სასამართლოს მიერ შემდეგი საშუალებებით: ამ უფლებების აღიარებით; უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენით და უფლების დამრღვევი მოქმედების აღკვეთით; ვალდებულებების ნატურად შესრულების მისჯით; სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტით ან შეცვლით; უფლების დამრღვევი პირისათვის ზარალის გადახდევინებით, ხოლო კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) გადახდევინებით; აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით. სამოქალაქო უფლებების დაცვა: სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში ხორციელდება აგრეთვე ამხანაგური სასამართლოების, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ. კანონით განსაკუთრებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო უფლებათა დაცვა ხორციელდება ადმინისტრაციული წესით. ვიდრე წარადგენდნენ სარჩელს, რომელიც გამომდინარეობს ორგანიზაციათა შორის ურთიერთობიდან, სავალდებულოა პრეტენზიის წარდგენა. ამ წესიდან გამონაკლისს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 24 იანვრის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974 წ., მუხ. 5 მუხლი 7🔗. პატივისა და ღირსების დაცვა მოქალაქეს ან ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლოს საშუალებით მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, თუ ასეთი ცნობების გამავრცელებელი მათ სინამდვილეს ვერ დაამტკიცებს. თუ მოქალაქის ან ორგანიზაციის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გავრცელებულია პრესაში და სინამდვილეს არ შეეფერება, მათი უარყოფა პრესის საშუალებითვე უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეეფერება, შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, ასეთი დოკუმენტი უნდა შეიცვალოს. სხვა შემთხვევებში უარყოფის წესს ადგენს სასამართლო. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულებულა, სასამართლოს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი: ჯარიმა სახელმწიფოს შემოსავლად ჩაირიცხება. ჯარიმის გადახდევინება ხდება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და რაოდენობით ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს დამრღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოქმედების შესრულების მოვალეობისაგან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 8🔗. სხვა მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენება საქართველოს სს რესპუბლიკაში სხვა მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობა გამოიყენება საქართველოს სს რესპუბლიკაში შემდეგი წესების მიხედვით: 1) საკუთრების უფლებისაგან გამომდინარე ურთიერთობების მიმართ მოქმედებს ქონების ადგილსამყოფელის კანონი; 2)გარიგების დადების დროს უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება გარიგების დადების ადგილის კანონით; 3) გარიგების ფორმის მიმართ გამოიყენება გარიგების დადების ადგილის კანონი; გარიგების დადების ადგილის კანონი გამოიყენება აგრეთვე იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარიგებისაგან წარმოშობა, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რაშ არ არის გათვალისწინებული; 4) იმ ვალდებულებების მიმართ, რომლებიც წარმოიშობა ზიანის მიყენებისაგან, გამოიყენება დავის განხილვის ადგილის კანონი, ხოლო დაზარალებულის შუამდგომლობით – ზიანის მიყენების ადგილის კანონი; 5) მემკვიდრეობის ურთიერთობათა მიმართ გამოიყენება სამკვიდროს გახსნის ადგილის კანონი; 6) სასარჩელო ვადის ხანდაზმულობის საკითხები წყდება იმ მოკავშირე რესპუბლიკის კანონით, რომლის კანონმდებლობა შესაბამის ურთიერთობას აწესრიგებს. თავი 2 პირები 1. მოქალაქენი მუხლი 9🔗. მოქალაქის უფლებაუნარიანობა უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (სამოქალაქო უფლებაუნარიანობა) აღიარებულია საქართველოს სსრ და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ყველა მოქალაქისათვის თანაბრად. მოქალაქის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი დაბადებისას და წყდება სიკვდილით. მუხლი 10🔗. მოქალაქის უფლებაუნარიანობის შინაარსი კანონის შესაბამისად, მოქალაქეს შეუძლია ჰქონდეს ქონება პირად საკუთრებად, უფლება აქვს ისარგებლოს საცხოვრებელი შენობითა და სხვა ქონებით. მიიღოს ქონება მემკვიდრეობით და გადასცეს ანდერძით, აირჩიოს ესა თუ ის საქმიანობა და საცხოვრებელი ადგილი; უფლება აქვს იყოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა აღმოჩენათა, გამოგონებათა, რაციონალიზატორულ წინადადებათა ნიმუშთა ავტორი, აგრეთვე ჰქონდეს სხვა ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 11🔗. მოქალაქეთა ქმედუნარიანობა მოქალაქის უნარი, თავისი მოქმედებით შეიძინოს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო ვალდებულებანი, (სამოქალაქო ქმედუნარიანობა) სრული მოცულობით წარმოიშობა სრულწლოვანების, ესე იგი თვრამეტი წლის ასაკის მიღწევიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით დაშვებულია ქორწინება თვრამეტი წლის ასაკამდე, პირი, რომელიც თვრამეტი წლისა ჯერ არ გამხდარა სრულ ქმედუნარიანობას მოიპოვებს დაქორწინების დღიდან. მუხლი 12🔗. მოქალაქის უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა არავის არ შეიძლება შეეზღუდოს უფლებაუნარიანობა ან ქმედუნარიანობა თუ არ იმ შემთხვევებისა და წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია კანონით. გარიგება, რომელიც ზღუდავს უფლებაუნარიანობას ან ქმედუნარიანობას ბათილია. მუხლი 13🔗. ქმედუნარიანობა არასრულწლოვანისა თხუთმეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანის მაგიერ, რომელიც თხუთმეტი წლისა ჯერ არ გამხდარა, მისი სახელით გარიგებას დებს. მისი მშობელი, მშვილებელი ან მეურვე. თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგება. თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვანის უფლება შეიტანოს ანაბარი საკრედიტო დაწესებულებაში და განკარგოს ეს ანაბარი განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით. მუხლი 14🔗. არასრულწლოვანის ქმედუნარიანობა თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანი თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე გარიგებას დებს მშობლის, მშვილებელის ან მზრუნველის თანხმობით, ოღონდ მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგება, განკარგოს თავისი ხელფასი ან სტიპენდია, განახორციელოს საავტორო უფლებები თავის ნაწარმოებზე, აღმოჩენაზე, გამოგონებაზე, რაციონალიზატორულ წინადადებასა და სამრეწველო ნიმუშზე. საკმაო საფუძვლის არსებობისას სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ან სხვა დაინტერესებულ პირთა შუამდგომლობით შეუზღუდოს ან ჩამოართვას. თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანს მისი ხელფასის ან სტიპენდიის დამოუკიდებლად განკარგვის უფლება. თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანის უფლება შეიტანოს საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარი და განკარგოს იგი განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 15🔗. მოქალაქის აღიარება არაქმედუნარიანად მოქალაქე, რომელსაც სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა, ან გაუძღვეს მას, შეიძლება სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნეს არაქმედუნარიანად იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, მასზე დაწესდება მეურვეობა. არაქმედუნარიანად აღიარებული სულით ავადმყოფის ან ჭკუასუსტის სახელით გარიგებებს დებს მისი მეურვე. არაქმედუნარიანად აღიარებული მოქალაქის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში, სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მეურვეობა უქმდება. მუხლი 15🔗​1. იმ მოქალაქეთა ქმედუნარიანობის შეზღუდვა, რომლებიც ეძალებიან სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოქალაქეს, რომელიც ეძალება სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, სასამართლომ შეიძლება შეუზღუდოს ქმედუნარიანობა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მასზე წესდება მზრუნველობა, მას შეუძლია დადოს ქონების განკარგვის გარიგებანი, აგრეთვე მიიღოს და განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადებისა. თუ მოქალაქე აღარ ეძალება სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სასამართლო გააუქმებს მისი ქმედუნარიანობის შეზღუდვას. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდება მასზე დაწესებული მზრუნველობა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, 31.10.1985 წ., მუხ. 370 მუხლი 16🔗. საცხოვრებელი ადგილი მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ის ადგილი, სადაც იგი ცხოვრობს მუდმივად ან უპირატესად. თხუთმეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანის და აგრეთვე მეურვეობაში მყოფი სხვა მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მათი მშობლების, მშვილებელთა ან მეურვეთა საცხოვრებელი ადგილი. მუხლი 17🔗. მოქალაქის უკვალოდ დაკარგულად აღიარება მოქალაქე შეიძლება სასამართლო წესით აღიარებულ იქნეს უკვალოდ დაკარგულად, თუ ერთი წლის განმავლობაში მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას არ მოიპოვება ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ. თუ უკვალოდ დაკარგვის შესახებ უკანასკნელი ცნობების მიღების დღის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, უკვალოდ დაკარგულობის დასაწყისად ჩაითვლება იმ თვის უკანასკნელი რიცხვი, როდესაც მიღებული იყო უკანასკნელი ცნობა უკვალოდ დაკარგულის შესახებ, ხოლო თუ ამ თვის დადგენა შეუძლებელია – იმ წლის უკანასკნელი დღე. მუხლი 18🔗. უკვალოდ დაკარგული მოქალაქის ქონების დაცვა უკვალოდ დაკარგულად აღიარებული მოქალაქის ქონებას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უწესდება მეურვეობა. ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო იმ მოქალაქეებს, რომელთა შენახვა კანონით ევალება უკვალოდ დაკარგულს და აგრეთვე დაიფარება დავალიანება უკვალოდ დაკარგულის სხვა ვალდებულებათა მიხედვით. დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს შეუძლია უკვალოდ დაკარგული მოქალაქის ადგილსამყოფელის შესახებ უკანასკნელი ცნობის მიღების დღიდან ერთი წლის გასვლამდეც დანიშნოს მეურვე მისი ქონების დასაცავად. მუხლი 19🔗. გაუქმება სასამართლოს გადაწყვეტილებისა უკვალოდ დაკარგულად აღიარების შესახებ უკვალოდ დაკარგულად აღიარებული მოქალაქის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენის შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მისი უკვალოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უქმდება მეურვეობა ამ მოქალაქის ქონებაზე. მუხლი 20🔗. მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება მოქალაქე შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადებულ იქნეს გარდაცვლილად, თუ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას სამი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ მოქალაქის ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო თუ იგი უკვალოდ დაიკარგა ისეთ გარემოებებში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო, თუ ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა მოქალაქე, რომელიც უკვალოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადებულ იქნეს გარდაცვლილად არა უადრეს, ვიდრე ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან. გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვლილად გამოცხადებული იქნება მოქალაქე, დაკარგული ისეთ გარემოებაში, რომელიც სიკვდილით ემუქრებოდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა გარკვეული უბედური შემთხვევის გამო, სასამართლოს შეუძლია ამ მოქალაქის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე. მუხლი 21🔗. გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენის შედეგები გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას (ამ კოდექსის მე-20 მუხლი). დამოუკიდებლად თავისი დაბრუნების დროისა, მოქალაქეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ პირს ამ ქონების ნარჩენი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა იმ პირს მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ. ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქე ცოცხალი იყო. თუ გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება მემკვიდრეობის უფლებით მიიღო სახელმწიფომ და მას რეალიზაცია უყო, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მოქალაქეს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა. დაბრუნების შემთხვევაში, გარდაცვლილად გამოცხადებულ მოქალაქეს უფლება აქვს მოსთხოვოს თავისი ქონება (გადაახდევინოს მისი ღირებულება) სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის განმავლობაში, რაც გამოითვლება სასამართლოს მიერ მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების დღიდან. 2. იურიდიული პირები მუხლი 22🔗. იურიდიული პირის ცნება იურიდიული პირი არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, შეუძლია თავისი სახელით მოიპოვოს ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობანი, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, არბიტრაჟსა ან სამედიატორო სასამართლოში. მუხლი 23🔗. იურიდიული პირის სახეობანი იურიდიული პირები არიან: სახელმწიფო საწარმოები და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც სამეურნეო ანგარიშზე იმყოფებიან, აქვთ მათთვის მიჩენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და დამოუკიდებელი ბალანსი; დაწესებულებები და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე იმყოფებიან და აქვთ დამოუკიდებელი ხარჯთაღრიცხვა და რომელთა ხელმძღვანელები სარგებლობენ კრედიტების განკარგვის უფლებით (კანონით დადგენილი გამონაკლისის გარდა); სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება ხდება სხვა წყაროებით და აქვთ დამოუკიდებელი ხარჯთაღრიცხვა და ბალანსი; კოლმეურნეობები, საკოლმეურნეობათაშორისო და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციები და მათი გაერთიანებანი, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები – აგრეთვე იმ შემთხვევაში, რაც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სს რესპუბლიკის კანონმდებლობით – ამ ორგანიზაციათა და მათ გაერთიანებათა საწარმოები და დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ განცალკევებული ქონება და დამოუკიდებელი ბალანსი; სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციებ; სხვა ორგანიზაციები სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ მუხლში აღნიშნული დაწესებულებები და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე იმყოფებიან – სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოქმედებენ, შესაბამისად, სსრ კავშირის ან საქართველოს სსრ სახელით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 24🔗. იურიდიული პირის წესდება (დებულება) იურიდიული პირი მოქმედებს წესდების (დებულების) საფუძველზე. დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე იმყოფებიან, ხოლო, სსრ კავშირისა და საქართველოს სს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ იმოქმედონ ამგვარი ორგანიზაციების შესახებ საერთო დებულების საფუძველზე. მუხლი 25🔗. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა იურიდიულ პირს აქვს სამოქალაქო უფლებაუნარიანობა მისი საქმიანობის დადგენილი მიზნების შესაბამისად. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა წესდების (დებულების) დამტკიცების დღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იურიდიულმა პირმა მისი სახის ორგანიზაციების შესახებ საერთო დებულების საფუძველზე უნდა იმოქმედოს – მისი შექმნის შესახებ კომპეტენტური ორგანოს დადგენილების გამოცემის მომენტიდან. თუ წესდებას (დებულებას) რეგისტრაცია ესაჭიროება, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 26🔗. იურიდიული პირის წარმოშობა იურიდიული პირის წარმოშობა სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის წარმოშობის წესი კანონით დადგენილი არ არის, წარმოიშობა მისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული წესით. მუხლი 27🔗. იურიდიული პირის ორგანოები იურიდიული პირი სამოქალაქო უფლებებს მოიპოვებს და სამოქალაქო მოვალეობებს კისრულობს თავისი ორგანოების მეშვეობით, რომელნიც მოქმედებენ მათთვის კანონით ან წესდებით (დებულებით) მინიჭებული უფლების ფარგლებში. იურიდიული პირის ორგანოების დანიშვნის ან არჩევის წესი განისაზღვრება მისი წესდებით (დებულებით). მუხლი 28🔗. იურიდიული პირის სახელწოდება იურიდიულ პირს აქვს თავისი სახელწოდება. სამეურნეო ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც დაკავშირებულია საფირმო სახელწოდების, საწარმოო მარკისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან, განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით. მუხლი 29🔗. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი იურიდიული პირის ადგილსამყოფელად მიიჩნევა ის ადგილი, სადაც იმყოფება მისი მუდმივმოქმედი ორგანო. მუხლი 30🔗. იურიდიული პირის ფილიალები და წარმომადგენლობა იურიდიულ პირს შეუძლია გახსნას ფილიალები და წარმომადგენლობანი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ფილიალის ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მოქმედებს სათანადო იურიდიული პირისაგან მიღებული რწმუნებულების საფუძველზე. მუხლი 31🔗. იურიდიული პირის პასუხისმგებლობა თავისი ვალდებულებებისათვის იურიდიული პირი თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მისი კუთვნილი (მასზე მიმაგრებული) ქონებით, რომლიდანაც სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება გადახდევინება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 32🔗. სახელმწიფოსა და სახელმწიფო ორგანიზაციების პასუხისმგებლობის გამიჯვნა სახელმწიფო პასუხს არ აგებს იმ სახელმწიფო ორგანიზაციების ვალდებულებებისათვის, რომლებიც იურიდიული პირები არიან, ხოლო ეს ორგანიზაციები პასუხს არ აგებენ სახელმწიფოს ვალდებულებებისათვის. სახსრების გაღების პირობები და წესი სახელმწიფოს ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებათა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციათა დავალიანების დასაფარავად, თუ ეს დავალიანება არ შეიძლება დაიფაროს მათი ხარჯთაღრიცხვის ანგარიშზე, წესდება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. მუხლი 33🔗. სახელმწიფო ორგანიზაციისა და მასზე დაქვემდებარებული საწარმოს, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მისი საწარმოს პასუხისმგებლობის გამიჯვნა სახელმწიფო ორგანიზაცია პასუხს არ აგებს მასზე დაქვემდებარებულ იმ საწარმოს ვალდებულებისათვის, რომელიც იურიდიული პირია,, ხოლო ეს საწარმო პასუხს არ აგებს იმ ორგანიზაციის ვალდებულებებისათვის, რომელსაც იგი ექვემდებარება. კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია პასუხს არ აგებს იმ თავისი საწარმოს ვალდებულებებისათვის, რომელიც იურიდიული პირია (ამ კოდექსის 23-ე მუხლი) – ხოლო ეს საწარმო პასუხს არ აგებს აღნიშნული ორგანიზაციის ვალდებულებებისათვის. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 34🔗. კოოპერაციული გაერთიანებისა და მის შემადგენლობაში შემავალი კოოპერაციული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის გამიჯვნა კოოპერაციული გაერთიანება პასუხს არ აგებს მის შემადგენლობაში შემავალი კოოპერაციული ორგანიზაციების ვალდებულებებისათვის, ისევე როგორც ეს უკანასკნელნი პასუხს არ აგებენ იმ კოოპერაციული გაერთიანების ვალდებულებებისათვის, რომლის შემადგენლობაში ისინი შედიან, თუ ასეთი პასუხისმგებლობა კანონიდან ან წესდებიდან არ გამომდინარეობს. მუხლი 35🔗. კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანდა მისი წევრების პასუხისმგებლობის გამიჯვნა კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები პასუხს არ აგებენ მისი ვალდებულებებისათვის, ოღონდ კოოპერაციული ორგანიზაციის წევრების ასეთი პასუხისმგებლობა საპაიო შენატანის ჯერადი ოდენობით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კანონით ან კოოპერაციული ორგანიზაციის წესდებით. კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია პასუხს არ აგებს თავიის წევრების ვალდებულებებისათვის. კოოპერაციული ორგანიზაციის წევრების საპაიო შენატანებიდან გადახდევინება არ დაიშვება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოვალე გადის ორგანიზაციის წევრთა შემადგენლობიდან. მუხლი 36🔗. საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციებისა და მათ მონაწილეთა პასუხისმგებლობის გამიჯვნა საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციის მონაწილე კოლმეურნეობანი, აგრეთვე სახელმწიფო-საკოლმეურნეო ან სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციის მონაწილენი არ აგებენ პასუხს ამ ორგანიზაციის ვალდებულებებისათვის. ორგანიზაციის ზარალი შეიძლება განაწილდეს მის მონაწილეებზე წესდების (დებულების) შესაბამისად. საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციები არ აგებენ პასუხს თავისი მონაწილეების ვალდებულებებისათვის. მუხლი 37🔗. იურიდიული პირის მოსპობა იურიდიული პირი მოისპობა მისი ლიკვიდაციით ან რეორგანიზაციით (შერწყმით, გაყოფით ან შეერთებით). იურიდიული პირების გაერთიანებისა ან გაყოფისას მათი ქონება (უფლებები და მოვალეობები) გადადის ახლად წარმოშობილ იურიდიულ პირებზე. იურიდიული პირის შეერთებისას სხვა იურიდიულ პირთან, მისი ქონება (უფლებები და მოვალეობები) გადადის უკანასკნელზე. ქონება (უფლებები და მოვალეობები) გადადის გადაცემითი ბალანსის ხელის მოწერის დღეს, თუ კანონით ან დადგენლებით რეორგანიზაციის შესახებ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იურიდიული პირის ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს სსრ კანონმდებლობით, თუ სსრ კავშირის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ან კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წესდებებით. მუხლი 38🔗. მოსპობა სახელმწიფო ორგანიზაციისა, რომელიც იურიდიულ პირს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც იურიდიულ პირს წარმოადგენს, მოისპობა იმ ორგანოს მიერ, რომლის გადაწყვეტილებითაც იგი შეიქმნა. მუხლი 39🔗. კოოპერაციული, სახელმწიფო-საკოლმეურნეო, სახელმწიფო-კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსპობა კოოპერაციული, აგრეთვე სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციები მოისპობა კანონსა და ამ ორგანიზაციების წესდებაში (დებულებაში) აღნიშნული საფუძვლით. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ისპობა მათ წესდებაში (დებულებაში) აღნიშნული საფუძვლით. კოოპერაციული, სახელმწიფო-საკოლმეურნეო, სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეორგანიზაცია (შერწყმა, გაყოფა, შეერთება) შეიძლება მათი წევრების (მონაწილეთა) საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით. მუხლი 40🔗. კოოპერაციული, სახელმწიფო-საკოლმეურნეო, სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების გამოყენება ლიკვიდირებული კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქონება, რომელიც ყველა  მისი კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ დარჩება, გამოიყენება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საპაიო ან სხვა დასაბრუნებელი შენატანების გასასტუმრებლად, დარჩენილი ნაწილი გადაეცემა ზემდგომ კოოპერაციულ ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – სათანადო სახელმწიფო ორგანოს. ლიკვიდირებული საკოლმეურნეობათაშორისო სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციის ყველა კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ქონება განაწილდება მონაწილეთა შორის მათი შენატანების პროპორციულად. თავი მესამე გარიგებანი მუხლი 41🔗. გარიგების ცნება და სახეობანი გარიგება არის მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა მოქმედება, მიმართული სამოქალაქო უფლებათა ან მოვალეობათა წარმოშობის, შეცვლისა ან მოსპობისათვის. გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი და ორმხრივი ან მრავალმხრივი (ხელშეკრულებები). მუხლი 42🔗. გარიგების ფორმა გარიგების დადება შეიძლება ზეპირად ან წერილობით (მარტივი ან სანოტარო ფორმით). გარიგება, რომლისთვისაც კანონით არ არის დაწესებული განსაზღვრული ფორმა, ჩაითვლება აგრეთვე დადებულად, თუ პირის მოქმედება ამჟღავნებს მის ნებას დადოს გარიგება. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დუმილი ჩაითვლება გარიგების დადების სურვილის გამომჟღავნებად. მუხლი 43🔗. ზეპირი გარიგება გარიგება, რომლის შესრულება მისი დადებისთანავე ხდება, შეიძლება დაიდოს ზეპირად,თუ სსრ კავშირის ან საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 44🔗. წერილობითი გარიგება წერილობით უნდა დაიდოს: 1) სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარიგებანი ურთიერთშორის და მოქალაქეებთან, იმ გარიგებათა გამოკლებით, რომლებიც ამ კოდექსის 43-ე მუხლშია აღნიშნული, და ცალკეული სახეობების იმ გარიგებათა გამოკლებით, რომლებისთვისაც სსრ კავშირის ან საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული; 2) მოქალაქეთა გარიგებანი ურთიერთშორის ას მანეთზე მეტი თანხისა, იმ სახეობების გარიგებათა გამოკლებით, რომლებიც აღნიშნულია ამ კოდექსის 43-ე მუხლში და აგრეთვე სსრ კავშირის ან საქართველოს კანონმდებლობაში აღნიშნულ სხვა სახეობის გარიგებათა გამოკლებით; 3) სხვა გარემოებანი მოქალაქეთა შორის, რომელთათვის კანონი წერილობით ფორმას მოითხოვს. წერილობით გარიგებას ხელი უნდა მოწერონ გარიგების დამდებმა პირებმა. თუ მოქალაქეს ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა რაიმე მიზეზების გამო არ შეუძლია თვითონ მოაწეროს ხელი გარიგებას, მისი დავალებით გარიგებას შეიძლება ხელი მოაწეროს სხვა მოქალაქემ. უკანასკნელის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს გარიგების დამდები მოქალაქე, ან საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს იმ სახლის ექსპლუატაციას, სადაც იგი ცხოვრობს, ან იმ სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც იგი სამკურნალოდ იმყოფება, ანდა სანოტარო ორგანოს მიერ, იმ მიზეზის აღნიშვნით, რის გამოც გარიგების დამდები თვითონ ვერ აწერს ხელს. მუხლი 45🔗. გარიგების ფორმით დაუცველობის შედეგები კანონით დაწესებული ფორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი შედეგი პირდაპირაა მითითებული კანონში. საგარეო ვაჭრობის გარიგებათა ფორმისა და ამ გარიგებათა ხელმოწერის წესის დაუცველობა (ამ კოდექსის 574-ე მუხლი) იწვევს გარიგების ბათილობას. მუხლი 46🔗. გარიგების მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობის შედეგები გარიგების მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა (ამ კოდექსის 44-ე მუხლი) უსპობს მხარეებს უფლებას, რომ დავის შემთხვევაში გარიგების დასადასტურებლად დაეყრდნონ მოწმეთა ჩვენებებს, მაგრამ არ უსპობს მათ უფლებას წარმოადგინონ წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო კანონში პირდაპირ მითითებულ შემთხვევებში იწვევს გარიგების ბათილობას ამ კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგებით. მუხლი 47🔗. სავალდებულოობა გარიგების სანოტარო ფორმისა და მისი დაუცველობის შედეგები სანოტარო წესით გარიგების დამოწმება სავალდებულოა მხოლოდ კანონით მითითებულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში დაუცველობა სანოტარო ფორმისა, რომელსაც კანონი მოითხოვს, იწვევს გარიგების ბათილობას ამ კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგებით. თუ ერთმა მხარემ მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულა გარიგება, რომელიც სანოტარო წესით დადასტურებას მოითხოვს, ხოლო მეორე მხარე თავს არიდებს გარიგების სანოტარო წესით გაფორმებას, სასამართლოს შეუძლია იმ მხარის მოთხოვნით, რომელმაც გარიგება შეასრულა, ცნოს გარიგება დადებულად, თუ ეს გარიგება კანონსაწინააღმდეგოს არაფერს არ შეიცავს; ასეთ შემთხვევაში გარიგების შემდგომი სანოტარო გაფორმება საჭირო აღარ არის. მუხლი 48🔗. ბათილობა გარიგებისა, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება ბათილია გარიგება, რომელიც არ შეესაბამება კანონის მოთხონვებს, მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვების პირადი ან ქონებრივი უფლებების შემბღალავი გარიგებაც. ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო როცა მიღებულის ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად, თუ კანონში არ არის გათვალისწინებული გარიგების ბათილობის სხვა შედეგები. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990 წ., მუხ. 264 მუხლი 49🔗. სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო მიზნით დადებული გარიგების ბათილობა თუ გარიგება დადებულია ისეთი მიზნით, რომელიც შეგნებულად ეწინააღმდეგება სოციალისტური სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს, მაშინ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი განზრახვა ორივე მხარეს ჰქონდა და გარიგება ორივე მხარის მიერაა შესრულებული – სახელმწიფო შემოსავალში ჩაირიცხება ყველაფერი, რაც მათ გარიგებით მიიღეს; თუ გარიგება შესრულებულია მხოლოდ ერთი მხარის მიერ, მაშინ მეორე მხარეს გადახდება ის, რაც მან პირველი მხარისაგან მიიღო და ისიც, რაც პირველ მხარეს მისგან მიღებულის ასანაზღაურებლად ერგებოდა. თუ განზრახვა ჰქონდა მხოლოდ ერთ მხარეს, მაშინ ყველაფერი, რაც მან გარიგებით მიიღო, უნდა დაუბრუნოს მეორე მხარეს, ხოლო რაც ამ უკანასკნელმა მიიღო ან მას შესრულებულის ასანაზღაურებლად ერგება, უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო შემოსავალში. მუხლი 50🔗. იურიდიული პირის მიერ დადებული ისეთი გარიგების ბათილობა, რომელიც ეწინააღმდეგება მის მიზნებს ბათილია იურიდიული პირის მიერ დადებული გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება იმ მიზნებს, რაც გათვალისწინებულია მის წესდებას, დებულებასა ან ამგვარი ორგანიზაციების შესახებ საერთო დებულებაში. ასეთი გარიგებათათვის შესაბამისად, გამოიყენება ამ კოდექსის 48-ე და 49-ე მუხლებში გათვალისწინებული წესები. მუხლი 51🔗. თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მიერ დადებული არასრულწლოვანის გარიგების ბათილობა ბათილია გარიგება, დადებული თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვანის მიერ იმ გარიგებების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის მე-13 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში. ასეთ გარიგების მონაწილე ყოველი მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც მან გარიგებით მიიღო, ხოლო თუ მიღებულის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად. გარდა ამისა, ქმედუნარიანი მხარე მოვალეა აუნაზღაუროს არაქმედუნარიან მხარეს მის მიერ გაწეული ხარჯები, აგრეთვე ის, რაც მის ქონებას დააკლდა ან ზიანი მიადგა, თუ ქმედუნარიანმა მხარემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მეორე მხარე არაქმედუნარინი იყო. მუხლი 52🔗. არაქმედუნარიანად აღიარებული მოქალაქის მიერ დადებული გარიგების ბათილობა ბათილია გარიგება დადებული მოქალაქის მიერ, რომელიც არაქმედუნარიანად არის აღიარებული სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო. ასეთი გარიგების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. მუხლი 53🔗. თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის მიერ დადებული გარიგების ბათილობა თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანის მიერ მისი მშობლების, მშვილებლების ან მზრუნველის თანხმობის გარეშე დადებული გარიგება, მშობლების, მშვილებლების ან მზრუნველის სარჩელით სასამართლოს მიერ ბათილად იქნება ცნობილი. თუ ასეთი გარიგება ბათილად არის ცნობილი, მოქმედებს ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული წესები ამ მუხლის წესები არ ვრცელდება თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანის მიერ დადებულ ისეთ გარიგებაზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი და მესამე ნაწილის შესაბამისად. მუხლი 54🔗. ბათილობა იმ მოქალაქის მიერ დადებული გარიგებისა, რომელსაც არ ჰქონდა თავისი მოქმედების მნიშვნელობის შეგნების უნარი გარიგება, დადებული თუნდაც ქმედუნარიანი მაგრამ გარიგების დადების მომენტში ისეთ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, რომელსაც არ შეეძლო გაეგო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, და წარემართა იგი, სასამართლოს მიერ ცნობილი იქნება ბათილად ამ მოქალაქის სარჩელით. თუ ასეთი გარიგება ცნობილია ბათილად, ყოველი მხარე მოვალეა დაუბრუნოს მიერ მხარეს ყველაფერი, რაც ,ან გარიგებით მიიღო, ხოლო, მიღებულის ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად. გარდა ამისა, მხარეს, რომელსაც გარიგების დადების მომენტში არ შეეძლო გაეგო თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან წარემართა იგი, მეორე მხარემ უნდა აუნაზღაუროს ხარჯი, აგრეთვე, რაც მის ქონებას დააკლდა ან ზიანი მიადგა, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მასთან გარიგების დამდები მოქალაქის ასეთი მდგომარეობა. მუხლი 55🔗. ცდომილების გავლენით დადებული გარიგების ბათილობა გარიგება, დადებული არსებითი მნიშვნელობის მქონე ცდომილების გავლენით, უნდა ცნობილ იქნეს ბათილად იმ მხარის სარჩელით, რომელიც ცდომილების გავლენით მოქმედებდა. თუ ასეთი გარიგება ცნობილია ბათილად, ყოველი მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც მას გარიგებით მიუღია, ხოლო თუ მიღებულის ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად. მხარეს, რომლის სარჩელითაც გარიგება ცნობილია ბათილად, უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს თავისი ხარჯების ანაზღაურება და აგრეთვე ის, რაც მის ქონებას დააკლდა ან ზიანი მიადგა, თუ დაამტკიცებს, რომ ცდომილება წარმოიშვა მეორე მხარის ბრალით. თუ ეს არ დამტკიცდა, მხარე, რომლის სარჩელითაც გარიგება ცნობილია ბათილად, მოვალეა აუნაზღაუროს მეორე მხარეს ხარჯები და აგრეთვე ის, რაც მის ქონებას დააკლდა ან ზიანი მიადგა. მუხლი 56🔗. ბათილობა გარიგებისა, რომელიც დადებულია მოტყუების, ძალადობის, მუქარის, ერთი მხარის წარმომადგენლის მეორე მხარესთან ბოროტგანზრახვით შეთანხმების ან მძიმე გარემოებათა დამთხვევის შედეგად გარიგება, დადებული მოტყუების, ძალადობის, მუქარის, ერთი მხარის წარმომადგენლის მეორე მხარესთან ბოროტგანზრახვით შეთანხმების შედეგად, აგრეთვე ისეთი გარიგება, რომელიც იძულებული იყო დაედო მოქალაქეს მძიმე გარემოებათა დამთხვევის გამო მისთვის უაღრესად არახელსაყრელი პირობებით, ბათილად იქნება ცნობილი დაზარალებულის სარჩელით ან სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სარჩელით. თუ გარიგება ცნობილია ბათილად ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე, დაზარალებულ მხარეს უბრუნდება ყველაფერი, რაც მეორე მხარემ გარიგებით მიიღო, ხოლო, თუ მიღებულის ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაურდება მისი ღირებულება ფულად. ქონება, რომელიც გარიგების საფუძველზე დაზარალებულმა მეორე მხარისაგან მიიღო, აგრეთვე რაც მას ერგებოდა მეორე მხარისათვის გადაცემულის ასანაზღაურებლად, ჩაირიცხება სახელმწიფოს შემოსავალში. თუ სახელმწიფო შემოსავალში ქონების ნატურად გადაცემა შეუძლებელია, მისი ღირებულება დაზარალებულს გადახდება ფულად. გარდა ამისა, დაზარალებულს მეორე მხარემ უნდა აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი, აგრეთვე ის, რაც ქონებას დააკლდა ან ზიანი მიადგა. მუხლი 57🔗. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების ბათილობა ბათილია გარიგება დადებული მხოლოდ მოსაჩვენებლად უიმგანზრახვოდ, რომ მას იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ გარიგება დადებულია სხვა გარიგების დასაფარავად (თვალთმაქცური გარიგება), მაშინ გამოიყენება შესაბამისი დებულება იმ გარიგებისა, რომელიც მხარეებს ნამდვილად ჰქონდათ მხედველობაში. მუხლი 58🔗. მომენტი, საიდანაც გარიგება ბათილად ითვლება ბათილად აღიარებული გარიგება ითვლება ბათილად მისი დადების მომენტიდან. ოღონდ, თუ გარიგების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მისი შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ მომავლისათვის, მაშინ ბათილად აღიარებული გარიგების მოქმედება წყდება მომავლისათვის. მუხლი 59🔗. გარიგების ნაწილის ბათილობის შედეგები გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. მუხლი 60🔗. პირობით დადებული გარიგება გარიგება ითვლება გადადებითი პირობით დადებულად, თუ მხარეებმა გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დაუკავშირეს გარემოებას, რომლის შესახებაც არ არის ცნობილი შეიქმნება იგი თუ არა. გარიგება ითვლება გაუქმებითი პირობით დადებულად, თუ მხარეებმა გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების მოსპობა დაუკავშირეს გარემოებას, რომლის შესახებაც არ არის ცნობილი შეიქმნებაიგი თუ არა. თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა არ არის ხელსაყრელი, პირობა დამდგარად ჩაითვლება. თუ პირობის დადგომას არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელია, პირობა არ ჩაითვლება დამდგარად. თავი მეოთხე წარმომადგენლობა და რწმუნებულება მუხლი 61🔗. წარმომადგენლობა გარიგება, დადებული ერთი პირის (წარმომადგენლის) მიერ მეორე პირის (წარმომადგენლის) სახელით რწმუნებულებაზე, კანონზე ან ადმინისტრაციულ აქტზე დამყარებული უფლებამოსილების ძალით, უშუალოდ ქმნის, ცვლის ან სპობს წარმოდგენილი პირის უფლებებსა და მოვალეობებს. უფლებამოსილება შეიძლება აგრეთვე ცხადყოფილი იყოს ვითარებით, რომელშიც წარმომადგენელი მოქმედებს (გამყიდველი, მოლარე და სხვა საცალო ვაჭრობაში). წარმომადგენელს არ შეუძლია დადოს წარმოდგენილის სახელით გარიგება თავის თავთან და არც სხვა პირთან, რომლის წარმომადგენელიც იგი ამავე დროს არის. არ დაიშვება წარმომადგენლის მეშვეობით ისეთი გარიგების დადება, რომელიც მისი ხასიათის მიხედვით შეიძლება დაიდოს მხოლოდ პირადად და ასევე კანონით საგანგებოდ მითითებული სხვა გარიგებებისა. მუხლი 62🔗. არაუფლებამოსილი პირის მიერ ან უფლებამოსილების გადამეტებით დადებული გარიგებების შედეგები გარიგება, დადებული სახვა პირის სახელით იმ პირის მიერ, რომელიც არ იყო უფლებამოსილი დაედო გარიგება, ან რომელმაც გარიგება უფლებამოსილების გადამეტებით დადო, ქმნის, ცვლის ან სპობს წარმოდგენილისათვის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი პირი შემდგომ მოიწონებს ამ გარიგებას. წარმოდგენილი პირის მიერ შემდგომი მოწონება გახდის გარიგებას კანონიერად მისი დადების მომენტიდან. მუხლი 63🔗. რწმუნებულება რწმუნებულებად ითვლება ერთი პირის მიერ მეორე პირისათვის მიცემული წერილობითი უფლებამოსილება, რათა მან გასწიოს წარმომადგენლობა მესამე პირის წინაშე. იურიდიულ პირს რწმუნებულება შეიძლება მიეცეს მხოლოდ ისეთ გარიგებათა დასადებად, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მის წესდებას (დებულება) ან ამ სახეობის ორგანიზაციათა შესახებ საერთო დებულებას. მუხლი 64🔗. რწმუნებულებანი, რომლებიც საჭიროებენ სანოტარო წესით დამოწმებას რწმუნებულება ისეთ გარიგებათა დასადებად, რომლებიც სანოტარო ფორმას მოითხოვს, აგრეთვე რწმუნებულება სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე წარმომადგენლობისათვის უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, გარდა ამ კოდექსის 66-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევებისა და აგრეთვე შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური წესებით დაშვებულია რწმუნებულების სხვა ფორმა. მუხლი 65🔗. რწმუნებულებანი, რომელთა დამოწმება სხვა წესით ხდება რწმუნებულება ხელფასისა და შრომითს ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა საზღაურის მისაღებად, ავტორისა და გამომგონებლის გასამრჯელოს, პენსიის, დახმარებისა და სტიპენდიის მისაღებად, თანხების მისაღებად სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროდან და კორესპონდენციების, მათ შორის ფულადის, და ამანათების მისაღებად შეიძლება დაამოწმოს ორგანიზაციამაც, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციამ, რომელიც უზრუნველყოფს იმ სახლის ექსპლუატაციას, სადაც იგი ცხოვრობს, სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც იგი ცხოვრობს, და აგრეთვე სტაციონალური სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციამ, სადაც იგი სამკურნალოდ იმყოფება. ნოტარიულად დადასტურებულ რწმუნებულებს უთანაბრდება: ჰოსპიტალში, სანატორიუმსა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის და სხვა პირის რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმისა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, უფროსი და მორიგე ექიმის მიერ; სამხედრო მოსამსახურის რწმუნებულება, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტში, სადაც არ არის სახელმწიფო სანოტარო კანტორა და სანოტარო ოქმების შემსრულებელი სხვა ორგანო, აგრეთვე მუშა-მოსამსახურის, მისი ოჯახის წევრების და სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების რწმუნებულება, რომელიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ; თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირის რწმუნებულება, რომელიც დადასტურებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსის მიერ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 27 მარტის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 28.03.1975 წ., მუხ. 49 მუხლი 66🔗. სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების რწმუნებულებანი სახელმწიფო ორგანიზაციის სახელით რწმუნებულება ხელმოწერილი უნდა იყოს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და მას დასმული უნდა ჰქონდეს ბეჭედი. კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით რწმუნებულება ხელმოწერილი უნდა იყოს ამ ორგანიზაციის წესდებით (დებულებით) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ და მას დასმული უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის ბეჭედი. სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით გაცემული რწმუნებულება ფულისა და სხვა ქონებრივ ფასეულებათა მისაღებად ან გასაცემად ხელმოწერილი უნდა იქნეს აგრეთვე ამ ორგანიზაციის მთავარი (უფროსი) ბუღალტრის მიერ. ბანკში ოპერაციების საწარმოებლად და საგარეო ვაჭრობის გარიგებათა დასადებად რწმუნებულებათა გაცემის წესი და ფორმები განისაზღვრება სპეციალური წესებით. მუხლი 67🔗. რწმუნებულების ვადა რწმუნებულების მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს სამ წელიწადს; თუ რწმუნებულებაში ვადა არ არის აღნიშნული, მას ძალა აქვს ერთი წლის განმავლობაში მისი გაცემის დღიდან. სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ დადასტურებული რწმუნებულება, რომელიც განკუთვნილია საზღვარგარეთ მოქმედების შესასრულებლად და არ შეიცავს მითითებას მისი მოქმედების ვადის შესახებ, ინარჩუნებს ძალას რწმუნებულების გამცემი პირის მიერ მის გაუქმებამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 27 მარტის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 28.03.1975 წ., მუხ. 49 მუხლი 68🔗. რწმუნებულების ბათილობა წერილობითი ფორმის დაუცველობა, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მითითებულია სანოტარო წესით დამოწმება, დაუცველობა სანოტარო ფორმისა გამოიწვევს რწმუნებულების ბათილობას. რწმუნებულება, რომელშიც არ არის აღნიშნული მისი შედგენის თარიღი, ბათილია. მუხლი 69🔗. რწმუნებულების გადაცემა პირი, რომელსაც რწმუნებულება მიეცა, მოვალეა პირადად შეასრულოს მოქმედება, რომლისთვისაც იგი უფლებამოსილია. მას შეუძლია მოქმედების შესრულების რწმუნებულება გადასცეს სხვა პირს, თუ საამისოდ უფლებამოსილია რწმუნებულებით ან იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი ვითარების გამო, რწმუნებულების მიმცემი პირის ინტერესების დასაცავად. რწმუნების გადაცემის წესით გაცემული რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. რწმუნების გადაცემის წესით გაცემული რწმუნებულების მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს იმ ძირითადი რწმუნებულების მოქმედების ვადას, რომლის საფუძველზეც არის იგი გაცემული. რწმუნებული, რომელმაც თავისი უფლებამოსილება სხვა პირს გადასცა, მოვალეა შეატყობინოს ამის შესახებ რწმუნებულების მიმცემს და მიაწოდოს საჭირო ცნობები იმ პირის შესახებ, რომელსაც გადასცა უფლებამოსილება. ამ მოვალეობის შეუსრულებლობა აკისრებს უფლებამოსილების გადამცემს ისეთივე პასუხისმგებლობას იმ პირის მოქმედებისათვის, რომელსაც უფლებამოსილება გადასცა, როგორიც თავისი პირადი მოქმედებისათვის ეკისრებოდა. მუხლი 70🔗. რწმუნებულების შეწყვეტა რწმუნებულება შეწყდება: 1) რწმუნებულების ვადის გასვლის გამო; 2) ) რწმუნებულების გამცემი პირის მიერ რწმუნებულების გაუქმების გამო; 3) იმ პირის უარის შედეგად, რომელსაც რწმუნებულება მიეცა; 4)იურიდიული პირის მოსპობის გამო, რომლის სახელითაც გაცემულია რწმუნებულება; 5) იურიდიული პირის მოსპობის გამო, რომელსაც მიეცა რწმუნებულება; 6) რწმუნებულების გამცემი მოქალაქის გარდაცვალების, არაქმედუნარიანად აღიარების, უკვალოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო; 7) იმ მოქალაქის გარდაცვალების, არაქმედუნარიანად აღიარების, უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, რომელსაც რწმუნებულება მიეცა. რწმუნებულების გამცემ პირს ყოველთვის შეუძლია გააუქმოს რწმუნებულება ან რწმუნებულების გადაცემა, ხოლო იმ პირს, რომელსაც რწმუნებულება მიეცა, შეუძლია მასზე უარი თქვას. შეთანხმება ამ უფლებებზე უარის თქმის შესახებ ბათილია. რწმუნებულების შეწყვეტასთან ერთად ძალას კარგავს რწმუნებულების გადაცემაც. მუხლი 71🔗. რწმუნებულების შეწყვეტის შედეგები რწმუნებულების გამცემი პირი მოვალეა მინდობილობის გაუქმების შესახებ (ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი) აცნობოს რწმუნებულების მიმღებს და, აგრეთვე მისთვის ცნობილ მესამე პირებს, რომელთა წინაშე წარმომადგენლობისათვის გაცემული იყო რწმუნებულება. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ რწმუნებულების გამცემი პირის უფლებამონაცვლეებს ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების თანახმად რწმუნებულების შეწყვეტის შემთხვევაში. უფლებები და მოვალეობები, რომელნიც წარმოიშობა იმ პირის მოქმედების შედეგად, რომელსაც რწმუნებულება მიეცა იმ დროში, ვიდრე ეს პირი გაიგებდა ან უნდა გაეგო, რომ რწმუნებულება შეწყდა, ინარჩუნებენ ძალას რწმუნებულების გამცემი პირისათვის და მისი უფლებამონაცვლეებისათვის მესამე პირთა მიმართ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ მესამე პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ რწმუნებულება შეწყდა. რწმუნებულების შეწყვეტის შემდეგ პირი, რომელსაც იგი მიეცა, ან მისი უფლებამონაცვლეები მოვალენი არიან დაუყოვნებლივ დააბრუნონ რწმუნებულება. თავი მეხუთე ვადების გამოთვლა მუხლი 72🔗. ვადის განსაზღვრა კანონით თუ დარიგებით დადგენილი ან სასამართლოს, არბიტრაჟისა და სამედიატორო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადები განისაზღვრება კალენდარული თარიღით ან დროის პერიოდის გასვლით, რომელიც გამოითვლება წლებით, თვეებით, კვირეებით, დღეებით ან საათობით. ვადა შეიძლება აგრეთვე განისაზღვროს მოვლენით, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს. მუხლი 73🔗. ვადის მიმდინარეობის დასაწყისი ვადის მიმდინარეობა დაიწყება კალენდარული თარიღის მომდევნო დღიდან ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლებითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მუხლი 74🔗. ვადის გასვლა წლებით საანგარიშებელი ვადა გადის მისი უკანასკნელი წლის სათანადო თვესა და დღეს. ნახევარი წლით განსაზღვრული ვადისათვის გამოიყენება თვეებით საანგარიშებელი ვადის წესი. თვეებით განსაზღვრული ვადა გადის ვადის უკანასკნელი თვის სათანადო დღეს. ნახევარი თვით განსაზღვრული ვადა განიხილება როგორც დღეებით საანგარიშებელი ვადა და უდრის თხუთმეტ დღეს. თუ წლებით ან თვეებით საანგარიშებელი ვადის გასვლა მოდის ისეთ თვეზე, რომელსაც შესაბამისი რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა გადის ამ თვის უკანასკნელ დღეს. კვირეებით საანგარიშებელი ვადა გადის უკანასკნელი კვირის შესაბამის დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე უქმეა, მაშინ ვადის გასვლის დღედ ითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე. თუ ვადა დანიშნულია რაიმე მოქმედების შესრულებისათვის, ეს მოქმედება შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ოღონდ, თუ ასეთი მოქმედება უნდა შესრულდეს ორგანიზაციაში, მაშინ ვადა გადის იმ საათს, როდესაც დადგენილი წესების მიხედვით ამ ორგანიზაციაში ოპერაციების წარმოება მთავრდება. ყველა წერილობითი განცხადება და შეტყობინება, რომელიც ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდება ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ითვლება ვადაზე ჩაბარებულად. თავი მეექვსე სასარჩელო ხანდაზმულობა მუხლი 75🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის – ერთი წლით. მუხლი 76🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის შემცირებული ვადები სასარჩელო ხანდაზმულობის შემცირებული ვადები იმ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების ცალკეულ სახეობებისათვის, რომელთა მოწესრიგება მიეკუთვნება სსრ კავშირის გამგებლობას, წესრიგდება სსრ კავშირის კანონმდებლობით, ხოლო სხვა მოთხოვნებისათვის – ამ კოდექსით. კერძოდ, ხანდაზმულობის შემცირებული ექვსთვიანი ვადა გამოიყენება სარჩელებისათვის: 1) პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) გადახდევინების შესახებ; 2) გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ (ამ კოდექსის 246-ე მუხლი); 3) არასათანადო ხარისხის და აგრეთვე არაკომპლექტური პროდუქციის მიწოდების გამო(ამ კოდექსის 246-ე მუხლი). სარჩელისათვის სათანადო ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ნაკლის შესახებ უნდა გამოყენებულ იქნეს ხანდაზმულობის ვადები, აღნიშნული ამ კოდექსის 354-ე მუხლში. ტვირთისა და ბარგის გადაზიდვასთან და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული სარჩელებისათვის უნდა გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 378-ე მუხლში აღნიშნული ხანდაზმულობის შემცირებული ვადები, ხოლო კავშირგაბმულობის ორგანოების კლიენტურის ურთიერთობასთან დაკავშირებული სარჩელებისათვის – სასარჩელო ხანდაზმულობის შემცირებული ვადები, აღნიშნული სსრ კავშირის კავშირგაბმულობის წესდებაში. მუხლი 77🔗. ბათილია შეთანხმება, რომელიც ცვლის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას მხარეთა შეთანხმებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა არ დაიშვება. მუხლი 78🔗. სარჩელის განხილვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა დარღვეული უფლების დაცვის შესახებ უნდა მიღებულ იქნეს განსახილველად სასამართლოს, არბიტრაჟის ან სამედიატორო სასამართლოს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად. მუხლი 79🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის გამოყენების სავალდებულოობა სასარჩელო ხანდაზმულობა სასამართლოს, არბიტრაჟის ან სამედიატორო სასამართლოს მიერ უნდა გამოყენებულ იქნეს მხარეთა განცხადების დამოუკიდებლად. მუხლი 80🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. ამ წესის გამონაკლისი და აგრეთვე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები წესდება სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსით. მუხლი 81🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ვალდებულების მონაწილე პირთა შეცვლისას ვალდებულების მონაწილე პირის შეცვლა არ იწვევს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეცვლას. მუხლი 82🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეჩერდება: 1)თუ სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და იმ პირობებში აუცდენელი მოვლენა (დაუძლეველი ძალა); 2)სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ვალდებულებათა შესრულების გადადების (მორატორიუმის) გამო; 3)თუ მოსარჩელე ან მოპასუხე იმყოფება სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებში, რომლებიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში აღნიშნული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია – სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. იმ გარემოების შეწყვეტის დღიდან, რომელიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, იგი გაგრძელდება, ამასთან ვადის დარჩენილი ნაწილი გაგრძელდება ექვს თვემდე, ხოლო თუ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლები იყო – სასარჩელო. ხანდაზმულობის ვადამდე. მუხლი 83🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით. როცა ერთი ან ორივე მოდავე მხარე მოქალაქეებია, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება აგრეთვე ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს. შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყება. შეწყვეტამდე გასული დრო ახალ ვადაში არ ჩაითვლება. თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული, მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით. თუ სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული სარჩელი, წარდგენილი სისხლის სამრთლის საქმეში, მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა გრძელდება იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, რომლითაც სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. მუხლი 84🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები და მისი აღდგენის საფუძვლები სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. თუ სასამართლო, არბიტრაჟი ან სამედიატორო სასამართლო საპატიოდ ცნობს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების მიზეზს, დარღვეული უფლება უნდა დაცული იქნეს. მუხლი 85🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის შემცირებული ვადის შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისას, შეწყვეტისა და აღდგენის წესები უნდა გამოყენებულ იქნეს სასარჩელო ხანდაზმულობის შემცირებულ ვადებისათვისაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 86🔗. მოვალის მიერ მოვალეობის შესრულების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ თუ მოვალემ მოვალეობა შეასრულა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იმ მოთხოვნათა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები, რომლებიც გამომდინარეობს ურთიერთობათაგან სოციალისტურ ორგანიზაციათა შორის, განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით. მუხლი 87🔗. მოთხოვნები, რომლებზეც სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება: მოთხოვნებზე, რომლებიც გამომდინარეობენ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევიდან, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებზე სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ კოლმეურნეობათა და სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ან მოქალაქეთა უკანონო მფლობელობიდან; მეანაბრეთა მოთხოვნებზე სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროებში და სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკში შეტანილი ანაბრების გაცემის შესახებ; სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სხვა მოთხოვნებებზედაც. მუხლი 88🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის გამოყენება დამატებითი მოთხოვნების სარჩელებისათვის მთავარი მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებით მოთხოვნისთვისაც (პირგასამტეხლო, თავდებობა და სხვ.). კარი II საკუთრების სამართალი თავი მეშვიდე ზოგადი დებულებანი მუხლი 89🔗. მესაკუთრის უფლებამოსილება მესაკუთრეს აქვს ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება კანონით დადგენილ ფარგლებში. მუხლი 90🔗. სოციალისტური საკუთრება სოციალისტურ საკუთრებას წარმოადგენს: სახელმწიფო (საერთო-სახალხო) საკუთრება: საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრება; პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკუთრება. სახელმწიფო იცავს სოციალისტურ საკუთრებას და ქმნის მისი შემდგომი ზრდის პირობებს. არავის არა აქვს უფლება პირადი გამორჩენის და სხვა ანგარებითი მიზნით გამოიყენოს სოციალისტური საკუთრება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 91🔗. პირადი საკუთრება მოქალაქეთა პირადი საკუთრების საფუძველია შრომითი შემოსავალი. მოქალაქეთა პირად საკუთრებას და მისი მემკვიდრეობის უფლებას სახელმწიფო იცავს. ქონება, რომელიც პირა საკუთრებად აქვთ მოქალაქეებს, არ შეიძლება იყოს არაშრომითი შემოსავლის წყარო და გამოყენებულ იქნეს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი მერვე სახელმწიფო საკუთრება მუხლი 92🔗. სახელმწიფო საკუთრების უფლების სუბიექტი სახელმწიფო საკუთრება – მთელი საბჭოთა ხალხის საერთო კუთვნილება, სოციალისტური საკუთრების ძირითადი ფორმაა. სახელმწიფო წარმოადგენს მთელი სახელმწიფო ქონების ერთიან მესაკუთრეს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 93🔗. სახელმწიფო საკუთრების უფლების ობიექტები მიწა, მისი წიაღი, წყალი და ტყე წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. სახელმწიფოს ეკუთვნის წარმოების ძირითადი საშუალებანი მრეწველობაში, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, ბანკები. სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ სავაჭრო, კომუნალურ და სხვა საწარმოთა ქონება, ძირითადი საქალაქო საბინაო ფონდი, აგრეთვე სახელმწიფოს ამოცანათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა ქონება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 94🔗. წესი იმ სახელმწიფო ქონების განკარგვისა, რომელიც ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის, აგრეთვე კოლმეურნეობების, სხვა კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის შენობების, ნაგებობების, მოწყობილობისა და სახელმწიფო ორგანიზაციების ძირითად საშუალებებს მიკუთვნებული დანარჩენი ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. ამ მუხლში აღნიშნული ქონება არ შეიძლება მიეყიდოს მოქალაქეებს, გარდა ქონების ცალკეული სახეებისა, რომელთა გასხვისება დაშვებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №1532, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987 წ., მუხ. 320 მუხლი 95🔗. სახელმწიფო ორგანიზაციების საბრუნავ საშუალებათა და პროდუქციის განკარგვის უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანიზაციები განკარგავენ ნედლეულს, საწვავს, მასალებს, ნახევარფაბრიკატებს, ფულად და სხვა საბრუნავ საშუალებებს, აგრეთვე მზა პროდუქციას ამ საშუალებათა მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად და დამტკიცებული გეგმების თანახმად. მუხლი 96🔗. სახელმწიფო ქონებიდან გადახდევინების წესი შენობები, ნაგებობანი, მოწყობილობა და სახელმწიფო ორგანიზაციების ძირითად საშუალებებს მიკუთვნებული სხვა ქონება არ შეიძლება დაგირავებულ იქნეს და ამ ქონებიდან არ შეიძლება გადახდევინება კრედიტორების პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად. დანარჩენი ქონებიდან გადახდევინება შეიძლება იმ გამონაკლისით, რაც დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, ხოლო ფულადი სახსრებიდან – სსრ კავშირის კანონმდებლობით. საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული სესხის დაბრუნების პრეტენზიის დასაკმაყოფილებლად გადახდევინების წესი განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი მეცხრე კოლმეურნეობების, სხვა კოოპერაციული ორგანიზაციებისა და მათ გაერთიანებათა საკუთრება მუხლი 97🔗. კოლმეურნეობების, სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების და მათ გაერთიანებათა საკუთრების უფლების შინაარსი კოლმეურნეობები, სხვა კოოპერაციული ორგანიზაციები და მათი გაერთიანებანი ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენ ქონებას, რომელიც მათ აქვთ საკუთრების უფლებით თავისი წესდებების (დებულებების) შესაბამისად. კოოპერაციული სისტემების ცენტრალიზებული ფონდები შეიქმნება და მოიხმარება ამ სისტემების ცენტრების მიერ სსრ კავშირის ან საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი პირობებისა და წესების მიხედვით. მუხლი 98🔗. კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების საკუთრების უფლების ობიექტები კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების საკუთრებას წარმოადგენს წარმოების საშუალებანი და საწესდებო ამოცანების განხორცილებისათვის საჭირო სხვა ქონება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 99🔗. გადახდევინების წესი კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების ქონებიდან კრედიტორთა პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების კუთვნილ შენობებზე, ნაგებობებზე, ტრაქტორებზე, კომბაინებზე, სხვა მანქანებზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვაგვარ ქონებაზე, რომლებიც მათ ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება, აგრეთვე სათესლე და საფურაჟე ფონდებზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი მეათე პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრება მუხლი 100🔗. პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრების უფლების შინაარსი პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენ ქონებას, რომელიც მათ აქვთ საკუთრების უფლებით თავიანთი წესდებების (დებულებების) შესაბამისად. მუხლი 101🔗. პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრების უფლების ობიექტები პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრებას წარმოადგენს საწესდებო ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო ქონება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 102🔗. გადახდევინების წესი პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქონებიდან არ შეიძლება გადახდევინება კრედიტორების პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შენობების, ნაგებობების, მოწყობილობისა და სხვა ქონებიდან, რაც მიეკუთვნება საწარმოთა, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კულტურის სასახლეების, კლუბების, სტადიონებისა და პიონერთა ბანაკების ძირითად საშუალებებს, აგრეთვე კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდებიდან. გადახდევინება შეიძლება მათი სხვა ქონებიდან იმ გამონაკლისების გარდა, რაც დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, ხოლო ფულადი სახსრების მიმართ – სსრ კავშირის კანონმდებლობით. საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული სესხის დაბრუნების პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად გადახდევინების წესი განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი მეთერთმეტე პირადი საკუთრება მუხლი 103🔗. მოქალაქეთა პირადი საკუთრების უფლების ობიექტები პირად საკუთრებაში შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო, პირადი მოხმარების, კეთილმოწყობისა და დამხმარე საოჯახო მეურნეობის საგნები, საცხოვრებელი სახლი და შრომითი დანაზოგი პირუტყვის ზღვრულ ოდენობას, რომელიც შეიძლება იყოლიოს მოქალაქემ პირად საკუთრებად, ადგენს საქართველოს სსრ კანონმდებლობა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 104🔗. პირადი საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე მოქალაქეს პირად საკუთრებად შეიძლება ჰქონდეს ერთი საცხოვრებელი სახლი (ან ერთი სახლის ნაწილი). ერთად მცხოვრებ მეუღლეებს და მათ არასრულწლოვან შვილებს შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი (ან ერთი სახლის ნაწილი), რომელიც შეიძლება ეკუთვნოდეს ერთ-ერთ მათგანს ან წარმოადგენდეს მათ საერთო საკუთრებას. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული ერთი ან რამდენიმე მოქალაქის საკუთრების უფლება სახლის ნაწილზე არ უსპობს დანარჩენებს უფლებას საკუთრებად ჰქონდეთ ამავე სახლის სხვა ნაწილი (ნაწილები), მაგრამ ინდივიდუალურ მშენებელთა საბინაო-სამშენებლო კოლექტივის მრავალბინიან სახლში ერთად მცხოვრებ მეუღლეებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ ერთი ბინა. ზღვრული ოდენობა საცხოვრებელი სახლისა (ან მისი ნაწილისა), რომელიც შეიძლება იყოს მოქალაქის პირად საკუთრებაში, არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდათექვსმეტ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობსა და კვადრატულ მეტრ დამხმარე ფართობს. თუ მოქალაქეს დიდი ოჯახი ჰყავს ან უფლება აქვს დამატებითი საცხოვრებელი ფართობი ჰქონდეს, მისი შუამდგომლობით რაიონულ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია დაუტოვოს მას საკუთრებად ან ნება დართოს ააშენოს ან შეიძინოს სახლი (ან სახლის ნაწილი), რომლის საცხოვრებელი ფართობიც აღემატება ამ მუხლის მეოთხე ნაწილში დადგენილს, მაგრამ არ აღემატება იმ ნორმებით განსაზღვრულ ფართობს, რომლებიც დადგენილია სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის (სათანადო შემთხვევებში დამატებითი საცხოვრებელი ფართობის ჩათვლით). შენიშვნა: ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული წესი საცხოვრებელი სახლისა ან მისი ნაწილის ზღვრული ოდენობის შესახებ არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქე დადგენილი წესით შეიძენს პირად საკუთრებაში მის მიერ დაკავებულ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლსა თუ ბინას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 18 ივლისის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 29.07.1983 წ., მუხ. 274 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 21 სექტემბრის ბრძანებულება №2312, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1989 წ., მუხ. 175 მუხლი 105🔗. ერთზე მეტ სახლზე პირადი საკუთრების უფლების მოსპობა თუ კანონით დაშვებული საფუძვლით მოქალაქის ან ერთად მცხოვრები მეუღლეებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების პირად საკუთრებად აღმოჩნდება ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლი, მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი არჩევანით დაიტოვოს საკუთრებად ერთ-ერთი მათგანი. სხვა სახლი (სახლები) მესაკუთრემ ერთი წლის განმავლობაში უნდა გაყიდოს, გააჩუქოს ან სხვა წესით გაასხვისოს. მესაკუთრის მიერ სახლის (სახლების) ამ ნებაყოფლობითი გასხვისების ვადა იანგარიშება სხვა სახლზე (სახლებზე) საკუთრების უფლების წარმოშობის დღიდან. თუ მესაკუთრე ერთი წლის განმავლობაში არ გაასხვისებს როგორი ფორმითაც სურს სახლს, მაშინ ეს სახლი (სახლები) სახალხო დეპუტატთა რაიონულ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით იძულებით უნდა გაიყიდოს იმ წესით, რაც დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის. გაყიდვით მიღებული თანხა, იძულებით გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შემდეგ, გადაეცემა სახლის ყოფილ მესაკუთრეს. იმ შემთხვევაში, თუ სახლის იძულებითი წესით გაყიდვა არ მოხდა იმის გამო, რომ არ აღმოჩნდა მყიდველი, იგი სახალხო დეპუტატთა რაიონულ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით უსასყიდლოდ გადადის სახელმწიფო საკუთრებად. ამ მუხლის წესები უნდა გამოყენებულ იქნეს, შესაბამისად, იმ შემთხვევებშიც, როცა კანონით დაშვებული საფუძვლებით მოქალაქის ან ერთად მცხოვრები მეუღლეებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების საკუთრებად აღმოჩნდება: 1) ერთი სახლის გარდა მეორე სახლის ნაწილი; 2) სხვადასხვა სახლის ნაწილი; 3) ერთი სახლის ნაწილი (ნაწილები), რომლის საცხოვრებელი ფართობი ამ კოდექსის 104-ე მუხლში აღნიშნულ ოდენობას აღემატება; 4) ერთ ბინაზე მეტი ინდივიდუალურ მშენებელთა საბინაო-სამშენებლო კოლექტივის მრავალბინიან სახლში. ეს მუხლი არ ვრცელდება მეორე შენობაზე, რომელიც მოქალაქეს პირადი საკუთრების უფლებით აქვს და გამოყენებულია მესაკუთრისა და მისი ოჯახის წევრების დასასვენებლად ან სამკურნალო მიზნით საკურორტო თუ სააგარაკო ადგილას ან სოფლად. მუხლი 106🔗. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში ბინის მფლობელის მიერ საცხოვრებელ სახლზე პირადი საკუთრების უფლების მოპოვების შედეგები თუ მოქალაქეს ან ერთად მცხოვრებ მეუღლეებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს აღმოაჩნდებათ, კანონით დაშვებული საფუძვლით, პირად საკუთრებად საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი და ამავე დროს ბინა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში, მესაკუთრეს უფლება აქვს დაიტოვოს ან სახლი (სახლის ნაწილი), ან ბინა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში. უკანასკნელ შემთხვევაში მესაკუთრემ უნდა გაასხვისოს თავისი სახლი (სახლის ნაწილი) ერთი წლის განმავლობაში საკუთრების უფლების წარმოშობის დღიდან ან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინაში შესახლების დღიდან. თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, სახლი (სახლის ნაწილი) უნდა იძულებით იქნეს გასხვისებული ამ კოდექსის 105-ე მუხლში აღნიშნულ წესისამებრ. მუხლი 107🔗. სახლის (აგარაკის) თვითნებურად აშენების შედეგები მოქალაქეს, რომელმაც სათანადო ნებართვის ან დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის გარეშე, ანდა პროექტისაგან არსებითი გადახვევით ან ძირითადი სამშენებლო ნორმებისა და წესების უხეში დარღვევით აიშენა საცხოვრებელი სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი, უფლება არ აქვს განკარგოს ეს სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი – გაყიდოს, გააჩუქოს, გააქირავოს და ა. შ. სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ასეთი სახლი (აგარაკი) თუ სახლის აგარაკის) ნაწილი უნდა დაანგრიოს თვითნებურად ამშენებელმა მოქალაქემ, ან იგი დანგრეულ უნდა იქნეს მის ხარჯზე, ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი უსასყიდლოდ იქნება ჩამორთმეული და ჩაირიცხება სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს ფონდში. ამასთან, გამოსახლებული იქნებიან  თვითნებურად ამშენებელი მოქალაქე და მასთან ერთად მცხოვრები პირები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 12 აპრილის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1974 წ., მუხ. 70 მუხლი 108🔗. ჩამორთმევა ქონებისა, რომელსაც იყენებენ არაშრომითი შემოსავლის მისაღებად თუ მოქალაქე პირადი საკუთრების საცხოვრებელ სახლს, აგარაკს (სახლის, აგარაკის ნაწილს) ან სხვა ქონებას სისტემატურად იყენებს. არაშრომითი შემოსავლის მისაღებად, ეს სახლი, აგარაკი (სახლის, აგარაკის ნაწილი) ან სხვა ქონება უსასყიდლოდ უნდა იქნეს ჩამორთმეული სასამართლო წესით სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სარჩელით. სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამორთმეული სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი ჩაირიცხება სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს ფონდში, სასამართლოს შეუძლია მესაკუთრეს და მასთან ერთად მცხოვრებ პირთ ჩამოართვას ამ სახლში საცხოვრებელი ფართობით სარგებლობის უფლება, მაგრამ თუ მათ არა აქვთ მუდმივ საცხოვრებლად ვარგისი სხვა ბინა, საცხოვრებელი ფართობი მიეცემათ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს საბინაო ფონდიდან, არსებული ნორმების შესაბამისად. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები არ ვრცელდება იმ შემთხვევებში, როდესაც სახლი, აგარაკი (სახლის, აგარაკის ნაწილი) გაქირავებულია ამ კოდექსის 299-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 29 აპრილის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1974 წ., მუხ. 71 მუხლი 109🔗. საკოლმეურნეო კომლის წევრის პირადი საკუთრება საკოლმეურნეო კომლის წევრის პირადი შრომითი შემოსავალი და დანაზოგი, აგრეთვე პირადი სახსრებით შეძენილი ან მემკვიდრეობით თუ ნაჩუქრობით მიღებული ქონება, რაც მას კომლის საკუთრებად არ გადაუცია, შეადგენს საკოლმეურნეო კომლის ცალკეული წევრის პირად საკუთრებას. საკოლმეურნეო კომლის წევრის პირად საკუთრებად არ შეიძლება იყოს ქონება, რომელიც კოლმეურნეობის წესდების თანახმად შეიძლება მხოლოდ საკოლმეურნეო კომლს ეკუთვნოდეს. მუხლი 110🔗. იმ მოქალაქეთა საკუთრება, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას იმ მოქალაქეთა საკუთრების მიმართ, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას შინამრეწველურ-ხელოსნური სარეწების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში, აგრეთვე სხვა სახეობის საქმიანობას, დაფუძნებულს მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა პირად შრომაზე, გამოიყენება მოქალაქეთა პირადი საკუთრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესები, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 111🔗. მოქალაქეთა ქონება, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება მოქალაქეთა ქონების ნუსხას, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება კრედიტორების პრეტენზიებით, ადგენს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი. თავი მეთორმეტე საერთო საკუთრება მუხლი 112🔗. საერთო საკუთრების ცნება ქონება შეიძლება ეკუთვნოდეს საერთო საკუთრების უფლებით ორს ან რამდენიმე კოლმეურნეობას თუ სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ან სახელმწიფოსა და ერთს ან რამდენიმე კოლმეურნეობას თუ სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ანდა ორს ან რამდენიმე მოქალაქეს. განსხვავებულია საერთო საკუთრება წილთა განსაზღვრით (წილადი საკუთრება) ან წილთა განუსაზღვრელად (თანასაკუთრება). მუხლი 113🔗. საერთო წილადი საკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა საერთო წილადი საკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება ყველა მონაწილის თანხმობით. უთანხმოების შემთხვევაში მფლობელობის, სარგებლობისა თუ განკარგვის წესი განისაზღვრება სასამართლოს მიერ ერთი რომელიმე მონაწილის სარჩელით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 113🔗​1. ქონების ოპერატიული მართვა სახელმწიფო, საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციებისათვის მიჩნეული ქონება იმყოფება ამ ორგანიზაციების ოპერატიულ მართვაში და ისინი კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას თავიანთი მიზნების, საგეგმო დავალებებისა და ქონების დანიშნულების შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 114🔗. საერთო წილად საკუთრებაში მყოფი ქონების შენახვის ხარჯები საერთო წილადი საკუთრების თითოეული მონაწილე მოვალეა თავისი წილის კვალობაზე მიიღოს მონაწილეობა საერთო ქონების ყოველგვარი გადასახადის, მოსაკრეფლის და სხვა გადასახდელის გასტუმრებაში, რაც საერთო ქონებას შეხვდა, და აგრეთვე ამ ქონების მართვისა და შენახვის ხარჯებში. მუხლი 115🔗. საერთო წილადი საკუთრების მონაწილის მიერ თავისი წილის გასხვისების უფლება საერთო წილადი საკუთრების ყოველ მონაწილეს უფლება აქვს გაასხვისოს თავისი წილი, თუ კანონიდან ან წესდებიდან (დებულებიდან) სხვა რამ არ გამომდინარეობს. მუხლი 116🔗. წილის შესყიდვის უპირატესი უფლება საერთო საკუთრების წილის გარეშე პირისთვის მიყიდვის შემთხვევაში საერთო წილადი საკუთრების სხვა მონაწილეებს აქვთ უპირატესი უფლება შეისყიდონ გასასხვისებელი წილი იმ ფასად, რა ფასადაც იგი იყიდება და სხვა თანაბარი პირობებით გარდა საჯარო ვაჭრობით გაყიდვის შემთხვევისა. საცხოვრებელი სახლის შესყიდვის უპირატესი უფლება შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის 104-ე მუხლს. საერთო წილადი საკუთრების წილის გამყიდველი მოვალეა წერილობით შეატყობინოს საერთო წილადი საკუთრების დანარჩენ მონაწილეებს თავისი წილის გარეშე პირისათვის მიყიდვის განზრახვა და თან აცნობოს გასაყიდი ფასი და ხელშეკრულების სხვა პირობები. თუ საერთო წილადი საკუთრების დანარჩენი მონაწილენი უარს იტყვიან ისარგებლონ შესყიდვის უპირატესი უფლებით ან არ განახორციელებენ ამ უფლებას ნაგებობის მიმართ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო სხვა სახის ქონების მიმართ ათი დღის განმავლობაში შეტყობინების დღიდან, მაშინ გამყიდველს უფლება აქვს მიჰყიდოს თავისი წილი სხვა პირს. თუ წილი შესყიდვის უპირატესი უფლების დარღვევით გაიყიდა, საერთო წილადი საკუთრების ყოველ სხვა მონაწილეს უფლება აქვს სამი თვის განმავლობაში სასამართლო წესით მოითხოვოს მყიდველის უფლებებისა და მოვალეობების თავის თავზე გადმოტანა პირველადი შეთავაზებული პირობებით. მუხლი 117🔗. საერთო ქონებიდან წილის გამოყოფა საერთო წილადი საკუთრების ყოველ მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი წილის გამოყოფა საერთო ქონებიდან. თუ არ იქნა შეთანხმება გამოყოფის შესახებ, მაშინ ყოველი სხვა მონაწილის სარჩელით ქონება გაიყოფა ნატურად, თუ ამით ქონებას მისი სამეურნეო დანიშნულების მიხედვით არათანაზომიერი ზიანი არ მიადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყოფილი მესაკუთრე მიიღეს ფულად კომპენსაციას. მუხლი 118🔗. გადახდევინება საერთო ქონების წილიდან საერთო წილადი საკუთრების მონაწილის კრედიტორს უფლება აქვს აღძრას სარჩელი თავისი მოვალის წილის გამოყოფის შესახებ ამ წილიდან გადახდევინებისათვის. მუხლი 119🔗. სახელმწიფოს და მოქალაქის, კოოპერაციულ ან საზოგადოებრივ ორგანიზაციისა და მოქალაქის ქონებაზე საერთო წილადი საკუთრების მოსპობა სახელმწიფოს და მოქალაქის, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მოქალაქის საერთო წილადი საკუთრების უფლება უნდა მოისპოს ერთი წლის განმავლობაში საერთო საკუთრების წარმოშობის დღიდან, ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით: 1) ქონების ნატურად გაყოფით, თუ ასეთი გაყოფა შესაძლებელია; 2) მოქალაქის წილის გამოსყიდვით სახელმწიფოს, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ; 3) სახელმწიფოს, კოოპერაციულ ან საზოგადოებრივ ორგანიზაციის წილის მიყიდვით მოქალაქისათვის; 4) მთელი ქონების გაყიდვით და მიღებული თანხის განაწილებით საერთო საკუთრების მონაწილეთა შორის მათი კუთვნილი წილის შესაბამისად. ერთ-ერთი ამ საშუალების არჩევა ხდება მოქალაქის შეთანხმებით სათანადო სახელმწიფო ორგანოსთან, კოოპერაციულ ან საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ხოლო თუ ასეთი შეთანხმება არ იქნა მიღწეული – სასამართლოს მიერ. სახელმწიფოს და მოქალაქის საერთო წილადი საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, შეიძლება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მოისპოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ მოქალაქის წილის ღირებულების გადახდით. თუ სახელმწიფო ორგანო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ყიდის თავის წილს საცხოვრებელ სახლში, რომელიც საერთო წილად საკუთრებას წარმოადგენს, შესყიდვის უპირატესი უფლება ეკუთვნის სახლის სათანადო ნაწილის დამქირავებლებს ამ კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ უფლებაზე მათ მიერ უარის თქმის ან მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში – საერთო საკუთრების დანარჩენ მონაწილეებს. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქე დადგენილი წესით შეიძენს პირად საკუთრებაში მის მიერ დაკავებულ ბინას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 21 სექტემბრის ბრძანებულება №2312, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1989 წ., მუხ. 175 მუხლი 120🔗. საერთო წილად საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სახლით სარგებლობის წესი იმ პირებს, რომელთაც საერთო წილად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი, შეუძლიათ ურთიერთ შეთანხმებით განსაზღვრონ განცალკევებული სადგომებით (ბინებით, ოთახებით) სარგებლობის წესი როგორც საკუთრებაში მათი წილის მიხედვით, ისე ამისდამიუხედავად. როდესაც სარგებლობის მიზნით ასეთი შეთანხმება საერთო საკუთრების მონაწილეთა წილის შესაბამისად არის დადებული, თუ იგი ნოტარიულადაა დამოწმებული და რეგისტრირებულია სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, მაშინ სავალდებულოა იმ პირისთვისაც, რომელიც შემდეგ ამ სახლის საერთო საკუთრებაში წილს შეიძენს. მუხლი 121🔗. საერთო წილად საკუთრებაში მყოფ სახლზე დაშენებისა თუ მიშენების ან მისი გადაკეთების შედეგები თუ საერთო წილადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის მონაწილე დანარჩენ მონაწილეთა თანხმობით და კანონით დადგენილი წესით დაშენების, მიშენების ან გადაკეთების გზით თავის ხარჯით გაადიდებს ამ სახლის სასარგებლო ფართობს, მონაწილეთა წილი სახლის საერთო საკუთრებაში და სარგებლობის წესი შესაბამისად უნდა შეიცვალოს. მუხლი 122🔗. საკოლმეურნეო კომლის საკუთრება საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით (ამ კოდექსის 112-ე მუხლი). საკოლმეურნეო კომლს შეიძლება საკუთრებად ჰქონდეს დამხმარე მეურნეობა მის სარგებლობაში მყოფ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი და წვრილი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად. გარდა ამისა, საკოლმეურნეო კომლს ეკუთვნის კომლის წევრების მიერ მის საკუთრებად გადაცემული თავიანთი შრომითი შემოსავალი, რომელიც მათ კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობა მიიღეს ან მათ მიერვე კომლის საკუთრებად გადაცემული სხვა ქონება, აგრეთვე საერთო სახსრებით შეძენილი საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები. მუხლი 123🔗. საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით. დავას საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ წყვეტს სასამართლო, კომლის ერთ-ერთი თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული წევრის სარჩელით. კომლის წევრი თხუთმეტიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ასეთ სარჩელს აღძრავს თავისი მშობლების, მშვილებლების ან მზრუნველის თანხმობით, ხოლო სარჩელს კომლის იმ წევრის ინტერესების დასაცავად, რომელსაც თხუთმეტი წლის ასაკს არ მიუღწევია, აღძრავენ მისი მშობლები ან მეურვე. მუხლი 124🔗. საკოლმეურნეო კომლის პასუხისმგებლობა მისი წევრების ვალდებულების მიხედვით საკოლმეურნეო კომლის მეთაურის მიერ დადებული გარიგების მიხედვით საკოლმეურნეო კომლი პასუხს აგებს თავისი ქონებით, თუ საქმის გარემოებათაგან არ გამომდინარეობს, რომ გარიგება დადებულია თვითონ კომლის მეთაურის პირადი ინტერესებისათვის. კომლის სხვა წევრები პასუხს აგებენ თავიანთი ვალდებულებების მიხედვით პირადი ქონებით, და აგრეთვე თავისი წილით კომლის ქონებაში (ამ კოდექსის 125-ე მუხლი), თუ საქმის გარემოებათაგან არ გამომდინარეობს, რომ გარიგება დადებულია კომლის ინტერესებისათვის. საკოლმეურნეო კომლის წევრის დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გადახდევინება შეიძლება კომლის ქონებიდან, თუ სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ან გაიზარდა ამ სახსრების ხარჯზე. საკოლმეურნეო კომლის იმ ქონების ნუსხას, რომლიდანაც არ შეიძლება კრედიტორების პრეტენზიებით გადახდევინება, ადგენს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი. მუხლი 125🔗. საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილის განსაზღვრა საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრება:  1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. საკოლმეურნეო კომლის შრომისუნარიანი წევრის წილი შეიძლება შემცირებულ იქნეს კომლის შემადგენლობაში მისი ხანმოკლედ ყოფნის გამო ან კომლის მეურნეობაში პირადი შრომით, ან სახსრებით მისი უმნიშვნელო მონაწილეობის მიზეზით. მუხლი 126🔗. საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე წევრის გასვლისას წილის ნატურად გამოყოფა წარმოებს იმ ვარაუდით, რომ კომლს არ მოაკლდეს დამხმარე მეურნეობისათვის აუცილებელი ნაგებობები, პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. თუ შეუძლებელია ქონების წილი, რაც წევრს ერგება, ნატურად გამოიყოს, მაშინ მისი ღირებულება მიეცემა ფულად. კომლის შემადგენლობიდან გასვლისას ქონების გამოყოფის მოთხოვნის უფლება აქვთ კომლის წევრებს, რომლებმაც თექვსმეტი წლის ასაკს მიაღწიეს. კომლის წევრებს თხუთმეტიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე შეუძლიათ მოითხოვონ გამოყოფა მათი მშობლების, მშვილებლების ან მზრუნველის თანხმობით. კომლის იმ წევრთა ინტერესების სასარგებლოდ, რომელთაც არ მიუღწევიათ თხუთმეტი წლის ასაკისათვის, გამოყოფა შეუძლიათ მოითხოვონ მათმა მშობლებმა, მშვილებლებმა ან მეურვეებმა. მუხლი 127🔗. საკოლმეურნეო კომლის გაყრა საკოლმეურნეო კომლის გაყრისას მთელი მისი ქონება იყოფა ახლად შექმნილ კომლებს შორის მათი წევრების წილთა შესაბამისად და თითოეული კომლის სამეურნეო საჭიროების გათვალისწინებით. საკოლმეურნეო კომლის გაყრის მოთხოვნის უფლება აქვთ კომლის სრულწლოვან წევრებს, რომელნიც კოლმეურნეობის წევრები არიან. მუხლი 128🔗. უფლების დაკარგვა საკოლმეურნეო კომლის ქონების წილზე კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლის ან ავადმყოფობის გამო. მუხლი 129🔗. საკოლმეურნეო კომლის ქონების გაყოფა კომლის მოსპობის შემდეგ გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. მუხლი 130🔗. იმ მოქალაქის ოჯახის საერთო თანასაკუთრება, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში იმ მოქალაქის ოჯახის საკუთრებაში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, გარდა ამ კოდექსის 122-ე მუხლში აღნიშნული ქონებისა, შეიძლება იყოს მუშა პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, რომელიც საჭიროა მისთვის სარგებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად სხვისი შრომის გამოყენების გარეშე. იმ მოქალაქის ოჯახის ცალკეული წევრის პირად საკუთრებაში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, არ შეიძლება იყოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქონება. მოქალაქის ოჯახის წევრების ამ მუხლში აღნიშნული ქონება, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, ეკუთვნის მათ თანასაკუთრების უფლებით. იმ მოქალაქის ოჯახის საერთო თანასაკუთრების უფლების მიმართ, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, გამოიყენება შესაბამისად ამ კოდექსის 123-ე – 129-ე მუხლები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი მეცამეტე საკუთრების უფლების წარმოშობა და მოსპობა მუხლი 131🔗. ხელშეკრულებით შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტი ხელშეკრულებით შეძენილ ქონებაზე ქონების შემძენის საკუთრების უფლება (ოპერატიული მართვის უფლება) წარმოიშობა ნივთის გადაცემის მომენტიდან, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადაცემად ითვლება ნივთის ჩაბარება შემძენისათვის, ასევე მისი ჩაბარება სატრანსპორტო ორგანიზაციასა და ან ფოსტაში შემძენისათვის გასაგზავნად, თუ იგი გასხვისებულია მიტანის ვალდებულების უკისრებლად. ნივთის გადაცემის თანაბარია გადაცემა კონოსამენტისა ან ნივთის სხვა განმკარგვითი დოკუმენტისა. თუ ნივთის გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრაციას მოითხოვს, საკუთრების უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 132🔗. საგნები, რომელთა შეძენა მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეიძლება იმ საგნების ნუსხას, რომელნიც სახალხო მეურნეობისათვის მათი მნიშვნელობით სახელმწიფო უსაფრთხოების მოსაზრებებით ან სხვა საფუძვლით შეიძლება შეძენილ იქნენ მხოლოდ სპეციალური ნებართვით (იარაღი, საფრენი აპარატები, ძლიერმოქმედი შხამი და სხვ.) და აგრეთვე ასეთი ნებართვის გაცემის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა. სავალუტო ფასეულობანი: უცხოური ვალუტა (ბანკნოტები, სახაზინო ბილეთები, მონეტები); საგადასახადო დოკუმენტები (ჩეკები, თამასუქები, აკრედიტივები და სხვა), და საფონდო ფასეულობანი (აქციები, ობლიგაციები და სხვა) უცხოური ვალუტით; საბანკო საგადასახადო დოკუმენტები მანეთებში (ჩეკები და სხვა), რომლებიც შეძენილია უცხოური ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლებით; ძვირფასი ლითონები – ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინის ჯგუფის ლითონები (პალადიუმი, ირიდიუმი, როდიუმი, რუთენიუმი და ოსმიუმი) ყოველგვარი სახითა და ყოველგვარ მდგომარეობაში და ბუნებრივი ძვირფასი ქვები ნედლი და დამუშავებული სახით (ალმასი, ბრილიანტი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, აგრეთვე მარგალიტი), გარდა ასეთი ლითონებისა და ქვების საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და ასეთი ნაწარმის ჯართისა, შეიძლება შეძენილ იქნეს მხოლოდ სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 23 მარტის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1977 წ., მუხ. 28 მუხლი 133🔗. შემთხვევითი დაღუპვის რისკი გასხვისებული ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის შემძენზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობისთანავე, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ გამსხვისებელმა გადააცილა – ნივთის გადაცემის ვადას ან შემძენმა გადააცილა მიღების ვადას, მაშინ შემთხვევითი დაღუპვის ან შემთხვევითი გაფუჭების რისკი იმ მხარეს აწევს, რომელმაც ვადას გადააცილა. მუხლი 134🔗. მთავარი ნივთი და საკუთვნელი საკუთვნელი, ესე იგი ნივთი, რომელიც მთავარი ნივთის სამსახურისათვისაა განკუთვნილი და რომელსაც მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულება აკავშირებს, იზიარებს მთავარი ნივთის ხვედრს, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 135🔗. საკუთრების უფლება ნაყოფსა და შემოსავალზე ნაყოფი, პირუტყვის ნამატი, შემოსავალი, რასაც ნივთი იძლევა, ეკუთვნის ნივთის მესაკუთრეს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით ან მესაკუთრის ხელშეკრულებით სხვა პირთან. მუხლი 136🔗. უპატრონო ქონება ქონება, რომელსაც მესაკუთრე არ ჰყავს ან რომლის მესაკუთრე ცნობილი არ არის (უპატრონო ქონება), გადადის სახელმწიფოს საკუთრებად საფინანსო ორგანოს განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. განცხადების შეტანა ხდება ქონების აღრიცხვაზე აყვანის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. უპატრონო ქონება, რაც ეკუთვნოდა საკოლმეურნეო კომლს, გადადის იმ კოლმეურნეობის საკუთრებად, რომლის ტერიტორიაზედაც ეს ქონება იმყოფება, კოლმეურნეობის განცხადებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე. განცხადების შეტანა ხდება ერთი წლის გასვლის შემდეგ სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ ამ ქონების აღრიცხვაზე აყვანის დღიდან. უპატრონო ქონების გამოვლინებისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 137🔗. საცხოვრებელი სახლის მოუვლელობა თუ მოქალაქე არ უვლის სახლს, რომელიც მას ეკუთვნის და არაფრად მიიჩნევს მის ნგრევას, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი აფრთხილებს მას, რომ უპატრონოს სახლს და უნიშნავს მესაკუთრეს შესაფერის ვადას სახლისათვის აუცილებელი რემონტის გასაკეთებლად. თუ მესაკუთრე, საპატიო მიზეზის უქონლად, არ გაუკეთებს სახლს აუცილებელ რემონტს, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სარჩელით, სასამართლოს შეუძლია უსასყიდლოდ ჩამოართვას მესაკუთრეს მოუვლელი სახლი და გადასცეს იგი სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს ფონდს. მუხლი 138🔗. კულტურულ ფასეულობათა მოუვლელობა თუ მოქალაქე არ უვლის თავის ქონებას, რომელსაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული, მხატვრული ან სხვა ღირებულება აქვს, და ეს ქონება ფუჭდება, სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა ამოცანას შეადგენს ამგვარი ქონების დაცვა, აფრთხილებენ მესაკუთრეს, რომ ჯეროვნად უპატრონოს მას. თუ მოქალაქე არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, მაშინ, სათანადო ორგანიზაციის სარჩელით, სასამართლოს შეუძლია ჩამოართვას მას ქონება და გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებად. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს უნაზღაურდება ჩამორთმეული ქონების ღირებულება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო დავის შემთხვევაში კი – სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში სარჩელი აღნიშნული ქონების ჩამორთმევის შესახებ შეიძლება აღიძრას წინასწარი გაფრთხილების გარეშეც. მუხლი 139🔗. ნაპოვარი დაკარგული ნივთის ან ფულის მპოვნელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დამკარგველ პირს და დაუბრუნოს მას ეს ნივთი ან ფული, ანდა ჩააბაროს ისინი მილიციას ან სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს, ხოლო დაწესებულებაში, საწარმოში ან ტრანსპორტზე ნაპოვნი – სათანადო ორგანიზაციის ადმინისტრაციას. მუხლი 140🔗. ნაპოვნი ნივთის შენახვა დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია, რომელსაც ნაპოვნი ნივთი ან ფული გადაეცა, იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში დაკარგული ნივთის ან ფულის პატრონი არ აღმოჩნდა, ნაპოვარს აბარებს მილიციას ან სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. ტრანსპორტის ორგანო მისთვის ჩაბარებულ ნივთს ინახავს და ახდენს მის რეალიზაციას ტრანსპორტზე მოქმედი წესების თანახმად, ხოლო ფული ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. მილიცია ან სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოვალეა შეინახოს ჩაბარებული ნაპოვნი ნივთი ან ფული ექვსი თვის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში ნივთის ან ფულის დამკარგველი აღმოჩნდა, ნაპოვარი მას უბრუნდება. თუ აღნიშნული ხნის განმავლობაში დამკარგველი არ აღმოჩნდება, ნივთი გადადის სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო ფული ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 141🔗. ხარჯების ანაზღაურება ნივთის მპოვნელისათვის პირს, რომელმაც იპოვნა ნივთი და დაუბრუნა იგი დამკარგველს, ან დადგენილი წესით (ამ კოდექსის 139-ე მუხლი) ჩააბარა, უფლება აქვს მიიღოს ნივთის დამკარგველისაგან, ხოლო თუ ნივთი სახელმწიფო საკუთრებად გადავიდა – სათანადო სახელმწიფო ორგანიზაციისაგან ნივთის შენახვასა და ჩაბარებასთან დაკავშირებული ხარჯების საზღაური. მუხლი 142🔗. უმეთვალყურეო და ირაო პირუტყვი უმეთვალყურეოდ და ირაოდ ითვლება ჯოგს ან ფარას მოწყვეტილი პირუტყვი, აგრეთვე მოქალაქის პირად საკუთრებაში მყოფი პირუტყვი, რომელიც გზას ასცდა, უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა ან სხვის ჯოგსა და ფარაში გაერია. ორგანიზაცია თუ მოქალაქე, რომელიც უმეთვალყურეო და ირაო პირუტყვს დაიჭერს, მოვალეა დაუყოვნებლივ ჩააბაროს იგი მესაკუთრეს, ხოლო, თუ პირუტყვის მესაკუთრე ცნობილი არ არის, არაუგვიანეს სამი დღისა აცნობოს ამის შესახებ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი დაჭერილ პირუტყვს სავეტერინარო წესების დაცვით გადასცემს დროებით შესანახად უახლოეს კოლმეურნეობას ან საბჭოთა მეურნეობას, ხოლო მათ ხელმძღვანელებს უფლება არა აქვთ უარი თქვან პირუტყვის მიღებაზე. იმ შემთხვევაში თუ მუშა ან სხვა მსხვილფეხა პირუტყვისა და მისი მოზარდეულის მესაკუთრე აღმოჩნდა – ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის და მისი მოზარდეულის მესაკუთრე – სამი თვის განმავლობაში დღიდან მათი გადაცემისა კოლმეურნეობისა ან საბჭოთა მეურნეობისათვის, პირუტყვი უბრუნდება მესაკუთრეს, რომელიც მოვალეა სათანადო მეურნეობას აუნაზღაუროს შენახვის ხარჯები, მეურნეობის მიერ პირუტყვის გამოყენებით მიღებული შემოსავლის გამოქვითვით. უმეთვალყურეო პირუტყვის მესაკუთრის ძებნას აწარმოებენ მილიციის ორგანოები. თუ ამ მუხლის მეოთხე ნაწილში აღნიშნული ვადის განმავლობაში პირუტყვის მესაკუთრე არ აღმოჩნდება, იგი კარგავს საკუთრების უფლებას ამ პირუტყვზე. ასეთ შემთხვევაში პირუტყვი, რომელსაც კოლმეურნეობა ინახავდა, გადადის ამ კოლმეურნეობის საკუთრებად, ხოლო პირუტყვი, რომელსაც საბჭოთა მეურნეობა ინახავდა, გადადის სახელმწიფოს საკუთრებად და ჩაირიცხება ამ საბჭოთა მეურნეობის ქონებაში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 143🔗. განძი განძი, ესე იგი მიწაში დაფლული ან სხვაგვარად დამალული ფული (ოქროსა და ვერცხლის მონეტები, საბჭოთა და უცხოეთის ვალუტა) ან ძვირფასი საგნები (ძვირფასი თვალი და მარგალიტი, ძვირფასი ლითონი ზოდის, ნაკეთობისა თუ ჯართის სახით) თუ მათი მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია, ან მესაკუთრემ კანონის ძალით დაკარგა მათზე უფლება, გადადის სახელმწიფოს საკუთრებად და აღმომჩენმა უნდა ჩააბაროს ისინი საფინანსო ორგანოებს. ოქროსა და ვერცხლის მონეტების, საბჭოთა და უცხოეთის ვალუტის, ძვირფასი თვალისა და მარგალიტის, ძვირფასი ლითონის ზოდების, ნაკეთობებისა და ჯართის აღმომჩენ და საფინანსო ორგანოებისათვის ჩამბარებელ პირს მიეცემა ჯილდო ჩაბარებულ ფასეულობათა ღირებულების ოცდახუთი პროცენტის რაოდენობით, თუ გათხრა და ძებნა ასეთ ფასეულობათა აღმოჩენის მიზნით ამ პირის სამსახურებრივ მოვალეობას არ შეადგენდა. მუხლი 144🔗. რეკვიზიცია და კონფისკაცია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის გამო სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისათვის ქონების ჩამორთმევა მისი ღირებულების გადახდით – (რეკვიზიცია), აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, როგორც სანქცია სამართალდარღვევისათვის (კონფისკაცია), დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. მუხლი 145🔗. ძვირფასი ლითონებისა და ალმასების ჩამორთმევა იმ პირთ, რომელთაც საგამომძიებლო ან სასამართლო ორგანოების დადგენილებით ჩამოერთვათ ძვირფასი ლითონები (ოქრო, პლატინა, ვერცხლი) ზოდის, შლიხის, თვითნაბადის, ნახევარფაბრიკატებისა და საწარმოო თუ ლაბორატორიული დანიშნულების ნაკეთობების სახით, აგრეთვე ალმასები, თუ ეს პირები მსჯავრდებული არიან ქონების უკონფისკაციოდ, ან გამართლებული არიან სასამართლოს მიერ, ან კიდევ მათი საქმე სასამართლომ შეწყვიტა, – ეძლევათ ჩამორთმეული ფასეულობის ღირებულება, თვით ფასეულობა კი ბარდება სსრ კავშირის სახელმწიფო ფონდს. თავი მეთოთხმეტე საკუთრების უფლების დაცვა მუხლი 146🔗. მესაკუთრის მიერ თავისი ქონების გამოთხოვა უკანონო მფლობელისაგან მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს თავისი ქონება უკანონო მფლობელისაგან. მუხლი 147🔗. კეთილსინდისიერი შემძენისაგან ქონების გამოთხოვის პირობები როდესაც ქონება სასყიდლითაა შეძენილი იმ პირისაგან, რომელსაც არ ჰქონდა მისი გასხვისების უფლება, ხოლო ეს შემძენმა არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა (კეთილსინდისიერი შემძენი), მაშინ მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს ეს ქონება შემძენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონება დაკარგა მესაკუთრემ ან იმ პირმა, რომელსაც მესაკუთრემ გადასცა ქონება მფლობელობაში, ან წაერთვა რომელიმე მათგანს, ან სხვა გზით მათი ნების გარეშე გამოვიდა იმათი მფლობელობიდან. ქონების გამოთხოვა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლებით არ შეიძლება, თუ ქონება გაიყიდა იმ წესით, რაც სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის არის დადგენილი. თუ ქონება შეძენილია უსასყიდლოდ იმ პირისაგან, რომელსაც არ ჰქონდა მისი გასხვისების უფლება, მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი ყველა შემთხვევაში. მუხლი 148🔗. არამართლზომიერად გასხვისებული სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ქონების გამოთხოვა სახელმწიფო ქონება, აგრეთვე კოლმეურნეობათა და სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ქონება, რა წესითაც არ უნდა იყოს იგი გასხვისებული, თუ ეს გასხვისება არამართლზომიერია, შეიძლება გამოთხოვილ იქნეს სათანადო ორგანიზაციის მიერ ყოველი შემძენისაგან. მუხლი 149🔗. ფულისა და საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდების გამოთხოვის დაუშვებლობა ფული, აგრეთვე საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდები არ შეიძლება გამოთხოვილ იქნეს კეთილსინდისიერი შემძენისაგან (ამ კოდექსის 147-ე მუხლი). მუხლი 150🔗. ანგარიშის გასწორება უკანონო მფლობელობისაგან ქონების დაბრუნებისას ქონების გამოთხოვისას ამ კოდექსის 146-ე მუხლის საფუძველზე მესაკუთრეს უფლება აქვს მოთხოვოს იმ პირს, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მფლობელობა უკანონოა (არაკეთილსინდისიერი მფლობელი) დაბრუნება თუ ანაზღაურება მთელი შემოსავლისა, რაც მან მიიღო ან უნდა მიეღო მფლობელობის დროს, ხოლო კეთილსინდისიერ მფლობელს – მთელი შემოსავალი, რომელიც მან მიიღო ან უნდა მიეღო იმ დროიდან, როდესაც შეიტყო ან უნდა შეეტყო, რომ მისი მფლობელობა არამართლზომიერია, ან მიიღო უწყება მესაკუთრის მიერ ქონების დასაბრუნებლად სარჩელის აღძვრის შესახებ. როგორც კეთილსინდისიერ, ისე არაკეთილსინდისიერ მფლობელს თავის მხრივ უფლება აქვს მოთხოვოს მესაკუთრეს ქონებაზე მის მიერ გაწეული აუცილებელი ხარჯის ანაზღაურება იმ დროიდან, საიდანაც მესაკუთრეს ერგება ქონების შემოსავალი. კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს დაიტოვოს მის მიერ მოხდენილი გაუმჯობესებები, თუ მისი გამოყოფა ნივთის დაუზიანებლად შეიძლება. თუ გაუმჯობესების ასე გამოყოფა შეუძლებელია, მაშინ კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, მაგრამ ეს ანაზღაურება ნივთის ღირებულების ნამატს არ უნდა აღემატებოდეს. მუხლი 151🔗. მესაკუთრის უფლებათა დაცვა დარღვევისაგან, რომელიც არ არის დაკავშირებული მფლობელობის წართმევასთან მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების ყოველგვარი დარღვევის აცილება, თუნდაც ეს დარღვევა მფლობელობის წართმევასთან არ იყოს დაკავშირებული. მუხლი 152🔗. არამესაკუთრე მფლობელის უფლებების დაცვა ამ კოდექსის 146-ე – 151-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები ეკუთვნის აგრეთვე იმ პირს, რომელიც თუმცა მესაკუთრე არ არის, მაგრამ ფლობს ქონებას კანონის ან ხელშეკრულების ძალით. კარი III ვალდებულებითი სამართალი I. ზოგადი დებულებანი ვალდებულების შესახებ თავი მეთხუთმეტე ვალდებულების წარმოშობა მუხლი 153🔗. ვალდებულების ცნება ვალდებულების ძალით ერთი პირი (მოვალე) ვალდებულია შეასრულოს მეორე პირის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე მოქმედება (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაუხადოს ფული და სხვ.) ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მისი მოვალეობის შესრულება. მუხლი 154🔗. ვალდებულების წარმოშობის საფუძველი ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან ამ კოდექსის მე-4 მუხლში აღნიშნული სხვა საფუძვლით. მუხლი 155🔗. დაგეგმვის აქტებიდან წარმომდგარი ვალდებულების შინაარსი უშუალოდ სახალხო მეურნეობის დაგეგმვის აქტიდან წარმომდგარი ვალდებულების შინაარსი განისაზღვრება ამ აქტით. სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შინაარსი ამ შეკვეთას უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №1532, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987 წ., მუხ. 320 მუხლი 156🔗. ხელშეკრულების დადება ხელშეკრულება ითვლება დადებულად, როდესაც მისი ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება იმ ფორმით, რაც დაწესებულია ამ შემთხვევისათვის. ხელშეკრულების არსებით პუნქტებს წარმოადგენს ის პუნქტები, რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ ან აუცილებელია ამ სახეობის ხელშეკრულებისათვის, აგრეთვე ყველა სხვა პუნქტი, რომლის შესახებაც ერთ-ერთი მხარის განცხადებით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს შეკვეთის შესასრულებლად მიღებით, ხოლო სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის გათვალისწინებულ შემთხვევებში შეკვეთის ან განრიგის შესასრულებლად მიღებით. მუხლი 157🔗. ხელშეკრულების ფორმა თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ ხელშეკრულება გარკვეული ფორმით დაიდოს, იგი დადებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მას დათქმული ფორმა მიეცემა, თუნდაც ამ სახის ხელშეკრულებისათვის კანონი ასეთ ფორმას არც მოითხოვდეს. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება წერილობით უნდა დაიდოს, იგი შეიძლება დაიდოს როგორც მხარეთა ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით, ისე ერთმანეთისადმი გაგზავნილი წერილებით, ტელეგრამებით ან ტელეფონოგრამებით, რომლებიც ხელმოწერილი იქნება გამგზავნი მხარეების მიერ. მუხლი 158🔗. ხელშეკრულების დადება ისეთი წინადადებით, რომელშიც აღნიშნულია პასუხის გაცემის ვადა როდესაც ხელშეკრულების დადების წინადადებაში აღნიშნულია პასუხის გაცემის ვადა, ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, თუ წინადადების მიმცემ პირს აღნიშნული ვადის განმავლობაში მოუვა მეორე პირის პასუხი, რომ წინადადება მიღებულია. მუხლი 159🔗. ხელშეკრულების დადება წინადადებით, რომელშიც პასუხის გაცემის ვადა აღნიშნული არ არის როდესაც ხელშეკრულების დადების წინადადება სიტყვიერადაა მიცემული პასუხის ვადის დაუთქმელად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მეორე მხარემ მაშინვე განუცხადა წინადადების მიმცემ მხარეს, რომ მის წინადადებას იღებს. როდესაც ასეთი წინადადება მიცემულია წერილობით, ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, თუ პასუხი წინადადების მიღების შესახებ მოსულია ამისათვის ნორმალურად საჭირო დროის განმავლობაში. მუხლი 160🔗. პასუხი ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის შესახებ ოღონდ სხვა პირობებით როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა დაიდოს ხელშეკრულება, მაგრამ სხვა პირობებით, ვიდრე ამას წინადადება ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი ჩაითვლება უარად წინადადებაზე და ამავე დროს ახალ წინადადებად. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის ხელშეკრულების დადების დროს წარმოიშობა უთანხმოება, რომელიც უნდა გადაჭრას სასამართლომ, არბიტრაჟმა ან სამედიატორო სასამართლომ (ამ კოდექსის 162-ე მუხლი). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 24 იანვრის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974 წ., მუხ. 5 მუხლი 161🔗. დაგვიანებით მიღებული პასუხი ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის შესახებ როცა პასუხი ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის შესახებ მიღებულია დაგვიანებით, პასუხიდან კი ჩანს, რომ ის თავის დროზე იყო გამოგზავნილი, პასუხი ითვლება დაგვიანებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინადადების მიმცემი პირი დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს, რომ პასუხი დაგვიანებით მიიღო. ამ შემთხვევაში დაგვიანებით მიღებული პასუხი ითვლება ახალ წინადადებად ხელშეკრულების დადების შესახებ. მუხლი 162🔗. სოციალისტურ ორგანიზაციათა შორის ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილ უთანხმოებათა გადაჭრა ისეთი ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილ უთანხმოებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ორივე მხარისათვის სავალდებულო სახელმწიფო შეკვეთა, გადაწყვეტს სასამართლო, თუ ერთ-ერთი მხარე მაინც არის კოლმეურნეობა, საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო საწარმო, ორგანიზაცია, გაერთიანება და შესაბამისი არბიტრაჟი (სამედიატორო სასამართლო), თუ მხარეებს წარმოადგენენ სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები (კოლმეურნეობების, საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო საწარმოების, ორგანიზაციების, გაერთიანებების გარდა), რამდენადაც კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის წარმოშობილი უთანხმოება ისეთი ხელშეკრულების დადებისას, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ორივე მხარისათვის სავალდებულო სახელმწიფო შეკვეთა, შეიძლება გადაჭრას, შესაბამისად, სასამართლომ ან არბიტრაჟმა თუ ეს სპეციალურად არის გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1972 წ., მუხ. 189 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №1532, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987 წ., მუხ. 320 მუხლი 163🔗. სავალდებულო საგეგმო დავალებაზე დამყარებული ხელშეკრულების დადებისათვის თავის არიდების შედეგები თუ სახელმწიფო, კოოპერაციული (კოლმეურნეობების გარდა) და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები უსაფუძვლოდ აარიდებენ თავს ურთიერთშორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, რომელიც მათთვის სავალდებულო საგეგმო დავალებისაგან გამომდინარეობს, არბიტრაჟს (სამედიატორო სასამართლოს) წინასახელშეკრულებო დავის გადაჭრის წესით შეუძლია აიძულოს მხარეები დოდონ ხელშეკრულება. მუხლი 164🔗. ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შეუძლია როგორც იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც დათქმულია შესრულება, ისე ხელშეკრულების დამდებ პირს, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით ან ხელშეკრულებით და ან არ გამომდინარეობს ვალდებულების არსიდან. თუ მესამე პირმა უარი თქვა ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებულ უფლებაზე, მაშინ ხელშეკრულების დამდებ პირს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, ხელშეკრულებას ან ვალდებულების არსს. თავი მეთექვსმეტე ვალდებულების შესრულება მუხლი 165🔗. ზოგადი დებულებანი ვალდებულებები უნდა სრულდებოდეს ჯეროვნად და დაწესებულ ვადაზე, კანონის, დაგეგმვის აქტის, თუ ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო როცა ასეთი მოთხოვნები არ არსებობს, ჩვეულებრივი მოთხოვნების შესაბამისად. ყოველმა მხარემ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს რაც შეიძლება მომჭირნედ სოციალისტური სახალხო მეურნეობის თვალსაზრისით და გაუწიოს მეორე მხარეს ყოველგვარი შესაძლებელი დახმარება მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებაში. მუხლი 166🔗. ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივი უარის დაუშვებლობა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ცალმხრივი უარი ვალდებულების შესრულებაზე და ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეცვლა არ დაიშვება. მუხლი. 167. ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება ვალდებულება შეიძლება შესრულებულ იქნეს მთლიანად და ნაწილ-ნაწილადაც. კრედიტორს უფლება აქვს არ მიიღოს ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით, დაგეგმვის აქტით თუ ხელშეკრულებით და ან არ გამომდინარეობს ვალდებულების არსიდან. მუხლი 168🔗. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ ხელშეკრულებისაგან წარმომდგარი ვალდებულებების შესრულება შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაეკისროს მესამე პირს, თუ ეს გათვალისწინებულია დადგენილი წესებით, და ასევე, თუ მესამე პირი დაკავშირებულია ერთ-ერთ მხარესთან ადმინისტრაციული დაქვემდებარებულობით ან შესაბამისი ხელშეკრულებით. თუ კანონის, ხელშეკრულების ან ვალდებულების არსიდან არ გამომდინარეობს, რომ მოქალაქემ ვალდებულება პირადად უნდა შეასრულოს, კრედიტორი ვალდებულია მიიღოს შესრულება, რომელსაც მოვალის მაგიერ მესამე პირი შესთავაზებს. მუხლი 169🔗. ვალდებულების შესრულება, რომლის შესრულების ვადა და აღნიშნული არ არის როცა ვალდებულების შესრულების ვადა არ არის წინასწარ აღნიშნული ან მოთხოვნის მომენტითაა განსაზღვრული, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება, როცა კი მოისურვებს, ხოლო მოვალეს მართებს შეასრულოს ასეთი ვალდებულება შვიდი დღის ვადაში კრედიტორის მიერ მოთხოვნის წაყენების შემდეგ, თუ დაუყოვნებლივ შესრულების ვალდებულება არ გამომდინარეობს კანონის, ხელშეკრულების ან ვალდებულების არსიდან. თავის მხრივ მოვალეს უფლება აქვს შეასრულოს ასეთი ვალდებულება, როცა კი მოისურვებს, ხოლო კრედიტორს – მართებს დაუყოვნებლივ მიიღოს შეთავაზებული შესრულება. მუხლი 170🔗. ვალდებულების შესრულება ვადამდე მოვალეს უფლება აქვს ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუ კანონის, ხელშეკრულების ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სახელმწიფო, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ურთიერთშორისი ვალდებულებების ვადამდე შესრულება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით, და აგრეთვე თუ კრედიტორი ამის თანახმაა. მუხლი 171🔗. ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების შესრულება უნდა მოხდეს იმ ადგილას, რომელიც განსაზღვრულია კანონით, დაგეგმვის აქტით, ხელშეკრულებით, რომელთა საფუძველზედაც ის წარმოიშვა, ხოლო თუ ადგილი არ არის განსაზღვრული, მაშინ ვალდებულების არსის მიხედვით. თუ ვალდებულების შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული კანონით, დაგეგმვის აქტით, ხელშეკრულებით ან აშკარა არ არის ვალდებულების მიხედვით, მაშინ შესრულება უნდა მოხდეს: 1) ნაგებობის გადაცემის ვალდებულებისა – იქ სადაც ნაგებობა არის; 2) ფულადი ვალდებულებისა (სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფულადი ვალდებულების გარდა) – იმ ადგილას, სადაც კრედიტორი ვალდებულების წარმოშობის დროს ცხოვრობდა, ხოლო თუ მან ვალდებულების შესრულების დროისათვის საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა და ამის შესახებ შეატყობინა მოვალეს – მაშინ კრედიტორის ახალ საცხოვრებელ ადგილას, თანაც კრედიტორისათვის ყველა იმ ხარჯის დაკისრებით, რაც შესრულების ადგილის გამოცვლამ გამოიწვია; 3) ყველა დანარჩენი ვალდებულებისა – მოვალის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო თუ მოვალე იურიდიული პირია – მის სამყოფელ ადგილას (ამ კოდექსის 29-ე მუხლი). მუხლი 172🔗. ფულადი ვალდებულების შესრულება ორგანიზაციათა შორის გადახდა სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორისი ფულადი ვალდებულებების მიხედვით, თუ სსრ კავშირის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, წარმოებს სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებათა მეშვეობით, იმ წესით, რომელიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კანონმდებლობით. მუხლი 173🔗. ფულადი ვალდებულებების ვალუტა ფულადი ვალდებულება უნდა გამოიხატოს და განაღდდეს საბჭოთა ვალუტით. ფულადი ვალდებულების გამოხატვა და განაღდება უცხოეთის ვალუტით დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევებში და იმ წესით, რომლებიც დადგენილია სსრ კავშირის კანონმდებლობით. მუხლი 174🔗. პროცენტი ფულადი და სხვა ვალდებულების მიხედვით პროცენტი ფულადი და სხვა ვალდებულებების მიხედვით საკრედიტო დაწესებულებების ოპერაციებისა, საგარეო სავაჭრო ვალდებულებებისა და კანონით მითითებული სხვა შემთხვევების გარდა დაუშვებელია. მუხლი 175🔗. ურთიერთვალდებულებათა შესრულება ურთიერთვალდებულებები ხელშეკრულების მიხედვით უნდა შესრულდეს ერთდროულად, თუ კანონის, ხელშეკრულების ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის წილადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მიხედვით კრედიტორის უფლებაა მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და მოვალის მოვალეობა შეასრულოს, იგი განისაზღვრება ხელშეკრულებით დადგენილ წილთა კვალობაზე. მუხლი 176🔗. ალტერნატიული ვალდებულების შესრულება თუ მოვალე ვალდებულია ორი ან რამდენიმე მოქმედებისაგან შეასრულოს ერთ-ერთი, არჩევანის უფლება მოვალეს ეკუთვნის, თუ კანონის, ხელშეკრულების ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მუხლი 177🔗. შესრულება ვალდებულებისა, რომელშიც რამდენიმე კრედიტორი ან რამდენიმე მოვალე მონაწილეობს თუ ვალდებულებაში მონაწილეობს რამდენიმე კრედიტორი ან რამდენიმე მოვალე, მაშინ ყოველ კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და ყოველი მოვალე ვალდებულია შეასრულოს იგი მოვალეებთან წილის თანაბრობის კვალობაზე, თუ კანონიდან ან ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მუხლი 178🔗. სოლიდარული ვალდებულება სოლიდარული მოვალეობა ან სოლიდარული მოთხოვნა ჩნდება მაშინ, როცა ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან დადგენილია კანონით, კერძოდ ვალდებულების საგნის განუყოფელობის დროს. მუხლი 179🔗. კრედიტორის უფლებები მოვალეთა სოლიდარული ვალდებულების დროს მოვალეთა სოლიდარული მოვალეობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს შესრულება როგორც ყველა მოვალეს ერთად, ისე თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, თანაც როგორც მთელი ვალისა, ისე ვალის ნაწილისა. კრედიტორს, რომელსაც არ მიუღია სრული დაკმაყოფილება ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალისაგან, უფლება აქვს მოსთხოვოს მიუღებელი ნაწილი სხვა სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული მოვალეები ვალდებულად რჩებიან სანამ ვალდებულება მთლიანად არ იქნება განაღდებული. მუხლი 180🔗. სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მოთხოვნის გამო სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში მოვალეს არა აქვს უფლება წამოაყენოს კრედიტორის მოთხოვნის გამო შესაგებელი, დამყარებული კრედიტორთან სხვა მოვალეთა ისეთ ურთიერთობაზე, რომლებშიც ეს მოვალე მონაწილეობას არ იღებს. მუხლი 181🔗. სოლიდარული ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი მოვალის მიერ სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შესრულება ერთ-ერთი მოვალის მიერ ათავისუფლებს დანარჩენ მოვალეებს შესრულებისაგან კრედიტორის სასარგებლოდ. მოვალეს, რომელიც სოლიდარულ ვალდებულებას შეასრულებს, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. რასაც ერთ-ერთი თანამოვალეთაგანი ვალდებულების შემსრულებელ მოვალეს არ გადაუხდის, თანაბარ წილად ეკისრება მას და დანარჩენ თანამოვალეებს. მუხლი 182🔗. სოლიდარული მოთხოვნა სოლიდარული მოთხოვნის შეთხვევაში თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს წარუდგინოს მოვალეს მოთხოვნა სრული მოცულობით. მოვალეს არა აქვს უფლება წარუდგინოს ერთ სოლიდარულ კრედიტორთაგანს შესაგებელი, დამყარებული მოვალის ისეთ ურთიერთობაზე დანარჩენ კრედიტორებთან, რომელშიც ეს კრედიტორი არ მონაწილეობს. ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად გადახდა ათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორებისადმი ვალდებულებისაგან. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი, თუ იმ ურთიერთობებიდან, რომლებიც მათ შორის არის, სხვა რამ არ გამომდინარეობს. მუხლი 183🔗. ფულადი ვალდებულების შესრულება დეპოზიტში ვალის შეტანის გზით იმ შემთხვევაში, როცა კრედიტორი ადგილზე არ არის ან მაშინ, როცა იგი თავს არიდებს შესრულების მიღებას ან კიდევ მის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში, აგრეთვე თუ არ არის – არაქმედუნარიანი კრედიტორის წარმომადგენელი, იმ პირს, რომელსაც ფულადი ვალდებულება აქვს ან ევალება ფასიანი ქაღალდების გადაცემა, უფლება ეძლევა ფული ან ფასიანი ქაღალდები შეიტანოს სანოტარო კანტორის დეპოზიტში; სანოტარო კანტორა ამის შესახებ აცნობებს კრედიტორს. სანოტარო ორგანოს დეპოზიტში ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების შეტანა ითვლება ვალდებულების შესრულებად. თავი მეჩვიდმეტე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მუხლი 184🔗. ვალდებულების უზრუნველყოფის სახეობები ვალდებულების შესრულება კანონის ან ხელშეკრულების თანახმად შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს პირგასამტეხლოთი (ჯარიმით, საურავით), გირაოთი და თავდებობით. გარდა ამისა, ვალდებულებები მოქალაქეთა შორის ან მათი მონაწილეობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ბეთი, ხოლო ვალდებულებები სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის – გარანტიით. მუხლი 185🔗. პირგასამტეხლო პარგასამტეხლოდ (ჯარიმად, საურავად) მიიჩნევა კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალეს გადახდება კრედიტორის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კერძოდ, შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში. პირგასამტეხლოთი (ჯარიმით, საურავით) შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ ნამდვილი მოთხოვნა. კრედიტორს უფლება არა აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი) თუ მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულებისათვის (ამ კოდექსის 219-ე მუხლი). მუხლი 186🔗. პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების ფორმა შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ უნდა დაიდოს წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა გამოიწვევს პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) შესახებ შეთანხმების ბათილობას. მუხლი 187🔗. გირავნობა გირავნობის ძალით, მოვალის მიერ გირაოთი უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორს (მოგირავნეს) უფლება აქვს სხვა კრედიტორების უპირატესად მიიღოს დაკმაყოფილება დაგირავებული ქონების ღირებულებიდან, იმ გამონაკლისების გარდა, რაც მითითებულია სსრ კავშირის კანონმდებლობაში და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში. გირაოთი შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ ნამდვილი მოთხოვნა. თუ კანონში ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის მითითებული, გირაო უზრუნველყოფს მოთხოვნას იმ მოცულობით, რაც ამ მოთხოვნას აქვს დაკმაყოფილების მომენტისათვის, კერძოდ, პროცენტებს, შესრულების ვადის გადაცილებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, პირგასამტეხლოს (ჯარიმას, საურავს), აგრეთვე გადახდევინებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას. გირავნობა წარმოიშობა ხელშეკრულების ან კანონის ძალით. მუხლი 188🔗. დამგირავებელი დამგირავებელი შეიძლება იყოს როგორც თვით მოვალე, ისე მესამე პირიც. დამგირავებელი უნდა იყოს დაგირავებული ქონების მესაკუთრე ან უნდა ჰქონდეს ამ ქონების ოპერატიული მართვის უფლება (ამ კოდექსის 92-ე მუხლი). მუხლი 189🔗. გირავნობის საგანი გირავნობის საგანი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქონება, გარდა ისეთისა, რომლებიდანაც ამ კოდექსის 96-ე, 99-ე და 102-ე მუხლების ძალით არ შეიძლება გადახდევინება. იმ საგნების ნუსხას, რომლებიც არ მიიღება დასაგირავებლად საქალაქო ლომბარდში, ადგენს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. მუხლი 190🔗. გირავნობის ხელშეკრულება გირავნობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მხარეთა დასახელებასა და საცხოვრებელ ადგილს (ადგილსამყოფელს), დაგირავებული ქონების აღწერას, შეფასებას და მისი ადგილმდებარეობის აღნიშვნას, გირაოთი უზრუნველყოფილი ვალდებულების არსს, მის რაოდენობას და შესრულების ვადას. გირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) გირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს ამ კოდექსის 239-ე მუხლში გათვალისწინებული წესით. აღნიშნულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას. ლომბარდში ქონების დაგირავება ფორმდება ლომბარდის მიერ საგირავნო ბილეთის გაცემით. მუხლი 191🔗. დაგირავებული ქონების გადაცემა მოგირავნისათვის დაგირავებული ქონება შენობის გამოკლებით გადაეცემა მოგირავნეს, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 192🔗. გირავნობის უფლების წარმოშობის მომენტი გირავნობის უფლება წარმოიშობა საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) მიმართ – ხელშეკრულების რეგისტრაციის მომენტიდან, დანარჩენი ქონების მიმართ კი – მოგირავნისათვის ამ ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო, თუ კანონით ან ხელშეკრულებით ეს ქონება გადაცემას არ ექვემდებარება – ხელშეკრულების დადების მომენტიდან. დაგირავებულ ქონებაზე საკუთრების უფლების ან ოპერატიული მმართველობის დამგირავებლისაგან სხვა პირზე გადასვლის შემთხვევაში გირავნობის უფლება ძალაში რჩება. მუხლი 193🔗. დაგირავებული ქონების მოვლა-პატრონობა მოგირავნე, რომელსაც დაგირავებული ქონება გადაეცა, მოვალეა ჯეროვნად მოუაროს ამ ქონებას. იგი პასუხს აგებს გადაცემული ქონებისათვის, თუ ამ ქონების დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში ვერ დაამტკიცებს, რომ ამაში მას ბრალი არ მიუძღვის. ლომბარდი მოვალეა დააზღვიოს დაგირავებული ქონება დამგირავებლის ხარჯზე მისი სრული ღირებულებით იმ შეფასების მიხედვით, რომელიც მოხდა ქონების გირაოდ მიღების დროს. მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ძვირფასი ლითონების ნაკეთობანი – სახელმწიფო ფასების მიხედვით. მოგირავნეს არა აქვს უფლება მოიხმაროს დაგირავებული ქონება, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 194🔗. დაგირავებული ქონების გამოთხოვა დაგირავებული ქონება, რომელიც გამოვიდა მოგირავნის მფლობელობიდან ან დამგირავებლის მფლობელობიდან, რომელთანაც იგი დატოვებული იყო (ამ კოდექსის 191-ე მუხლი), შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მოგირავნის მიერ ამ კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 195🔗. გადახდევინება მოვალის ქონებიდან მოგირავნის მიერ მოვალის მიერ გირაოთი უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაგირავებული ქონების ღირებულებიდან წარმოებს სასამართლოს, არბიტრაჟის ან სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ დაგირავებული ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ არის მოგირავნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მას უფლება აქვს, თუ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა მითითება არ არის, დანაკლისი თანხა მიიღოს საერთო წესით მოვალის სხვა ქონებიდან. ლომბარდში ქონების დაგირავებით უზრუნველყოფილი სესხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში საშეღავათო ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ლომბარდი ამ ქონებას მიყიდის სახელმწიფო ან კოოპერაციულ ორგანიზაციებს ნამდვილი ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დადგენილი შეფასებისა (ამ კოდექსის 190-ე მუხლი). დაგირავებული ქონების დაღუპვის შემთხვევაში, თუ ეს ქონება დაზღვეული იყო, მოგირავნეს აქვს სადაზღვევო საზღაურიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. მუხლი 196🔗. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობის უფლება შეწყდება: 1) გირაოთი უზრუნველყოფილი ვალდებულების შეწყვეტით; 2) დაგირავებული ქონების დაღუპვის შემთხვევაში; 3) მოგირავნის მიერ დაგირავებული ქონებაზე საკუთრების უფლების ან მისი ოპერატიული მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაში; 4) დაგირავებული ქონების იძულებითი გაყიდვის შემთხვევაში. საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნით უნდა აღინიშნოს იმ რეესტრში, რომელშიც იყო რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) გირავნობის ხელშეკრულება (ამ კოდექსის 190-ე, 239-ე მუხლები). მუხლი 197🔗. თავდებობა თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს მეორე პირის კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობას ამ პირის მთელი ვალდებულების ან მისი ნაწილის შესრულებისათვის. თავდებობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ ნამდვილი მოთხოვნა. თავდებობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს თავდებობის ხელშეკრულების ბათილობას. მუხლი 198🔗. თავდების პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალე და თავდები პასუხს აგებენ კრედიტორის წინაშე როგორც სოლიდარული მოვალეები, თუ თავდებობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თავდები პასუხს აგებს იმავე მოცულობით, როგორც მოვალე, კერძოდ, პასუხს აგებს პროცენტის გადახდის, ზარალის ანაზღაურების, პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) გადახდის და აგრეთვე გადახდევინებით გამოწვეული ხარჯებისათვის, თუ თავდებობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 199🔗. თავდების უფლებები და მოვალეობები მის მიმართ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში თუ თავდებს წარუდგენენ სარჩელს, მას უფლება აქვს საქმეში მოვალე ჩააბას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს წამოაყენოს თავდების უკუქცევითი მოთხოვნის (ამ კოდექსის მე-200 მუხლი) საწინააღმდეგოდ ყველა ის შესაგებელი, რაც მას კრედიტორის წინააღმდეგ ჰქონდა. თავდებს უფლება აქვს დაიცვას თავი კრედიტორების მოთხოვნისაგან ყველა იმ შესაგებლით, რაც მოვალეს შეეძლო წარედგინა. თავდები ამ უფლებას არ კარგავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალე უარს განუცხადებს შესაგებლის წამოყენებაზე ან აღიარებს თავის ვალდებულებას. თუ კრედიტორი უარს განაცხადებს უპირატესი დაკმაყოფილების უფლებაზე, რაც მას ეკუთვნის, ან მის სასარგებლოდ დაწესებული ვალდებულების უზრუნველყოფაზე, მაშინ თავდები თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რამდენადაც კრედიტორს შეეძლო ზემოთ მითითებული უფლებების გამოყენებით დაეფარა თავისი მოთხოვნა. მუხლი 200🔗. იმ თავდების უფლებები, რომელმაც ვალდებულება შეასრულა იმ თავდებზე, რომელმაც ვალდებულება შეასრულა, გადადის კრედიტორის ყველა უფლება ამ ვალდებულების მიხედვით. თავდების მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ კრედიტორი ვალდებულია ჩააბაროს მას მოვალისადმი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები და გადასცეს უფლებანი, რომელნიც უზრუნველყოფენ ამ მოთხოვნას. მუხლი 201🔗. ერთობლივი თავდებობა ის პირები, რომლებმაც ერთობლივად იკისრეს თავდებობა, პასუხს აგებენ კრედიტორის წინაშე სოლიდარულად, თუ თავდებობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რამდენიმე თავდებისაგან თითოეულს აქვს მოვალის მიმართ უკუქცევითი მოთხოვნის უფლება შესრულებული ვალდებულების მოცულობით. მუხლი 202🔗. მოვალის მიერ თავდებისათვის ვალდებულების შესრულების შეტყობინება მოვალემ, რომელმაც შეასრულა თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავდები, რომელმაც თავის მხრივ შეასრულა ვალდებულება, ინარჩუნებს მოვალის მიმართ უკუქცევითი მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს გადაახდევინოს კრედიტორს მხოლოდ ის, რაც ამ უკანასკნელმა უსაფუძვლოდ მიიღო. მუხლი 203🔗. თავდებობის შეწყვეტა თავდებობა შეწყდება იმ ვალდებულების შეწყვეტისთანავე, რომელსაც იგი უზრუნველყოფს. თავდებობა აგრეთვე შეწყდება, თუ კრედიტორი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან სამი თვის განმავლობაში სარჩელს არ წარუდგენს თავდებს. თუ ვალდებულების შესრულების ვადა არ არის მითითებული ან განსაზღვრულია მოთხოვნის მომენტით, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა შეწყდება თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ კი სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს. მუხლი 204🔗. ბე ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, იმ გადასახდელის ანგარიშში, რაც მას ხელშეკრულების მიხედვით ევალება. შეთანხმება ბეს შესახებ, თანხის ოდენობის მიუხედავად, წერილობით უნდა დაიდოს. თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ბე მისცა, ბე მიმღებ მხარეს რჩება. თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ბე მიიღო, ეს უკანასკნელი ვალდებულია გადაუხადოს მეორე მხარეს ბე ორმაგად. გარდა ამისა, მხარე, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი ბეს ჩათვლით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 205🔗. გარანტია გარანტიად მიიჩნევა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ძალით მოვალე ორგანიზაციის ზემდგომი ორგანო პასუხს აგებს მისი კრედიტორი ორგანიზაციების წინაშე მთელი ვალდებულების ან მისი ნაწილის შეუსრულებლობისათვის ან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის. გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გარანტიის მიმცემის (გარანტის) ქონებრივი პასუხისმგებლობა დამატებითი პასუხისმგებლობაა. ამ კოდექსის 197-ე, 199-ე, 202-ე და 203-ე მუხლების წესები ვრცელდება გარანტიებზე, რომლებსაც აძლევს ბანკს ერთი ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციების დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დაწესებული. გარანტია, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით უნდა მიცემულ იქნეს წერილობით. თავი მეთვრამეტე მოთხოვნის დათმობა და ვალის გადატანა მუხლი 206🔗. მოთხოვნის დათმობა კრედიტორის მიერ მოთხოვნის სხვა პირისათვის დათმობა შეიძლება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს ან ხელშეკრულებას, ან თუ მოთხოვნა დაკავშირებული არ არის კრედიტორის პიროვნებასთან. არ შეიძლება ჯანმრთელობის დაზიანების ან სიკვდილის შედეგად გამოწვეული ქონებრივი ზიანის მოთხოვნის დათმობა. სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის ვალდებულების მოთხოვნის დათმობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება სახალხო მეურნეობის დაფინანსების წესებს და პროდუქციის გეგმურ განაწილებას და აგრეთვე კანონის საგანგებო მითითებებს. მოთხოვნის შემძენზე გადადის უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას. მუხლი 207🔗. თავდაპირველი კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულება იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალისათვის არ შეუტყობინებიათ მოთხოვნის დათმობის შესახებ თუ მოვალისათვის წერილობით არ შეუტყობინებიათ, რომ მოთხოვნა დაეთმო სხვა პირს, მაშინ თავდაპირველი კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულება ითვლება სათანადო კრედიტორისათვის შესრულებად. მუხლი 208🔗. იმ კრედიტორის მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელმაც მოთხოვნა სხვა პირს დაუთმო კრედიტორი, რომელმაც მოთხოვნა სხვა პირს დაუთმო, მოვალეა გადასცეს მას მოთხოვნის უფლების არსებობის დამადასტურებელი საბუთები. თავდაპირველკრედიტორს ეკისრება პასუხისმგებლობა ახალი კრედიტორის წინაშე მისთვის გადაცემული მოთხოვნის არანამდვილობაზე, მაგრამ არ აგებს მის წინაშე პასუხს მოვალის მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თავდაპირველმა კრედიტორმა მიიღო თავის თავზე მოვალის თავდებობა ახალი კრედიტორის წინაშე. მუხლი 209🔗. მოვალის შესაგებელი ახალი კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ მოვალეს უფლება აქვს წამოაყენოს ახალი კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების მომენტისათვის. მუხლი 210🔗. ვალის გადატანა მოვალეს თავისი ვალის სხვა პირზე გადატანა შეუძლია მხოლოდ კრედიტორის თანხმობით. ახალ მოვალეს უფლება აქვს კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ წამოაყენოს ყველა შესაგებელი დამყარებული კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალის შორის ურთიერთობაზე. თავდებობა და მესამე პირის მიერ ვალდებულების უზრუნველსაყოფად მიცემული გირაო შეწყდება ვალის გადატანისთანავე, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას პასუხი აგოს ახალი მოვალის მაგივრადაც. ვალის გადატანა სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება სახალხო მეურნეობის დაფინანსების წესებს და პროდუქციის გეგმურ განაწილებას, აგრეთვე კანონის საგანგებო მითითებას. მუხლი 211🔗. მოთხოვნის დათმობისა და ვალის გადატანის ფორმა წერილობით დადებულ გარიგებაზე დამყარებული მოთხოვნის დათმობა და ვალის გადატანა წერილობითვე უნდა იქნეს შესრულებული. თავი მეცხრამეტე პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის მუხლი 212🔗. მოვალის ვალდებულება ზარალის ანაზღაურებისა თუ მოვალემ არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება იგი მოვალეა აუნაზღაუროს კრედიტორს ამით მიყენებული ზარალი. ზარალად ითვლება კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯები, მისი ქონების დაკარგვა ან გაფუჭება და აგრეთვე შემოსავალი, რომელიც არ მიუღია და რასაც იგი მიიღებდა, თუ კი მოვალე ვალდებულებას შეასრულებდა. მუხლი 213🔗. პირგასამტეხლო და ზარალი თუ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაწესებულია პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი), მაშინ უნდა ანაზღაურებულ იქნეს ზარალის ის ნაწილი, რომელიც პირგასამტეხლოთი (ჯარიმით, საურავით) არ დაფარულა. კანონით ან ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს შემთხვევები, როდესაც: გადახდევინება დაშვებულია მხოლოდ პირგასამტეხლოსი (ჯარიმისა, საურავისა) და არა ზარალისა; ზარალის გადახდევინება შეიძლება მთლიანად პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) გამოუკლებლად; კრედიტორის არჩევით შეიძლება ან ზარალის, ან პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის), გადახდევინება. მუხლი 214🔗. პირგასამტეხლოს შემცირება თუ გადასახდევინებელი პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი) დიდად აღემატება კრედიტორის ზარალს, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი), ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოცულობა, ვალდებულებაში მონაწილე მოქალაქეთა ქონებრივი მდგომარეობა, კრედიტორის არა მარტო ქონებრივი, არამედ ყოველგვარი სხვა ანგარიშგასაწევი ინტერესი. არბიტრაჟს ან სამედიატორო სასამართლოს განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლება აქვს, მოვალისა და კრედიტორის ანგარიშგასაწევი ინტერესების გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი), რომელიც კრედიტორს უნდა გადაუხადონ. ეს წესი ეხება დავას მხოლოდ სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის. მუხლი 215🔗. ვალდებულების მიხედვით პასუხისმგებლობის მოცულობის შეზღუდვა სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება დადგენილ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობა ვალდებულებათა ცალკეული სახეობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. არ დაიშვება სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება მათი პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესახებ, თუ ამ სახეობის ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობა კანონით ზუსტად არის განსაზღვრული. მუხლი 216🔗. იმ მოვალის მიერ ვალდებულების ნატურით შესრულება, რომელმაც გადაიხადა ზარალი და პირგასამტეხლო ისეთი პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) გადახდა, რომელიც დაწესებულია ვადის გადაცილების ან ვალდებულების სხვაგვარი არაჯეროვანი შესრულებისათვის და არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება არ ათავისუფლებს მოვალეს ვალდებულების ნატურით შესრულებისაგან იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საგეგმო დავალებამ, რომელზედაც არის დამყარებული ვალდებულება სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის, ძალა დაკარგა. მუხლი 217🔗. ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის გადაცემის ვალდებულების  შეუსრულებლობის შედეგები ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის კრედიტორის საკუთრებად ოპერატიულ მმართველობაში ან სარგებლობისათვის გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მოვალეს ჩამოერთვას ეს ნივთი და მას გადაცეს. ეს უფლება ქარწყლდება თუ ნივთი უკვე გადაეცა ამგვარივე უფლების მქონე მესამე პირს. თუ ნივთი გადაცემული არ არის, უპირატესობა იმ კრედიტორს ეკუთვნის, რომლის სასარგებლოდაც ვალდებულება უფრო ადრე წარმოიშვა, ხოლო თუ ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ იმას, ვინც უფრო ადრე აღძრა სარჩელი. მუხლი 218🔗. ვალდებულებით ნაკისრი სამუშაოს შეუსრულებლობის შედეგები თუ მოვალემ არ შეასრულა ვალდებულებით ნაკისრი სამუშაო, კრედიტორს უფლება აქვს შეასრულოს ეს სამუშაო მოვალის ხარჯზე, თუ კი სხვა რამ არ გამომდინარეობს კანონიდან ან ხელშეკრულებიდან, ანდა მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. მუხლი 219🔗. ბრალი, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის პირობა პირი, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება, ან არაჯეროვნად შეასრულა იგი, ქონებრივად პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, თუ მას ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) მიუძღვის, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ბრალის არ ქონა უნდა დაამტკიცოს ვალდებულების დამრღვევმა პირმა. მუხლი 220🔗. პასუხისმგებლობა ორივე მხარის ბრალით ვალდებულების დარღვევისათვის თუ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ორივე მხარის ბრალით მოხდა, მაშინ სასამართლო, არბიტრაჟი ან სამედიატორო სასამართლო შესაბამისად ამცირებს მოვალის პასუხისმგებლობის მოცულობას. მუხლი 221🔗. მოვალის პასუხისმგებლობა მესამე პირის მოქმედებისათვის მოვალე პასუხს აგებს იმ მესამე პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, რომელსაც ეს ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული (ამ კოდექსის 168-ე მუხლი), თუ სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, რომ პასუხისმგებლობა უშუალო შემსრულებელს ეკისრება. მუხლი 222🔗. ორმხრივ ვალდებულებათა შესრულების შეუძლებლობის შედეგები ორმხრივ ვალდებულებათა შესრულების შეუძლებლობა, კანონში ან ხელშეკრულებაში სხვა მითითებათა უქონლობის შემთხვევაში გამოიწვევს შემდეგ შედეგებს: 1) თუ არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს შესრულების შეუძლებლობისათვის, მაშინ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და ზარალის ანაზღაურება. თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ყველაფერი იმის დაბრუნება ან ანაზღაურება, რაც მან შესაბამისი შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე შეასრულა, და აგრეთვე ანაზღაურება ხარჯებისა, რაც მან ხელშეკრულების ძალით გასწია შესრულების მოსამზადებლად; 2) თუ შესრულების შეუძლებლობისათვის პასუხს აგებს მხარე, რომელიც ვალდებული იყო იგი შეესრულებინა, მაშინ მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება; 3) თუ ერთი მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისათვის პასუხს აგებს მეორე მხარე, მაშინ პირველს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება იმის გამოქვითვით, რაც მან ვალდებულებისაგან განთავისუფლებით მოიპოვა. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაშინ, როცა ეს არ ეწინააღმდეგება სახალხო მეურნეობის დაგეგმვის აქტებს. მუხლი 223🔗. კრედიტორის ბრალი თუ კრედიტორი განზრახ ან გაუფრთხილებლობის შედეგად შეუწყობს ხელს ვალდებულების შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას, ანდა შეუსრულებლობით თუ არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალის გაზრდას, და აგრეთვე, თუ კრედიტორი განზრახ ან გაუფრთხილებლობის შედეგად არ მიიღებს ღონისძიებას ზარალის შესამცირებლად, მაშინ სასამართლო, არბიტრაჟი ან სამედიატორო სასამართლო სათანადოდ ამცირებს მოვალის პასუხისმგებლობის მოცულობას. ამ მუხლის წესები შესაბამისად უნდა გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევებშიც, როცა მოვალეს კანონის ან ხელშეკრულების ძალით (ამ კოდექსის 219-ე მუხლი) ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ბრალი. მუხლი 224🔗. მოვალის მიერ ვადის გადაცილება მოვალე, რომელმაც გადააცილა შესრულების ვადას, პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე ვადის გადაცილების შედეგად მიყენებული ზარალისათვის და იმისათვის თუ ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება შემთხვევით შეუძლებელი გახდა. თუ მოვალის ვადის გადაცილების გამო შესრულებამ დაკარგა ინტერესი კრედიტორისათვის, მაშინ ამ უკანასკნელს შეუძლია უარი თქვას შესრულების მიღებაზე და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობაში ვადაგადაცილებული შესრულების მიღებაზე უარი დაიშვება მხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევებსა და პირობებში. მოვალე არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად, სანამ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების გამო (ამ კოდექსის 226-ე მუხლი). მუხლი 225🔗. მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილება მოვალემ, რომელმაც გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას უნდა გადაიხადოს გადაცილებული დროის სარგებელი ვადაგადაცილებული თანხისა წლიური სამი პროცენტი, თუ კანონით ან ხელშეკრულებით არ არის დადგენილი პროცენტის სხვა რაოდენობა. სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის ფულადი ვალდებულების შემთხვევაში მოვალემ უნდა გადაუხადოს კრედიტორს ყოველი გადაცილებული დღისათვის პროცენტი (საურავი) სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით. მუხლი 226🔗. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება კრედიტორი ითვლება ვადის გადამცილებლად თუ მან უარი თქვა მოვალის მიერ შეთავაზებული ჯეროვანი შესრულების მიღებაზე ან არ განახორციელა მოქმედება, რომლის განხორციელებამდე მოვალეს არ შეეძლო შეესრულებინა თავისი ვალდებულება. კრედიტორი ვადის გადამცილებლად ჩაითვლება აგრეთვე ამ კოდექსის 228-ე მუხლში აღნიშნულ შემთხვევებში. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება აძლევს მოვალეს ვადის გადაცილების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების უფლებას, თუ კრედიტორი ვერ დაამტკიცებს, რომ ვადის გადაცილება არ არის გამოწვეული თვითონ მისი ან იმ პირების განზრახვით ან გაუფრთხილებლობით, რომლებსაც კანონით ან კრედიტორის დავალებით დაკისრებული ჰქონდათ შესრულების მიღება. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში მოვალე არაა ვალდებული გადაიხადოს პროცენტები კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების დროის განმავლობაში. თავი მეოცე ვალდებულების შეწყვეტა მუხლი 227🔗. ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები ვალდებულება შეწყდება წინამდებარე თავში მოყვანილი წესების შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ: 1) შესრულების შედეგად; 2) მოთხოვნის გამოქვითვით; 3) იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; 4) მხარეთა შეთანხმების შედეგად; 5) დაგეგმვის აქტის გაუქმების ან შეცვლის შედეგად; 6) შესრულების შეუძლებლობის გამო; 7) მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების გამო, თუ ვალდებულება პირადად მოვალეს უნდა შეესრულებინა ან გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის; 8) იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. მუხლი 228🔗. ვალდებულების შეწყვეტა შესრულების შედეგად ვალდებულება შეწყდება ჯეროვანი შესრულებით. შესრულების მიღებისას კრედიტორი მოვალეა შემსრულებლის მოთხოვნით მისცეს მას მთლიანად ვალდებულების ან მისი ნაწილის შესრულების ხელწერილი. სახელმწიფო, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის გარიგების ან ამ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა შორის ზეპირად დადებული გარიგების (ამ კოდექსის 43-ე მუხლი, 44-ე მუხლის 1 პუნქტი) შესრულებისას, ორგანიზაციამ, რომელმაც საქონლის ფასი ან მომსახურების ქირა გადაიხადა, უნდა მიიღოს მეორე მხარისაგან საბუთი, რომელიც ფულის გადახდაა და მის საფუძველს ადასტურებს. თუ მოვალემ ვალდებულების დასადასტურებლად მისცა კრედიტორს სავალო საბუთი, მაშინ კრედიტორი შესრულების მიღებისას ვალდებულია დაუბრუნოს ეს საბუთი, ხოლო დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნოს ამის შესახებ მის მიერ მიცემულ ხელწერილში. ხელწერილი შეიძლება შეცვლილ იქნეს წარწერით სავალო საბუთზე. თუ მოვალეს სავალო საბუთი ხელთ აქვს, ეს ადასტურებს ვალდებულების შეწყვეტას, სანამ სხვა რამ არ იქნება დამტკიცებული. თუ კრედიტორი უარს აცხადებს ხელწერილის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან ხელწერილში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე, მოვალეს უფლება აქვს შეაჩეროს შესრულება. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად. მუხლი 229🔗. ვალდებულების შეწყვეტა გაქვითვით ვალდებულება შეწყდება ერთგვაროვანი შეგებებული მოთხოვნის ჩათვლით, რომლის ვადაც დამდგარია, ან რომლის ვადაც მითითებული არაა, ანდა განსაზღვრულია მოთხოვნის მომენტით. გაქვითვისათვის საკმარისია ერთ-ერთი მხარის განცხადება. სოციალისტურ ორგანიზაციათა შორის მოთხოვნის გაქვითვა წარმოებს სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 230🔗. გაქვითვის დაუშვებლობა არ შეიძლება გაქვითვა მოთხოვნისა: 1) რომელსაც გაუვიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა; 2) იმ ზიანის ანაზღაურებისას, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; 3) გარდაცვალებამდე რჩენაზე (ამ კოდექსის 439 მუხლი); 4) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 231🔗. გაქვითვა მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში (ამ კოდექსის 206-ე მუხლი), მოვალეს უფლება აქვს ახალი კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ გაქვითოს თავისი მოთხოვნა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ იმ პირობით: 1) თუ ამ მოთხოვნის ვადა დადგა მოთხოვნის დათმობის შესახებ მის მიერ ცნობის მიღებამდე; 2) თუ ვადა არ არის მითითებული ან განსაზღვრულია მოთხოვნის მომენტით. მუხლი 232🔗. ვალდებულების შეწყვეტა თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება ვალდებულება შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. მუხლი 233🔗. ვალდებულების შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებით ვალდებულება შეწყდება მხარეთა შეთანხმების შედეგად, კერძოდ, შეთანხმებით, რომ იმავე პირთა შორის ერთი ვალდებულება მეორით შეიცვალა. ვალდებულების შეწყვეტა სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მხარეთა შეთანხმებებით, კერძოდ, შეთანხმებით ერთი ვალდებულების სხვა ვალდებულებით შეცვლის შესახებ, დაიშვება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახალხო მეურნეობის დაგეგმვის აქტებს. მუხლი 234🔗. ვალდებულების შეწყვეტა ან შეცვლა გეგმის შეცვლის გამო ვალდებულება სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის უნდა შეწყდეს ან მხარეთა მიერ შეიცვალოს დადგენილი წესით და იმ შემთხვევაში, როდესაც სახალხო მეურნეობის დაგეგმვის აქტი, რომელზედაც დაფუძნებულია ვალდებულება, შეცვლილია ორივე მხარისათვის სავალდებულო განკარგულებით. მუხლი 235🔗. ვალდებულების შეწყვეტა შესრულების შეუძლებლობით ვალდებულება შეწყდება შესრულების შეუძლებლობით, თუ ეს გამოწვეულია გარემოებით რომელზედაც მოვალე პასუხს არ აგებს (ამ კოდექსის 219-ე მუხლი). მუხლი 236🔗. ვალდებულების შეწყვეტა მოქალაქის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო ვალდებულება შეწყდება მოვალის გარდაცვალების გამო, თუ შესრულება არ შეიძლება მოვალის პირადი მონაწილეობის გარეშე. ვალდებულება შეწყდება კრედიტორის გარდაცვალების გამო, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის. ვალდებულება შეწყდება იურიდიული პირის (მოვალის ან კრედიტორის) ლიკვიდაციის შედეგად. ლიკვიდირებული იურიდიული პირის ვალდებულების შესრულება შეიძლება დაეკისროს სხვა იურიდიულ პირს, სსრ კავშირის კანონმდებლობით ან საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ვალდებულების ცალკეული სახეობები თავი ოცდამეერთე ყიდვა-გაყიდვა მუხლი 237🔗. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს გადასცეს ქონება მყიდველს საკუთრებად, ხოლო მყიდველი კისრულობს მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა, თუ მყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციაა, მაშინ იგი მოიპოვებს ქონების ოპერატიული მართვის უფლებას (ამ კოდექსის 92-ე მუხლი); თუ მყიდველი სახელმწიფო ორგანიზაცია ან ამ კოდექსის 112-ე მუხლში აღნიშნული სხვა ორგანიზაციაა, მაშინ იგი მოიპოვებს ქონების ოპერატიული მართვის უფლებას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 238🔗. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მოქალაქის ან ერთად მცხოვრები მეუღლეებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების პირად საკუთრებას, შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საგანი ამ კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით, აგრეთვე იმ პირობით, თუ მესაკუთრეს სამი წლის განმავლობაში არ გაუყიდია ერთ სახლზე ან ერთი სახლის ნაწილზე მეტი, გარდა ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული გაყიდვის შემთხვევისა. მუხლი 239🔗. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ფორმა ქალაქში ან დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით და რეგისტრირებული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დამოწმების დღიდან. სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობით და რეგისტრირებული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოში არაუგვიანეს სამი თვისა ხელშეკრულების დადების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ მუხლით დადგენილი წესების დაუცველობა იწვევს საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილობას. ეს წესები ვრცელდება სააგარაკო ნაგებობებზედაც. მუხლი 239🔗​1. მოქალაქეთა შორის სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ფორმა მოქალაქეთა შორის სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამყიდველი მყიდველს ქონებას გადასცემს სავაჭრო ან სხვა ორგანიზაციაში მისი შეძენის დოკუმენტებთან ერთად. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაუცველობა გამოიწვევს ამ კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული წესების გამოყენებას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986 წ., მუხ. 140 მუხლი 240🔗. დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის გასხვისება სახლი, რომელსაც მოქალაქე აშენებს, მისი მშენებლობის დამთავრებამდე, არ შეიძლება გასხვისებულ იქნეს სხვა პირზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახლი იყიდება მასალად. მუხლი 241🔗. ფასი სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საქონლის გაყიდვა წარმოებს დადგენილ სახელმწიფო ფასად, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილ ფარგლებში – საქართველოს სსრ კანონმდებლობით. კოლმეურნეობის ნამეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებსაც სახელმწიფო არ შეისყიდის, აგრეთვე მოქალაქის ქონება იყიდება იმ ფასად, რა ფასზედაც მხარეები შეთანხმდებიან. თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986 წ., მუხ. 140 მუხლი 242🔗. გაყიდული ნივთის ხარისხი გაყიდული ნივთის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების პირობებს, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებათა უქონლობის შემთხვევაში – ჩვეულებრივ მოთხოვნებს. ნივთი, რომელსაც სავაჭრო ორგანიზაცია ყიდის, უნდა შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს სტანდარტს ან ამგვარი ნივთებისათვის დადგენილ ტექნიკურ პირობებს ან ნიმუშებს, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ამ სახეობის ყიდვა-გაყიდვის არსისაგან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 243🔗. მყიდველის უფლებები, იმ შემთხვევაში, თუ მას არაჯეროვანი ხარისხის ნივთი მიჰყიდეს მყიდველს, რომელსაც მიჰყიდეს არაჯეროვანი ხარისხის ნივთი, თუ ნაკლი არ იყო წინასწარ აღნიშნული გამყიდველის მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს: ან შეცვლა იმ ნივთისა, რომელიც ხელშეკრულებაში განსაზღვრულია გვარობითი ნიშნებით, ჯეროვანი ხარისხის ნივთით; ან თანაზომიერად შემცირება სასყიდელი ფასისა; ან ნივთის ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ გამოსწორება გამყიდველის მიერ; ან მყიდველის მიერ ამ ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ან ხელშეკრულების მოშლა მყიდველისათვის ზარალის ანაზღაურებით. ამ უფლებათა განხორციელების წესს პირი მიერ, რომელმაც ნივთი იყიდა საცალო ვაჭრობის საწარმოში, განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 244🔗. გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ პრეტენზიის წარდგენის ვადები თუ ნივთის ნაკლი გამყიდველმა წინასწარ არ აცნობა მყიდველს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს ნივთის ნაკლის აღმოჩენისთანავე წარუდგინოს გამყიდველს სათანადო პრეტენზია, მაგრამ არა უგვიანეს ექვსი თვის გასვლისა ნივთის გადაცემის დღიდან, ხოლო საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) ნაკლის გამო – არაუგვიანეს ერთი წლისა მყიდველის მფლობელობაში საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) გადაცემის დღიდან. თუ საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) გადაცემის დღის დადგენა შეუძლებელია ან თუ ნაგებობა მყიდველის მფლობელობაში ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებამდე იყო – მაშინ ხელშეკრულების რეგისტრაციის დღიდან (ამ კოდექსის 239-ე მუხლი). საცალო ვაჭრობის ორგანიზაციების მიერ გაყიდული ნივთების ნაკლოვანებათა გამო პრეტენზიების წარსადგენად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ შეიძლება დაწესებულ იქნეს სხვა ვადები. მუხლი 245🔗. პრეტენზია საგარანტიო ვადით გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც საცალო ვაჭრობის ორგანიზაციების მიერ გაყიდული ნივთებისათვის ამ კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია საგარანტიო ვადები, ეს ვადები გამოითვლება გაყიდვის დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში მყიდველს შეუძლია წარუდგინოს გამყიდველს პრეტენზია გაყიდული ნივთის იმ ნაკალის გამო, რაც ხელს უშლის ნივთის ნორმალურ გამოყენებას. გამყიდველი მოვალეა გამოასწოროს ნივთის ნაკლი უსასყიდლოდ, ან შეცვალოს ეს ნივთი ჯეროვანი ხარისხის ნივთით, ან მიიღოს უკან და დაუბრუნოს მყიდველს მასში გადახდილი თანხა, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ნაკლი წარმოიშვა მყიდველის მიერ ნივთით სარგებლობის ან მისი შენახვის წესების დარღვევის შედეგად. თუ გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ პრეტენზიის წარდგენისათვის დაწესებული საგარანტიო ვადა უფრო ნაკლებია ამ კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაზე, მაშინ უნდა გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით დადგენილი ვადები. მუხლი 246🔗. გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა სარჩელი გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უგვიანეს ექვსი თვისა პრეტენზიის განცხადების დღიდან, ხოლო, თუ პრეტენზია არ განუცხადებიათ, ან მისი განცხადების დროის დადგენა შეუძლებელია – მაშინ ამ ნაკლოვანებათა შესახებ პრეტენზიების წარდგენისათვის დადგენილი ვადების გასვლის დღიდან (ამ კოდექსის 244-ე და 245-ე მუხლები). მუხლი 247🔗. გამყიდველის მოვალეობა გააფრთხილოს მყიდველი გაყიდულ ნივთზე მესამე პირის უფლებების შესახებ ხელშეკრულების დადების დროს გამყიდველი მოვალეა გააფრთხილოს მყიდველი გასაყიდ ნივთზე მესამე პირის ყოველგვარი უფლების შესახებ (გირავნობის უფლების, სამუდამო სარგებლობის, დამქირავებლის უფლების შესახებ და ა. შ.) ამ წესის შეუსრულებლობა მყიდველს უფლებას აძლევს მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა და ზარალის ანაზღაურება ან სასყიდელი ფასის სათანადოდ შემცირება. მუხლი 248🔗. გამყიდველის მოვალეობა შეინახოს გაყიდული ნივთი თუ კანონის ან ხელშეკრულების შესაბამისად საკუთრების ან ოპერატიული მართვის უფლება მყიდველზე გადადის ნივთის გადაცემამდე (ამ კოდექსის 131-ე მუხლი), გამყიდველი მოვალეა შეინახოს ნივთი გადაცემის მომენტამდე და არ დაუშვას მისი ხარისხის გაუარესება. მყიდველი მოვალეა აუნაზღაუროს გამყიდველს ამ უკანასკნელის მიერ საკუთრების უფლების მყიდველზე გადასვლის შემდეგ გაწეული აუცილებელი ხარჯები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 249🔗. გამყიდველის პასუხისმგებლობა მყიდველისათვის ნივთის გადაცემაზე უარისათვის თუ გამყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და არ გადასცემს მყიდველს ნივთს, მყიდველს უფლება აქვს: 1) ან მოითხოვოს ნაყიდი ნივთის მისთვის გადაცემა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 2) ან თავის მხრივ უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე, მოითხოვოს მისი მოშლა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მუხლი 250🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა ნაყიდი ნივთის მიღებაზე ან მისი ფასის გადახდაზე უარისათვის თუ მყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და უარს განაცხადებს ნაყიდი ნივთის მიღებაზე ან დათქმული ფასის გადახდაზე, გამყიდველს უფლება აქვს: 1) ან მოითხოვოს მყიდველის მიერ ნივთის მიღება და დათქმული ფასის გადახდა, აგრეთვე მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 2) ან თავის მხრივ უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს მისი მოშლა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მუხლი 251🔗. გამყიდველის მოვალეობა მყიდველისათვის ნივთის ჩამორთმევის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში თუ მესამე პირი ნივთის გაყიდვამდე წარმოშობილი საფუძვლით აღძრავს სარჩელს მყიდველისათვის ნივთის ჩამორთმევის შესახებ, მყიდველს უფლება აქვს ჩააბას საქმეში გამყიდველი, ხოლო ეს უკანასკნელი მოვალეა ჩაებას ამ საქმეში მყიდველის მხარეზე. თუ მყიდველმა არ ჩააბა საქმეში გამყიდველი, ეს უკანასკნელი თავისუფლდება მყიდველის წინაშე პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ პროცესში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში შეძლებდა აეცილებინა მყიდველისათვის მიყიდული ნივთის ჩამორთმევა. გამყიდველს, რომელიც მყიდველმა ჩააბა საქმეში, მაგრამ რომელსაც პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, უფლება ერთმევა ამტკიცოს, რომ მყიდველი საქმეს არასწორად აწარმოებდა. მუხლი 252🔗. გამყიდველის პასუხისმგებლობა მყიდველისათვის ნივთის ჩამორთმევის შემთხვევაში თუ სასამართლოს, არბიტრაჟის ან სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილებით მყიდველს ჩამოერთმევა მის მიერ ნაყიდი ნივთი, გამყიდველი მოვალეა აუნაზღაუროს მას ზარალი. მხარეთა შეთანხმება გამყიდველის პასუხისმგებლობის აცილების ან შეზღუდვის შესახებ ბათილია, თუ გამყიდველმა იცოდა გაყიდულ ნივთზე მესამე პირის უფლებების არსებობა და ამის შესახებ მყიდველი არ გააფრთხილა. მუხლი 253🔗. საქონლის ნისიად გაყიდვა საცალო ვაჭრობის საწარმოების მიერ ხანგრძლივი სარგებლობის საქონელი შეიძლება მოქალაქეებს მიეყიდოს ნისიად (გადახდის განაწილვადებით)  სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით. საქონლის ნისიად გაყიდვა წარმოებს გაყიდვის დღეს მოქმედი ფასების მიხედვით. თუ ნისიად გაყიდული საქონლის ფასი შემდგომ შეიცვალა, გადაანგარიშება არ ხდება. ნისიად ნაყიდ საქონელზე საკუთრების უფლებას მყიდველი მოიპოვებს ამ კოდექსის 131-ე მუხლის წესების შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი ოცდამეორე მიწოდება მუხლი 254🔗. მიწოდების ხელშეკრულება მიწოდების ხელშეკრულებით მიმწოდებელი ორგანიზაცია კისრულობს გადასცეს გარკვეულ ვადებში ან ვადაში მყიდველ ორგანიზაციას (შემკვეთის) საკუთრებად ან, ამ კოდექსის 92-ე, 113-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად, ოპერატიულ მართვაში განსაზღვრული პროდუქცია პროდუქციის განაწილების საგეგმო აქტის თანახმად, რომელიც სავალდებულოა ორივე ორგანიზაციისათვის. მყიდველი ორგანიზაცია კისრულობს მიიღოს პროდუქცია და გადაიხადოს მასში დადგენილი ფასი. მიწოდების ხელშეკრულება არის აგრეთვე ორგანიზაციებს შორის მათი შეხედულებისამებრ დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელი კისრულობს გადასცეს მყიდველს პროდუქცია, რაც არ ნაწილდება საგეგმო წესით, იმ ვადაში, რომელიც არ ემთხვევა ხელშეკრულების დადების მომენტს. პროდუქციის მიწოდება ხელშეკრულების დაუდებლად წარმოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომლებიც დადგენილია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს ან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 255🔗. მისაწოდებელი პროდუქციის დაკლება ან წაუღებლობა პროდუქციის რაოდენობა, რომელიც მიმწოდებელმა არ მიაწოდა ან მყიდველმა არ მიაწოდა, ან მყიდველმა არ წაიღო დათქმულ ვადაში, მიწოდებული (წაღებული) უნდა იქნეს იმ წესით და იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია დებულებებით მიწოდებათა შესახებ, ცალკეულ სახეობათა პროდუქციის მიწოდების განსაკუთრებული პირობებით (ამ კოდექსის 262-ე მუხლი) ან ხელშეკრულებით. თუ შეატყობინებს მიმწოდებელს, მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას იმ პროდუქციის მიღებაზე, რომლის მიწოდების ვადა გადაცილებულია, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მყიდველი ვალდებულია მიიღოს ის პროდუქცია, რომელიც მიმწოდებელმა გაგზავნა მყიდველისაგან შეტყობინების მიღებამდე, და გადაიხადოს მისი ღირებულება. მუხლი 256🔗. მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტი პროდუქცია მიწოდებული უნდა იქნეს იმ ასორტიმენტის მიხედვით, რომელსაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. ასორტიმენტში შემავალი ერთი სახეობის პროდუქციის მიწოდება უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, არ ჩაეთვლება გამყიდველს სხვა სახეობათა პროდუქციის დანაკლისის დასაფარავად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი მიწოდება მოხდა მყიდველის თანხმობით. ასორტიმენტში შემავალ ცალკეულ სახეობათა პროდუქციის დანაკლისისათვის მიმწოდებელმა უნდა გადაიხადოს დადგენილი პირგასამტეხლო, თუნდაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საერთო ღირებულების პროდუქციის მიწოდება შესრულებული იყოს. მუხლი 257🔗. მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხი მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ტექნიკურ პირობებს ან ნიმუშებს. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება სტანდარტებთან, დამტკიცებულ ტექნიკურ პირობებთან ან ნიმუშებთან შედარებით. თუ მიწოდებულია უფრო დაბალი ხარისხის პროდუქცია, ვიდრე ამას მოითხოვს სტანდარტი, დამტკიცებული ტექნიკური პირობები ან ნიმუში, მყიდველი მოვალეა უარი თქვას პროდუქციის მიღებასა და ფასის გადახდაზე, ხოლო, თუ პროდუქციის ფასი მყიდველმა უკვე გადაიხადა, გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მას. მაგრამ, თუ მიწოდებული პროდუქციის ნაკლი შეიძლება გამოსწორდეს მიმწოდებლისათვის პროდუქციის დაუბრუნებლად, მყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს ნაკლის გამოსწორება იქ, სადაც პროდუქცია არის, ან თვითონ გამოასწოროს ეს ნაკლი, მაგრამ მიმწოდებლის ხარჯზე. თუ მიწოდებული პროდუქცია შეესაბამება სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს, მაგრამ აღმოჩნდება უფრო დაბალი ხარისხის, ვიდრე დათქმული იყო, მყიდველს უფლება აქვს მიიღოს პროდუქცია და გადაუხადოს გამყიდველს ის ფასი, რომელიც დადგენილია ამგვარი ხარისხის პროდუქციისათვის, ან უარი თქვას პროდუქციის მიღებაზე და ფასის გადახდაზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 258🔗. მიწოდებული პროდუქციის ნაკლის შესახებ პრეტენზიის წარდგენის ვადები მყიდველის მიერ მისთვის მიწოდებული პროდუქციის იმ ნაკლის დადგენის ვადებსა და წესებს, რომელიც ვერ იქნებოდა აღმოჩენილი პროდუქციის ჩვეულებრივი მიღების დროს, და მიმწოდებლისათვის არასათანადო ხარისხის პროდუქციის მიწოდებისაგან გამომდინარე პრეტენზიების წარდგენის ვადებსა და წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის კანონმდებლობა. მუხლი 259🔗. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სარჩელებისათვის მიწოდებული პროდუქციის ნაკლის შესახებ სარჩელებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია არასათანადო ხარისხის პროდუქციის მიწოდებასთან, დაწესებულია ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა, რაც გამოითვლება იმ დღიდან, როცა მყიდველი სათანადო წესით დაადგენს მისთვის მიწოდებული პროდუქციის ნაკლს. მუხლი 260🔗. საგარანტიო ვადები იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც განკუთვნილია ხანგრძლივი სარგებლობისა ან შენახვისათვის, სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს უფრო ხანგრძლივი ვადები იმისათვის, რომ მყიდველმა სათანადო წესით დაადგინოს აღნიშნული ნაკლი, რის გამოვლინება შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი მიღებისას (საგარანტიო ვადები) და შემდგომ მიმწოდებელს წარუდგინოს საპრეტენზიო მოთხოვნები ამ ნაკლის გამოსწორებისა ან პროდუქციის შეცვლის შესახებ. მიმწოდებელი მოვალეა უსასყიდლოდ გამოასწოროს იმ პროდუქციის ნაკლი, რომლისთვისაც დადგენილია საგარანტიო ვადა, გამოცვალოს იგი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ნაკლი წარმოიშვა მყიდველის მიერ პროდუქციის სარგებლობის ან მისი შენახვის წესების დარღვევის შედეგად. ხელშეკრულებით შეიძლება დაწესდეს საგარანტიო ვადები, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით. აგრეთვე უფრო ხანგრძლივი საგარანტიო ვადა, ვიდრე გათვალისწინებულია სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით. სახალხო მოხმარების საქონლის მიმართ, რომელიც საცალო ვაჭრობის ორგანიზაციების მეშვეობით იყიდება, საგარანტიო ვადა გამოითვლება ნივთის ცალობით გაყიდვის დღიდან (ამ კოდექსის 245-ე მუხლი). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 261🔗. მისაწოდებელი პროდუქციის კომპლექტურობა პროდუქციის მიწოდება უნდა ხდებოდეს კომპლექტურად, სტანდარტების, ტექნიკური პირობების ან პრეისკურანტების მოთხოვნების შესაბამისად. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პროდუქციის მიწოდებას კომპლექტის დამატებითი ნაკეთობებით (ნაწილებით) ან მყიდველისათვის იმ ცალკეული არასაჭირო ნაკეთობების (ნაწილების) გარეშე, რომლებიც კომპლექტში შედიან . თუ კომპლექტურობა განსაზღვრული არ არის სტანდარტით, დამტკიცებული ტექნიკური პირობებით ან პრეისკურანტით, აუცილებელ შემთხვევებში იგი შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულებით. არაკომპლექტური პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში მყიდველი მოვალეა მოითხოვოს პროდუქციის ბოლომდე დაკომპლექტება ან უკომპლექტოპროდუქციის შეცვლა კომპლექტურით და მის ბოლომდე დაკომპლექტებამდე ან შეცვლამდე უარი თქვას ფასის გადახდაზე, ხოლო, თუ პროდუქციის ფასი უკვე გადახდილია, მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება. თუ მიმწოდებელი პროდუქციას არ დააკომპლექტებს მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში, მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას პროდუქციაზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 29.08.1969 წ., მუხ. 155 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 262🔗. დებულებები მიწოდებათა შესახებ და მიწოდებათა განსაკუთრებული პირობები მიწოდების ხელშეკრულებები იდება და სრულდება შესაბამისად დებულებებისა მიწოდებათა შესახებ, რომლებსაც ამტკიცებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო, და ცალკეულ სახეობათა პროდუქციის მიწოდების განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, რომლებიც მტკიცდება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გათვალისწინებულ შემთხვევებში მტკიცდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ. მუხლი 263🔗. პასუხისმგებლობა მიწოდების ხელშეკრულების დარღვევისათვის ამ კოდექსის 262-ე მუხლში აღნიშნული დებულებებისა და განსაკუთრებული პირობების შესაბამისად ხდება გადახდევინება პირგასამტეხლოსი (ჯარიმისა, საურავისა) და ზარალისა მიწოდების ხელშეკრულების მოვალეობათა დარღვევისათვის. არასათანადო ხარისხის ან არაკომპლექტური პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში მყიდველი მიმწოდებელს გადაახდევინებს დადგენილ პირგასამტეხლოს (ჯარიმას) და, გარდა ამისა, ასეთი მიწოდების შედეგად მიყენებულ ზარალს, პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გაუქვითავად. თავი ოცდამესამე სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვა კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა მეურნეობებისაგან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 264🔗. სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონტრაქტაციის ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვა კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობებისაგან წარმოებს კონტრაქტაციის ხელშეკრულებებით, რომლებიც იდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელმწიფოსათვის მიწოდების სახელმწიფო შეკვეთებისა და კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ვითარების გეგმების საფუძველზე. სსრ კავშირის კანონმდებლობით: შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კონტრაქტაციის ხელშეკრულებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევები სხვა მეურნეობებისაგანაც. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №1532, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987 წ., მუხ. 320 მუხლი 265🔗. კონტრაქტაციის ხელშეკრულების შინაარსი კონტრაქტაციის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს: სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა (პროდუქციის სახეობათა მიხედვით), ხარისხი, მიტანის ვადები, წესი, პირობები და ჩაბარების ადგილი; დამამზადებელ ორგანიზაციათა და საწარმოთა მოვალეობაა დროულად მიიღონ პროდუქცია და გადაიხადონ დადგენილი ფასი, აგრეთვე კოლმეურნეობებისათვის ფულადი ავანსის რაოდენობა მისი მიცემის ვადები; იმის მოვალეობა, რომ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა მეურნეობებს გაეწიოს დახმარება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ორგანიზაციაში და მისაღებ პუნქტებსა და საწარმოებში მის მიზიდვაში; მხარეთა ქონებრივი ურთიერთპასუხისმგებლობა მათ მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში. კონტრაქტაციის ტიპობრივი ხელშეკრულებები მტკიცდება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი ოცდამეოთხე გაცვლილობა მუხლი 266🔗. გაცვლილობის ხელშეკრულება გაცვლილობის ხელშეკრულებით მხარეთა შორის ხდება ერთი ქონების გაცვლა მეორეზე. გაცვლილობის ხელშეკრულების ყოველი მონაწილე მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. გაცვლილობის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი ან ორივე მხარე სახელმწიფო ორგანიზაციაა, შეიძლება დაიდოს მხოლოდ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 267🔗. ყიდვა-გაყიდვის წესების გამოყენება გაცვლილობის ხელშეკრულების მიმართ გაცვლილობის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისი წესები, თუ მხარეთა ურთიერთობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (ამ კოდექსის 237-ე-239​1-ე, 242-ე-252-ე მუხლები). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986 წ., მუხ. 140 თავი ოცდამეხუთე ჩუქება მუხლი 268🔗. ნაჩუქრობის ხელშეკრულება ნაჩუქრობის ხელშეკრულებით ერთი მხარე უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას მეორე მხარეს საკუთრებად. ნაჩუქრობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. მოქალაქის მიერ სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ქონების ჩუქებისას შეიძლება დათქმულ იქნეს პირობა, რომ ეს ქონება გამოყენებულ იქნეს გარკვეულ საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნით. მუხლი 269🔗. ნაჩუქრობის ხელშეკრულების ფორმა ნაჩუქრობის ხელშეკრულება ხუთას მანეთზე მეტი თანხისა და ორმოცდაათ მანეთზე მეტი ღირებულების სავალუტო ფასეულობათა ნაჩუქრობის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. მოქალაქის მიერ სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ქონების ჩუქების დროს ხელშეკრულება იდება უბრალო წერილობითი ფორმით. საცხოვრებელი სახლის და სამშენებლო მასალების ნაჩუქრობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს შესაბამისად ამ კოდექსის 239-ე და 239​1 მუხლებით დადგენილი ფორმით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 23 მარტის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1977 წ., მუხ. 28 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986 წ., მუხ. 140 თავი ოცდამეექვსე ქონების ქირავნობა მუხლი 270🔗. ქონების ქირავნობის ხელშეკრულება ქონების ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი კისრულობს სასყიდლით მისცეს დამქირავებელს ქონება დროებითი სარგებლობისათვის. ქონების ქირავნობის ხელშეკრულება მოქალაქეთა შორის ერთ წელზე მეტი ვადით უნდა დაიდოს წერილობით. მუხლი 271🔗. ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადა ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს. სახელმწიფო ორგანიზაციებსა, კოოპერაციულსა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის შენობის ან არასაცხოვრებელი სათავსის ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელს, ხოლო მოწყობილობისა და სხვა ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადა ერთ წელს. იმ საოჯახო მოხმარების საგნების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარის, მსუბუქი ავტომობილებისა და პირადი სარგებლობის სხვა ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადა, რასაც სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოქალაქეს მიაქირავებს (საყოფაცხოვრებო ქირავნობა) არ უნდა აღემატებოდეს ასეთი საყოფაცხოვრებო ქირავნობის სათანადო ტიპობრივი ხელშეკრულებით დადგენილ ვადას (ამ კოდექსის 272-ე მუხლი). თუ ხელშეკრულება დადებულია ზემოთ აღნიშნულზე მეტი ვადით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, შესაბამისად, ათი წლით, ხუთი წლით, ერთი წლით ან საყოფაცხოვრებო ქირავნობის ტიპობრივი ხელშეკრულებით დადგენილი ვადით (ამ კოდექსის 272-ე მუხლი). მუხლი 272🔗. საყოფაცხოვრებო ქირავნობის ტიპობრივი ხელშეკრულებები ტიპობრივ ხელშეკრულებებს საყოფაცხოვრებო გაქირავების ცალკეულ სახეობათათვის ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. ტიპობრივი ხელშეკრულებების პირობების ისეთი შეცვლა, რომელიც მოსარგებლის უფლებებს ზღუდავს, ბათილია. მუხლი 273🔗. ქონების ქირავნობის ხელშეკრულების დადება ვადის აღუნიშვნელად თუ ქონების ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია ვადის აღუნიშვნელად იგი ითვლება დადებულად განუსაზღვრელი ვადით და თითოეულ მხარეს ყოველთვის შეუძლია ხელშეკრულების მოშლა, ოღონდ უნდა გააფრთხილოს მეორე მხარე ერთი თვით ადრე, ხოლო შენობის ან არასაცხოვრებელი სათავსის ქირავნობისას – სამი თვით ადრე. თუ სახელმწიფო, კოოპერაციულ ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ვადის აღუნიშვნელად დადებული ქონების ქირავნობის ხელშეკრულების მონაწილე არც ერთმა მხარემ არ განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე ამ კოდექსის 271-ე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული ვადების გასვლამდე, ამ ვადების გასვლის შემდეგ ხელშეკრულება მოშლილად ჩაითვლება. ვადის აღუნიშვნელად დადებული საყოფაცხოვრებო ქირავნობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ ვადით, რომელიც დადგენილია საყოფაცხოვრებო ქირავნობის სათანადო ტიპობრივი ხელშეკრულებით. მუხლი 274🔗. ქონებით სარგებლობა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ თუ დამქირავებელი სარგებლობს ქონებით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება ითვლება განახლებულად განუსაზღვრელი ვადით და თითოეულ მხარეს აქვს უფლება რა დროსაც უნდა უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ოღონდ უნდა გააფრთხილოს ამის შესახებ მეორე მხარე ერთი თვით ადრე, ხოლო შენობის ან არასაცხოვრებელი სათავსის ქირავნობისას – სამი თვით ადრე. ეს წესი არ ვრცელდება ხელშეკრულებებზე სახელმწიფო, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის და აგრეთვე საყოფაცხოვრებო ქირავნობის ხელშეკრულებებზე. მუხლი 275🔗. ქონების ქირავნობის ხელშეკრულების განახლების უპირატესი უფლება დამქირავებელს, რომელიც ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას წესიერად ასრულებს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ აქვს უპირატესი უფლება დადოს იმავე ქონების ქირავნობის ახალი ხელშეკრულება. მუხლი 276🔗. ქონების ჩაბარება დამქირავებლისათვის გამქირავებელი მოვალეა ჩააბაროს დამქირავებელს ქონება ისეთ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულების პირობებსა და ქონების დანიშნულებას შეესაბამება. საყოფაცხოვრებო ქირავნობის ხელშეკრულების დამდები ორგანიზაცია მოვალეა დამქირავებლის თანდასწრებით შეამოწმოს წესიერ მდგომარეობაშია თუ არა გასაქირავებელი ქონება. გამქირავებელი პასუხს არ აგებს ქონების იმ ნაკლისათვის, რაც დათქმული იყო მის მიერ ხელშეკრულების დადების დროს. მუხლი 277🔗. დამქირავებლისათვის ქონების ჩაუბარებლობის შედეგები თუ გამქირავებელი არ ჩააბარებს დამქირავებელს მიქირავებულ ქონებას სარგებლობისათვის, დამქირავებელს უფლება აქვს ან გამოითხოვოს მისგან ეს ქონება და მოითხოვოს ქონების ჩაბარების დაყოვნებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ან თავის მხრივ უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და გადაახდევინოს მისი შეუსრულებლობის შედეგად მომხდარი ზარალი. მუხლი 278🔗. სარგებლობა დაქირავებული ქონებით დამქირავებელი მოვალეა ისარგებლოს ქონებით ხელშეკრულების თანახმად და ქონების დანიშნულების შესაბამისად, მუხლი 279🔗. დამქირავებლის უფლების დაცვა დამქირავებელს უფლება აქვს სასამართლო წესით დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც. მუხლი 280🔗. გამქირავებლის მოვალეობა გაქირავებული ქონების მოვლა-პატრონობის მხრივ გამქირავებელი ვალდებულია თავისი ხარჯით გაუკეთოს გაქირავებულ ქონებას კაპიტალური რემონტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით ან ხელშეკრულებით. გამქირავებლის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობა უფლებას აძლევს დამქირავებელს გაუკეთოს ქონებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული კაპიტალური რემონტი და გადაახდევინოს გამქირავებელს რემონტის ღირებულება ან გამოუქვითოს ეს ღირებულება ქირაში, თუ არადა მოშალოს ეს ხელშეკრულება და გადაახდევინოს გამქირავებელს მისი შეუსრულებლობის შედეგად მომხდარი ზარალი. მუხლი 281🔗. დამქირავებლის მოვალეობა დაქირავებული ქონების მოვლა-პატრონობის მხრივ დამქირავებელი მოვალეა შეინახოს ქონება წესიერ მდგომარეობაში, თავისი ხარჯით აწარმოოს მიმდინარე რემონტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით ან ხელშეკრულებით, და გასწიოს ქონების მოვლა-პატრონობის ხარჯები. მუხლი 282🔗. ქონებით სარგებლობის ქირა დამქირავებელი მოვალეა თავის დროზე გადაიხადოს ქონებით სარგებლობის ქირა. მას აქვს უფლება მოითხოვოს ქირის შესაბამისად შემცირება, თუ რაიმე გარემოების გამო, რომლისთვისაც დამქირავებელი პასუხს არ აგებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის პირობები ან ქონების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მუხლი 283🔗. ქვექირავნობა დამქირავებელს უფლება აქვს დაქირავებული ქონება სხვას მიაქირავოს (ქვექირავნობა), ოღონდ ამისათვის საჭიროა გამქირავებლის თანხმობა. საყოფაცხოვრებო ქირავნობის ხელშეკრულებით დაქირავებული ქონების ქვექირავნობა არ შეიძლება. მუხლი 284🔗. ქირავნობის ხელშეკრულების ძალის შენარჩუნება ქონების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში თუ გაქირავებული ქონების მესაკუთრე შეიცვალა ქირავნობის ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს ახალი მესაკუთრისათვისაც. ქირავნობის ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას იმ შემთხვევაშიც, როცა ქონება ერთი სახელმწიფო ორგანიზაციისაგან (გამქირავებლისაგან) მეორეს გადაეცემა. მუხლი 285🔗. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა გამქირავებლის მოთხოვნით გამქირავებელს შეუძლია წარადგინოს სასამართლოში, არბიტრაჟსა და სამედიატორო სასამართლოში მოთხოვნა ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ შემდეგ შემთხვევებში: 1) თუ დამქირავებელი სარგებლობს ქონებით ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ ან ქონების დანიშნულების არაშესაბამისად. 2) თუ დამქირავებელი განზრახ ან გაუფრთხილებლობით აუარესებს ქონების მდგომარეობას. 3) თუ დამქირავებელმა არ გადაიხადა ქირა სამი თვის განმავლობაში, ხოლო საყოფაცხოვრებო ქონების ქირავნობისას – ერთი თვის განმავლობაში გადახდის ვადის გასვლის დღიდან. 4) თუ დამქირავებელმა არ გაუკეთა ქონებას კაპიტალური რემონტი, თუმცა კანონით ან ხელშეკრულებით კაპიტალური რემონტის გაკეთება მას ეკისრებოდა. მუხლი 286🔗. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დამქირავებელს შეუძლია წარადგინოს სასამართლოში, არბიტრაჟსა და სამედიატორო სასმართლოში მოთხოვნა ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ შემდეგ შემთხვევებში: 1) თუ გამქირავებელი არ გაუკეთებს ქონებას კაპიტალურ რემონტს, რაც მის მოვალეობას შეადგენს. 2) თუ ქონება უვარგისი აღმოჩნდება სარგებლობისათვის ისეთი გარემოების გამო, რომლისთვისაც დამქირავებელი პასუხისმგებელი არ არის. დამქირავებელს ყოველთვის შეუძლია უარი თქვას საყოფაცხოვრებო ქირავნობის ხელშეკრულებაზე. მუხლი 287🔗. ქონების დაბრუნება გამქირავებლისათვის ქონების ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ქონება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიაც მისგან მიიღო, ოღონდ ნორმალური გაცვეთის მხედველობაში მიღებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო დათქმული. მუხლი 288🔗. დამქირავებლის პასუხისმგებლობა ქონების გაუარესებისათვის თუ ნაქირავები ქონება გაფუჭდა ან გაუფასურდა, დამქირავებელი მოვალეა აუნაზღაუროს გამქირავებელს ამით მიყენებული ზარალი, თუ არ დაამტკიცებს, რომ ქონების გაფუჭება ან გაუფასურება მისი ბრალით არ მომხდარა. მუხლი 289🔗. ქონების გაუმჯობესება თუ დამქირავებელმა გამქირავებლის ნებართვით გააუმჯობესა დაქირავებული ქონება, მას უფლება აქვს მოსთხოვოს გამქირავებელს ამაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, თუკი კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დამქირავებლის მიერ გამქირავებლის ნებართვის გარეშე მოხდენილი გაუმჯობესება, რომლის გამოცალკევება ქონების დაუზიანებლად ხერხდება, დამქირავებელს შეუძლია თავისთვის დაიტოვოს, თუ გამქირავებელი არ მოისურვებს მისი ღირებულების ანაზღაურებას.  არ ანაზღაურდება ისეთი გაუმჯობესების ღირებულება, რომელიც დამქირავებელმა გამქირავებლის ნებართვის გარეშე მოახდინა და რომლის გამოცალკევებაც არ შეიძლება. თავი ოცდამეშვიდე საცხოვრებელი სადგომის ქირავნობა მუხლი 290🔗. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა ხორციელდება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც იდება გამქირავებელს – საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა (თუ ასეთი არ არის – შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას) და დამქირავებელს – მოქალაქეს შორის, რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი. პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებას დამქირავებელი უდებს სახლის მესაკუთრეს. საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდება, შეიცვლება და მოიშლება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებითა და წესით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 291🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 28 დეკემბრის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.12.1966 წ., მუხ. 198 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 292🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 293🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 294🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 295🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 296🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 297🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 298🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 299🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 300🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 301🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 302🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 303🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 304🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 305🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 306🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 307🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 308🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 309🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 310🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 311🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 312🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 313🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 314🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 315🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 316🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 317🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 318🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 319🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 320🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 321🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 322🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 323🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 324🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 325🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 326🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 327🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 328🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 329🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 330🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 331🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 332🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 333🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 334🔗. (ძალადაკარგულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი ოცდამერვე ქონებით უსასყიდლო სარგებლობა მუხლი 335🔗. ქონებით უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულება ქონებით უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულებით ერთი მხარე კისრულობს გადასცეს მეორე მხარეს ქონება დროებითი უსასყიდლო სარგებლობისათვის, ხოლო ეს უკანასკნელი კისრულობს სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნოს აღნიშნული ქონება. ქონებით უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულებაზე შესაბამისად ვრცელდება ქონების ქირავნობის ხელშეკრულების წესები (ამ კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 274-ე მუხლი, 276-ე მუხლის პირველი ნაწილი, 278-ე, 281-ე, 287-ე-289-ე მუხლები) ამ თავში მოცემული წესების გათვალისწინებით. მუხლი 336🔗. ქონებით უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულების ვადა სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის ხელშეკრულების ვადა, დადებული სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის, არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ წელს, თუ სსრ კავშირის ან საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივი ვადით არის დადებული, იგი ითვლება დადებულად ერთი წლით ან კანონით დადგენილი სხვა ზღვრული ვადით. თუ ასეთი ხელშეკრულება დადებულია ვადის აღუნიშვნელად, უნდა გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილი. თუ არც ერთი მხარე არ იტყვის ხელშეკრულებაზე უარს ერთი წლის ან კანონით დადგენილი სხვა ზღვრული ვადის გასვლამდე, ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება მაინც შეწყვეტილად ჩაითვლება. მუხლი 337🔗. უსასყიდლო სარგებლობისთვის ქონების გადაუცემლობის შედეგები თუ სოციალისტურმა ორგანიზაციამ, რომელმაც ხელშეკრულებით იკისრა გადაეცა ქონება უსასყიდლო სარგებლობისათვის, არ გადასცა იგი მეორე მხარეს, მის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 277-ე მუხლის წესები, ოღონდ ამ შემთხვევაში მეორე მხარეს უნაზღაურდება მხოლოდ ზარალი, რაც მას გაწეული ხარჯის, ქონების დაკარგვის ან დაზიანების გამო მოუვიდა. მუხლი 338🔗. სარგებლობისათვის ქონების მიმღები პირის უფლებები და მოვალეობები თუ უსასყიდლო სარგებლობისათვის ქონების გადამცემმა პირმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად არ აცნობა ქონების მიმღებს გადაცემული ქონების ფარული ნაკლის შესახებ, უკანასკნელს აქვს უფლება მოითხოვოს მეორე მხარისაგან ზარალის ანაზღაურება, რაც მას ქონების ასეთ მდგომარეობაში გადაცემით მოუვიდა. სარგებლობისათვის ქონების მიმღები პირი მოვალეა, გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ ქონებას, რომ იგი არ გაუარესდეს, თავის ხარჯზე აწარმოოს მისი მიმდინარე რემონტი და გასწიოს ჩვეულებრივი ხარჯები ამ ქონების მოვლა-პატრონობისათვის, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემული ქონების შემოსავალი, კერძოდ, პირუტყვის ნამატი, ეკუთვნის იმ პირს, რომელმაც ქონება გადასცა სარგებლობისათვის, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან. მუხლი 339🔗. სარგებლობისათვის მიღებული ქონების მესამე პირისათვის გადაცემა უსასყიდლო სარგებლობისათვის ქონების მიმღებ პირს, მხოლოდ ქონების გადამცემის თანხმობით, შეუძლია გადასცეს ეს ქონება სარგებლობისათვის მესამე პირს, თანაც იგი პასუხისმგებელი რჩება გადამცემის წინაშე. მუხლი 340🔗. ქონებით უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტა ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის ხელშეკრულება, გარდა საერთო საფუძვლებით ვალდებულების შეწყვეტისა, წყდება აგრეთვე იმ მოქალაქის გარდაცვალების ან იმ იურიდიული პირის მოსპობის გამო, რომლებიც მასში მონაწილეობენ. მუხლი 341🔗. ხელშეკრულების მოშლა ვადამდე პირს, რომელმაც ქონება გადასცა უსასყიდლო სარგებლობისათვის, უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე მოშლა ამ კოდექსის 285-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მეორე მხარემ მისი თანხმობის გარეშე გადასცა ქონება უსასყიდლო სარგებლობისათვის მესამე პირს. მუხლი 342🔗. ხელშეკრულების მოშლა ქონების ახალი მესაკუთრის მოთხოვნით ქონების უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულება დადებული ვადის აღუნიშვნელად შეიძლება მოიშალოს იმ პირის მოთხოვნით, რომელზედაც ამ ქონების საკუთრების ან ოპერატიული მმართველობის უფლება გადავიდა. თავი ოცდამეცხრე ნარდობა მუხლი 343🔗. სანარდო ხელშეკრულება სანარდო ხელშეკრულებით ერთი მხარე (მენარდე) კისრულობს თავისი რისკით შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო მეორე მხარის (შემკვეთის) დავალებით მისი ან თავისი მასალით, ხოლო შემკვეთი კისრულობს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს მისი ღირებულება. მუხლი 344🔗. სანარდო სამუშაოს შესრულება მოქალაქის მიერ მოქალაქეს შეუძლია იკისროს სამუშაოს შესრულება სანარდო ხელშეკრულებით იმ შემთხვევებში, როცა ეს კანონით აკრძალული არ არის და იმ პირობით, რომ სამუშაოს პირადი შრომით შეასრულებს. მუხლი 345🔗. ხარჯთაღრიცხვა სანარდო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოსათვის შეიძლება შედგენილ იქნეს მტკიცე ან მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა. თუ აუცილებელი გახდება მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბება მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს ამის შესახებ შემკვეთი. ამ შემთხვევაში შემკვეთს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება და აუნაზღაუროს მენარდეს მის მიერ გაწეული ხარჯები. თუ მენარდე არ გააფრთხილებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შესახებ, იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო და ვერ მოსთხოვს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. მუხლი 346🔗. სამუშაოს შესრულება მენარდის მასალითა და მისივე სახსრებით მენარდე მოვალეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო აწარმოოს თავისი მასალით და სახსრებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მენარდე, რომელიც სამუშაოს თავისი მასალით ასრულებს, პასუხს აგებს აგრეთვე მასალის სათანადო ხარისხისათვის. თუ მენარდის მასალით სრულდება სანარდო სამუშაო მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილების მომსახურებისათვის (საყოფაცხოვრებო შეკვეთა), ხელშეკრულების დადებისას გადახდილ უნდა იქნეს მასალის სრული ღირებულება ან ღირებულების ის ნაწილი, რაც გათვალისწინებულია სათანადო ტიპობრივი ხელშეკრულებით; ხოლო ანგარიშის საბოლოო გასწორება ხდება შემკვეთის მიერ მენარდისაგან შესრულებული სამუშაოს მიღების შემდეგ. ტიპობრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მენარდემ მოახმაროს სამუშაოს თავისი მასალა ნისიად (გადახდის განაწილვადებით). ნისიად მოხმარებული მასის ფასის შემდგომი შეცვლა არ იწვევს გადაანგარიშებას. მუხლი 347🔗. სამუშაოს შესრულება შემკვეთის მასალით თუ სამუშაო მთლიანად ან ნაწილობრივ სრულდება შემკვეთის მასალით, მაშინ მენარდე პასუხს აგებს ამ მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა. სოციალისტურ ორგანიზაციათა შორის დადებული სანარდო ხელშეკრულებით მასალის ხარჯი დადგენილ ნორმატივებს არ უნდა აღემატებოდეს. თუ სამუშაო საყოფაცხოვრებო შეკვეთით სრულდება შემკვეთის მასალით, მაშინ ქვითარში, რომელსაც მენარდე ხელშეკრულების დადების დროს აძლევს შემკვეთს, უნდა აღინიშნოს მასალის ზუსტი სახელწოდება და მისი შეფასება მხარეების შეთანხმებით. მუხლი 348🔗. მენარდის მოვალეობა დაიცვას მინდობილი ქონება მენარდე მოვალეა ყოველი ღონისძიება იხმაროს შემკვეთის მიერ მინდობილი ქონების დასაცავად და პასუხს აგებს ყოველგვარი უმოქმედობისათვის, თუ ამან ქონების დაკარგვა ან დაზიანება გამოიწვია. მუხლი 349🔗. ორგანიზაციების მიერ სანარდო მუშაობის ხელშეკრულებით მასალისა და მოწყობილობის გადაცემა სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და რაოდენობით აძლიონ თავიანთი მასალა და მოწყობილობა სოციალისტურ სამრეწველო საწარმოებს პროდუქციის დასამზადებლად სანარდო ხელშეკრულებით. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დადებულ ხელშეკრულებაში, გარდა სხვა პირობებისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემკვეთის მიერ გადაცემული მასალის ხარჯვის ნორმატივები, მონარჩენი მასალისა და მასალის ძირითადი ნარჩენების დაბრუნების ვადები, აგრეთვე მენარდის პასუხისმგებლობა ამ მოვალეობათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მუხლი 350🔗. მასალის შემთხვევით დაღუპვის ან წახდენის რისკი მასალის შემთხვევით დაღუპვის ან წახდენის რისკს კისრულობს მასალის მიმცემ მხარე. მუხლი 351🔗. გარემოებანი, რომელთა შესახებ მენარდე მოვალეა გააფრთხილოს შემკვეთი მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი: 1) რომ შემკვეთისაგან მიღებული მასალა ცუდი ხარისხისაა ან გამოუსადეგარია; 2) რომ თუ შემკვეთის მითითება შესრულდ,ა ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება; 3) რომ არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რაც საფრთხეს უქადის ნამუშევრის სიმტკიცეს ან ვარგისიანობას; მუხლი 352🔗. შემკვეთის მიერ მენარდის მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგი თუ შემკვეთი მენარდის დროული და დასაბუთებული გაფრთხილების მიუხედავად შესაფერ ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან ცუდი ხარისხის მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ ანდა არ მოსპობს სხვა გარემოებას, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევარს ვარგისიანობის ან სიმტკიცის მხრივ, მენარდეს უფლება აქვს, სოციალისტურ ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით კი იგი მოვალეა, უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და გადაახდევინოს შემკვეთს ზარალი, რომელიც მისი მიზეზით განიცადა. მუხლი 353🔗. შემკვეთის მოვალეობა მიიღოს მენარდის ნამუშევარი შემკვეთი მოვალეა მიიღოს მენარდის ნამუშევარი და გასინჯოს იგი. თუ შემკვეთი დაუყოვნებლივ არ განუცხადებს მენარდეს, რომ მან ხელშეკრულების პირობებს გადაუხვია, რის გამოც ნამუშევარი გაუარესდა, ან სხვა ნაკლზე, რაც ნამუშევარს აქვს, იგი კარგავს უფლებას შემდგომში მოიმიზეზოს ეს გადახვევა ხელშეკრულების პირობებისაგან ან სამუშაოს სხვა ნაკლი. ხელშეკრულების პირობებისაგან გადახვევისა და ნამუშევრის სხვა ნაკლის შესახებ, რომელთა აღმოჩენაც ნამუშევრის ჩვეულებრივი წესით მისი მიღების ვითარებაში არ შეიძლება, შემკვეთი მოვალეა აცნობოს მენარდეს მათი აღმოჩენისთანავე. მუხლი 354🔗. სარჩელის ხანდაზმულობა მენარდის პასუხისმგებლობის შესახებ სარჩელი ხელშეკრულების პირობებისაგან ისეთი გადახვევების შესახებ, რამაც ნამუშევარი გააუარესა ან ნამუშევრის სხვა ნაკლის შესახებ, შეიძლება აღიძრას ექვსი თვის განმავლობაში ნამუშევრის მიღების დღიდან, ხოლო თუ ნაკლის აღმოჩენა ნამუშევრის ჩვეულებრივი წესით მიღების ვითარებაში არ შეიძლებოდა – ერთი წლის განმავლობაში ნამუშევრის მიღების დღიდან. სარჩელი შენობის ან ნაგებობის ისეთი ნაკლის შესახებ, რომლის აღმოჩენაც ჩვეულებრივი წესით მიღების ვითარებაში არ შეიძლებოდა, თუ ერთი რომლის მხარეთაგანი მოქალაქეა, შეიძლება აღიძრას სამი წლის განმავლობაში მიღების დღიდან. თუ სანარდო ხელშეკრულება საგარანტიო ვადას ითვალისწინებს და ნამუშევრის ნაკლი საგარანტიო ვადის გასვლამდეა განცხადებული, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა იწყება ნაკლის განცხადების დღიდან, ხოლო ურთიერთობაში სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის ნამუშევრის ნაკლის აღმოჩენის დღიდან. მუხლი 355🔗. შემკვეთის უფლებები მენარდის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თუ მენარდემ გადაუხვია ხელშეკრულების პირობებს და ამან ნამუშევარი გააუარესა ან ნამუშევარს მისი მიზეზით სხვა ნაკლი აქვს, შემკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს: ან აღნიშნული ნაკლის უსასყიდლოდ გამოსწორება შესაფერ ვადაში, ან იმ აუცილებელი ხარჯის ანაზღაურება, რაც თავისი სახსრებით ნაკლის გასწორების გამო მოუვიდა, თუკი ხელშეკრულება შემკვეთის ასეთ უფლებას ითვალისწინებს ანდა შესაბამისი შემცირება სამუშაოსათვის გადასახდელი სასყიდლისა. თუ სამუშაო ხელშეკრულების პირობებიდან არსებითი გადახვევითაა შესრულებული, ან თუ ნამუშევარს სხვა არსებითი ნაკლი აღმოაჩნდა, შემკვეთის უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა და ზარალის ანაზღაურება. თუ ნივთი საყოფაცხოვრებო შეკვეთითაა დამზადებული შემკვეთის მასალით და აღმოჩნდა არსებითი გადახვევა ხელშეკრულების პირობებისაგან ან ამ ნივთს სხვა არსებითი ნაკლი მოეპოვება, შემკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს ან სხვა ნივთის დამზადება იმგვარივე და იმავე ხარისხის მასალისაგან, ან ხელშეკრულების მოშლა და ზარალის ანაზღაურება. მუხლი 356🔗. მენარდისათვის სასყიდლის გადახდა შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს დათქმული სასყიდელი ნამუშევრის მთლიანად ჩაბარების შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით ან ხელშეკრულებით. საყოფაცხოვრებო შეკვეთის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული პრეისკურანტის მიხედვით და გადახდილი უნდა იქნეს ტიპობრივი ხელშეკრულების შესაბამისად ან მთლიანად ხელშეკრულების დადებისთანავე, ან მენარდეს ხელშეკრულების დადებისას ეძლევა ავანსი და საბოლოოდ ანგარიში უსწორდება შემკვეთის მიერ მენარდისაგან ნამუშევრის მიღებისას. მუხლი 357🔗. ანგარიშსწორება მხარეებს შორის ნარდის საგნის დაღუპვის ან სამუშაოს დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში თუ ნარდის საგანი შემკვეთისათვის ჩაბარებამდე შემთხვევით დაიღუპა ან სამუშაოს დამთავრება შეუძლებელი გახდა, ხოლო მხარეება ამაში ბრალი არ მიუძღვით – მენარდეს უფლება არა აქვს მოითხოვოს სასყიდელი. თუ ნარდის საგანი დაიღუპა ან სამუშაოს დამთავრება შეუძლებელი გახდა შემკვეთის მიერ მიწოდებული მასალის ნაკლის გამო, ან სამუშაოს შესრულების წესის შესახებ მის მიერ მიცემული განკარგულების მიზეზით, ანდა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შემკვეთმა გადააცილა სამუშაოს მიღების ვადა, და თუ ამავე დროს მენარდის მიერ დაცული იყო ამ კოდექსის 351-ე და 352-ე მუხლების წესები, მენარდეს რჩება უფლება მიიღოს შესრულებული სამუშაოს სასყიდელი. მუხლი 358🔗. შემკვეთის უფლებები სამუშაოს შესრულების დროს თუ მენარდე თავის დროზე არ შეუდგება ხელშეკრულების შესრულებას ან სამუშაოს ისე ნელა ასრულებს, რომ ვადაზე მისი დამთავრება აშკარად შეუძლებელი ხდება, შემკვეთს უფლება აქვს ვადის გასვლამდე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. თუ სამუშაოს შესრულების დროს აშკარა გახდება, რომ იგი ჯეროვნად არ იქნება შესრულებული, შემკვეთს უფლება აქვს დაუნიშნოს მენარდეს სათანადო ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, ხოლო თუ მენარდემ ეს მოთხოვნა დათქმულ ვადაზე არ შეასრულა, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, ან დაავალოს სამუშაოს გამოსწორება მესამე პირს მენარდის ხარჯზე. თუ საპატიო მიზეზი მოეპოვება შემკვეთს, უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ყოველთვის თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ უნდა მისცეს მენარდეს სამუშაოს შესრულებული ნაწილის სასყიდელი და აუნაზღაუროს ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზარალი, იმის გამოქვითვით, რაც მენარდემ დაზოგა ან შეიძინა ხელშეკრულების მოშლის შედეგად. მუხლი 359🔗. ნამუშევრის მისაღებად შემკვეთის გამოუცხადებლობის შედეგები თუ შემკვეთი საყოფაცხოვრებო შეკვეთის ხელშეკრულების თანახმად მისი მასალით დამზადებული ნივთის მისაღებად არ გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით ნივთი შემკვეთს უნდა ჩაბარებოდა, ექვსი თვე გაივლის და თანაც მენარდე შემკვეთს ორჯერ გააფრთხილებს, მენარდეს უფლება აქვს გაყიდოს ნივთი დადგენილი წესით და მიღებული თანხა, თავისი კუთვნილი გადასახდელის გამოკლებით, შეიტანოს სანოტარო კანტორის დეპოზიტში შემკვეთის სახელზე. მუხლი 360🔗. წესები სანარდო ხელშეკრულების ცალკეულ სახეობათა შესახებ წესებს ორგანიზაციებს შორის სანარდო ხელშეკრულების ცალკეულ სახეობათა შესახებ, აგრეთვე მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა მომსახურების სანარდო ხელშეკრულებების (საყოფაცხოვრებო შეკვეთების) შესახებ ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა. მოქალაქეთა მომსახურების ცალკეული სახეობების მიხედვით საყოფაცხოვრებო შეკვეთის ტიპობრივ ხელშეკრულებებს ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. ტიპობრივი ხელშეკრულებების პირობებისაგან გადახვევა, რაც შემკვეთის უფლებებს ზღუდავს, ბათილია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 თავი ოცდამეათე ნარდობა კაპიტალურ მშენებლობაში მუხლი 361🔗. კაპიტალური მშენებლობის სანარდო ხელშეკრულება კაპიტალური მშენებლობის სანარდო ხელშეკრულებით მენარდე ორგანიზაცია კისრულობსთავისი ძალითა და სახსრებით ააშენოს და ჩააბაროს შემკვეთ ორგანიზაციას გეგმით გათვალისწინებული ობიექტი დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და დაწესებულ ვადაში, ხოლო შემკვეთი კისრულობს მიუჩინოს მენარდეს მშენებლობის ადგილი, გადასცეს მას დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, უზრუნველყოს მშენებლობის დროზე დაფინანსება, მიიღოს დამთავრებული ობიექტი და გადაიხადოს მისი საფასური. მუხლი 362🔗. მშენებლობის უზრუნველყოფა მოწყობილობითა და მასალით მშენებლობის უზრუნველყოფა ტექნოლოგიური, ენერგეტიკული, ელექტრო-ტექნიკური და საერთო-საქარხნო მოწყობილობითა და აპარატურით ეკისრება შემკვეთს. გარდა სპეციალური დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სპეციალური დადგენილებით შემკვეთს შეიძლება დაეკისროს მშენებლობის უზრუნველყოფა მასალითაც. მუხლი 363🔗. გენერალური მენარდე და ქვემენარდე კაპიტალური მშენებლობის სანარდო ხელშეკრულებას შემკვეთი უდებს ერთ სამშენებლო ორგანიზაციას, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით ორ ან მეტ სამშენებლო ორგანიზაციას, რომელთაც, როგორც გენერალურ მენარდეებს, უფლება აქვთ საქვენარდო ხელშეკრულებით დაავალონ სამუშაოთა ცალკეული კომპლექსების შესრულება სპეციალიზებულ ორგანიზაციებს (ამ კოდექსის 168-ე და 221-ე მუხლები). მოწყობილობის მონტაჟის სამუშაოთა შესრულების ხელშეკრულებას შემკვეთი უდებს ან გენერალურ მენარდეს ან მოწყობილობის მიმწოდებელს. გენერალური მენარდის თანხმობით სამონტაჟო და სხვა სპეციალურ სამუშაოთა შესრულების ხელშეკრულება შემკვეთმა შეიძლება დაუდოს სამონტაჟო ან სხვა სპეციალიზებულ ორგანიზაციას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1970 წ., მუხ. 125 მუხლი 364🔗. შემკვეთის უფლებები შემკვეთი კონტროლსა და ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს იმას, რომ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა, ღირებულება და ხარისხი პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას შეესაბამებოდეს. მას უფლება აქვს ყოველთვის შეამოწმოს სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა მიმდინარეობა, აგრეთვე მასალების ხარისხი, ოღონდ არ უნდა ჩაერიოს მენარდის ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობაში. თუ ნამუშევარს შესრულების მხრივ ან გამოყენებული მასალის მხრივ ნაკლი აღმოაჩნდება და ეს მენარდის (ან ქვემენარდის) ბრალით იქნება, ასეთი ნაკლი მენარდემ თავისი ხარჯით უნდა გამოასწოროს. მუხლი 365🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა კაპიტალური მშენებლობის სანარდო ხელშეკრულების დარღვევისათვის კაპიტალურ მშენებლობის სანარდო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხისმგებელი მხარე იხდის დადგენილ პირგასამტეხლოს (საურავს), აგრეთვე უნაზღაურებს მეორე მხარეს ზარალს, რაც მას ხარჯის გაწევით, ქონების დაკარგვით ან დაზიანებით მოუვიდა, და რაც პირგასამტეხლოს თანხით ვერ დაიფარა. პირგასამტეხლო (საურავი), რასაც მენარდე ცალკეული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის გადაიხდის, უბრუნდება მას თუ იგი ობიექტის ყველა სამუშაოს ხელშეკრულებით დადგენილ საბოლოო ვადაზე დაამთავრებს. მუხლი 366🔗. წესები კაპიტალურ მშენებლობის სანარადო ხელშეკრულების შესახებ კაპიტალურ მშენებლობის სანარდო ხელშეკრულებები იდება და სრულდება იმ წესების მიხედვით, რომლებიც მტკიცდება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ ან იმ რიგის შესაბამისად, რომელსაც იგი საამისოდ დაადგენს. კოლმეურნეობათა კაპიტალური მშენებლობის სანარდო ხელშეკრულების შესახები განსაკუთრებული წესები მტკიცდება იმ რიგის თანახმად, რომელსაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს. თავი ოცდამეთერთმეტე გადაზიდვა-გადაყვანა მუხლი 367🔗. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით სატრანსპორტო ორგანიზაცია (გადამზიდველი) კისრულობს მიიტანოს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი დანიშნულ ადგილას და მისცეს იგი ტვირთის მიღებისათვის უფლებამოსილ პირს (მიმღებს), ხოლო გამგზავნი კისრულობს გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი საფასური. სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება იდება გადაზიდვების გეგმის თანახმად, რომელიც სავალდებულოა ორივე მხარისათვის. გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადება შეიძლება იმ წესით, რაც სატრანსპორტო წესდებებით (კოდექსებით) არის დადგენილი. მუხლი 368🔗. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი კისრულობს მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილას და თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს, მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილსავე და მისცეს იგი ბარგის მიღებისათვის უფლებამოსილ პირს, ხოლო მგზავრი კისრულობს გადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საფასური და ბარგის ჩაბარების შემთხვევაში – მისი გადატანის საფასურიც. მუხლი 369🔗. ტვირთის გადაზიდვის, მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის პირობები ტვირთის გადაზიდვის, მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის პირობები და მხარეების პასუხისმგებლობა ამისათვის „სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების“ შესაბამისად განისაზღვრება წესდებებით (კოდექსებით) ცალკეულ სახეობათა ტრანსპორტის და დადგენილი რიგის თანახმად გამოცემული წესებით. საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის პირობები და ამისათვის მხარეების პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საავტომობილო ტრანსპორტის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო და დადგენილი რიგის თანახმად გამოცემული წესებით. მუხლი 370🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვის გეგმის შეუსრულებლობისათვის გადამზიდველი და გამგზავნი ქონებრივად აგებენ პასუხს გადაზიდვის საშუალებათა მიუწოდებლობისათვის, გადასაზიდად ტვირთის წარუდგენლობისათვის, გადაზიდვის გეგმისაგან გამომდინარე მოვალეობათა სხვაგვარი დარღვევებისათვის და აგრეთვე ამგვარივე დარღვევებისათვის ამ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 367-ე მუხლის მესამე ნაწილში. მუხლი 371🔗. პასუხისმგებლობა საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვების გეგმის შეუსრულებლობისათვის გამგზავნმა, რომელიც არ წარადგენს ტვირთს, საავტომობილო ტრანსპორტით გადასაზიდად უნდა გადაუხადოს ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციას ჯარიმა მთელი იმ ტვირთისათვის, რაც მან გადაზიდვის გეგმას ან ერთჯერად შეკვეთას დააკლო. წარუდგენლად ითვლება ტვირთი, რომელიც გამგზავნმა გადაზიდვის წესების შეუფერებელი სახით წარადგინა და არ მოიყვანა იგი ჯეროვან მდგომარეობაში იმ ვადაზე, რაც მის დროულად გადაზიდვას უზრუნველყოფდა. ავტოსატრანსპორტო ორგანიზაცია, რომელიც არ მიაწოდებს გამგზავნს სატრანსპორტო საშუალებებს იმ რაოდენობით, რომ საკმარისი იყოს ტვირთის გადაზიდვის გეგმის ან ერთჯერადი შეკვეთის შესასრულებლად, მოვალეა გადაუხადოს გამგზავნს ჯარიმა გასაგზავნად გამზადებული მთელი იმ ტვირთისათვის, რაც გეგმის ან ერთჯერადი შეკვეთის შეუსრულებლობის მიზეზით არ გადაიზიდა. გეგმით გათვალისწინებული ტვირთის გადაზიდვისათვის გამოუსადეგარ გადაზიდვის საშუალებათა მიწოდება სატრანსპორტო საშუალებათა მიუწოდებლობას უთანაბრდება. ავტოსატრანსპორტო ორგანიზაცია და გამგზავნი არ აგებენ პასუხს გადაზიდვის გეგმის შეუსრულებლობისათვის, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია: 1) სტიქიური ხასიათის მოვლენით (ნამქერით, წყალდიდობით, ხანძრით და მისთანათი); 2) საწარმოში მომხდარი ავარიით, რის შედეგადაც საწარმოს მუშაობა შეწყვეტილი იყო არ ნაკლებ სამი დღე-ღამისა; 3) განსაზღვრულ გზებზე ტვირთის გადაზიდვის დროებითი შეწყვეტით ან შეზღუდვითა, რაც ხდება საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტის წესდებაში გათვალისწინებული წესით. ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილში გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტის წესდებით. მუხლი 372🔗. საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის საფასური საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის საფასური, აგრეთვე მოსაკრებელი ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციების მიერ გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი სამუშაოებისა და ოპერაციების შესრულებისათვის განისაზღვრება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ტარიფების საფუძველზე. მუხლი 373🔗. საავტომობილო ტრანსპორტით გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა ავტომანქანის დატვირთვა წარმოებს გამგზავნის სახსრებით, გადმოტვირთვა კი – მიმღების სახსრებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციისა და გამგზავნის ან ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციისა და მიმღების შეთანხმებით. გამგზავნისა და მიმღების სახსრებით დატვირთვისა და გადმოტვირთვის ვადები განისაზღვრება საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტის წესდებით. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოცდა დატვირთვისა ან გადმოტვირთვის ვადის გადაცილების გამო გამგზავნის ან მიმღების ბრალით, ანდა გზაში გამგზავნის ბრალით, გამგზავნი ან მიმღები უხდის ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციას ჯარიმას დაწესებული ტარიფის მიხედვით. მუხლი 374🔗. ტვირთისა და ბარგის მიტანის ვადა და პასუხისმგებლობა ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველი მოვალეა მიიტანოს ტვირთი ან ბარგი დანიშნულ ადგილას იმ ვადაში, რომელიც, გათვალისწინებულია სატრანსპორტო წესდებებით (კოდექსებით) ან დადგენილი რიგის თანახმად გამოცემული წესებით. თუ მიტანის ვადა აღნიშნული წესით დადგენილი არ არის, მხარეებს უფლება აქვთ ეს ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრონ. გადამზიდველი პასუხს არ აგებს ტვირთის ან ბარგის მიტანის ვადის გადაცილებისათვის, თუ ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის. ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციის მიერ ტვირთის ან ბარგის მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი ჯარიმები განისაზღვრება საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტის წესდებით, მიტანის ვადის გადაცილების მიხედვით. ტვირთის ან ბარგის მიტანის ვადის გადაცილებისათვის ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციას პასუხისმგებლობისაგან ტვირთის ან ბარგის დაკარგვის, დანაკლისის თუ დაზიანებისათვის, რაც მიტანის ვადის გადაცილებითაა გამოწვეული. მუხლი 375🔗. გადაყვანის ხელშეკრულების გაუქმება მგზავრის მოთხოვნით მგზავრს უფლება აქვს უარი თქვას საქალაქთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანის ხელშეკრულებაზე, დააბრუნოს ბილეთი ავტობუსის (სამარშრუტო ტაქსის) გასვლამდე და მიიღოს გადახდილი ფული: 1) თუ ავტობუსის (ტაქსის) წასვლა ერთ საათზე მეტ ხანს დაგვიანდა; 2) თუ მგზავრს ადგილი ჰქონდა ნაყიდი მაღალი კლასის ავტობუსისა (ტაქსისა), ადგილი კი მიუჩინეს უფრო დაბალი კლასის ავტობუსში (ტაქსიში); 3) საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თუ ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო მგზავრობა შეწყდა, მგზავრს უბრუნდება სამგზავრო ბილეთის ფასი დარჩენილი მანძილის პროპორციულად. მუხლი 376🔗. გადამზიდველის პასუხისმგებლობა ტვირთის ან ბარგის დაკარგვისა, დანაკლისისა და დაზიანებისათვის გადამზიდველი პასუხს აგებს გადასაზიდად მიღებული ტვირთისა და ბარგის დაკარგვისა, დანაკლისისა და დაზიანებისათვის, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ დაკარგვა, დანაკლისსა ან დაზიანებაში მისი ბრალით არ მომხდარა (ამ კოდექსის 219-ე და 223-ე მუხლები). სატრანსპორტო წესდებებში (კოდექსებში) შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემთხვევები, როდესაც გადამზიდველის ბრალის დამტკიცება ტვირთის დაკარგვაში, დანაკლისში ან დაზიანებაში მიმღებს ან გამგზავნს ეკისრება. მუხლი 377🔗. ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის მოცულობა ტვირთის დაკარგვისა, დანაკლისისა და დაზიანებისათვის ტვირთის გადაზიდვის ან ბარგის გადატანის დროს მიყენებული ზარალისათვის ავტოსატრანსპორტო ორგანიზაცია პასუხს აგებს: 1) თუ ტვირთი ან ბარგი დაიკარგა ან მას დააკლდა, – დანაკარგის ან დანაკლისის ღირებულების რაოდენობით; 2) თუ ტვირთი ან ბარგი დაზიანდა იმ თანხით, რა თანხითაც მისი ღირებულება შემცირდა; 3) თუ დაიკარგა ტვირთი ან ბარგი, რომელიც გადასაზიდად ჩაბარებული იყო ღირებულების გამოცხადებით, ტვირთის ან ბარგის გამოცხადებული ღირებულების რაოდენობით, თუ არ დამტკიცდება, რომ გამოცხადებული ღირებულება ნამდვილ ღირებულებაზე ნაკლებია. თუ დაზიანების შედეგად, რისთვისაც პასუხს აგებს ავტოსატრანსპორტო ორგანიზაცია (ამ კოდექსის 376-ე მუხლი), ტვირთის ან ბარგის ხარისხი იმდენად შეიცვალა, რომ იგი აღარ შეიძლება თავისი პირდაპირი დანიშნულებით იქნეს გამოყენებული, ტვირთის ან ბარგის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას მიღებაზე და მოითხოვოს ანაზღაურება, როგორც დაკარგულისათვის. თუ ტვირთი ან ბარგი, რომლის დაკარგვისა ან დანაკლისისათვის ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციამ გადაიხადა სათანადო საზღაური, შემდეგში მოინახება, მიმღებს (გამგზავნს) უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მას მისცენ ეს ტვირთი ან ბარგი, ოღონდ უნდა დააბრუნოს მისი დაკარგვის ან დანაკლისისათვის მიღებული საზღაური. მუხლი 378🔗. პრეტენზიები და სარჩელები გადაზიდვებზე გადამზიდველისათვის გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენამდე სავალდებულოა მისთვის პრეტენზიის წაყენება. პრეტენზიები შეიძლება წაყენებულ იქნეს ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო პრეტენზიები ჯარიმებისა და პრემიების გადახდის შესახებ – 45 დღის განმავლობაში. გადამზიდველი მოვალეა განიხილოს პრეტენზია და აცნობოს განმცხადებელს მისი დაკმაყოფილებისა ან მასზე უარის შესახებ სამი თვის განმავლობაში, ხოლო თუ პრეტენზია ეხება ისეთ გადაზიდვას, როდესაც გადაზიდვის დოკუმენტი ერთია, ხოლო გადამზიდველი სხვადასხვა სახის სატრანსპორტო ორგანიზაციაა – ექვსი თვის განმავლობაში და ჯარიმისა ან პრემიის გადახდის პრეტენზიებისა 45 დღის განმავლობაში. თუ პრეტენზია უარყოფილია ან პასუხი მიღებული არაა ამ მუხლით დადგენილ ვადაზე, განმცხადებელს ეძლევა სარჩელის წარსადგენად ორი თვის ვადა პასუხის მიღების დღიდან ან პასუხისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან. გადამზიდველის მიერ გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელების წარსადგენად გამგზავნისათვის. მიმღებისათვის ან მგზავრისათვის დადგენილია ექვსი თვის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები და სარჩელების აღძვრის წესები იმ დავებთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო გადაზიდვების გამო წარმოიშვა, განისაზღვრება სატრანსპორტო წესდებებით (კოდექსებით) ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 379🔗. გადამყვანის პასუხისმგებლობა მგზავრის სიკვდილისათვის ან მისი ჯანმრთელობის დაზიანებისათვის გადამყვანის პასუხისმგებლობა მგზავრის სიკვდილისათვის ან მისი ჯანმრთელობის დაზიანებისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის იმ თავში აღნიშნული წესებით, რომელიც შეეხება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებს, თუ კანონით გათვალისწინებული არ არის გადიდებული პასუხისმგებლობა. თავი ოცდამეთორმეტე სახელმწიფო დაზღვევა მუხლი 380🔗. დაზღვევის სახეობები სახელმწიფო დაზღვევა ხორციელდება სავალდებულო ან ნებაყოფლობითი დაზღვევის ფორმით. მუხლი 381🔗. სავალდებულო დაზღვევა სავალდებულოა დაზღვევა იმ ქონებისა, რომელიც აღნიშნულია კანონში ამ კანონითვე დადგენილი პირობებით. სავალდებულო დაზღვევის დროს მედაზღვევე ორგანიზაცია, თუ კანონით გათვალისწინებული შემთხვევა (სადაზღვევო შემთხვევა) მოხდა, აუნაზღაურებს დამზღვევს ან სხვა პირს, რომელსაც დაზღვეული ქონება ეკუთვნის, ზიანს, რაც მან განიცადა: ქონების სრული დაღუპვის დროს – სადაზღვევო უზრუნველყოფის სრულ თანხას, ხოლო ნაწილობრივი დაზიანების დროს – სადაზღვევო უზრუნველყოფის სათანადო ნაწილს. დამზღვევი მოვალეა შეჰქონდეს დადგენილი სადაზღვევო გადასახდელები. სავალდებულო პირადი დაზღვევის სახეობებს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა. მუხლი 382🔗. ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელშეკრულება ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელშეკრულებით მედაზღვევე ორგანიზაცია კისრულობს, თუ ხელშეკრულებაში აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევა მოხდება: ქონებრივი დაზღვევის დროს აუნაზღაუროს დამზღვევს ან სხვა პირს, რომლის სასარგებლოდაც დადებულია ხელშეკრულება, ზიანი, რაც მან განიცადა (გადაუხადოს სადაზღვევო საზღაური) ხელშეკრულებით დათქმული თანხის (დაზღვევის თანხის) ფარგლებში, ხოლო, როდესაც ქონება დაზღვეულია არასრული ღირებულებით, ზიანის შესაბამისი ნაწილი, თუ დაზღვევის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; პირადი დაზღვევის დროს გადაუხადოს დამზღვევს ან სხვა პირს, რომლის სასარგებლოდაც დადებულია ხელშეკრულება, ხელშეკრულებით დათქმული დაზღვევის თანხა, მიუხედავად იმისა, ერგება თუ არა მას თანხები სოციალური დაზღვევით, სოციალური უზრუნველყოფით და აგრეთვე ზიანის ანაზღაურების წესით. დამზღვევი კისრულობს ვალდებულებას შეჰქონდეს ხელშეკრულებით დადგენილი სადაზღვევო გადასახდელი. მუხლი 383🔗. მედაზღვევე ორგანიზაციაზე დამზღვევის უფლებათა გადასვლა იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისათვის ქონებრივი დაზღვევის შემთხვევაში, მედაზღვევე ორგანიზაციაზე, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო საზღაური, გადახდილი თანხის ფარგლებში გადადის მოთხოვნის უფლება, რომელიც დამზღვევს (ან სადაზღვევო საზღაურის მიმღებ სხვა პირს) აქვს იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისათვის. მუხლი 384🔗. დაზღვევის წესები დაზღვევის წესები მტკიცდება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი რიგის თანახმად. თავი ოცდამეცამეტე ანგარიშსწორებითი და საკრედიტო ურთიერთობანი მუხლი 385🔗. ანგარიშსწორება ორგანიზაციებს შორის თანხების გადახდა სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთვალდებულებათა მიხედვით წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით, რომლებშიც აღნიშნული ორგანიზაციები კანონის შესაბამისად თავიანთ ფულად სახსრებს ინახავენ. ანგარიშსწორების წესი და ფორმები განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით. ანგარიშსწორება ნაღდ ფულად სახელმწიფო ორგანიზაციებსა, კოლმეურნეობებსა და სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დაშვებულია იმ შემთხვევებში და იმ ფარგლებში, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა. მუხლი 386🔗. განკარგვა ფულადი სახსრებისა, რომლებიც ინახება ორგანიზაციათა ანგარიშებზე საკრედიტო დაწესებულებებში ორგანიზაციები განკარგავენ ფულად სახსრებს, რომლებიც მათ ანგარიშებზე ინახება საკრედიტო დაწესებულებებში, ამ სახსრების მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად. ორგანიზაციის თანხმობის გარეშე ჩამოწერა სახსრებისა, რომლებიც მის ანგარიშზეა საკრედიტო დაწესებულებაში, დასაშვებია მხოლოდ სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. პრეტენზიების დაკმაყოფილების დროს დაცულ უნდა იქნეს რიგითი თანამიმდევრობა, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის კანონმდებლობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №1532, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987 წ., მუხ. 320 მუხლი 387🔗. ორგანიზაციების დაკრედიტება სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაკრედიტება წარმოებს დამტკიცებული გეგმების თანახმად სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკისა და სსრ კავშირის სხვა ბანკების მიერ მიზნობრივი ვადიანი სესხების სახით იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის კანონმდებლობით. ერთი ორგანიზაციის მიერ მეორე ორგანიზაციის დაკრედიტება ნატურად ან ფულად, კერძოდ ავანსების გაცემა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც დადგენილია სსრ კავშირის კანონმდებლობით. ერთი კოლმეურნეობის მიერ მეორე კოლმეურნეობის დაკრედიტების პირობებსა და წესს საწარმოო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ადგენს საქართველოს სსრ კანონმდებლობა. მუხლი 388🔗. საბანკო სესხის მიცემა მოქალაქეებისათვის სსრ კავშირის ბანკები მოქალაქეებს სესხს აძლევს იმ შემთხვევებში და იმ წესით, რაც განსაზღვრულია სსრ კავშირის კანონმდებლობით. მუხლი 389🔗. მოქალაქეთა ანაბრები საკრედიტო დაწესებულებებში მოქალაქეებს შეუძლიათ შეინახონ ფულადი სახსრები სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში, განკარგონ თავიანთი ანაბრები, მიიღონ ანაბრების შემოსავალი პროცენტების ან მოგებათა სახით, აწარმოონ უნაღდო ანგარიშსწორება საკრედიტო დაწესებულებათა წესდებებისა და დადგენილი რიგის თანახმად გამოცემული წესების შესაბამისად. სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაბრების საიდუმლოებას, მათ დაცულობას და მეანაბრის პირველი მოთხოვნისთანავე გაცემას. სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ დაწესებულებათა წესდებებით და ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესებით. მუხლი 390🔗. ანაბრებიდან გადახდევინება სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროებსა და სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკში მოქალაქეთა ანაბრებიდან გადახდევინება შეიძლება სასამართლოს იმ განაჩენის ან გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დაკმაყოფილებულია სისხლის სამართლის საქმისაგან გამომდინარე სამოქალაქო სარჩელი, ალიმენტის გადახდევინების შესახებ განცხადების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების ან მოსამართლის დადგენილების საფუძველზე (თუ გადამხდელს არ აქვს ხელფასი ან სხვა ქონება, რომლებიდანაც შეიძლება გადახდევინება), ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმ ანაბრის გაყოფის სარჩელის გამო, რომელიც მეუღლეების საერთო ქონებაა. აღნიშნულ საკრედიტო დაწესებულებებში მოქალაქეთა ანაბრების კონფისკაცია შეიძლება მოხდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ან კანონის შესაბამისად ქონების კონფისკაციის შესახებ გამოტანილი დადგენილების თანახმად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 11 მარტის კანონი №2961, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1985 წ., მუხ. 50 თავი ოცდამეთოთხმეტე ს ე ს ხ ი მუხლი 391🔗. სესხის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულებით ერთი მხარე (გამსესხებელი) გადასცემს მეორე მხარეს (მსესხებელს) საკუთრებად ან ოპერატიული მართვისათვის (ამ კოდექსის 92-ე, 113-ე და 331-ე მუხლები) ფულს ან გვარეობითი ნიშნებით განსაზღვრულ ნივთს, მსესხებელი კი კისრულობს დაუბრუნოს გამსესხებელს იგივე თანხა ან იმავე გვარისა და თვისების იმდენივე ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო, თუ ხელშეკრულებაში ვადა არ არის დადგენილი, – გამსესხებლის მოთხოვნისთანავე. სესხის ხელშეკრულება ორმოცდაათ მანეთზე მეტი თანხისა წერილობით უნდა იქნეს დადებული. მუხლი 392🔗. სესხის ხელშეკრულების დადების მომენტი და სხვა საფუძველზე წარმომდგარი ვალისათვის სასესხო ვალდებულების სახის მიცემა სესხის ხელშეკრულება ითვლება დადებულად ფულის ან ნივთის გადაცემის მომენტიდან. თუ მხარეებმა სესხის ვალდებულების სახე მისცეს ისეთ ვალს, რაც ნასყიდობის, ქონების ქირავნობის ან სხვა საფუძველზეა წარმოშობილი, უნდა გამოყენებულ იქნეს ამ თავში გათვალისწინებული წესები. მუხლი 393🔗. პროცენტი სესხის ხელშეკრულებით სესხის ხელშეკრულებით პროცენტების გადახდევინება დაშვებულია მხოლოდ სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ურთიერთდამხმარე სალაროებისა და ქალაქის ლომბარდების სასესხო ოპერაციების მიხედვით. მუხლი 394🔗. სესხის ხელშეკრულების ვადამდე შესრულება მსესხებელს უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება, ხოლო გამსესხებელი მოვალეა მიიღოს შესრულება ვადამდეც. მუხლი 395🔗. დავა სესხის ხელშეკრულების გამო მსესხებელს უფლება აქვს იდავოს სესხის ნამდვილობაზე ხელშეკრულების უფულობის გამო და ამტკიცოს, რომ ნამდვილად ფული (ან ნივთი) ან სრულიად არ მიუღია გამსესხებლისაგან, ანდა მიიღო იმაზე ნაკლები, რაც აღნიშნულია ხელშეკრულებაში. იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა იქნეს დადებული, მისი სადავოდ გახდენა მოწმეთა ჩვენებაზე დამყარებით არ შეიძლება, გარდა სისხლის სამართლის წესით დასასჯელი ქმედობის შემთხვევისა. მუხლი 396🔗. სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროების და ბანკების სასესხო ოპერაციები სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროებისა და ბანკების სასესხო ოპერაციებს აწესრიგებს სსრ კავშირის კანონმდებლობა. მუხლი 397🔗. ლომბარდების სასესხო ოპერაციები ქალაქის ლომბარდები მოქალაქეებს აძლევენ სესხს, რომელიც უზრუნველყოფილია საოჯახო მეურნეობისა და პირადი მოხმარების საგნების გირავნობით (ამ კოდექსის 187-ე – 196-ე მუხლები). განსაზღვრა იმისა, თუ რა ზღვრული თანხისა და რამდენი სესხი შეიძლება მიეცეს ერთ პირს, აგრეთვე სესხის გაცემის ვადისა, ხდება ქალაქის ლომბარდის ტიპობრივი წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. მუხლი 398🔗. საზოგადოებრივ ურთიერთდამხმარე სალაროების და შემოქმედებითი კავშირების ფონდების სასესხო ოპერაციები საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივი ურთიერთდამხმარე სალაროები აძლევენ მუშებსა და მოსამსახურეებს გრძელვადიან და მოკლევადიან სესხებს. კოლმეურნეობებში არსებული ურთიერთდამხმარე სალაროები აძლევენ სესხს კოლმეურნეებს. შემოქმედებითი კავშირების ფონდი აძლევს სესხს ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკებს. სესხის ვადა და მისი გაცემის პირობები განისაზღვრება საზოგადოებრივი ურთიერთდამხმარე სალაროების ტიპობრივი (სანიმუშო) წესდებით და შემოქმედებითი კავშირების ფონდების წესდებებით. დაწესებულ ვადაში სესხის დაუფარველობის შემთხვევაში მსესხებლის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებები. თუ მსესხებელი მაინც არ იხდის სესხს, სესხის თანხა გადახდება მას საქართველოს სსრ მინიტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით. თავი ოცდამეთხუთმეტე მინდობილობა მუხლი 399🔗. მინდობილობის ხელშეკრულება მინდობილობის ხელშეკრულებით ერთი მხარე (რწმუნებული) კისრულობს მეორე მხარის (მარწმუნებლის) ხარჯზე და მისი სახელით შეასრულოს ესა თუ ის იურიდიული მოქმედება. მუხლი 400🔗. გასამრჯელო მინდობილობის ხელშეკრულების მიხედვით მარწმუნებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოვალე გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო, თუ ეს კანონით ან ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. მუხლი 401🔗. მინდობილი მოქმედების შესრულება მარწმუნებლის მითითებათა შესაბამისად რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მინდობილი მოქმედება მარწმუნებლის მითითებათა შესაბამისად. მას უფლება აქვს გადაუხვიოს ამ მითითებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით ეს აუცილებელია მარწმუნებლის ინტერესებისათვის და მას არ შეეძლო წინასწარ შეჰკითხოდა მარწმუნებელს ანდა დროულად არ მიუღია პასუხი თავის შეკითხვაზე. ამ შემთხვევაში, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, რწმუნებული მოვალეა აცნობოს მარწმუნებელს მისი მითითებისაგან გადახვევის შესახებ. მუხლი 402🔗. მინდობილი მოქმედების შესრულება პირადად რწმუნებულის მიერ რწმუნებული მოვალეა მინდობილი მოქმედება პირადად შეასრულოს. მას უფლება აქვს გადაანდოს ამ მოქმედების შესრულება სხვა პირს (მოადგილეს), მხოლოდ ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ მოადგილის არჩევისათვის. მარწმუნებელს უფლება აქვს განაცხადოს აცილება რწმუნებულის მიერ შერჩეული პირის მიმართ. მუხლი 403🔗. რწმუნებულის მოვალეობანი რწმუნებული მოვალეა: 1) მარწმუნებლის მოთხოვნით მიაწოდოს მას ყველა ცნობა მინდობილი მოქმედების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე; 2) მინდობილი მოქმედების შესრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში გასამართლებელი საბუთების თანდართვით, თუ ამას მოითხოვს მინდობილი მოქმედების ხასიათი; 3) დაუყოვნებლივ გადასცეს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მინდობილის მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო. მუხლი 404🔗. მარწმუნებლის მოვალეობანი მარწმუნებელი მოვალეა დაუყოვნებლივ მიიღოს რწმუნებულისაგან ყველაფერი, რაც უკანასკნელის მიერ შესრულებულია ხელშეკრულების შესაბამისად. მარწმუნებელი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოვალეა აგრეთვე: 1) უზრუნველყოს რწმუნებული მინდობილი მოქმედების შესრულებისათვის აუცილებელი სახსრებით; 2) აუნაზღაუროს რწმუნებულს ფაქტობრივი ხარჯი, რაც აუცილებელი იყო მინდობილი მოქმედების შესრულებისათვის; 3) მინდობილი მოქმედების შესრულების შემდეგ გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო, თუკი ეკუთვნის (ამ კოდექსის მე-400 მუხლი). მუხლი 405🔗. მინდობილობის ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეწყვეტის საერთო საფუძვლების გარდა მინდობილობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე: 1) მისი გაუქმება მარწმუნებლის მიერ; 2) რწმუნებულის უარი; 3) ერთ-ერთი მხარის სიკვდილი, არაქმედუნარიან პირად ან უკვალოდ დაკარგულად აღიარება; 4) ხელშეკრულების მონაწილე იურიდიული პირის ლიკვიდაცია. მარწმუნებელს უფლება აქვს გააუქმოს მინდობილობის ხელშეკრულება, ხოლო რწმუნებულს შეუძლია ყოველ დროს უარი თქვას მის შესრულებაზე. შეთანხმება ამ უფლებაზე ხელის აღების შესახებ ბათილია. თუ რწმუნებულმა უარი განაცხადა მინდობილობის ხელშეკრულებაზე, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აუნაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზარალი. მუხლი 406🔗. ნაწილობრივ შესრულებული ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები თუ მინდობილობის ხელშეკრულება შეწყდა მის მთლიანად შესრულებამდე, მარწმუნებელი მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულების დროს გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო თუ რწმუნებულს ერგებოდა გასამრჯელო, გადაუხადოს გასამრჯელოც შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ რწმუნებულმა შეასრულა მინდობილი მოქმედება, მას შემდეგ, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია. მუხლი 407🔗. რწმუნებულის მემკვიდრეების მოვალეობანი რწმუნებულის სიკვდილის შემთხვევაში მისი მემკვიდრეები მოვალე არიან აცნობონ მარწმუნებელს, რომ მინდობილობის ხელშეკრულება შეწყდა და მიიღონ აუცილებელი ზომები მარწმუნებლის ქონების დასაცავად. ასეთივე მოვალეობა ეკისრება იურიდიული პირის ლიკვიდატორს, რომელიც რწმუნებულად, რომელიც რწმუნებულად იყო, ამ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში. თავი ოცდამეთექვსმეტე კომისია მუხლი 408🔗. საკომისიო ხელშეკრულება საკომისიო ხელშეკრულებით ერთი მხარე (კომისიონერი) ვალდებულია მეორე მხარის (კომიტენტის) დავალებით, სასყიდლით, დადოს ერთი ან რამდენიმე გარიგება თავისი სახელით, მაგრამ კომიტენტის ხარჯზე. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვის საკომისიო ხელშეკრულებით კოლმეურნეობა (კომიტენტი) ავალებს სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციას (კომისიონერს) გაყიდოს საკომისიო წესით ნამეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რაც დარჩა კოლმეურნეობის მიერ სახელმწიფოსათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიყიდვის ვალდებულებათა შესრულების შემდეგ. საკომისიო მაღაზიები დებენ მოქალაქეებთან საკომისიო ხელშეკრულებას, რომ საცალო ვაჭრობის წესით გაყიდონ — სახალხო მოხმარებისა და საოჯახო მეურნეობის გამოსაყენებლად ვარგისი როგორც ახალი, ასევე ნახმარი საგნები, რომლებიც არ მოითხოვენ რემონტს ან რესტავრაციას, აკმაყოფილებენ სანიტარიულ მოთხოვნებს; სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები, ანტიკვარული საგნები; საიუველირო ნაკეთობანი, აგრეთვე ძვირფასი ლითონის კორპუსიანი საათები, რომლებიც არ მოითხოვენ რესტავრაციას (მიიღება მხოლოდ სპეციალიზებული საკომისიო მაღაზიების მიერ); რადიოელექტრონული საშუალებანი — პორტატიული მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები, უზონრო რადიოტელეფონები, დამცავი რადიოსიგნალიზაციის მოწყობილობები, სენდრები (ვიდეომაგნიტოფონიდან სატელევიზიო სიგნალის გადამცემი მოწყობილობა) — მოქალაქეთა მიერ სსრ კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტროს ელექტროკავშირგაბმულობის სახელმწიფო ინსპექციის ადგილობრივი ორგანოების ნებართვის წარდგენისას; კოოპერატივების, ინდივიდუალური შრომით დასაქმებული მოქალაქეების, აგრეთვე ტექნიკური შემოქმედების თვითმოქმედი კლუბების, მოყვარულთა გაერთიანებების, ინტერესების მიხედვით კლუბების წევრთა ნაკეთობანი. სპეციალურად გამოყოფილ საკომისიო მაღაზიებს ნება ეძლევათ შესაბამის ორგანიზაციებთან დადონ ხელშეკრულება, რომ გაყიდონ კონფისკაციაქმნილი, მემკვიდრეობის უფლებით სახელმწიფოსათვის გადაცემული, უპატრონო ქონება, აგრეთვე სასამართლოთა განაჩენებისა და გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მოქალაქეთათვის ჩამორთმეული ქონება; სახელმწიფო, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან — ნამეტი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც შეიძლება მიეყიდოს მოსახლეობას, იმ საქონლის გარდა, რომლის მიღება აკრძალულია საქონლის საკომისიო ვაჭრობის წესების შესაბამისად. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 7 მაისის ბრძანებულება №2629, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1990 წ., მუხ. 107 მუხლი 409🔗. საკომისიო ხელშეკრულების ფორმა საკომისიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვის საკომისიო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს კოლმეურნეობისათვის ზედნადების მიცემით სამომხმარებლო კოოპერაციის იმ ორგანიზაციის მიერ, რომელმაც ეს პროდუქტები გასაყიდად მიიღო. ხელშეკრულებაში (ზედნადებში) უნდა აღინიშნოს პროდუქტების სახელწოდება, მათი ჩამბარებლის ვინაობა, მიღების თარიღი, რაოდენობა და ხარისხი, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული გასაყიდი ფასი და ანგარიშსწორების ვადა. მუხლი 410🔗. კომიტენტის საკუთრების უფლება კომისიონერის მიერ კომიტენტისაგან მიღებული ან მისი ხარჯით შეძენილი ქონება კომიტენტის საკუთრებაა. მუხლი 411🔗. საკომისიო ნივთების გასაყიდი ფასი საკომისიოდ მისაღები ნივთების გასაყიდად ფასს აწესებს კომიტენტი, ცვეთის ხარისხის მიუხედავად. საიუველირო ნაკეთობების, ძვირფასი ლითონისაგან, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმის ფასი განისაზღვრება სახელმწიფო საცალო ფასების, საქონლის ხარისხისა და მომხმარებელთა მოთხოვნილების გათვალისწინებით. ნივთის ფასი, რომელიც დროზე ვერ გაიყიდა, შეიძლება დაკლებულ იქნეს არასასურსათო საქონლის საკომისიო ვაჭრობის წესების შესაბამისად. ნივთების ყველა გადაფასება ხორციელდება კომიტენტის გამოუძახებლად, რომლის ხელმოწერითაც საკომისიო შეთანხმებაზე (ქვითარზე) დასტურდება ამ პირობებზე მისი თანხმობა. იმ ნამეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასი, რომლებიც სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციამ საკომისიო წესით გასაყიდად კოლმეურნეობისაგან მიიღო, განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 7 მაისის ბრძანებულება №2629, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1990 წ., მუხ. 107 მუხლი 412🔗. კომისიონერის უფლებები და მოვალეობანი მესამე პირთან გარიგების მიხედვით კომისიონერის მიერ მესამე პირთან დადებული გარიგების თანახმად უფლებებს იძენს და ვალდებულად ხდება კომისიონერი, თუნდაც კომიტენტი დასახელებული იყოს გარიგებაში ან მან უშუალო ურთიერთობა დაამყაროს მესამე პირთან ამ გარიგების შესრულების თაობაზე. მუხლი 413🔗. საკომისიო დავალების შესრულება ნაკისრი დავალება კომისიონერმა უნდა შეასრულოს კომიტენტისათვის, რაც შეიძლება ხელსაყრელი პირობებით. თუ კომისიონერი გარიგებას დადებს უფრო ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე კომიტენტის მიერ იყო მითითებული, მთელი სარფა კომიტენტისაა, თუ კომისიის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აუცილებელი იქნება, რომ კოლმეურნეობისაგან საკომისიოდ მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები გასაღდეს სამომხმარებლო კოოპერაციის იმ ორგანიზაციის საქმიანობის რაიონის ფარგლების გარეთ, რომელმაც ისინი გასაყიდად მიიღო, ამ ორგანიზაციას უფლება აქვს დადოს სუბკომისიის ხელშეკრულება სამომხმარებლო კოოპერაციის სხვა ორგანიზაციასთან. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საკომისიო წესით გასაყიდად მიმღები სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაცია აძლევს კოლმეურნეობას ავანსს სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. მუხლი 414🔗. კომიტენტის მითითების დარღვევა კომისიონერს უფლება აქვს დაარღვიოს კომიტენტის მითითება ამ კოდექსის 401-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. კომისიონერი, რომელიც ქონებას იმაზე ნაკლებ ფასად გაყიდის, რაც კომიტენტმა დაუნიშნა, მოვალეა აუნაზღაუროს მას განსხვავება, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ დათქმულ ფასად გაყიდვა შეუძლებელი იყო და, რომ ნაკლებ ფასად გაყიდვით აცილებულ იქნა უფრო დიდი ზარალი და აგრეთვე, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეჰკითხოდა კომიტენტს და ახალი განკარგულება მოეთხოვა ან დროულად არ მიიღო პასუხი თავის შეკითხვაზე. თუ კომისიონერი იყიდის ქონებას იმაზე მეტ ფასად, ვიდრე მას კომიტენტმა დაუნიშნა, კომიტენტი, თუ მას არ სურს მიიღოს ეს ნასყიდობა, მოვალეა განუცხადოს ეს კომისიონერს დაუყოვნებლივ, როგორც კი მიიღებს ცნობას მესამე პირთან გარიგების დადების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნასყიდობა კომიტენტის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ კომისიონერი აცნობებს კომიტენტს, რომ ფასების განსხვავების ანაზღაურებას თვითონ კისრულობს, კომიტენტს არ შეუძლია უარი თქვას მისი ხარჯით დადებულ გარიგებაზე. მუხლი 415🔗. მესამე პირთან დადებული გარიგების შესრულება კომისიონერის მიერ კომისიონერმა უნდა შეასრულოს ყველა მოვალეობა და განახორციელოს ყველა უფლება, რაც მის მიერ მესამე პირთან დადებული გარიგებისაგან გამომდინარეობს. კომისიონერი არ აგებს პასუხს კომიტენტის წინაშე იმ გარიგების შესრულებისათვის მესამე პირის მიერ, რაც კომიტენტის ხარჯზეა დადებული, გარდა შემთხვევისა, როდესაც კომისიონერი კისრულობს თავდებობას მესამე პირის მიერ ამ გარიგების შესრულებისათვის. მესამე პირის მიერ კომისიონერთან დადებული გარიგების დარღვევის შემთხვევაში, ასევე ვინმეს მიერ კომიტენტის იმ ქონების დაზიანების შემთხვევაში, რაც კომისიონერთანაა, კომისიონერი მოვალეა დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ კომიტენტს და აგრეთვე შეკრიბოს და უზრუნველყოს საჭირო მტკიცებულებანი. კომიტენტს, რომელსაც ეცნობა, რომ მესამე პირმა კომისიონერთან დადებული გარიგება დაარღვია, უფლება აქვს მოსთხოვოს კომისონერს, რომ მან გადმოსცეს ამ გარიგებისაგან გამომდინარე მოთხოვნები მესამე პირისადმი. მუხლი 416🔗. კომისიონერის პასუხისმგებლობა კომიტენტის ქონების დაცულობისათვის კომისიონერი პასუხს აგებს კომიტენტის იმ ქონების დაკარგვისა და დაზიანებისათვის, რომელიც მასთან ინახება, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ მის დაკარგვასა ან დაზიანებაში მას ბრალი არ მიუძღვის. თუ კომიტენტის მიერ გასაყიდად გამოგზავნილი ან კომიტენტისათვის შემოსული ქონების მიღებისას კომისიონერი მასში აღმოაჩენს დაზიანებას ან დანაკლისს, რაც გარეგანი გასინჯვით შეიძლებოდა შენიშნულიყო, კომისონერი მოვალეა მიიღოს ზომები კომიტენტის უფლებების დასაცავად, შეკრიბოს მტკიცებულებანი ქონების დაზიანებისა ან დანაკლისის შესახებ და ყველაფერი დაუყოვნებლივ აცნობოს კომიტენტს. თუ კომისიონერმა არ დააზღვია კომიტენტის ქონება, რომელიც მასთანაა, იგი პასუხს აგებს ამისათვის კომიტენტის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომიტენტმა დაავალა ამ ქონების დაზღვევა ან თუ ამ ქონების დაზღვევა კანონის ძალით სავალდებულოა. მუხლი 417🔗. კომისიონერის მოვალეობანი დავალების შესრულების შემდეგ კომისიონერი მოვალეა წარუდგინოს კომიტენტსანგარიში და გადასცეს მას ყველაფერი, რაც მიღებულია დავალების შესრულების შედეგად და აგრეთვე კომიტენტის მოთხოვნით გადასცეს მას ყველა ის უფლება მესამე პირის მიმართ, რაც კომისიონერის მიერ მესამე პირთან დადებული გარიგებიდანნ გამომდინარეობს. თუ კომიტენტი კომისიონერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში რაიმეს სადავოდ მიიჩნევს, იგი მოვალეა სამი თვის განმავლობაში ანგარიშის მიღების დღიდან აცნობოს კომისიონერს თუ რას ედავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არის, ანგარიში მიღებულად ითვლება. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით მიღებული თანხა, გაცემული ავანსის, დაწესებული საკომისიო გასამრჯელოსა და იმ ხარჯების გამოკლებით, რაც კომისიონერმა გასწია და კომიტენტის გადასახდელია, უნდა მიეცეს კოლმეურნეობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. ანგარიშის საბოლოო გასწორება საკომისიოდ მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის ხდება არაუგვიანეს სამი დღისა მათი გაყიდვის შემდეგ. სუბკომისიის ხელშეკრულების შემთხვევაში (ამ კოდექსის 413-ე მუხლი) ავანსს გასცემს და ანგარიშს საბოლოოდ გაასწორებს, კოლმეურნეობის სურვილის მიხედვით, კომისიონერი ან სუბკომისიონერი. საკომისიო მაღაზია აბარებს კომიტენტს ფულს, მაღაზიის საკომისიო გასამრჯელოს გამოკლებით არაუგვიანეს სამი დღისა ნივთის გაყიდვის შემდეგ. მუხლი 418🔗. კომიტენტის მიერ დავალების შესრულების მიღება კომიტენტი მოვალეა: 1) მიიღოს კომისიონერისაგან ყველაფერი, რაც დავალების მიხედვით შესრულებულია; 2) გასინჯოს მისთვის კომისიონერის მიერ შეძენილი ქონება და დაუყოვნებლივ აცნობოს უკანასკნელს ამ ქონებაში აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ; 3) გაათავისუფლოს კომისიონერი იმ მოვალეობათაგან, რაც მან იკისრა მესამე პირის წინაშე დავალების შესრულებასთან დაკავშირებით. მუხლი 419🔗. საკომისიო გასამრჯელო დავალების შესრულების შემდეგ კომისიონერს უფლება აქვს მიიღოს კომიტენტისაგან გასამრჯელო. თუ კომისიონერმა იკისრა თავდებობა მესამე პირის მიერ გარიგების შესრულებისათვის (ამ კოდექსის 415-ე მუხლი), მაშინ ამ თავდებობისათვის კომისიონერი კომიტენტისაგან. საგანგებო გასამრჯელოს იღებს. საკომისიო გასამრჯელო და აგრეთვე თავდებობის გასამრჯელო განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით. საგარეო ვაჭრობის საკომისიო ხელშეკრულების გარდა, ყველა სხვა საკომისიო ხელშეკრულების შემთხვევაში აკრძალულია საკომისიო გასამრჯელოს და თავდებობის გასამრჯელოს განსაზღვრა იმ განსხვავებით ან განსხვავების ნაწილით კომიტენტის მიერ დანიშნულ ფასსა და იმ უფრო ხელსაყრელ ფასს შორის, რომელიც კომისიონერის მიერ დადებულ გარიგებაში იქნება გათვალისწინებული. მუხლი 420🔗. საკომისიო გასამრჯელო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვისათვის საკომისიო გასამრჯელო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვისათვის სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებს ეძლევათ სპეციალური წესებით დადგენილი რიგის თანახმად. მუხლი 421🔗. დავალების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გარდა საკომისიო გასამრჯელოს და თავდებობის გასამრჯელოს გადახდისა, თუ ეს უკანასკნელი გათვალისწინებულია საკომისიო ხელშეკრულებით, კომიტენტი მოვალეა აუნაზღაუროს კომისიონერს დავალების შესრულებისთვის დახარჯული თანხა. კომისიონერს არა აქვს უფლება მოითხოვოს კომიტენტის ქონების შენახვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით ან ხელშეკრულებით. საკომისიოდ ჩასაბარებელი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყიდვის ადგილას მიზიდვის მთელი ხარჯი ეწერება კომიტენტს, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კომიტენტსვე ეწერება ტარის გადაზიდვის ხარჯიც. მუხლი 422🔗. კომისიონერის მიერ თავისი კუთვნილი თანხების დაკავება კომისიონერს უფლება აქვს ხელშეკრულების მიხედვით თავისი კუთვნილი თანხა გამოქვითოს ყველა თანხიდან, რასაც კი ის მიიღებს კომიტენტის ანგარიშზე. მუხლი 423🔗. კომისიონერის მიერ დავალების შესრულება კომიტენტის სიკვდილის შემდეგ ან კომიტენტი იურიდიული პირის მოსპობის შემდეგ კომიტენტის სიკვდილის, არაქმედუნარიანად ან უკვალოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში და აგრეთვე კომიტენტი იურიდიული პირის მოსპობის შემთხვევაში კომისიონერი მოვალეა განაგრძოს დავალების შესრულება მანამდე, სანამ კომიტენტის უფლებამონაცვლის ან წარმომადგენლისაგან არ მიიღებს სათანადო მითითებას. მუხლი 424🔗. კომისიონერის უარი დავალების შესრულებაზე კომისიონერს არა აქვს უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უარი თქვას მიღებული დავალების შესრულებაზე იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ეს გამოწვეულია დავალების შესრულების შეუძლებლობით ან კომიტენტის მიერ საკომისიო ხელშეკრულების დარღვევით. კომისიონერი, რომელიც უარს იტყვის დავალების შესრულებაზე, მოვალეა წერილობით შეატყობინოს კომიტენტს ეს უარი; საკომისიო ხელშეკრულება ძალაში რჩება ორი კვირის განმავლობაში იმ დღიდან, როცა კომიტენტი მიიღებს კომისიონერისაგან ცნობას, რომ ის უარს ამბობს დავალების შესრულებაზე. თუ კომისიონერი უარს იტყვის მიღებული დავალების შესრულებაზე კომიტენტის მიერ საკომისიო ხელშეკრულების დარღვევის მიზეზით, მას უფლება აქვს მიიღოს კომიტენტისაგან როგორც გაწეული ხარჯების საზღაური, ისე საკომისიო გასამრჯელოც. მუხლი 425🔗. კომიტენტის მოვალეობანი კომისიონერის მიერ დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ კომიტენტი, რომელსაც ეცნობა კომისიონერის უარი დავალების შესრულების შესახებ, მოვალეა ერთი თვის განმავლობაში უარის მიღების დღიდან მიეპატრონოს თავის ქონებას, რომელიც კომისიონერთანაა. იგივე მოვალეობა აკისრია კომიტენტს მაშინაც, როცა იგი კომისიონერისათვის მიცემულ დავალებას გააუქმებს (ამ კოდექსის 426-ე მუხლი). თუ კომიტენტი აღნიშნულ ვადაში არ უპატრონებს თავის ქონებას, რომელიც საკომისიო ხელშეკრულების თანახმად კომისიონერთანაა, კომისიონერს უფლება აქვს ჩააბაროს ეს ქონება შესანახად სხვა პირს კომიტენტის ხარჯზე ან კომიტენტის მიმართ თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაყიდოს ეს ქონება კომიტენტისათვის, რაც შეიძლება ხელსაყრელ ფასად. მუხლი 426🔗. დავალების გაუქმება კომიტენტის მიერ თუ კომიტენტი გააუქმებს მის მიერ კომისიონერისათვის მიცემულ დავალებას მთლიანად ან მის ნაწილს კომისიონერის მიერ მესამე პირებთან სათანადო გარიგებების დადებამდე, იგი მოვალეა გადაუხადოს კომისიონერს საკომისიო გასამრჯელო დავალების გაუქმებამდე დადებული გარიგებისათვის და აგრეთვე აუნაზღაუროს კომისიონერს დავალების გაუქმებამდე გაწეული ხარჯები. მოქალაქეს უფლება აქვს ყოველთვის მოითხოვოს მის მიერ საკომისიო მაღაზიისათვის გასაყიდად ჩაბარებული და ჯერ გაუყიდველი ნივთის დაბრუნება, ოღონდ უნდა აანაზღაუროს ნივთის შენახვისათვის გაწეული ხარჯი დადგენილი განაკვეთის მიხედვით. თავი ოცდამეჩვიდმეტე შენახვა მუხლი 427🔗. შენახვის ხელშეკრულება შენახვის ხელშეკრულებით ერთი მხარე (შემნახველი) კისრულობს შეინახოს მეორე მხარის მიერ მისთვის მიბარებული ქონება და დაუბრუნოს ეს ქონება დაუზიანებლად და უკლებლად. სახელმწიფო, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს ერთი მხარის მოვალეობა მიიღოს შესანახად ქონება, რომელსაც მას მეორე მხარე მიაბარებს. შენახვის ხელშეკრულება შეიძლება დადებულ იქნეს განსაზღვრული ვადით, მოთხოვნამდე ან ვადის აღუნიშვნელად. მუხლი 428🔗. შენახვის ხელშეკრულების ფორმა შენახვის ხელშეკრულება, რომლის თუნდაც ერთი მხარე მოქალაქეა, თუ ჩაბარებული ქონების ღირებულება ას მანეთს აღემატება, დადებულ უნდა იქნეს წერილობით (ამ კოდექსის 44-ე მუხლი), გარდა ნივთების ჩაბარებისა ხანმოკლე შენახვისათვის დაწესებულებების, სანახაობითი საწარმოები მუზეუმების, სტადიონების და მისთანათა გარდერობებში, როცა შემნახველი გასცემს ნომერს ან ჟეტონს. შესანახად მიღებული და შემნახველის მიერ დაბრუნებული ნივთების იგივეობაზე დავის შემთხვევაში დაშვებულია მოწმეთა ჩვენება. თუ ნივთები ჩაბარებულია შესანახად განსაკუთრებული გარემოებების (ხანძრის, წყალდიდობისა და მისთ.) დროს, ჩაბარების მტკიცება შეიძლება მოწმეთა ჩვენებებით, რა ღირებულისაც უნდა იყო ჩაბარებული ნივთი. მუხლი 429🔗. შენახვის ქირა შენახვის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან მისი მხარეები, უსასყიდლოა, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით ან ხელშეკრულებით. შესანახად ქონების მიმბარებელი მოვალეა აუნაზღაუროს შემნახველს ქონების შენახვისათვის აუცილებელი ხარჯი. თუ კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილია ქონების ქირით შენახვა, შენახვის ქირა განისაზღვრება დამტკიცებული ნიხრით, განაკვეთებით და ტარიფებით, ხოლო თუ ასეთი არ არის – მხარეთა შეთანხმებით. მუხლი 430🔗. შემნახველის მოვალეობანი შემნახველი მოვალეა ყოველი აუცილებელი ღონისძიება იხმაროს მისთვის ჩაბარებული ქონების დასაცავად. მოქალაქეთა შორის დადებული შენახვის ხელშეკრულებით შემნახველი მოვალეა იმგვარადვე იზრუნოს მისთვის შესანახად მიბარებულ ქონებაზე, როგორც საკუთარზე. შემნახველს არა აქვს უფლება ისარგებლოს მისთვის შესანახად მიბარებული ქონებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 431🔗. შემნახველის პასუხისმგებლობა ქონების დაკარგვის, დანაკლისისა ან დაზიანებისათვის ორგანიზაცია, რომლისათვისაც შენახვა წარმოადგენს წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს, პასუხს არ აგებს ქონების დაკარგვისა, დანაკლისისა ან დაზიანებისათვის, თუ ეს დაუძლეველი ძალის მოქმედებით მოხდა.  თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვადის გასვლის ან შემნახველის მიერ ამ კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შემნახველის მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ მიმბარებელი ქონებას არ წაიღებს, ამის შემდეგ შემნახველი პასუხს აგებს ამ ქონების დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანებისათვის მხოლოდ თავისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. მუხლი 432🔗. სასტუმროების, დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების, საერთო საცხოვრებლების პასუხისმგებლობა იქ მცხოვრებ მოქალაქეთა ქონების შენახვისათვის სასტუმროები, დასასვენებელი სახლები, სანატორიუმები, საერთო საცხოვრებლები და ამგვარი ორგანიზაციები პასუხს აგებენ მოქალაქეთა იმ ქონების დაცვისათვის, რომელიც მათთვის მიჩენილ სადგომებში ექნებათ, თუნდაც ეს ქონება, ფულისა და ძვირფასეულობის გარდა, საგანგებოდ არ ყოფილიყო ამ ორგანიზაციებისათვის შესანახად ჩაბარებული. მუხლი 433🔗. შემნახველის პასუხისმგებლობის მოცულობა თუ კანონში ან ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული შემნახველის მოვალეობა აანაზღაუროს ქონების დაკარგვით, დანაკლისით ან დაზიანებით მიყენებული მთელი ზარალი, შემნახველი პასუხს აგებს: 1) ქონების დაკარგვისა და დანაკლისისათვის – დაკარგული ან დანაკლისი ქონების ღირებულების რაოდენობით; 2) ქონების დაზიანებისათვის – იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდა ქონების ღირებულება. თუ შესანახად ქონების მიბარებისას ეს ქონება შეფასებული იქნა და ფასი აღნიშნულია ხელშეკრულებაში ან შემნახველის მიერ გაცემული სხვა წერილობით საბუთში, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს შეფასების თანხის რაოდენობით, თუ დამტკიცებული არ იქნება, რომ დანაკარგის, დანაკლისის ან დაზიანებულის ნამდვილი ღირებულება ამ თანხაზე ნაკლებია. თუ დაზიანების შედეგად, რისთვისაც შემნახველი პასუხს აგებს, ქონების ხარისხი იმდენად შეიცვალა, რომ იგი თავისი პირვანდელი დანიშნულებით გამოყენებული ვერ იქნება შესანახად, ქონების მიმბარებელ პირს უფლება აქვს მასზე უარი თქვას და მოითხოვოს ანაზღაურება. მუხლი 434🔗. ქონების უკან წაღების ვადის დარღვევის შედეგები შესანახად ქონების მიმბარებელი პირი მოვალეა დაიბრუნოს იგი ამ კოდექსის 438-ე მუხლში აღნიშნული წესების მიხედვით. როცა მიმბარებელი ქონების უკან წაღებას თავს არიდებს, შემნახველს, თუ იგი მოქალაქეა, უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს ამ ქონების რეალიზაცია იმ რიგით, რაც გათვალისწინებულიც საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის. თუ შემნახველი სოციალისტური ორგანიზაციაა, მაშინ მოუკითხავი ქონების რეალიზაცია წარმოებს მის წესდებაში (დებულებაში) გათვალისწინებული რიგით. ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ეძლევა ქონების შესანახად მიმბარებელს, იმის გამოკლებით, რაც შემნახველს ერგება. მუხლი 435🔗. შემნახველისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ქონების შესანახად მიმბარებელი მოვალეა აუნაზღაუროს შემნახველს ზარალი და საგანგებო ხარჯები, გამოწვეული ამ ქონების ფარული თვისებებით, თუ შემნახველმა ამ ქონების შესანახად მიღების დროს არ იცოდა და მას არც უნდა სცოდნოდა ამ თვისებების შესახებ. მუხლი 436🔗. შენახვის ხელშეკრულება ნივთების გაუპიროვნებლად თუ რამდენიმე პირის მიერ შესანახად ჩაბარებული ნივთები ხელშეკრულებაში განსაზღვრულია გვარობითი ნიშნებით და შემნახველის მიერ ეს ნივთები გაპიროვნებული არაა, მაშინ იქმნება ნივთების მიმბარებელთა საერთო წილადი საკუთრება, მათ მიერ მიბარებული ნივთების რაოდენობის კვალობაზე. თუ ამაზე სათანადო შეთანხმება არსებობს და ასეთი ნივთები შემნახველის საკუთრებად ან ოპერატიულ მმართველობაში გადადის, მაშინ იგი მოვალეა დაუბრუნოს მიმბარებლებს იმავე გვარეობის და იმავე ხარისხის ნივთები თანაბარი ან მხარეთა მიერ დათქმული რაოდენობით. მუხლი 437🔗. შენახვის ვალდებულება კანონის ძალით ამ კოდექსის 427-ე და 430-ე- 435-ე მუხლებისა და 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილის წესები შესაბამისად ვრცელდება შენახვის ურთიერთობებზე, რომლებიც კანონის ძალით წარმოიშობა. მუხლი 438🔗. შენახვის ხელშეკრულების გაუქმება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით პირს, რომელმაც ნივთი შესანახად მიაბარა, უფლება აქვს ყოველთვის მოთხოვოს იგი შემნახველს. თუ ნივთი მიბარებულია შესანახად მოთხოვნამდე ან ვადის აღუნიშვნელად, შემნახველს უფლება აქვს ყოველთვის უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ოღონდ მოვალეა მისცეს შესანახად მიმბარებელს ვითარებისდა მიხედვით საკმარისი დრო რომ მან ნივთი დაიბრუნოს. თავი ოცდამეთვრამეტე გარდაცვალებამდე რჩენა მუხლი 439🔗. გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება სახლის გასხვისების პირობით ხელშეკრულებით გარდაცვალებამდე რჩენის შესახებ სახლის გასხვისების პირობით ერთი მხარე, ასაკის ან ჯანმრთელობის გამო არაშრომისუნარიანი პირი (გამსხვისებელი) გადასცემს მეორე მხარეს (შემძენს) საკუთრებად სახლს (ან მის ნაწილს), შემძენი კი ამის სამაგიეროდ კისრულობს გამსხვისებლის გარდაცვალებამდე მატერიალურ უზრუნველყოფას ნატურად ბინით, კვებით, მოვლითა და აუცილებელი დახმარებით. მუხლი 440🔗. სახლის გასხვისების პირობით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულების ფორმა ხელშეკრულება გარდაცვალებამდე რჩენის შესახებ სახლის გასხვისების პირობით, დადებულ უნდა იქნეს საცხოვრებელი სახლის ნასყიდობისათვის დადგენილი ფორმით (ამ კოდექსის 239-ე მუხლი). მუხლი 441🔗. სახლის შემთხვევითი დაღუპვის შედეგები შემძენის მიერ გამსხვისებლისაგან მიღებული სახლის შემთხვევითი დაღუპვა არ ათავისუფლებს შემძენს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობისაგან. მუხლი 442🔗. ხელშეკრულების აუცილებელი პირობები სახლის გასხვისების პირობით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს, თუ რა სახის მატერიალურ უზრუნველყოფას კისრულობს შემძენი გამსხვისებლის მიმართ. მუხლი 443🔗. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა გასხვისებული სახლი (ან მისი ნაწილი) გირაოდ რჩება გამსხვისებლის რჩენის ხელშეკრულების მოქმედების მთელი ხნის განმავლობაში, მას დაედება ნოტარიალური ყადაღა და გამსხვისებლის სიცოცხლეში შემძენს არ შეუძლია გაასხვისოს ან დააგირავოს იგი. მუხლი 444🔗. სახლის გასხვისების პირობით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულების მოშლა გამსხვისებლის მიერ სახლის გასხვისების პირობით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს გამსხვისებლის მოთხოვნით, თუ შემძენი ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. ასეთ შემთხვევაში სახლი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად გამსხვისებელმა შემძენს გადასცა, გამსხვისებელს უნდა დაუბრუნდეს. მუხლი 445🔗. ხელშეკრულების მოშლა შემძენის მიერ სახლის გასხვისების პირობით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს შემძენის მოთხოვნით, თუ მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო მისი მატერიალური მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ მას აღარ შეუძლია გამსხვისებელს დათქმული სარჩო აძლიოს, აგრეთვე გამსხვისებლის შრომის უნარის სრული აღდგენის შემთხვევაში. ამ საფუძვლებით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში შემძენისათვის გადაცემული სახლი გამსხვისებელს უბრუნდება. მუხლი 446🔗. გადასვლა სხვა პირზე შემძენის მოვალეობებისა სახლის გასხვისების პირობით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულების მიხედვით შემძენის სიკვდილის შემთხვევაში მოვალეობები, რაც მას სახლის გასხვისების პირობით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულების თანახმად აკისრია, გადადის მის მემკვიდრეებზე, რომლებიც ამ ხელშეკრულებით სამკვიდროს დამტოვებლისათვის გადაცემულ სახლს მიიღებენ. თუ მემკვიდრეები არ არიან ან მემკვიდრეებმა უარი თქვეს მიიღონ სახლი, გარდაცვალებამდე რჩენის პირობით გასხვისებული სახლი გამსხვისებელს უბრუნდება. თავი ოცდამეცხრამეტე საერთო საქმიანობა მუხლი 447🔗. საერთო საქმიანობის ხელშეკრულება საერთო საქმიანობის ხელშეკრულებით მხარეები კისრულობენ ერთად იმოქმედონ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად, სახელდობრ: ისეთი საკოლმეურნეობათშორისო ან სახელმწიფო საკოლმეურნეო საწარმოს თუ დაწესებულების აშენებისა და ექსპლუატაციისათვის, რომელიც არ გადაეცემა ოპერატიული მართვისათვის იურიდიულ პირად მოქმედ ორგანიზაციას, წყალსამეურნეო ნაგებობათა და მოწყობილობათა შესაქმნელად, გზების, სასპორტო ნაგებობების, სკოლების, სამშობიარო სახლების, საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და სხვა. მოქალაქეებს შეუძლიათ დადონ საერთო საქმიანობის ხელშეკრულება მხოლოდ პირადი საყოფაცხოვრებო საჭიროების დასაკმაყოფილებლად. არ შეიძლება დაიდოს საერთო საქმიანობის ხელშეკრულება მოქალაქეებსა და სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის. მუხლი 448🔗. ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო საქმეების წარმოება საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო საქმეები წარმოებს ურთიერთთანხმობით. თუ საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებმა თავისი საერთო საქმიანობის ხელმძღვანელობა ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების ერთ-ერთ მონაწილეს მიანდვეს ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო საქმეების წარმოებაც მასვე ეკისრება. პირი, რომელსაც მინდობილი აქვს საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო საქმეების წარმოება, მოქმედებს რწმუნებულების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ხელშეკრულების დანარჩენი მონაწილენი. მუხლი 449🔗. ხელშეკრულების მონაწილეების საერთო ქონება საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები გაიღებენ ამ კოდექსის 447-ე მუხლში აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფულს ან ქონებას, ანდა მონაწილეობენ საქმეში შრომით. ხელშეკრულების მონაწილეების ფულადი ან სხვა ქონებრივი შენატანები, აგრეთვე საერთო საქმიანობის შედეგად შექმნილი ან შეძენილი ქონება მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს. საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეს არა აქვს უფლება განკარგოს თავისი წილი საერთო ქონებაში ხელშეკრულების დანარჩენი მონაწილეების თანხმობის გარეშე. მუხლი 450🔗. ხელშეკრულების მონაწილეების საერთო ხარჯები და ზარალი საერთო საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯებისა და საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული ზარალის დაფარვის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით. თუ ხელშეკრულება ასეთ წესს არ ითვალისწინებს, მაშინ საერთო ხარჯები და ზარალი იფარება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო ქონებით (ამ კოდექსის 449-ე მუხლი), ხოლო, თუ იგი საკმარისი არ იქნა, დანარჩენი თანხა ნაწილდება ხელშეკრულების მონაწილეებს შორის საერთო ქონებაში მათი შენატანების კვალობაზე. მუხლი 451🔗. წესები საერთო საქმიანობის ცალკეულ სახეობათა შესახებ საერთო საქმიანობის ცალკეული სახეობები წესრიგდება ამ კოდექსის შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. თავი მეორმოცე კონკურსი მუხლი 452🔗. კონკურსის გამოცხადება სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ საგანგებო ჯილდოს (პრემიის) საჯარო აღთქმა რაიმე სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებისათვის (კონკურსის გამოცხადება) ვალდებულად ხდის ამ ორგანიზაციას გადაუხადოს აღთქმული პრემია იმ პირს, რომლის ნამუშევარიც ცნობილი იქნება პრემიის ღირსად კონკურსის პირობების შესაბამისად. კონკურსის განცხადება უნდა შეიცავდეს დავალების შინაარსს, მისი შესრულების ვადას, პრემიას, ნამუშევართა წარდგენის ადგილს, მათი შედარებითი შეფასების წესსა და ვადას და აგრეთვე კონკურსის სხვა პირობებს. კონკურსის გამოცხადება შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს უფლება ეკუთვნით თავიანთი წესდებებით (დებულებებით) ან მინიჭებული აქვთ სსრ კავშირის კანონმდებლობით, ან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მოქალაქეებს, ისე იურიდიულ პირებსაც, თუ კონკურსის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 453🔗. კონკურსის პირობების შეცვლა კონკურსის პირობების შეცვლა შეიძლება მხოლოდ ნამუშევართა წარსადგენად დადგენილი ვადის პირველ ნახევარში. კონკურსის პირობების შეცვლა უნდა ეცნობოს კონკურსის მონაწილეებს იმავე წესით, რა წესითაც კონკურსი გამოცხადდა. თუ ორგანიზაციამ გამოცხადებული წესი ან ნამუშევართა შედარებითი შეფასების ვადა დაარღვია, ავტორი, რომლის ნამუშევარი დროულად არის წარდგენილი და კონკურსის სხვა პირობებსაც აკმაყოფილებს, იძენს მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების უფლებას. დავის შემთხვევაში ზარალს განსაზღვრავს სასამართლო ავტორის მიერ დახარჯული შრომის რაოდენობისა და ხარისხის კვალობაზე და იმის მიხედვით, თუ რა ღირს მის მიერ გამოყენებული მასალა დაწესებული ნორმებისა და შეფასებების თანახმად. მუხლი 454🔗. გადაწყვეტილება პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება პრემიის გაცემის შესახებ უნდა გამოტანილ იქნეს და ეცნობოს კონკურსის მონაწილეებს იმ ვადაში და იმ წესით, რაც კონკურსის განცხადებაშია აღნიშნული. მუხლი 455🔗. გამოყენება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებისა, რომლებსაც კონკურსით პრემია მიენიჭა თუ კონკურსი გამოცხადებულია ლიტერატურის, მეცნიერებისა ან ხელოვნების ნაწარმოებზე, ორგანიზაცია იძენს უფლებას გამოიყენოს პრემიამინიჭებული ნაწარმოებები, კონკურსის განცხადებაში გათვალისწინებული წესით. ამ ნაწარმოებების ავტორებს რჩებათ უფლება მიიღონ გასამრჯელო ნაწარმოების გამოყენებისათვის (ამ კოდექსის 493-ე მუხლი), თუ კონკურსის განცხადებით სხვა რამ არ იყო დადგენილი. მუხლი 456🔗. წარდგენილი ნამუშევრების დაბრუნება კონკურსის მონაწილეებისათვის კონკურსის გამომცხადებელი ორგანიზაცია მოვალეა დაუბრუნოს კონკურსის მონაწილეებს ნამუშევრები, რომლებიც არ იქნა ცნობილი პრემიის ღირსად, თუ კონკურსის განცხადებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თავი ორმოცდამეერთე ზიანი მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებანი მუხლი 457🔗. ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანი მთლიანად უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა. გარდა სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება ანაზღაურებისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის. მართლზომიერი მოქმედებით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986 წ., მუხ. 140 მუხლი 458🔗. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა მისი მუშაკის ბრალით მიყენებული ზიანისათვის ორგანიზაცია მოვალეა აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიყენებულია მისი მუშაკის ბრალით, როცა ეს მუშაკი თავის შრომით (სამსახურებრივ) მოვალეობას ასრულებდა. მუხლი 459🔗. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული მმართველობის დარგში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე თანამდებობის პირთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის ადმინისტრაციული მმართველობის დარგში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე თანამდებობის პირების უკანონო მოქმედებით, მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძველზე (ამ კოდექსის 357-ე და 458-ე მუხლები), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ორგანიზაციისათვის ასეთი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა დგება კანონით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 460🔗. მოკვლევის, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოქალაქისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ სრული ოდენობით მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 461🔗. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მიყენებული ზიანი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, თუ აუცილებელი მოგერიების საზღვარი გადაცილებული არ იყო. მუხლი 462🔗. პასუხისმგებლობა უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში მიყენებული ზიანისათვის უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა, მაგრამ, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მისი ანაზღაურება მესამე პირს, რომლის ინტერესებისათვისაც მიმყენებული მოქმედებდა, ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ანაზღაურებისაგან როგორც ეს მესამე პირი, ისე ზიანის მიმყენებელიც. მუხლი 463🔗. პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანისათვის ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან გარშემომყოფთათვის (სატრანსპორტო ორგანიზაციები, სამრეწველო საწარმოები, მშენებლობები, ავტომობილთა მფლობელები და სხვ.), მოვალე არიან აანაზღაურონ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან თვითონ დაზარალებულის განზრახვით. მუხლი 464🔗. პასუხისმგებლობა თსუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანისათვის თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ მისი მშობლები, მშვილებლები ან მეურვე, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ მათ ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვით. თუ თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველმა არასრულწლოვანმა მიაყენა ზიანი იმ დროს, როდესაც იგი სასწავლო დაწესებულების, სააღმზრდელო ან სამკურნალო დაწესებულების ზედამხედველობაში იმყოფებოდა, უკანასკნელნი პასუხს აგებენ ამ ზიანისათვის, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანის მიყენებაში მათ ბრალი არ მიუძღვით. მუხლი 465🔗. პასუხისმგებლობა თხუთმეტიდან თვრამეტ წლაშდე ასაკის არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანისათვის თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პასუხს აგებს მის მიერ მიყენებული ზიანისათვის საერთო საფუძვლებით (ამ კოდექის 457-ე, 462-ე, 463-ე მუხლები). თუ თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანს არა აქეს საკმარისი ქონება ან შემოსავალი, რომ ზიანი აანაზღაუროს, ზიანის სათანადო ნაწილი უნდა აანაზღაურონ მისმა მშობლებმა, მშვილებლებმა ან მზრუნველმა, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანის მიყენებაში მათ ბრალი არ მიუძღვით. მათი ეს მოვალეობა ისპობა, როდესაც ზიანის მიმყენებელი სრულწლოვანებას მიაღწევს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მას სრულწლოვნებამდე ზიანის ასანაზღაურებლად საკმაო ქონება ან შემოსავალი გაუჩნდება. მუხლი 466🔗. პასუხისმგებლობა არაქმედუნარიანად აღიარებული მოქალაქის მიერ მიყენებული ზიანისათვის არაქმედუნარიანად აღიარებული მოქალაქის მიერ მიყენებული ზიანისათვის (ამ კოდექსის მე-15 მუხლი) პასუხს აგებს მისი მეურვე ან ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია მას მეთვალყურეობა გაუწიოს, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის. მუხლი 467🔗. პასუხისმგებლობა იმ პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის, რომელსაც არ შეეძლო თავისი მოქმედებას მნიშვნელობა გაეგო ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ზიანის მიყენების დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო ან წარემართა იგი პასუხს არ აგებს მიყენებული ზიანისათვის, მაგრამ იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ თვითონ ჩააყენა თავისი თავი ასეთ მდგომარეობაში მაგარი სასმელის თუ ნარკოტიკის ხმარებით ან სხვა რამ გზით. მუხლი 468🔗. პასუხისმგებლობა რამდენიმე პირის მიერ ერთად მიყენებული ზიანისათვის ის პირები, რომელნიც ზიანს ერთად მიაყენებენ, სოლიდარულად აგებენ პასუხს დაზარალებულის წინაშე. მუხლი 469🔗. ზიანის მიმყენებელი პირისადმი რეგრესის უფლება იმ პირს, რომელმაც სხვა პირის მიერ მიყენებული ზიანი აანაზღაურა, აქვს უკუმოთხოვნის (რეგრესის) უფლება ამ პირისადმი ზიანის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხის რაოდენობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეს ან მზრუნველს, აგრეთვე ამ კოდექსის 464-ე და 466-ე მუხლებში აღნიშნულ ორგანიზაციებს, რომლებმაც აანაზღაურეს არასრულწლოვანი ან არაქმედუნარიანი მოქალაქის მიერ მიყენებული ზიანი, არა აქვთ რეგრესიის უფლება ამ მოქალაქისადმი. მუხლი 470🔗. ზიანის ანაზღაურების მოცულობა, ხასიათი და ოდენობა ზიანის ანაზღაურების მისჯის დროს სასამართლო, არბიტრაჟი ან სამედიატორო სასამართლო, საქმის გარემოებათა შესაბამისად აკისრებს ზიანისათვის პასუხისმგებელ პირს, აანაზღაუროს იგი ნატურად (მისცეს იმავე სახისა და ხარისხის ნივთი, შეაკეთოს დაზიანებული ნივთი და მისთ.) ან მთლიანად აანაზღაუროს მიყენებული ზარალი (ამ კოდექსის 212-ე მუხლი). მუხლი 471🔗. დაზარალებულის ბრალისა და ზიანის მიმყენებელი პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინება თუ თვითდაზარალებულის უხეშმა გაუფრთხილებლობამ ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას ან გაადიდა იგი, მაშინ, დაზარალებულის ბრალის ხარისხის მიხედვით (ხოლო თუ ბრალი ზიანის მიმყენებელსაც მიუძღვის, მისი ბრალის ხარისხის მიხედვითაც, საზღაური თუ სსრ კავშირის კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული უნდა შემცირდეს ან დაზარალებულს ზარალის ანაზღაურებაზე უარი უნდა ეთქვას. სასამართლოს შეუძლია შეამციროს მოქალაქის მიერ მიყენებული ზიანის საზღაური მისი ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973 წ., მუხ. 74 მუხლი 472🔗. ზიანის ანაზღაურება ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში მიყენებული ვნებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა აუნაზღაუროს დაზარალებულს ის შემოსავალი, რაც მას დააკლდა შრომის უნარის დაკარგვის ან შემცირების შედეგად, და აგრეთვე მისი ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები (გაძლიერებული კვება, პროტეზი, მუდმივი მოვლა და მისთ.). სახსრები, რომლებიც დაიხარჯა იმ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობისათვის, რომელნიც დაზარალდნენ განზრახი დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად (იმ შემთხვევების გარდა, როცა დამნაშავე ზიანს მიაყენებს დაზარალებულს იმის გამო, რომ მან გადააჭარბა აუცილებელი თავდაცვის ფარგლებს ან დაზარალებულის არამართლზომიერმა მოქმედებამ უეცრად გამოიწვია დამნაშავის ძლიერი სულიერი მღელვარება) სახელმწიფო შემოსავალში გადახდებათ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან ამ დანაშაულისათვის. აღნიშნული სახსრების ოდენობა გამოიანგარიშება განაკვეთებით, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 21 თებერვლის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1975 წ., მუხ. 33 მუხლი 473🔗. პასუხისმგებლობა იმ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ სიკვდილისათვის, რომლისთვისაც ვნების მიმყენებელი ვალდებულია სადაზღვევო შესატანი იხადოს თუ მუშაკი თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან მისი ჯანმრთელობა სხვაგვარად დაზიანდა იმ ორგანიზაციის ან მოქალაქის ბრალით, რომლებიც მოვალე არიან მისი სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შესატანები იხადონ, მაშინ იმ ორგანიზაციამ ან მოქალაქემ უნდა გადაუხადოს დაზარალებულს მიყენებული ვნების საზღაურის ის ნაწილი, რასაც არ ჰყოფნის დაზარალებულის მიერ მისაღები დახმარება ან პენსია, რომელიც მას ჯანმრთელობის დაზიანების შემდეგ დაენიშნა, და რომელსაც იგი ფაქტობრივად იღებს. ამ წესის გამონაკლისი შეიძლება დადგენილ იქნეს სსრ კავშირის კანონმდებლობით. დაზარალებულის სიკვდილის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უფლება აქვთ გარდაცვლილის რჩენაზე მყოფ არაშრომისუნარიან პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა. აღნიშნულ პირებს ზიანის ასანაზღაურებლად დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი მიეცემათ, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდა მიეღოთ. ზიანის საზღაური ეძლევათ: არასრულწლოვნებს თექვსმეტი წლის მიღწევამდე, ხოლო მოსწავლეს – თვრამეტ წლამდე; ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკზე უფროს ქალებს, სამოცი წლის ასაკზე უფროს მამაკაცებს – სიკვდილამდე; ინვალიდებს შრომის უნარის აღდგენამდე; გარდაცვლილის მეუღლეს ან მშობელს, რომლებიც არ მუშაობენ და გარდაცვლილის რვა წლის ასაკს მიუღწეველ შვილებს, შვილიშვილებს და და-ძმას უვლიან, ასაკისა და შრომისუნარიანობის მიუხედავად, ვიდრე მათი მოსავლელი ბავშვები რვა წლისა შესრულდებიან. მუხლი 474🔗. პასუხისმგებლობა იმ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიკვდილისათვის, რომლისთვისაც ვნების მიმყენებელი მოვალე არ არის სადაზღვევო შესატანები იხადოს თუ მოქალაქე დაასახიჩრა ან მას ჯანმრთელობა დაუზიანა ორგანიზაციამ ან მოქალაქემ, რომელიც მოვალე არ არის დაზარალებულის სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შესატანები იხადოს, ამ ორგანიზაციამ ან მოქალაქემ უნდა აუნაზღაუროს დაზარალებულს ეს ვნება ამ კოდექსის 457-ე, 458-ე და 463-ე მუხლების წესებით, ოღონდ საზღაურის იმ ნაწილის ფარგლებში, რასაც არ ჰყოფნის მის მიერ მისაღები დახმარება ან პენსია, რომელიც მას ჯანმრთელობის დაზიანების შემდეგ დაენიშნა და, რომელსაც იგი ფაქტობრივად იღებს. დაზარალებულის სიკვდილის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უფლება აქვთ ამ კოდექსის 473-ე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ პირებს, იქვე დადგენილი ოდენობით და იმავე მუხლის მესამე ნაწილში გათვალისწინებული ვადით. მუხლი 475🔗. ენების ანაზღაურება მოქალაქისათვის, რომელსაც დახმარება ან პენსია არ დაენიშნა თუ მოქალაქეს, რომლის სახელმწიფო სოციალური დაზღვევა სავალდებულოა, დასახიჩრებასთან ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებასთან დაკავშირებით დახმარება ან პენსია არ დაენიშნა, მაშინ ვნების მიყენებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა მის მიერ მიყენებული ვნება მთლიანად აანაზღაუროს (ამ კოდექსის 472-ე მუხლი). მუხლი 476🔗. პასუხისმგებლობა იმ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ სიკვდილისათვის, რომლის სახელმწიფო სოციალური დაზღვევა დაწესებული არ არის თუ დაზიანებულ იქნა იმ მოქალაქის ჯანმრთელობა, რომლის სახელმწიფო სოციალური დაზღვევა დაწესებული არ არის, მაშინ ვნების მიყენებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა აუნაზღაუროს დაზარალებულს ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯები და აგრეთვე შრომის უნარის დაკარგვით ან შემცირებით გამოწვეული ზიანი, ნაანგარიშები სათანადო კატეგორიის მუშის ან მოსამსახურის ხელფასის მიხედვით, თუკი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ დაზიანებულ იქნა კოლმეურნეობის წევრის ჯანმრთელობა, ვნებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა აუნაზღაუროს დაზარალებულს ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯები და აგრეთვე ზიანი, გამოწვეული იმ შემოსავლის დაკარგვით, რასაც იგი კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობით იღებდა; ამ შემოსავლის საზღაური არ უნდა აღემატებოდეს განსხვავებას შემოსავლის მთელი თანხასა და იმ თანხის შორის, რომელსაც დაზარალებული იღებს კოლმეურნეობაში კოლმეურნეებისათვის დადგენილი საპენსიო უზრუნველყოფის წესით. დაზარალებულის სიკვდილის შემთხვევაში ზემოაღნიშნული წესით გამოანგარიშებული ზიანის ანაზღაურების უფლება აქვთ ამ კოდექსის 473-ე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ პირებს, იქვე დადგენილი რაოდენობით და იმავე მუხლის მესამე ნაწილში გათვალისწინებული ვადით. მუხლი 477🔗. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება დაზარალებულის სიკვდილის შემთხვევაში ორგანიზაცია ან მოქალაქე, რომელიც პასუხს აგებს დაზარალებულის სიკვდილთან დაკავშირებული ზიანისათვის, მოვალეა გადაუხადოს დასაფლავების ხარჯები იმ პირს, ვინც ეს ხარჯები გასწია. მუხლი 478🔗. ზიანის ანაზღაურება თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში იმ მოქალაქის დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შემთხვევაში, რომელსაც თხუთმეტი წელი არ შესრულებია და შრომითი შემოსავალი არა აქვს, ზიანისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა აანაზღაუროს დაზარალებულის ჯანმრთელობის აღდგენის აუცილებელი ხარჯები. როცა დაზარალებული თხუთმეტი წლისა შესრულდება, ზიანისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა აუნაზღაუროს აგრეთვე შრომის უნარის დაკარგვისა ან შემცირებასთან დაკავშირებული ზიანიც იმ საშუალო ხელფასის კვალობაზე, რაც იმ ადგილას აქვს არაკვალიფიციურ მუშას. თუ თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვან მოქალაქეს, ვნების მიყენების მომენტისათვის ჰქონდა შრომითი შემოსავალი, მას უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ამ შემოსავლის მიხედვით, ოღონდ ეს საზღაური არ უნდა იყოს იმ ადგილის არაკვალიფიციური მუშის უმცირეს ხელფასზე ნაკლები. შრომითი საქმიანობის დაწყების შემდეგ დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად ამ კვალიფიკაციის მუშაკის გასამრჯელოს კვალობაზე გაუდიდდეს საზღაური ზიანისა, რაც მან ჯანმრთელობის დაზიანების გამო შრომის უნარის შემცირებით განიცადა. მუხლი 479🔗. სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის რეგრესული მოთხოვნები ვნების მიყენებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ან სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს რეგრესული მოთხოვნით აანაზღაუროს დახმარება ან პენსიის თანხა, რაც ამ კოდექსის 473-ე და 474-ე მუხლებში აღნიშნულ პირებს მიეცათ. ასეთივე რეგრესული მოთხოვნა შეიძლება წამოყენებულ იქნეს კოლმეურნეობის მიერ, რომელიც უხდის საპენსიო უზრუნველყოფას 476-ე მუხლში აღნიშნულ მოქალაქეებს. ვნების საზღაურის შემცირების შემთხვევაში (ამ კოდექსის 471-ე მუხლი) შესაბამისად მცირდება აგრეთვე საზღაური რეგრესული მოთხოვნითაც. მუხლი 480🔗. საზღაურის შეცვლა დაზარალებულის შრომის უნარის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში დაზარალებულს, რომელმაც შრომის უნარი ნაწილობრივ დაკარგა, უფლება აქვს ყოველთვის მოსთხოვოს დასახიჩრებისათვის ან ჯანმრთელობის სხვა დაშავებისათვის პასუხისმგებელ ორგანიზაციას ან მოქალაქეს საზღაურის სათანადო გადიდება, თუ მიყენებული ვნების მიზეზით მისი შრომის უნარი დროთა ვითარებაში შემცირდა იმასთან შედარებით, რაც შერჩენილი ჰქონდა იმ მომენტისათვის, როცა საზღაური მიესაჯა, აგრეთვე თუ შემცირდა პენსია, რომელსაც იგი სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით იღებს. მუხლი 481🔗. საზღაურის შემცირება ვნების მიმყენებელი პირის მოთხოვნით ორგანიზაციას ან მოქალაქეს, რომელსაც მისჯილი აქვს აანაზღაუროს ზიანი, რაც გამოწვეულია შრომის უნარის შემცირებით დასახიჩრებისა ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების გამო, აქვს უფლება ყოველთვის მოითხოვოს საზღაურის შემცირება, თუ დაზარალებულის შრომის უნარი გადიდდა იმასთან შედარებით, რაც მას შერჩენილი ჰქონდა საზღაურის მისჯის მომენტისათვის, აგრეთვე თუ გადიდებულ იქნა პენსია, რომელსაც იგი სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით იღებს. მუხლი 482🔗. საზღაურის გადახდის ვადები დაზარალებულის შრომის უნარის შემცირებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურება და აგრეთვე სიკვდილთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურება წარმოებს ყოველთვიური გადასახდელებით. მუხლი 483🔗. ზიანის ანაზღაურება ვნებისათვის პასუხისმგებელი იურიდიული პირის მოსპობის შემთხვევაში იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი ყოველთვიური გადასახდელები (ამ კოდექსის 482-ე მუხლი), დაზარალებულის დასახიჩრების, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების ან სიკვდილის გამო ეკისრება ამ იურიდიული პირის უფლებამონაცვლეებს. თუ იურიდიული პირის ლიკვიდაცია ისე მოხდა, რომ უფლებამონაცვლეები არ არიან, გადასახდელები, რაც დაზარალებულს ან ამ კოდექსის 473-ე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ პირებს ერგება, უნდა კაპიტალიზებულ იქნეს სახელმწიფო დაზღვევის წესების მიხედვით და შეტანილ იქნეს მის ორგანოებში, რათა გაიცეს იმ რაოდენობითა და იმ ვადებში, როგორც აღნიშნულია სათანადო გადაწყვეტილებაში ზიანის ანაზღაურების შესახებ. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების სარჩელი, დაკავშირებული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებასთან ან სიკვდილთან, რაც ამ იურიდიულმა პირმა მოქალაქეს შეამთხვია, წარედგინება მის ზემდგომ ორგანიზაციას, ან იმ ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნულია გადაწყვეტილებაში იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ. დაზარალებულის მიერ მისაღები საზღაურის გადიდებისა ან შემცირების მოთხოვნა, დამყარებული ამ კოდექსის 480-ე და 481-ე მუხლების საფუძვლებზე, წარედგინება: საზღაურის გადიდების შემთხვევაში ზიანის ამნაზღაურებელი იურიდიული პირის უფლებამონაცვლეს ან, შესაბამისად, ამ მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნულ ორგანიზაციას, ხოლო შემცირების შემთხვევაში, ვალდებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლის მიერ, შესაბამისად, ამ მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ზიანის საზღაურს იხდიან. იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომელიც დადგენილი წესით ცნობილია მოვალედ ამ კოდექსის 482-ე მუხლში აღნიშნული გადასახდელები იხადოს, ეს გადასახდელები უნდა კაპიტალიზებულ იქნეს სახელმწიფო დაზღვევის წესის მიხედვით და შეტანილ იქნეს დაზღვევის ორგანოში, რათა მან ისინი დადგენილი რაოდენობითა და წესით გასცეს. ამ კოდექსის 480-ე და 481-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნა ზიანის საზღაურის გადიდების ან შემცირების შესახებ ვალდებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში წარედგინება: გადიდებისას მის უფლებამონაცვლეს, ხოლო შემცირებისას ამ უფლებამონაცვლის მიერ, ლიკვიდაციის შემთხვევაში კი გადიდებისას ვალდებული იურიდიული პირის ზემდგომ ორგანიზაციას ან იმ ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნულია გადაწყვეტილებაში ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო შემცირებისას – ამ ორგანიზაციების მიერ მუხლი 484🔗. ზიანის ასანაზღაურებელი სარჩელების ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერება ჯანმრთელობის დაზიანებით ან სიკვდილით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი სარჩელის ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერებას ამ კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების გარდა იწვევს აგრეთვე დაზარალებულის ან ამ კოდექსის 473-ე და 474-ე მუხლებში აღნიშნული პირების მიმართვა სათანადო ორგანოებისადმი განცხადებით პენსიის ან დახმარების დანიშვნის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეჩერდება პენსიის თუ დახმარების დანიშვნამდე ან მანამდე, სანამ განმცხადებელს ამაზე უარს ეტყოდნენ. თავი ორმოცდამეორე სოციალისტური ქონების გადარჩენასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებანი მუხლი 485🔗. სოციალისტური ქონების გადარჩენის დროს მომხდარი ზიანის ანაზღაურება ზიანი, რომელიც მოქალაქემ საფრთხეში მყოფი სოციალისტური ქონების გადარჩენის დროს განიცადა, უნდა აანაზღაუროს ორგანიზაციამ, რომლის ქონების გადარჩენასაც დაზარალებული ცდილობდა. ასეთი ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში მოქმედებს, შესაბამისად, ამ კოდექსის 457-ე მუხლის პირველი ნაწილის, 468-ე, 470-ე და 472-ე მუხლების, 473-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 474-ე 477-ე და 479-ე 484-ე მუხლების წესები. თავი ორმოცდამესამე ქონების უსაფუძვლოდ შეძენის ან დაზოგვის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებანი მუხლი 486🔗. უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების დაბრუნების მოვალეობა პირი, რომელმაც კანონით ან გარიგებით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეიძინა ქონება სხვის ხარჯზე, მოვალეა დაუბრუნოს უკანასკნელს უსაფუძვლოდ შეძენილი ქონება. ასეთი მოვალეობა წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც, როცა ქონების შეძენას შემდგომში საფუძველი მოაკლდა. თუ უსაფუძვლოდ შეძენილი ქონების ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, უნდა ანაზღაურდეს მისი ღირებულება, რაც ამ ქონებას შეძენის მომენტში ჰქონდა. ქონება, რომელიც შეძენილია სხვის ხარჯზე არა გარიგების მიხედვით, არამედ ისეთი მოქმედების შედეგად, რომელიც შეგნებულად სოციალისტური სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოა, თუ მისი კონფისკაცია არ არის მოსახდენი, უნდა სახელმწიფოს შემოსავლად ჩაირიცხოს. პირი, რომელმაც ქონება უსაფუძვლოდ მიიღო, მოვალეა აგრეთვე დააბრუნოს ან აანაზღაუროს მთელი შემოსავალი, რაც მან ამ ქონებით მოიპოვა ან უნდა მოეპოვებინა იმ დროიდან, როდესაც შეიტყო ან უნდა შეეტყო, რომ ქონება უსაფუძვლოდ აქვს მიღებული. ეს წესები ვრცელდება იმ შემთხვევაზედაც, როცა ქონება დაზოგილია სხვის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილი საფუძვლის გარეშე. მუხლი 487🔗. ქონება, რომელიც დასაბრუნებელი არ არის არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც უსაფუძვლოდ შეძენილი: 1) ქონება, რომელიც გადაცემულია ვალდებულების შესასრულებლად, შესრულების ვადაზე ადრე; 2) ქონება, რომელიც გადაცემულია ვალდებულების შესასრულებლად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც ასეთი შესრულება დაშვებულია კანონით; 3) საავტორო გასამრჯელო, გასამრჯელო აღმოჩენისა თუ ისეთი გამოგონებისათვის, რომლისთვისაც საავტორო მოწმობაა გაცემული, აგრეთვე გასამრჯელო  რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშისათვის იმ შემთხვევაში თუ ასეთი გასამრჯელო გადახდილია ორგანიზაციის მიერ ზედმეტად ან ისეთი საფუძვლით, რაც შემდეგში მოისპო, თანაც ნებაყოფლობით და ისე, რომ ანგარიშში შეცდომა არ მოსვლია და მიმღების მხრივ არაკეთილსინდისიერებას ადგილი არ ჰქონია; 4) ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებასა ან სიკვდილთან დაკავშირებული ზიანისათვის ზედმეტად გადახდილი საზღაური, თუ მიმღების მხრივ არაკეთილსინდისიერებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 კარი V საავტორო სამართალი მუხლი 488🔗. ნაწარმოებები, რომლებზედაც საავტორო უფლება ვრცელდება საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, დანიშნულებისა და ღირსებისა, აგრეთვე მათი რეპროდუქციის წესისა. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია ან არაა გამოქვეყნებული, მაგრამ გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ავტორის შემოქმედების ნაყოფის რეპროდუქციის შესაძლებლობას იძლევა (ხელნაწერი, ნახაზი, გამოსახულება, საჯაროდ წარმოთქმა ან შესრულება, ფირი, მექანიკური ან მაგნიტური ჩანაწერი და მისთ.). მუხლი 489🔗. საავტორო უფლების საგანი საავტორო უფლების საგანი შეიძლება იყოს: ზეპირი ნაწარმოები (წარმოთქმული სიტყვა, ლექცია, მოხსენება და მისთ.); წერილობითი ნაწარმოები (ლიტერატურული, მეცნიერული და ა.შ.); დრამატული და მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, აგრეთვე მუსიკალური ნაწარმოები, ტექსტიანი ან უტექსტო; თარგმანი; სცენარი, სასცენარო გეგმა; კინოფილმი, სატელევიზიო ფილმი, რადიოგადაცემა და სატელევიზიო გადაცემა; ქორეოგრაფიული ნაწარმოები და პანტომიმა, რომელთა დადგმის შესახებ არსებობს წერილობითი ან სხვა სახის მითითებები; ფერწერითი, სკულპტურული, არქიტექტურული, გრაფიკული და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები, ილუსტრაცია, ნახატი, ნახაზი; გეგმა, ესკიზი და პლასტიკური ნაწარმოები, რომლებიც მეცნიერებას, ტექნიკას ან სცენაზე დრამატულ თუ მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოების დადგმას ეხება; გეოგრაფიული, გეოლოგიური და სხვა ამგვარი რუკები; ფოტოგრაფიული ნაწარმოები და ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები; ნაწარმოებები, რომლებიც გამოსახულია მექანიკური ან სხვა ტექნიკური ჩანაწერის დახმარებით; სხვა ნაწარმოები. საავტორო უფლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე და ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილ ნაწარმოებზე დაცული იქნება, თუ ნაწარმოების ყოველ ცალზე აღნიშნულია ავტორის სახელი და ნაწარმოების გამოქვეყნების ადგილი და წელი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 490🔗. გამოქვეყნებული ნაწარმოები ნაწარმოები გამოქვეყნებულად ითვლება, თუ იგი გამოცემულია, საჯაროდ შესრულებულია, საჯაროდ ნაჩვენებია, გადაცემულია რადიოთი თუ ტელევიზიით ან, თუ მას სხვა რაიმე საშუალებით მოქალაქეთა განუსაზღვრელი წრე გაეცნო. ნაწარმოების გამოქვეყნებად არ ითვლება ინფორმაცია ნაწარმოების შესახებ, მისი შინაარსის გადმოცემით, აგრეთვე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნაწარმოების გამრავლება ხელნაწერის უფლებით. მუხლი 491🔗. საავტორო უფლება სსრ კავშირში გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე აღიარებულია საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც პირველად სსრ კავშირის ტერიტორიაზე გამოქვეყნდა ანდა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოიპოვება რაიმე ობიექტური ფორმით, ავტორისა და მისი მემკვიდრეებისათვის მათი მოქალაქეობის მიუხედავად, აგრეთვე ავტორის სხვა უფლებამონაცვლეებისათვის. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 492🔗. საავტორო უფლება საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე აღიარებულია საქართველოს სსრ და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების იმ მოქალაქეთა საავტორო უფლება, რომელთა ნაწარმოები პირველად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოქვეყნდა ან იქ რაიმე ობიექტური ფორმით მოიპოვება. ეს უფლება აღიარებულია აგრეთვე ამ მოქალაქეთა უფლებამონაცვლეთათვის. სხვა პირთა საავტორო უფლების აღიარება ნაწარმოებზე, რომელიც პირველად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოქვეყნდა ან იქ რაიმე ობიექტური ფორმით მოიპოვება, ხდება სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საავტორო უფლების დაცვა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაწარმოების გამოქვეყნების ფაქტი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო შეთანხმებების დებულებათა თანახმად. საქართველოს სსრ და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქე ავტორთა უცხოელი უფლებამონაცვლეების მიმართ საავტორო უფლება საქართთველოს სსრ ტერიტორიაზე აღიარებული იქნება იმ შემთხვევებში, თუ ეს უფლება მათ გადაეცათ სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 493🔗. ავტორის უფლებები ავტორს უფლება აქვს: 1) გამოაქვეყნოს თავისი ნაწარმოები, მოახდინოს მისი რეპროდუქცია და გაავრცელოს იგი ყველა ხერხით, რაც კანონითაა დაშვებული, თავისი ნამდვილი სახელით, პირობითი სახელით (ფსევდონიმით) ან სახელის აღუნიშვნელად (ანონიმურად); 2) მოითხოვოს ნაწარმოების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; 3) მიიღოს საზღაური სხვა პირის მიერ ნაწარმოების გამოყენებისათვის, კანონში აღნიშნული შემთხვევების გარდა; საავტორო გასამრჯელოს განაკვეთებს აწესებს საქართველოს სსრ მინიტრთა საბჭო გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სსრ კავშირის კანონმდებლობა ამ განაკვეთების დამტკიცებას სსრ კავშირის გამგებლობას აკუთვნებს. თუ საავტორო გასამრჯელოს დამტკიცებული განაკვეთები არ არსებობს, ავტორის საზღაური ნაწარმოების გამოყენებისათვის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქე-ავტორის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი ნაწარმოების გამოყენების უფლების გადაცემის წესს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 494🔗. თანაავტორობა საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია ორი ან მეტი პირის საერთო შრომით (კოლექტიური ნაწარმოები) ეკუთვნით თანაავტორებს ერთობლივ, იმისდა მიუხედავად ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს ასეთი ნაწარმოები, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომლებსაც თავისთავადი მნიშვნელობაც აქვთ. თითოეულ თანაავტორს აქვს საავტორო უფლება კოლექტიური ნაწარმოების იმ თავისთავადი მნიშვნელობის მქონე ნაწილზე, რომელიც მის მიერაა შექმნილი. კოლექტიური ნაწარმოების ნაწილი თავისთავადი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევა, თუ შეიძლება მისი გამოყენება ნაწარმოების სხვა ნაწილებისაგან დამოუკიდებლად. კოლექტიური ნაწარმოების საავტორო უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება ავტოთა შეთანხმებით, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ფორმით გამოიხატოს. საავტორო უფლება აღნიშნულ ნაწარმოებზე ხორციელდება ერთობლივ ყველა ავტორის მიერ, ხოლო გასამრჯელო ნაწილდება მათ შორის სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. მუხლი 495🔗. იურიდიული პირის საავტორო უფლება იურიდიულ პირს საავტორო უფლება ეკუთვნის იმ შემთხვევებსა და იმ ფარგლებში, რაც დადგენილია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. ეს დებულება არ ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც საავტორო უფლება მოიპოვეს ხელშეკრულებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 496🔗. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით საავტორო უფლება იმ ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამეცნიერო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით, ეკუთვნის მის ავტორს. ამ ორგანიზაციის მიერ ასეთი ნაწარმოების გამოყენებისა და ავტორისათვის გასამრჯელოს მიცემის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა. მუხლი 497🔗. კრებულების შემდგენთა საავტორო უფლება საავტორო უფლება ისეთ ნაწარმოებთა კრებულზე, რომლებიც ვისიმე საავტორო უფლების საგანს არ წარმოადგენენ, როგორებიცაა: კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვა ოფიციალური დოკუმენტები, ხალხური შემოქმედების ნაწარმოებები, რომელთა ავტორებიც უცნობია, ძველი აქტები და ძეგლები, აგრეთვე სხვა ნაწარმოებები, რომლებიც საავტორო უფლებით დაცული არ არის, ეკუთვნის კრებულის შემდგენელს, თუ მან კრებულში შეტანილი მასალა დამოუკიდებლად დაამუშავა ან მისი სისტემატიზაცია მოახდინა. საავტორო უფლება ეკუთვნის აგრეთვე იმ პირს, რომელმაც დამოუკიდებლად დაამუშავა აღნიშნული სახის ცალკეული ნაწარმოები. ეს უფლება არ უშლის ხელს სხვა პირს გამოაქვეყნოს იგივე ნაწარმოები, თუ მან ეს ნაწარმოები დამოუკიდებლად დაამუშავა ან იგი სისტემაში მოიყვანა. კრებულის შემდგენელი, რომელმაც დაამუშავა ან სისტემაში მოიყვანა და კრებულში შეიტანა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ვისიმე საავტორო უფლების საგანს წარმოადგენს, სარგებლობს საავტორო უფლებით ამ კრებულზე, ოღონდ აღნიშნულ ნაწარმოებთა ავტორების უფლებათა შეულახველობის პირობით. მუხლი 498🔗. ორგანიზაციის საავტორო უფლება პერიოდულ და სხვა გამოცემებზე ორგანიზაციას, რომელიც დამოუკიდებლად ან რომელიმე გამომცემლობის მეშვეობით აქვეყნებს მეცნიერულ კრებულებს, ენციკლოპედიურ ლექსიკონებს, ჟურნალებს ან სხვა პერიოდულ გამოცემებს, ეკუთვნის საავტორო უფლება ამ გამოცემაზე მთლიანად. აღნიშნულ გამოცემებში შეტანილ ნაწარმოებთა ავტორებს ეკუთვნით საავტორო უფლება თავიანთ ნაწარმოებზე. მუხლი 499🔗. საავტორო უფლება კინოფილმებზე, სატელევიზიო ფილმებზე, რადიოგადაცემებსა და სატელევიზიო გადაცემებზე საავტორო უფლება კინოფილმზე ან სატელევიზიო ფილმზე ეკუთვნის იმ საწარმოს, რომელმაც იგი გადაიღო. საავტორო უფლება სამოყვარულო კინოფილმზე ან სატელევიზიო ფილმზე ეკუთვნის მის ავტორს ან თანაავტორებს. სცენარის ავტორს, კომპოზიტორს, რეჟისორ-დამდგმელს, მთავარ ოპერატორს, მხატვარ-დამდგმელს და სხვა ავტორებს, რომელთა ნაწარმოებებიც შესულია კინოფილმსა ან სატელევიზიო ფილმში შემადგენელი ნაწილებად, ეკუთვნით საავტორო უფლება თავიანთ ნაწარმოებზე. საავტორო უფლება რადიოგადაცემასა და სატელევიზიო გადაცემაზე ეკუთვნის გადამცემ რადიო ორგანიზაციას ან სატელევიზიო ორგანიზაციას, ხოლო გადაცემებში შეტანილ ნაწარმოებებზე – მათ ავტორებს. მუხლი 500🔗. ავტორის ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ავტორის ნაწარმოების გამოყენება (მათ შორის თარგმნა) სხვა პირთა მიერ დასაშვებია მხოლოდ ავტორთან ან მის უფლებამონაცვლეებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა კანონში აღნიშნული შემთხვევებისა. იმ პირს, რომელმაც გამოიყენა სხვისი ნაწარმოები ახალი ნაწარმოების შესაქმნელად, ამ კოდექსის 506-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე. ეს უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს გამოიყენონ იგივე ნაწარმოები ახალი ნაწარმოების შესაქმნელად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 501🔗. ნაწარმოების თარგმნა სხვა ენაზე გამოქვეყნების მიზნით ნაწარმოების სხვა ენაზე თარგმნა დასაშვებია მხოლოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლეების თანხმობით. სსრ კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ნება დართონ ნაწარმოების სხვა ენაზე თარგმნისა და ამ თარგმანის გამოქვეყნებისა, მაგრამ შესაბამის შემთხვევებში სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობათა დაცვით. სხვა ენაზე თარგმნილი ნაწარმოების გამოყენებისათვის გასამრჯელოს მიღების უფლება ეკუთვნის ორიგინალის ავტორს ყველა შემთხვევაში, გარდა კანონში მითითებულისა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 502🔗. მთარგმნელის საავტორო უფლება მთარგმნელს აქვს საავტორო უფლება თავის თარგმანზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 503🔗. ნაწარმოების ხელშეუხებლობის და ავტორის სახელის დაცვა მის სიცოცხლეში ნაწარმოების გამოცემის, საჯაროდ შესრულებისა და სხვა სახით მისი გამოყენების დროს აკრძალულია რაიმე ცვლილების შეტანა ავტორის ნებართვის გარეშე როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებასა და ავტორის სახელში. აკრძალულია აგრეთვე ავტორის ნებართვის გარეშე ილუსტრაციების, წინასიტყვაობის, ბოლოსიტყვაობის, კომენტარებისა და რაიმე სხვა განმარტებების დართვა ნაწარმოებისათვის მისი გამოცემის დროს. ავტორის თანხმობა, რომელიც მიღებულია საავტორო ხელშეკრულების დადების დროს, არ შეიძლება გაუქმებულ იქნეს ცალმხრივად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 504🔗. ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორის უფლებების დაცვა ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორის ქონებრივსა და პირად უფლებებს, იმ დრომდე, სანამ ავტორი თავის ნამდვილ სახელს საყოველთაოდ არ გამოამჟღავნებს, იცავს ის ორგანიზაცია, რომელსაც ავტორთა უფლებების დაცვა ეკისრება. მუხლი 505🔗. ნაწარმოების ხელშეუხებლობის დაცვა ავტორის სიკვდილის შემდეგ ავტორს უფლება აქვს იმავე წესით, რა წესითაც ინიშნება ანდერძის აღმსრულებელი (ამ კოდექსის 554-ე მუხლი) დანიშნოს პირი, რომელსაც იგი აკისრებს ნაწარმოების ხელშეუხებლობის დაცვას თავისი სიკვდილის შემდეგ. ავტორის მიერ დანიშნული პირი იცავს ნაწარმოებთა ხელშეუხებლობას თავის სიკვდილამდე. თუ ასეთი პირი დანიშნული არ არის, ნაწარმოებთა ხელშეუხებლობას ავტორის სიკვდილის შემდეგ იცავენ მისი მემკვიდრეები, და აგრეთვე ორგანიზაციები, რომელთაც დაკისრებული აქვთ საავტორო უფლებების დაცვა. აღნიშნული ორგანიზაციები იცავენ ნაწარმოებთა ხელშეუხებლობას მაშინაც, როცა მემკვიდრეები არ არიან ან მათი საავტორო უფლების ვადა გავიდა (ამ კოდექსის 509-ე მუხლი). მუხლი 506🔗. ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობის გარეშე და საავტორო გასამრჯელოს გადაუხდელად ავტორის თანხმობის გარეშე და საავტორო გასამრჯელოს გადაუხდელად, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორის გვარის და თვით წყაროს აუცილებელი მითითებით, დასაშვებია: 1) გამოქვეყნებული სხვისი ნაწარმოების გამოყენება ახალი, შემოქმედებითად დამოუკიდებელი ნაწარმოების შესაქმნელად, გარდა თხრობითი ნაწარმოების გადამუშავებისა დრამატულ ნაწარმოებად ან სცენარად და პირიქით, აგრეთვე დრამატული ნაწარმოების გადამუშავებისა სცენარად და პირიქით; 2) რეპროდუცირება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ცალკეული გამოცემული ნაწარმოებებისა და მათი ნაწყვეტებისა მეცნიერულ და კრიტიკულ ნაშრომებში, სასწავლო და პოლიტიკურ-საგანმანათლებლო გამოცემებში; ამასთან, რეპროდუცირება ციტატების სახით დასაშვებია იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს გამოცემის მიზანი, ხოლო რეპროდუცირება სხვა სახით, მათ შორის კრებულებში, არ უნდა აღემატებოდეს ერთი ავტორის ნაწარმოებების ერთი საავტორო თაბახის საერთო ოდენობას; 3) პერიოდული პრესის, კინოს, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის რეფერატების, ანოტაციების, მიმოხილვების და სხვა საინფორმაციო-დოკუმენტური ფორმით, ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა შესახებ; 4) საჯაროდ წარმოთქმული სიტყვების, მოხსენებების, აგრეთვე ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა რეპროდუცირება კინოში, რადიოთი და ტელევიზიით, რეპროდუცირებად ითვლება აგრეთვე საჯაროდ შესრულებული ნაწარმოებთა რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაცია უშუალოდ მათი შესრულების ადგილიდან; 5) საჯაროდ წარმოთქმული სიტყვების, მოხსენებების, აგრეთვე ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების ნაწარმოებთა გამოქვეყნებული ორიგინალის თუ მათი თარგმანის რეპროდუცირება გაზეთებში; 6) სახვითი ხელოვნების ნაწარმოების რომელიმე წესით რეპროდუცირება, გარდა მექანიკურ-კონტაქტური ხერხით პირის გადაღებისა, თუ ეს ნაწარმოები  ისეთ ადგილასაა, სადაც შესვლა თავისუფალია, გამოფენებისა და მუზეუმების გამოკლებით; 7) ბეჭდვითი ნაწარმოებების რეპროდუცირება საგანმანათლებლო, სასწავლო და სამეცნიერო მიზნით, მოგების მიუღებლად; 8) სხვისი ნაწარმოების გამოყენება ან რეპროდუცირება პირად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით; 9) გამოქვეყნებული ნაწარმოების გამოცემა უსინათლოთათვის რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1976 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1976 წ., მუხ. 185 მუხლი 507🔗. ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობის გარეშე საავტორო გასამრჯელოს გადახდით ავტორის თანხმობის გარეშე, ოღონდ მისი სახელის აღნიშვნით და საავტორო გასამრჯელოს გადახდით შეიძლება: 1) გამოქვეყნებული ნაწარმოების საჯაროდ შესრულება, ოღონდ იმ შეზღუდვით თუ დასწრება უფასოა, ავტორს მიეცემა გასამრჯელო მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2) საჯაროდ შესრულებისა ან გავრცელების მიზნით გამოქვეყნებული ნაწარმოებების ჩაწერა ფირზე, ფირფიტაზე, მაგნიტურ ლენტზე ან სხვა რაიმე ხერხით გარდა ნაწარმოების გამოყენებისა კინოში, რადიოში ან ტელევიზიაში (ამ კოდექსის 506-ე მუხლის მე-4 პუნქტი); 3) გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოების გამოყენება კომპოზიტორის მიერ ტექსტიანი მუსიკალური ნაწარმოების შესაქმნელად, ამ შემთხვევაშიც ტესტის ავტორს გასამრჯელოს ის ორგანიზაცია უხდის, რომელიც ასეთ ნაწარმოებს გამოიყენებს; 4) სახვითი ხელოვნების ნაწარმოების, აგრეთვე ფოტოგრაფიული გამოქვეყნებული ნაწარმოების გამოყენება სამრეწველო ნაკეთობებში; ამ შემთხვევებში ავტორის სახელის აღნიშვნა სავალდებულო არ არის. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 508🔗. საავტორო უფლების მოქმედების ვადა საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის მთელს სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 25 წლის განმავლობაში. ეს დრო გამოითვლება გარდაცვალების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან. ავტორის სიკვდილის შემდეგ მისი სახელის და ნაწარმოების ხელშეუხებლობის დაცვა ხორციელდება ამ კოდექსის 503-ე და 505-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 509🔗. საავტორო უფლების მემკვიდრეობით გადასვლა საავტორო უფლება გადადის მემკვიდრეობით. მემკვიდრეობით არ გადადის ავტორის უფლება სახელზე და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება. ავტორის სიკვდილის შემდეგ საავტორო უფლება ნაწარმოებზე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გადადის მემკვიდრეობით და მოქმედებს 25 წლის განმავლობაში, ავტორის გარდაცვალების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაწყებული. საავტორო უფლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებსა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებზე მოქმედებს 20 წლის განმავლობაში დღიდან ამ ნაწარმოების რეპროდუქციის წესით გამოქვეყნებისა. საავტორო უფლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებსა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებზე გადადის მემკვიდრეობით იმ ვადის განმავლობაში, რაც დარჩა ავტორის გარდაცვალების დღისათვის. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 510🔗. საავტორო უფლების მოქმედების ვადა კოლექტიურ ნაწარმოებზე საავტორო უფლება კოლექტიურ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული ავტორის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და გადადის მემკვიდრეობით. თითოეული თანაავტორის მემკვიდრეები სარგებლობენ საავტორო უფლებით 25 წლის განმავლობაში, ავტორის გარდაცვალების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაწყებული. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 511🔗. ორგანიზაციის საავტორო უფლების მოქმედების ვადა ორგანიზაციის საავტორო უფლება უვადოა. თუ ორგანიზაცია რეორგანიზაციის წესით მოისპო, მისი საავტორო უფლება გადადის უფლებამონაცვლეზე, ხოლო ლიკვიდაციის დროს სახელმწიფოზე. მუხლი 512🔗. საავტორო უფლების დაცვა თუ ნაწარმოები გამოყენებულ იქნა ავტორთან ან მის უფლებამონაცვლეებთან ხელშეკრულების დაუდებლად (ამ კოდექსის მე-500 მუხლი) ან დარღვეულ იქნა ავტორის თანხმობის გარეშე ნაწარმოების გამოყენებისათვის დადგენილი პირობები (ამ კოდექსის 506-ე, 507-ე მუხლები), აგრეთვე, თუ დარღვეულ იქნა ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება (ამ კოდექსის 503-ე მუხლი) ან ავტორის სხვა არაქონებრივი პირადი უფლებები, მაშინ ავტორს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს და ამ კოდექსის 505-ე მუხლში აღნიშნულ სხვა პირებს შეუძლიათ მოითხოვონ დარღვეული უფლების აღდგენა (სათანადო შესწორების შეტანა, პუბლიკაცია პრესაში ან სხვა რამ საშუალებით მომხდარი დარღვევის შესახებ) ან ნაწარმოების გამოქვეყნების აკრძალვა, ანდა მისი გავრცელების შეწყვეტა. თუ ავტორმა ან მისმა უფლებამონაცვლეებმა საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად ზარალი განიცადეს (ამ კოდექსის 212-ე მუხ.), ავტორს ან მის უფლებამონაცვლეებს უფლება აქვთ ამ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად, მოითხოვონ აგრეთვე ზარალის ანაზღაურება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 513🔗. საავტორო უფლების გამოსყიდვა სახელმწიფოს მიერ ავტორის უფლება ნაწარმოების გამოცემისა, საჯარო შესრულებისა და სხვაგვარი გამოყენებისა, შეიძლება იძულებით იქნეს გამოსყიდული სახელმწიფოს მიერ ავტორისაგან ან მისი მემკვიდრეებისაგან, ყოველ ცალკე შემთხვევაში საქართველოს სსრ მინიტრთა საბჭოს საგანგებო დადგენილებით. იმ ნაწარმოების გამოყენების წესსა და პირობებს, რომელზედაც საავტორო უფლება სახელმწიფომ გამოისყიდა, დაადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. მუხლი 514🔗. ნაწარმოების გამოცხადება სახელმწიფოს კუთვნილებად ნაწარმოები, რომლის მიმართ საავტორო უფლებას ვადა გაუვიდა, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიძლება გამოცხადებულ იქნეს სახელმწიფოს კუთვნილებად. სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადებული ნაწარმოების გამოყენების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 515🔗. საავტორო ხელშეკრულება და მისი ტიპები ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს უფლება აქვთ ნაწარმოების გამოყენების მიზნით დადონ სათანადო ორგანიზაციასთან საავტორო ხელშეკრულება. საავტორო ხელშეკრულებები შეიძლება იყოს ორი ტიპისა: საავტორო ხელშეკრულება გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ; საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულება. გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ავტორი ან მისი უფლებამონაცვლე გადასცემს ან კისრულობს შექმნას და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადასცეს ორგანიზაციას თავისი ნაწარმოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გამოსაყენებლად, ხოლო ორგანიზაცია კისრულობს გამოიყენოს ეს ნაწარმოები ან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეუდგეს მის გამოყენებას (ამ კოდექსის 522-ე მუხ.) აგრეთვე ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს მისცეს გასამრჯელო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულებით ავტორი ან მისი უფლებამონაცვლე უფლებას აძლევს ორგანიზაციას გამოიყენოს მისი ნაწარმოები (მათ შორის თარგმნოს სხვა ენაზე ან გადააკეთოს იგი) იმ ფარგლებში და იმ ვადით, რაც დათქმულია ხელშეკრულებით, ხოლო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მას გასამრჯელო ამ უფლებისათვის, ან ნაწარმოების გამოყენებისათვის ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული ან თუ მხარეები სხვა რაიმეზე არ შეთანხმებულან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 516🔗. გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებათა სახეობები გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებებს მიეკუთვნება: 1) ხელშეკრულება ორიგინალის სახით ნაწარმოების გამოცემის ან ხელახლა გამოცემის შესახებ (საგამომცემლო ხელშეკრულება); 1​1 ) ხელშეკრულება ხელნაწერის დეპონირების შესახებ; 2) ხელშეკრულება გამოუქვეყნებელი ნაწარმოების საჯაროდ შესრულების შესახებ (დადგმის ხელშეკრულება), რომელიც, იმ შემთხვევაში, თუ ითვალისწინებს ერთდროული გასამრჯელოს გაცემას, ავტორს შეუძლია დადოს მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან; 3) ხელშეკრულება გამოუქვეყნებელი ნაწარმოების კინოფილმში ან სატელევიზიო ფილმში (სასცენარო ხელშეკრულება), რადიო თუ სატელევიზიო გადაცემებში გამოყენების შესახებ; 4) ხელშეკრულება საჯაროდ გამოყენების მიზნით სახვითი ხელოვნების ნაწარმოების შექმნის შესახებ (მხატვრული შეკვეთის ხელშეკრულება); 5) ხელშეკრულება დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების გამოუქვეყნებელი ნაწარმოების მრეწველობაში გამოყენების შესახებ; აგრეთვე სხვა ხელშეკრულებები ლიტერატურის, მეცნიერების ან ხელოვნების ნაწარმოებთა სხვა რომელიმე წესით გამოსაყენებლად გადაცემის შესახებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 517🔗. საავტორო ხელშეკრულების ფორმა საავტორო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით (ამ კოდექსის 44-ე მუხლი). წერილობითი ფორმა სავალდებულო არ არის, როცა ნაწარმოების პერიოდულ გამოცემაში ან ენციკლოპედიურ ლექსიკონში უნდა გამოქვეყნდეს. მუხლი 518🔗. ტიპობრივი საავტორო ხელშეკრულებანი ტიპობრივ საავტორო ხელშეკრულებებს ამტკიცებს საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებასა და შემოქმედებითს კავშირებთან შეთანხმებით, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი ხელშეკრულების დამტკიცებას სსრ კავშირის კანონმდებლობა სსრ კავშირის გამგებლობას აკუთვნებს. საავტორო ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს ისეთ პირობას, რომელიც ტიპობრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. ავტორთან დადებული ხელშეკრულების პირობები, რომლებიც აუარესებს მის მდგომარეობას კანონით ან ტიპობრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობასთან შედარებით, ბათილია და შეიცვლებიან კანონით ან ტიპობრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 519🔗. საავტორო გასამრჯელოს რაოდენობა საავტორო ხელშეკრულების მიხედვით საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე მისაცემი გასამრჯელო განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, დამტკიცებული განაკვეთების ფარგლებში, თუ ასეთი განაკვეთები არსებობს (ამ კოდექსის 493-ე მუხლი). მუხლი 520🔗. ნაწარმოების ჩაბარება და მოწონება გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ავტორი მოვალეა შეასრულოს შეკვეთილი ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ჩააბაროს იგი ორგანიზაციას ხელშეკრულებით დათქმული წესით და დადგენილ ვადაში. ორგანიზაცია მოვალეა არაუგვიანეს ტიპობრივი ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა წერილობით შეატყობინოს ავტორს, რომ მისი ნაწარმოები მოწონებულია ან დაწუნებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით, ანდა აცნობოს, რომ ნაწარმოები მოითხოვს აუცილებელ შესწორებას და თანაც ზუსტად მიუთითოს, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ეს შესწორება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუ ტიპობრივი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ავტორს წერილობითი შეტყობინება არ გაეგზავნა, ნაწარმოები ითვლება მოწონებულად ორგანიზაციის მიერ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 521🔗. მესამე პირის მიერ იმ ნაწარმოების გამოყენების შეზღუდვა, რომელზედაც დადებულია ხელშეკრულება გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ავტორს არა აქვს უფლება მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებაში აღნიშნული ნაწარმოები ან მისი ნაწილი იმავე სახით გამოსაყენებლად, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, გარდა ტიპობრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთი შეზღუდვის ვადა წესდება ტიპობრივი ხელშეკრულებით, მაგრამ არ შეიძლება აღემატებოდეს სამ წელს იმ დღიდან, როცა ორგანიზაციამ ნაწარმოები მოიწონა. ტიპობრივი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს შემთხვევას, როცა ავტორს უფლება არა აქვს გადასცეს თავისი ნაწარმოები გამოსაყენებლად სხვა სახით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის დათქმული. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 522🔗. ორგანიზაციის მოვალეობა გამოიყენოს ნაწარმოები გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ორგანიზაცია მოვალეა გამოიყენოს ან შეუდგეს მის გამოყენების ხელშეკრულებით დათქმული წესით და დადგენილ ვადაში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ორ წელს ნაწარმოების მოწონების დღიდან. ეს მოვალეობა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც დადო სასცენარო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება სამხატვრო შეკვეთის შესახებ. ნაწარმოების მოცულობისა და გამოყენების ხასიათის გათვალისწინებით, ტიპობრივი ხელშეკრულებით შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ამ მუხლში აღნიშნულზე ნაკლები ზღვრული ვადა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 523🔗. საკუთრების უფლების გადასვლა შეკვეთით შექმნილ სახვით ხელოვნების ნაწარმოებზე სახვითი ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც შეკვეთით შეიქმნა გადადის შემკვეთის საკუთრებად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ავტორს რჩება საავტორო უფლება ამ ნაწარმოებზე. ნაწარმოების მესაკუთრეს უფლება აქვს გამოფინოს ეს ნაწარმოები საჯარო გამოფენაზე ავტორისათვის დამატებითი გასამრჯელოს გადაუხდელად. მუხლი 524🔗. სახვითი ხელოვნების ნაწარმოებში გამოსახული მოქალაქის ინტერესების დაცვა სახვითი ხელოვნების ისეთი ნაწარმოების გამოქვეყნება, რეპროდუქცია და გავრცელება, რომელშიც სხვა პირია გამოსახული, შეიძლება მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ მისი შვილებისა და ქვრივის თანხმობით. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, როცა გამოქვეყნება ხდება სახელმწიფოს ან საზოგადოების ინტერესებისათვის, ან თუ გამოსახული პირი პოზირებისათვის ავტორისაგან სასყიდელს იღებდა. მუხლი 525🔗. შეკვეთით შესრულებული არქიტექტურული, საინჟინრო და სხვა ტექნიკური გეგმების გამოყენების წესი ორგანიზაციის შეკვეთით შესრულებული არქიტექტურული, საინჟინრო და სხვა ტექნიკური გეგმები, ნახაზები და სურათები შემკვეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი საჭიროებისათვის, გადასცეს მესამე პირს გამოსაყენებლად ან გამოაქვეყნოს პრესაში ავტორისათვის დამატებითი გასამრჯელოს გადაუხდელად. მუხლი 526🔗. საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულება სხვა ენაზე გადათარგმნის ან გადაკეთების გზით ნაწარმოების გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ სხვა ენაზე გადათარგმნის ან გადაკეთების გზით (კერძოდ, თხრობითი ნაწარმოებისა დრამატულ ნაწარმოებად ან სცენარად, ანდა პირიქით) ნაწარმოების გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავენ მხარეები ხელშეკრულების დადებისას, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 527🔗. ავტორის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის ავტორი მოვალეა დააბრუნოს საავტორო გასამრჯელო, რომელიც მან მიიღო გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით. თუ ორგანიზაციამ მოშალა ხელშეკრულება იმის გამო, რომ ავტორმა: თავისი ბრალით არ ჩააბარა ნაწარმოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში; არ შეასრულა შეკვეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ან შეასრულა არაკეთილსინდისიერად; უარი თქვა შესწორებების შეტანაზე, რომლებიც მას მოთხოვეს იმ წესით და იმ ფარგლებში, რაც დადგენილი იყო ხელშეკრულებით; დაარღვია მოვალეობა, პირადად შეესრულებინა სამუშაო ან დაარღვია ამ კოდექსის 521-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. თუ ორგანიზაციამ დაიწუნა ნაწარმოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით, მაგრამ ვერ დაამტკიცა სასამართლო წესით ავტორის არაკეთილსინდისიერება შეკვეთილი სამუშაოს შესრულებისას, მაშინ ავტორს რჩება ხელშეკრულების თანახმად მიღებული მთელი გასამრჯელო ან მისი ნაწილი განსაზღვრული ტიპობრივი ხელშეკრულებით. ეს ნაწილი არ შეიძლება ხელშეკრულების თანხის 25 პროცენტზე ნაკლები იყოს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 მუხლი 528🔗. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის თუ გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (ამ კოდექსის 522-ე მუხ.) ორგანიზაცია არ გამოიყენებს მოწონებულ ნაწარმოებს, ან არ შეუდგება მის გამოყენებას, იგი მოვალეა ავტორის მოთხოვნით მთლიანად გადაუხადოს მას დათქმული გასამრჯელო. ამ შემთხვევაში ავტორს უფლება აქვს აგრეთვე უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ხელშეკრულებით ჩაბარებული ნაწარმოების ცალების დაბრუნება. ორგანიზაცია თავისუფლდება მოვალეობისაგან, გადაუხადოს ავტორს გასამრჯელოს ის ნაწილი, რომელიც მას უნდა მიეღო ნაწარმოების გამოყენების დაწყების შემდეგ, თუ დაამტკიცებს, რომ არ შეეძლო გამოეყენებინა ნაწარმოები თვით ავტორისაგან დამოკიდებული გარემოებების გამო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974 წ., მუხ. 146 კარი V აღმოჩენის სამართალი მუხლი 529🔗. აღმოჩენის ავტორის (აღმომჩენის) უფლებები აღმოჩენის ავტორს (აღმომჩენს) უფლება აქვს მოითხოვოს აღიარება აღმოჩენის ავტორობისა და აღმოჩენაში თავისი პრიორიტეტისა, რაც დასტურდება დიპლომით, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევებში და იმ წესით, რაც გათვალისწინებულია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული „დებულებით აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების შესახებ“. აღმომჩენს აქვს გასამრჯელოს უფლება, რომელიც მას ეძლევა დიპლომის მიღების დროს, აგრეთვე შეღავათების უფლება, რომლებიც გათვალისწინებულია „დებულებით აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების შესახებ“. მუხლი 530🔗. აღმომჩენის უფლებათა გადასვლა მემკვიდრეობით გარდაცვლილი აღმომჩენის დიპლომის მიღების უფლება, აგრეთვე აღმოჩენისათვის გასამრჯელოს მიღების უფლება გადადის მემკვიდრეობით კანონით დადგენილი წესით. მუხლი 531🔗. დავა აღმოჩენის ავტორობის შესახებ დავას აღმოჩენის ავტორობის (თანაავტორობის) შესახებ გადაწყვეტს სასამართლო. კარი VI გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების და სამრეწველო ნიმუშის უფლება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 532🔗. საავტორო მოწმობა და პატენტი გამოგონებაზე გამოგონების ავტორს თავისი არჩევანის მიხედვით შეუძლია მოითხოვოს ან თავისი ავტორობის აღიარება სახელმწიფოსათვის გამოგონებაზე განსაკუთრებული უფლების გადაცემით, ან თავისი ავტორობის აღიარება გამოგონებაზე მისთვის განსაკუთრებული უფლების მიკუთვნებით. პირველ შემთხვევაში მას მიეცემა საავტორო მოწმობა, მეორე შემთხვევაში პატენტი. საავტორო მოწმობისა და პატენტის გაცემა წარმოებს იმ პირობებითა და იმ წესით, რომლებიც გათვალისწინებულია „დებულებით აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების შესახებ“. იმ გამოგონების დაპატენტება, რომელიც მოხდა სსრ კავშირის ფარგლებში ან საბჭოთა მოქალაქემ საზღვარგარეთ მოახდინა, აგრეთვე საბჭოთა გამოგონებების ყოველგვარი გადაცემა საზღვარგარეთ შეიძლება მხოლოდ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 533🔗. გამოყენება გამოგონებისა, რომელზედაც გაცემულია საავტორო მოწმობა იმ შემთხვევაში, როდესაც გამოგონებაზე გაცემულია საავტორო მოწმობა, სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება ამ გამოგონებაზე მოქმედებს თხუთმეტი წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან. სახელმწიფო კისრულობს იზრუნოს გამოგონების განხორციელებისათვის მისი დანერგვის მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანაბარი უფლება გამოიყენონ გამოგონებები, რომლებიც მათ საქმიანობის წრეს შეეხება. აღნიშნულ გარემოებათა გამოყენება სხვა ორგანიზაციებისა და პირების მიერ რეწვის მიზნით თხუთმეტი წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან დასაშვებია მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ნებართვით. გამომგონებელს, რომელსაც საავტორო მოწმობა მიეცა, თუ მისი გამოგონების გამოყენების შემთხვევაში, აქვს გასამრჯელოს უფლება გამოგონების გამოყენების შედეგად მიღებული ეკონომიის ან სხვა დადებითი ეფექტის მიხედვით, აგრეთვე შეღავათების უფლება შესაბამისად „დებულებისა, აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების შესახებ“. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 534🔗. გამოგონებაზე პატენტის მფლობელის უფლებები პატენტები გაიცემა თხუთმეტი წლის ვადით განაცხადის შეტანის დღიდან. იმავე დღიდან დაცულია განმცხადებლის უფლებები. არავის არ შეუძლია გამოიყენოს გამოგონება იმ პირის თანხმობის გარეშე, ვისაც პატენტი ეკუთვნის (პატენტის მფლობელი) პატენტის მფლობელს შეუძლია გასცეს თავისი გამოგონების გამოყენების ნებართვა (ლიცენზია) ან მთლიანად დაუთმოს პატენტი სხვა პირს. პატენტის მოქმედება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ვადამდე სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილ შემთხვევებში და წესით. ორგანიზაციას, რომელმაც გამომგონებლის მიერ განაცხადის შეტანამდე და მისგან დამოუკიდებლად გამოიყენა გამოგონება სსრ კავშირის ფარგლებში ანდა ამისათვის აუცილებელი მთელი სამზადისი გასწია, რჩება უფლება კვლავაც უსასყიდლოდ გამოიყენოს ეს გამოგონება. დავა ამ საკითხზე გადაწყდება სასამართლო წესით. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოგონებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის, ხოლო ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პატენტის მფლობელთან პატენტის დათმობის ან ლიცენზიის მიცემის თაობაზე, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით პატენტი შეიძლება იძულებით იქნეს გამოსყიდული სახელმწიფოს მიერ ან შესაბამის ორგანიზაციას შეიძლება მიეცეს გამოგონების გამოყენების ნებართვა და თან განისაზღვროს პატენტის მფლობელის გასამრჯელო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 535🔗. რაციონალიზატორული წინადადების ავტორის უფლებები დასანერგავად მიღებული რაციონალიზატორული წინადადებების ავტორს ეძლევა მისი ავტორობის დამადასტურებელი მოწმობა. მას აქვს გასამრჯელოზე უფლება წინადადების დანერგვის შედეგად მიღებული ეკონომიის ან სხვა დადებითი ეფექტის მიხედვით, აგრეთვე შეღავათების უფლება შესაბამისად „დებულებისა, აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების შესახებ“. მუხლი 535🔗​1. სამრეწველო ნიმუშის უფლება სამრეწველო ნიმუშის ავტორს თავისი არჩევანით შეუძლია მოითხოვოს ან თავისი ავტორობის აღიარება სახელმწიფოსათვის სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების გადაცემით, ან თავისი ავტორობის აღიარება სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მიკუთვნებით. პირველ შემთხვევაში სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა მოწმობა, მეორე შემთხვევაში – პატენტი. მოწმობა და პატენტი გაიცემა სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესით. იმ შემთხვევაში, როდესაც სამრეწველო ნიმუშზე გაცემულია მოწმობა. სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება ამ ნიმუშზე მოქმედებს ათი წლის განმავლობაში ნიმუშის პრიორიტეტის თარიღიდან. პატენტზე დამყარებული განსაკუთრებული უფლება სამრეწველო ნიმუშზე მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში ამ ნიმუშის პრიორიტეტის თარიღიდან. აღნიშნული ვადა პატენტის მფლობელის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა. სამრეწველო ნიმუშის ავტორს, რომელსაც მოწმობა მიეცა, ამ ნიმუშის გამოყენების შემთხვევაში აქვს უფლება გასამრჯელოზე, აგრეთვე შეღავათების უფლება სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების შესაბამისად. სსრ კავშირის ფარგლებში შექმნილი სამრეწველო ნიმუშების საზღვარგარეთ დაპატენტება და საბჭოთა მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ შექმნილი სამრეწველო ნიმუშების დაპატენტება, აგრეთვე საბჭოთა სამრეწველო ნიმუშების ნებისმიერი გადაცემა საზღვარგარეთ დაიშვება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 536🔗. გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორის მონაწილეობა წინადადების დანერგვაში გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორები მონაწილეობენ თავიანთი წინადადებების დანერგვის სამუშაოთა განხორციელებაში სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 537🔗. გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორის უფლებების გადასვლა მემკვიდრეობით საავტორო მოწმობის ან გამოგონებაზე პატენტის, რაციონალიზატორულ წინადადებაზე მოწმობის, სამრეწველო ნიმუშზე მოწმობის ან პატენტის და გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშისათვის გასამრჯელოს მიღების უფლება, აგრეთვე პატენტზე დამყარებული განსაკუთრებული უფლება გამოგონებასა და სამრეწველო ნიმუშზე მემკვიდრეობით გადადის კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 538🔗. დავა ავტორობასა და გასამრჯელოს გაცემაზე დავა გამოგონების და სამრეწველო ნიმუშის ავტორობაზე (თანაავტორობაზე) გადაწყდება სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტს აგრეთვე დავას პირველობის შესახებ რაციონალიზატორული წინადადების წარდგენაში, თუ ეს დავა ვერ გადაწყვიტა იმ ორგანიზაციამ, სადაც წინადადება ინერგება. გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშებისათვის მისაღები გასამრჯელოს ოდენობის გამოანგარიშების წესის და გაცემის ვადების საკითხზე დავა გადაწყდება შესაბამისად აღმოჩენის, გამოგონების და რაციონალიზატორული წინადადების შესახებ დებულებით და სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულებით გათვალისწინებული წესით, ამასთან ავტორს, რომელსაც მიღებული გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნიათ, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 კარი VI მემკვიდრეობითი სამართალი მუხლი 539🔗. მემკვიდრეობის საფუძვლები მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ მემკვიდრეობა არ მიიღო, ანდა მეანდერძემ ჩამოართვა მემკვიდრეობა ყველა მემკვიდრეს, გარდაცვლილის ქონება მემკვიდრეობის უფლებით სახელმწიფოს ეკუთვნის. მუხლი 540🔗. სამკვიდროს გახსნის დრო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე, ხოლო გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში – ამ კოდექსის მე-20 მუხლში მითითებული დღე. მუხლი 541🔗. სამკვიდროს გახსნის ადგილი სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის უკანასკნელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (ამ კოდექსის მე-16 მუხლი), ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის, სამკვიდრო ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი. მუხლი 542🔗. მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება მემკვიდრეებად იყვნენ მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ: კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს – მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდრო დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. ანდერძით მემკვიდრეობისას – მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე ისინი ვინც ჩასახული იყვნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ. მუხლი 543🔗. მოქალაქეები, რომლებსაც მემკვიდრეობის უფლება არა აქვთ არა აქვთ მემკვიდრეობის უფლება არც კანონით და არც ანდერძით მოქალაქეებს, რომლებმაც თავიანთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით – სამკვიდროს დამტოვებლის, თუ რომელიმე მისი მემკვიდრის მიმართ, ანდა სამკვიდროს დამტოვებლის ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის განხორციელების საწინააღმდეგოდ ხელი შეუწყვეს თავის მოწოდებას მემკვიდრეებად, თუკი ეს გარემოებები დადასტურებულია სასამართლო წესით. ვერ იქნებიან კანონისმიერ მემკვიდრეებად შვილებისა მშობლები, რომლებსაც ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის არ იქნენ აღდგენილნი ამ უფლებებში, აგრეთვე მშობლები და სრულწლოვანი შვილები, რომლებიც ავზრახულად თავს არიდებდნენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას ერჩინათ სამკვიდროს დამტოვებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები ვრცელდება აგრეთვე საანდერძო დანაკისრის მიღების უფლებაზე (ამ კოდექსის 549-ე მუხლი). მუხლი 544🔗. კანონისმიერი მემკვიდრეები კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები (მათ შორის, შვილობილები, მეუღლე და მშობლები (მშვილებლები). პირველი რიგის მემკვიდრეა აგრეთვე გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა. სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები და შვილიშვილის შვილები ითვლებიან კანონისმიერ მემკვიდრეებად თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც სამკვიდროს დამტოვებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ისინი თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. მეორე რიგის მემკვიდრეებად არიან გარდაცვლილის და-ძმები, მისი ბებია და პაპა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. მეორე რიგის მემკვიდრეების მოწოდება მემკვიდრეებად ხდება მხოლოდ მაშინ, თუ პირველი რიგის მემკვიდრეები არ არიან, ან მათ უარი თქვეს მემკვიდრეობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა პირველი რიგის ყველა მემკვიდრეს მემკვიდრეობა ანდერძით ჩამოერთვა (მუხლები 543-ე და 546-ე). სამკვიდროს დამტოვებლის ძმისწულები და დისწულები ითვლებიან კანონისმიერ მემკვიდრეებად, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც სამკვიდროს დამტოვებლის მემკვიდრე იქნებოდა, ისინი თანასწორად იღებენ მემკვიდრეობის იმ წილს, რომელიც კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. კანონისმიერი მემკვიდრეების წრეს ეკუთვნიან არაშრომისუნარიანი პირები, რომლებიც სამკვიდროს დამტოვებლის რჩენაზე იყვნენ არანაკლებ ერთი წლისა მის სიკვდილამდე. თუ მათ გარდა სხვა მემკვიდრეებიც არიან, ისინი იღებენ მემკვიდრეობას იმ რიგის მემკვიდრეების თანასწორად, რომლებიც მოწოდებული არიან მემკვიდრეებად. შვილობილი და მისი შთამომავლები როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები გათანაბრებული არიან მშვილებელის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. შვილობილს აღარ ეკუთვნის კანონისმიერი მემკვიდრეობა თავიანთი მშობლების და აღმავალი მზის სხვა ღვიძლი ნათესავების, აგრეთვე და-ძმების გარდაცვალების შემდეგ. მშვილებელი და მისი ნათესავები როგორც შვილობილისა და მისი შთამომავლების მემკვიდრეები გათანაბრებული არიან შვილობილის მშობლებსა და სხვა ღვიძლ ნათესავებთან. შვილობილის მშობლებს აღმავალი ხაზის მის სხვა ღვიძლ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნის კანონისმიერი მემკვიდრეობა შვილობილისა ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ. მუხლი 545🔗. საოჯახო მოწყობილობისა და საყოფაცხოვრებო საგნების მემკვიდრეობა ჩვეულებრივი საოჯახო მოწყობილობა და საყოფაცხოვრებო საგნები ეკუთვნის სამკვიდროს დამტოვებელთან ერთად მცხოვრებ კანონისმიერ მემკვიდრეებს მათი მემკვიდრეობის რიგისა და სამემკვიდრეო წილის მიუხედავად, თუ ისინი ცხოვრობდნენ სამკვიდროს დამტოვებელთან არანაკლებ ერთი წლისა მის სიკვდილამდე და თანაც საერთო მეურნეობა ჰქონდათ მასთან ან მის რჩენაზე მყოფებოდნენ. მუხლი 546🔗. მემკვიდრეობა ანდერძით ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი (ჩვეულებრივი საოჯახო მოწყობილობისა და საყოფაცხოვრებო საგნების ჩათვლით) დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერი მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც. აგრეთვე სახელმწიფოს ან ცალკეულ სახელმწიფო, კოოპერაციული თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას. მოანდერძეს შეუძლია მემკვიდრეობა ანდერძით ჩამოართვას ერთს, რამდენიმე ან ყველა კანონისმიერ მემკვიდრეს. თუ მოანდერძემ არ აღნიშნა ანდერძში თითოეული მემკვიდრის წილი, ქონება ნაწილდება მათ შორის თანასწორად. ქონების ნაწილი, რომელსაც ანდერძი არ შეხებია, ნაწილდება ამ კოდექსის 544-ე და 545-ე მუხლების წესებით მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის. ამ მემკვიდრეთა რიცხვს ეკუთვნიან ის კანონისმიერი მემკვიდრეებიც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების დანარჩენი ნაწილი, აუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 547🔗. უფლება სავალდებულო წილზე სამკვიდრო ქონებაში სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს (მათ შორის, შვილობილებს), აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს (მშვილებლების) და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს, რა შინაარსისაც უნდა იყოს ანდერძი, ეკუთვნით სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლება იყოს ამ წილის ორ მესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერ მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ (სავალდებულო წილი) სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აგრეთვე იმ სამკვიდრო ქონების ღირებულება, რაც ჩვეულებრივი საოჯახო მოწყობილობისა და საყოფაცხოვრებო საგნებისაგან შედგება. მუხლი 548🔗. მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე მოკვდება ან სამკვიდროს არ მიიღებს. მუხლი 549🔗. საანდერძო დანაკისრი მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს ანდერძისმიერ მემკვიდრეს რაიმე ვალდებულების შესრულება (საანდერძო დანაკისრი) ერთი ან რამდენიმე პირის (საანდერძო დანაკისრის მიმღებთა) სასარგებლოდ, ხოლო საანდერძო დანაკისრის მიმღებნი იძენენ უფლებას მოითხოვონ ამ ვალდებულების შესრულება. საანდერძო დანაკისრის მიმღებად შეიძლება იყვნენ როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეში შემავალი პირები, ისე გარეშენიც მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს, რომელსაც საცხოვრებელი სახლი უანდერძა, ვალდებულება გადასცეს სხვა პირს მუდმივ სარგებლობაში ეს სახლი ან მისი ნაწილი. თუ ამ სახლის ან მისი ნაწილის საკუთრების უფლება შემდგომ სხვაზე გადავიდა, სამუდამო სარგებლობის უფლება ძალაში რჩება. მემკვიდრე, რომელსაც მოანდერძემ ამ საანდერძო დანაკისრის შესრულება დაავალა, ვალდებულია შეასრულოს იგი მხოლოდ მისთვის ნაანდერძევი სამკვიდრო ქონების ნამდვილი ღირებულების ფარგლებში, სამკვიდროს დამტოვებლის ვალის იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის გასტუმრებაც მას შეხვდა. თუ ანდერძისმიერ მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, სავალდებულო წილის უფლება აქვს სამკვიდრო ქონებაში, მაშინ იგი ასრულებს საანდერძო დანაკისრის მისთვის ნაანდერძევი სამკვიდრო ქონების ღირებულების მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რითაც იგი სავალდებულო წილის ღირებულებას აღემატება. თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სამკვიდროს გახსნამდე მოკვდა, ან მან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა, მაშინ ამ საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს. მუხლი 550🔗. რაიმე მოქმედების დაკისრება მემკვიდრისათვის საერთო სასარგებლო მიზნით მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით; თუ ეს მოქმედება ქონებას ეხება, გამოიყენება შესაბამისად ამ კოდექსის 549-ე მუხლის წესები.  მუხლი 551🔗. ანდერძის სანოტარო ფორმა ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს, ხოლო იქ სადაც სანოტარო ორგანო არ არის – სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო ან საქალაქო საბჭოს აღმასკომს. მოანდერძემ ხელი უნდა მოაწეროს ანდერძს აუცილებლად ნოტარიუსის ან სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის თანდასწრებით. თუ მოანდერძე ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო თვითონ ვერ მოაწერს ხელს, შეიძლება მისი თხოვნით ანდერძს ხელი მოაწეროს სხვა მოქალაქემ ნოტარიუსის, ხოლო იქ, სადაც სანოტარო ორგანოები არ არის, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირის (ამ კოდექსის 552-ე მუხლი) თანდასწრებით, ამასთან უნდა აღნიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ თვითონ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა. მუხლი 552🔗. ანდერძი, რომელიც უთანაბრდება ნოტარიულად დადასტურებულ ანდერძს ნოტარიულად დადასტურებულ ანდერძს უთანაბრდება: 1. საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფი ან მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლში მცხოვრები მოქალაქის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ, აგრეთვე მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორისა და მთავარი ექიმის მიერ; 2) სსრ კავშირის ალმით მცურავი საზღვაო ან შიდა ნაოსნობის გემზე მყოფი მოქალაქის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ გემის კაპიტნის მიერ. 3) სადაზვერვო, არქტიკულ და სხვა მათ მსგავს ექსპედიციაში მყოფი მოქალაქის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ ექსპედიციის უფროსის მიერ; 4) ჰოსპიტალში, სანატორიუმსა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის და სხვა პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმისა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, უფროსი და მორიგე ექიმის მიერ; 5) სამხედრო მოსამსახურის ანდერძი, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტში, სადაც არ არის სახელმწიფო სანოტარო კანტორა და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა ორგანო, აგრეთვე მუშა-მოსამსახურის, მისი ოჯახის წევრებისა და სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ; 6) თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსის მიერ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 27 მარტის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 28.03.1975 წ., მუხ. 49 მუხლი 553🔗. ანდერძის მოშლა და შეცვლა მოანდერძეს უფლება აქვს ყოველთვის შეცვალოს ან მოშალოს თავისი ანდერძი და შეადგინოს სხვა ანდერძი. შემდგომი ანდერძი აუქმებს ადრინდელს მთლიანად ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება. მოანდერძეს შეუძლია აგრეთვე მოშალოს ან შეცვალოს ანდერძი განცხადების შეტანის საშუალებით სახელმწიფო სანოტარო კანტორაში, ხოლო იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც სახელმწიფო სანოტარო კანტორა არ არის –  სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 27 მარტის ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 28.03.1975 წ., მუხ. 49 მუხლი 554🔗. ანდერძის აღსრულება ანდერძის აღსრულება ევალებათ, ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეებს. მოანდერძეს შეუძლია დაასახელოს ანდერძში სხვა პირი, რომელიც მემკვიდრე არ არის და, რომელსაც იგი ანდერძის აღსრულებას ავალებს (ანდერძის აღმსრულებელი). ასეთ შემთხვევაში საჭიროა აღმსრულებლის თანხმობა, რაც მან უნდა გამოხატოს წარწერით თვით ანდერძზე ან ანდერძზე დართულ განცხადებაში. მუხლი 555🔗. ანდერძის აღმსრულებლის უფლებამოსილება ანდერძის აღმსრულებელი უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის. ანდერძის აღმსრულებელს უფლება აქვს იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებისა, რაც მან ქონების დაცვისა და მართვისათვის გასწია. ანდერძის აღსრულების შემდეგ ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა მემკვიდრეების მოთხოვნით წარუდგინოს მათ ანგარიში. მუხლი 556🔗. სამკვიდროს მიღება იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს მან უნდა მიიღოს იგი, არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. იმ პირებს, ვისი მემკვიდრეობის უფლებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ სხვა მემკვიდრეებმა სამკვიდრო არ მიიღეს, შეუძლიათ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი ხნის განმავლობაში განაცხადონ, რომ თანახმა არიან მიიღონ სამკვიდრო; როცა აღნიშნული დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი გაგრძელებულ იქნება სამ თვემდე. მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. მუხლი 557🔗. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება ამ კოდექსის 556-ე მუხლით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუკი იგი ვადის გადაცილების მიზეზებს საპატიოდ მიიჩნევს. სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოსთვის მიუმართავადაც, თუ ამის თანახმად იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა დანარჩენი მემკვიდრე. ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამცდენ მემკვიდრეს მის ხვედრ ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს ან სახელმწიფო საკუთრებად გადავიდა ნატურად მიეცემა ის, რაც შერჩენილია, მას მიეცემა აგრეთვე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის რეალიზაციით მიღებული თანხა. მუხლი 558🔗. სამკვიდროს მიღების უფლებების გადასვლა სხვა მემკვიდრეზე თუ კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრედ მოწოდებული პირი გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ და ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში (ამ კოდექსის 556-ე მუხლი), სამკვიდროს იმ წილის მიღების უფლება, რაც გარდაცვლილს ერგებოდა, მის მემკვიდრეებზე გადადის (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). გარდაცვლილი მემკვიდრის ეს უფლება შეძლება განხორციელდეს მისი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი ხნის განმავლობაში, საერთო საფუძველზე; თუ ვადამდე დარჩენილი დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდეს. მუხლი 559🔗. უფლებები მემკვიდრისა, რომელიც სამკვიდრო ქონების მფლობელი და მმართველი გახდა სხვა მემკვიდრეების გამოცხადებამდე მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდა და სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას შეუდგა, არა აქვს უფლება განკარგოს (გაყიდოს, დააგირავოს და სხვ.), სამკვიდრო ქონება, ვიდრე სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვე გავიდოდეს ან მემკვიდრეობის უფლების მოწმობას მიიღებდეს. აღნიშნული ვადის გასვლამდე ან მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიღებამდე ამ მემკვიდრეს შეუძლია ხარჯოს სამკვიდრო ქონება მხოლოდ შემდეგი საჭიროებისათვის: 1) სამკვიდროს დამტოვებლის მოვლისა და მკურნალობისათვის ავადმყოფობის დროს და აგრეთვე დაკრძალვისათვის. 2) სამკვიდროს დამტოვებლის რჩენაზე მყოფ პირთა შენახვისათვის. 3) ხელფასის გასტუმრებისა და მასთან გათანაბრებული პრეტენზიების დაკმაყოფილებისათვი. 4) სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის. მუხლი 560🔗. უარის თქმა მემკვიდრეობაზე კანონისმიერ ან ანდერძისმიერი მემკვიდრეს შეუძლია ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან უარი თქვას მემკვიდრეობაზე, ამასთან, მას შეუძლია განაცხადოს, რომ უარს ამბობს მემკვიდრეობაზე სხვა პირების სასარგებლოდ კანონისმიერ მემკვიდრეთა (ამ კოდექსის 544-ე მუხლი) ან ანდერძისმიერ მემკვიდრეთა (ამ კოდექსის 546-ე მუხლი) წრიდან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ან ცალკეული სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სასარგებლოდ. უარის თქმა მემკვიდრეობაზე იმის აღუნიშვნელად, თუ ვის სასარგებლოდ ამბობს მემკვიდრე უარს მემკვიდრეობაზე, იწვევს იმავე შედეგებს, რაც სამკვიდროს მიუღებლობას მიჰყვება. არ შეიძლება უარის თქმა მემკვიდრეობაზე, თუ მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღებისა ან მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიცემის შესახებ. მემკვიდრეობაზე უარის სათქმელად მემკვიდრემ უნდა შეიტანოს განცხადება სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში. მუხლი 561🔗. სამკვიდრო წილის შემატება თუ კანონისმიერმა ან ანდერძისმიერმა მემკვიდრემ სამკვიდრო არ მიიღო, ან მას მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა ამ კოდექსის 543-ე და 546-ე მუხლების წესით, მაშინ მისი სამემკვიდრეო წილი მემკვიდრეებად მოწოდებულ დანარჩენ კანონისმიერ მემკვიდრეებზე გადადის და მათ შორის თანასწორად ნაწილდება. თუ სამკვიდროს დამტოვებელმა მთელი თავისი ქონება ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეებს დაუტოვა, მაშინ ის წილი, რაც მემკვიდრეობის უფლებაწართმეულ მემკვიდრეს უნდა რგებოდა, დანარჩენ ანდერძისმიერ მემკვიდრეებზე გადადის და მათ შორის თანასწორად ნაწილდება. ამ მუხლის წესები არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, როდესაც მემკვიდრემ უარი თქვა მემკვიდრეობაზე მეორე მემკვიდრის, სახელმწიფოს ან ცალკეული სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სასარგებლოდ კოდექსის 560-ე მუხლი) ან როდესაც მემკვიდრეობის უფლებაწართმეულ მემკვიდრეს მემკვიდრე დაენიშნა (ამ კოდექსის 548-ე მუხლი). მუხლი 562🔗. სამკვიდროს გადასვლა სახელმწიფოზე სამკვიდრო ქონება გადადის მემკვიდრეობით სახელმწიფოზე: 1) თუ იგი ნაანდერძევია სახელმწიფოსათვის. 2) როდესაც სამკვიდროს დამტოვებელს არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენია. 3) როცა მოანდერძემ ყველა მემკვიდრეს წართვა მემკვიდრეობის უფლება. 4) თუ არც ერთმა მემკვიდრემ სამკვიდრო არ მიიღო. თუ რომელიმე მემკვიდრემ უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, მაშინ სახელმწიფოზე გადადის სამკვიდრო ქონების წილი, რომელიც ამ მემკვიდრეს ერგებოდა. თუ კანონისმიერი მემკვიდრეები არ არიან და ანდერძით კი სამკვიდროს დამტოვებელმა თავისი ქონების მხოლოდ ნაწილი განკარგა, დანარჩენი ნაწილი სახელმწიფოზე გადადის. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდროს შემადგენლობაში შემავალი საავტორო უფლება, ან სამკვიდროზე უარის მთქმელი მემკვიდრის უფლება საავტორო გასამრჯელოს ნაწილზე ისპობა. მუხლი 563🔗. მემკვიდრის პასუხისმგებლობა სამკვიდროს დამტოვებლის ვალებისათვის მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო, პასუხს აგებს სამკვიდროს დამტოვებლის ვალებისათვის მის ხელში გადასული სამკვიდრო ქონების ნამდვილი ღირებულების ფარგლებში. ასეთივე საფუძვლით პასუხს აგებს სახელმწიფო, რომელმაც მიიღო ქონება ამ კოდექსის 562-ე მუხლის თანახმად. მუხლი 564🔗. სამკვიდროს დამტოვებლის კრედიტორების პრეტენზიები სამკვიდროს დამტოვებლის კრედიტორებს უფლება აქვთ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან წარუდგინონ თავისი პრეტენზიები სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეებს ან ანდერძის აღმსრულებელს და სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოს, ხოლო, სადაც სანოტარო ორგანო არ არის – სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო ან საქალაქო საბჭოს აღმასკომს, ან კიდევ აღძრას სარჩელი სასამართლოში სამემკვიდრეო ქონებისადმი.  პრეტენზიების წაყენება ხდება მიუხედავად იმისა, თუ როდის დგება ამა თუ იმ მოთხოვნის ვადა.  ამ წესების დაუცველობა იწვევს კუთვნილი მოთხოვნის უფლების დაკარგვას კრედიტორების მიერ. მუხლი 565🔗. სამკვიდრო ქონების დაცვა სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანო, ხოლო იქ, სადაც სანოტარო ორგანოები არ არის სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო ან საქალაქო საბჭოს აღმასკომი ახორციელებს ღონისძიებებს სამკვიდრო ქონების დაცვისათვის. როდესაც ეს საჭიროა სახელმწიფოს, მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებისა და კრედიტორების ინტერესებისათვის. სამკვიდრო ქონების დაცვა გრძელდება იქამდე, სანამ ყველა მემკვიდრე სამკვიდროს მიიღებს, ხოლო თუ იგი მიღებული არ არის – სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე. სანოტარო ორგანო, ხოლო იქ, სადაც სანოტარო ორგანო არ არის, სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო ან საქალაქო საბჭოს აღმასკომი ატყობინებს სამკვიდროს გახსნას მისი გახსნის ადგილას არმყოფ მემკვიდრეებს, თუ ცნობილია სად იმყოფებიან ისინი. თუ მემკვიდრეები სამკვიდროს გახსნის ადგილას არ იმყოფებიან, ამასთან სამკვიდრო ქონება მართვას საჭიროებს (საცხოვრებელი სახლი და მისთ.). აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამკვიდროს დამტოვებლის კრედიტორების მიერ აღძრულია სარჩელი – სანოტარო ორგანოს წარდგინებით ან სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო ან საქალაქო საბჭოს აღმასკომის თაოსნობით, მეურვეობის ორგანო უნიშნავს აღნიშნულ ქონებას მეურვეს. მუხლი 566🔗. მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა მემკვიდრეებად მოწოდებულ პირებს შეუძლიათ მოსთხოვონ მემკვიდრეობის გახსნის ადგილის სანოტარო კანტორას მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ასეთივე წესით გაიცემა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მაშინ, როცა სამკვიდრო ქონება სახელმწიფოზე გადადის (ამ კოდექსის 562-ე მუხლი). მუხლი 567🔗. მემკვიდრეობის უფლებაზე მოწმობის გაცემის ვადა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ეძლევა მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნის დღიდან. როგორც კანონისმიერი, ისე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის დროს მოწმობა შეიძლება მიეცეს მოქალაქეებს ექვს თვეზე ადრეც, თუ ორგანოს, რომელიც სანოტარო მოქმედებას ასრულებს, მოეპოვება ცნობა, რომ იმ პირების გარდა, ვინც მოწმობას თხოულობს სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ. მოწმობა, რომ მემკვიდრეობის უფლება სახელმწიფოს ეკუთვნის, ყველა შემთხვევაში გაიცემა არა უადრეს ექვსი თვისა სამკვიდროს გახსნის დღიდან. მუხლი 568🔗. სამკვიდრო ქონების გაყოფა სამკვიდრო ქონების გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით, იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგება. თუ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, გაყოფა სასამართლო წესით ხდება. თუ მემკვიდრეებს შორის არის ისეთი, რომელიც ჩასახულია, მაგრამ ჯერ არ დაბადებულა, მემკვიდრეებს შეუძლიათ გაიყონ სამკვიდრო ქონება, ოღონდ ჯერ უნდა გამოყონ ჩასახულის კუთვნილი სამემკვიდრეო წილი. ასეთ შემთხვევაში ჯერ არშობილი მემკვიდრის ინტერესების დასაცავად გაყოფაში მონაწილეობისათვის მიწვეულ უნდა იქნეს სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს წარმომადგენელი. მუხლი 569🔗. მემკვიდრეობა საკოლმეურნეო კომლში საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების  შემთხვევაში კომლის (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემდეგ კომლში (იმ მოქალაქის ოჯახში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ამ კარით დადგენილი წესები. კომლის (ოჯახის) წევრების გარდაცვალების შემდეგ მათი პირადი ქონება გადადის მათ მემკვიდრეებზე საერთო საფუძველზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 570🔗. ანაბრის განკარგვა მეანაბრის მიერ თავისი სიკვდილის შემთხვევისათვის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ანაბარი სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროში ან სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკში, უფლება აქვს მისცეს შემნახველ სალაროს ან ბანკს განკარგულება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ანაბარი მიეცეს მის მიერ დასახელებულ პირს ან სახელმწიფოს ანდა ცალკეულ სახელმწიფო, კოოპერაციულ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში ანაბარი არ შევა სამკვიდრო ქონების შემადგენლობაში და მასზე ამ კარის წესები არ ვრცელდება. წესი სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროსა თუ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკში ანაბრის განკარგვისას მეანაბრის სპეციალური მითითებით განისაზღვრება დასახელებული საკრედიტო დაწესებულებების წესდებებითა და დადგენილი რიგის თანახმად გამოცემული წესებით. თუ მეანაბრემ არ მისცა შემნახველ სალაროს ან ბანკს განკარგულება, მაშინ მისი გარდაცვალების შემდეგ ანაბარი ეძლევა მემკვიდრეებს საერთო საფუძველზე ამ კოდექსის წესით. კარი VIII უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებაუნარიანობა. უცხოეთის სახელმწიფოთა სამოქალაქო კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127 მუხლი 571🔗. უცხოელ მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებაუნარიანობა უცხოელი მოქალაქე სარგებლობს საქართველოს სსრ-ში სამოქალაქო უფლებაუნარიანობით საბჭოთა მოქალაქეების თანაბრად. ცალკეული გამონაკლისები შეიძლება დადგენილ იქნეს სსრ კავშირის კანონით. „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების“ 122-ე მუხლის შესაბამისად სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს შეუძლია დააწესოს სამაგიერო შეზღუდვები იმ სახელმწიფოთა მოქალაქეების მიმართ, სადაც შემოღებულია საბჭოთა მოქალაქეების სამოქალაქო უფლებაუნარიანობის სპეციალური შეზღუდვები. მუხლი 572🔗. მოქალაქეობის არმქონე პირთა სამოქალაქო უფლებაუნარიანობა მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს სსრ-ში სარგებლობენ სამოქალაქო უფლებაუნარიანობით საბჭოთა მოქალაქეების თანაბრად. ცალკეული გამონაკლისი შეიძლება დადგენილ იქნეს სსრ კავშირის კანონით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 572🔗​1. კანონი, რომელიც გამოიყენება უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამოქალაქო ქმედუნარიანობის მიმართ უცხოელი მოქალაქის სამოქალაქო ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, რომლის მოქალაქეც იგი არის. მოქალაქეობის არმქონე პირის სამოქალაქო ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამოქალაქო ქმედუნარიანობა იმ გარიგებათა მიმართ, რომლებიც დადებულია საქართველოს სს რესპუბლიკაში, და იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც წარმოიშობა საქართველოს სს რესპუბლიკაში ზიანის მიყენების შედეგად, განისაზღვრება საბჭოთა კანონით. საქართველოს სს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ცნობილ იქნენ არაქმედუნარიანად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 573🔗. უცხოეთის საწარმოებისა და ორგანიზაციების სამოქალაქო უფლებაუნარიანობა უცხოეთის საწარმოებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სს რესპუბლიკაში შეუძლიათ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე დადონ საგარეო ვაჭრობის გარიგებანი და შეასრულონ მასთან დაკავშირებული საანგარიშსწორებო, სადაზღვევო და სხვა ოპერაციები საბჭოთა საგარეო სავაჭრო გაერთიანებებთან და სხვა საბჭოთა ორგანიზაციებთან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ასეთ გარიგებათა დადების უფლება. უცხოეთის საწარმოებისა და ორგანიზაციების სამოქალაქო უფლებაუნარიანობა საგარეო ვაჭრობის გარიგებათა დადებისას და მასთან დაკავშირებული საანგარიშსწორებო, სადაზღვევო და სხვა ოპერაციების შესრულების დროს განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც დაარსებულია საწარმო ან ორგანიზაცია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 574🔗. გარიგების ფორმის განმსაზღვრელი კანონი საზღვარგარეთ დადებული გარიგების ფორმა განისაზღვრება გარიგების დადების ადგილის კანონით, მაგრამ გარიგება არ შეიძლება ბათილად ცნობილ იქნეს ფორმის დაუცველობის მიზეზით, თუ დაცულია სსრ კავშირის კანონმდებლობის და ამ კოდექსის მოთხოვნები. საბჭოთა ორგანიზაციების საგარეო-სავაჭრო გარიგებების ფორმა და მათი ხელმოწერის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით ამ გარიგებათა დადების ადგილის მიუხედავად. იმ გარიგებების ფორმა, რომლებიც საქართველოს სსრ-ში მყოფ შენობებს ეხება, განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსის წესებით. მუხლი 575🔗. კანონი, რომელიც მოქმედებს საგარეო-სავაჭრო გარიგებათა ვალდებულებების მიმართ მხარეთა უფლება-მოვალეობები საგარეო-სავაჭრო გარიგებაში განისაზღვრება გარიგების დადების ადგილის კანონით, თუ მხარეთა მეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგარეო ვაჭრობის გარიგებაში ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა და შეწყვეტა განისაზღვრება გარიგების შესრულების ადგილის მიხედვით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკუთრების უფლება ნივთზე, რომელიც საგარეო ვაჭრობის გარიგების მიხედვით გზაში იმყოფება, განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, საიდანაც ეს ნივთი გაგზავნეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი გარიგების დადების ადგილი განისაზღვრება საბჭოთა კანონით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 575🔗​1. კანონი, რომელიც გამოიყენება რწმუნებულების ფორმისა და მოქმედების ვადის მიმართ რწმუნებულების ფორმა და მოქმედების ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც გაცემულ იქნა რწმუნებულება. მაგრამ რწმუნებულება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად ფორმის დაუცველობის შედეგად, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს საბჭოთა კანონის მოთხოვნებს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 575🔗​2. კანონი, რომელიც გამოიყენება სასარჩელო ხანდაზმულობის მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისათვის. მოთხოვნები, რომლებზეც სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება, განისაზღვრება საბჭოთა კანონმდებლობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 575🔗​3. კანონი, რომელიც გამოიყენება საკუთრების უფლების მიმართ ნივთზე საკუთრების უფლება განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა და შეწყვეტა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც ეს ნივთი იმყოფებოდა იმ მომენტში, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც გახდა საკუთრების უფლების წარმოქმნის ან შეწყვეტის საფუძველი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 575🔗​4. კანონი, რომელიც გამოიყენება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულების მიმართ მხარეთა უფლებები და მოვალეობანი იმ ვალდებულებებში, რომლებიც წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად, განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც გახდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. მხარეთა უფლებები და მოვალეობანი იმ ვალდებულებებში, რომლებიც წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად საზღვარგარეთ, თუ მხარეები საბჭოთა მოქალაქეები ან საბჭოთა ორგანიზაციები არიან, განისაზღვრება საბჭოთა კანონით. უცხოური კანონი არ გამოიყენება, თუ მოქმედება ან სხვა გარემოება, რაც საფუძველია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, საბჭოთა კანონმდებლობით არ არის მართლსაწინააღმდეგო“. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977 წ., მუხ. 114 მუხლი 576🔗. მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი კანონი მემკვიდრეობითი ურთიერთობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა უკანასკნელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. პირის უნარი – შეადგინოს და მოშალოს ანდერძი, აგრეთვე ანდერძისა და მისი მოშლის აქტის ფორმა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქტის შედგენის მომენტში. მაგრამ ანდერძი და მისი მოშლა არ შეიძლება ჩაითვალოს ბათილად ფორმის დაუცველობის მიზეზით, თუ ეს ფორმა აქტის შედგენის ადგილის კანონისა ან საბჭოთა კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სსრ კავშირში მყოფი შენობების მიღება მემკვიდრეობით ყველა შემთხვევაში განისაზღვრება საბჭოთა კანონით. ამავე კანონით განისაზღვრება პირის უნარი შეადგინოს ან მოშალოს ანდერძი, აგრეთვე ანდერძის ფორმა, თუ სსრ კავშირში მყოფი შენობა არის ნაანდერძევი. მუხლი 577🔗. უცხოეთის კანონის გამოყენების შეზღუდვა უცხოეთის კანონი არ მოქმედებს, თუ მისი გამოყენება ეწინააღმდეგება საბჭოთა წყობილების საფუძვლებს. მუხლი 578🔗. საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები. ასეთივე წესი გამოიყენება საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობისაგან განსხვავებული სხვა წესები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984 წ., მუხ. 127