საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017294 134
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,071 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პენიტენციური კოდექსი საქართველოს კანონი 93% 15.12.2023 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 92% 08.07.2015 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 19.10.2015 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მატერიალური ფასეულობები 92% 03.07.2017 საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 25.07.2017
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
20.02.2025
27.06.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №10 2025 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) გენერალურ ინსპექციაში (შემდგომ – გენერალური ინსპექცია) მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს. 2. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეზე (შემდგომ – მოსამსახურე) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ სპეციალური კანონმდებლობით (ამ წესით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით) ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება გენერალური ინსპექციის სამხედრო მოსამსახურეებზე. 4. მოსამსახურეზე ვრცელდება სამინისტროს შინაგანაწესი, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2🔗. გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის პრინციპები გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლა ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით განსაზღვრულ საჯარო სამსახურის პრინციპებს, აგრეთვე, ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვასა და პატივისცემას, პროფესიონალიზმს, საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვას. მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები 1. მოსამსახურეს წარმოადგენს: ა) გენერალური ინსპექციის მოხელე (შემდგომ – მოხელე) - სამოქალაქო პირი ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, რომელიც განუსაზღვრელი ან გამოსაცდელი ვადით ინიშნება გენერალური ინსპექციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოხელეები წარმოადგენენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ნაწილდებიან შემდეგ იერარქიულ რანგებში: ა) პირველი რანგი: ა.ა) გენერალური ინსპექციის უფროსი; ბ) მეორე რანგი: ბ.ა) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი; ბ.ბ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; სამმართველოს უფროსი; სამმართველოს უფროსი – გამომძიებელი; გ) მესამე რანგი: გ.ა) სამმართველოს უფროსის მოადგილე; სამმართველოს უფროსის მოადგილე – გამომძიებელი; განყოფილების უფროსი; გ.ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი ინსპექტორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი; გ.გ) ინსპექტორი. მუხლი 4🔗. სამსახურში მიღების წესი  1. გენერალურ ინსპექციაში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წლის ასაკს; გ) თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები; დ) აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. მოსამსახურედ არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; დ) პირი, რომელმაც არ წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს მის მიერ დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას; ე) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი; ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება შვილს, მეუღლეს, მშობელს, დას, ძმას, აგრეთვე მეუღლის დას, ძმას ან/და მშობელს; თ) პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ი) პირი, რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები; ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 3. გენერალურ ინსპექციაში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები შესაძლოა განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით. 4. პირი გენერალურ ინსპექციაში მიიღება კონკურსის გარეშე და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 5. მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით. მუხლი 5🔗. ასაკობრივი შეზღუდვა 1. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის ზღვრული ასაკია 65 წელი. 2. გენერალურ ინსპექციაში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ მოსამსახურეს, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, მისივე თანხმობითა და მინისტრის ბრძანებით შეიძლება ერთჯერადად გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით. მუხლი 6🔗. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები 1. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით (თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), გენერალური ინსპექციის დებულებით, ამ წესით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტებით და მოსამსახურის სამუშაო აღწერილობით. 2. მოსამსახურეს ეკრძალება: ა) პოლიტიკური პარტიის წევრობა ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა; ბ) გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; გ) პერსონალური მონაცემების, კომერციულ, პროფესიულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. მოსამსახურის საქმიანობის/ქცევის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით. 4. მოსამსახურეს, კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების/გამოყენების უფლება. მუხლი 7🔗. მოხელის გადაყვანა  1. მოხელის გადაყვანა დასაშვებია: ა) გენერალური ინსპექციის რეორგანიზაციისას (დაბალ, ტოლფას ან მაღალ თანამდებობაზე); ბ) თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე;   გ) სამსახურებრივი დაწინაურებისას; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე; ე) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. 2. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაყვანა ხორციელდება გადასაყვანი მოხელის თანხმობით, ხოლო სხვა შემთხვევებში – წინასწარი შეტყობინებით, გენერალური ინსპექციის უფროსის დასაბუთებული წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება გენერალურ ინსპექციაში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები 1. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) სამსახურში მიღებისას მოსამსახურის მიერ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგნებულად დამალვა ან/და არასწორი მონაცემების წარდგენა; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია სამსახურიდან გათავისუფლება; ვ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის არადამაკმაყოფილებელი შეფასება; ზ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მოსამსახურის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ამ ნივთიერებების მოხმარების ფაქტზე შემოწმებისთვის თავის არიდება; თ) ზღვრული ასაკის მიღწევა; ი) გარდაცვალება; კ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. მოსამსახურე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; დ) თუ დარღვეულია სამსახურში მიღებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები (რასაც საფუძვლად უდევს დანიშნული პირის უკანონო ქმედება) ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 3. მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.