საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2025
ძალაში შესვლა 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017299 134
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/02/2025
1,227 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2025 მიღება
11.03.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 28.11.2014 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 01.04.2019 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 25.03.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.03.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 15.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №15 2025 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 11 მარტიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომ – „დეპარტამენტი“) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – „სამინისტრო“) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) წარმართოს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, განახორციელოს სხვა სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან და საქართველოში მათ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების დამყარება, წარმოება და განვითარების პროცესის კოორდინაცია/მონიტორინგი; ბ) წარმართოს საქართველოს თავდაცვის ატაშეების, საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინირებით, კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო: ა.ა) ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის განყოფილება; ა.ბ) პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილება; ბ) თავდაცვის ატაშეებისა და სამხედრო წარმომადგენლების სამმართველო: ბ.ა) საქართველოს თავდაცვის ატაშეს აპარატები; ბ.ბ) სამხედრო წარმომადგენლის აპარატები. 2.  ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სხვა სახელმწიფოებთან და მათ თავდაცვის უწყებებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) სხვა სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია; ე) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით; თ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ,  სამშვიდობო ოპერაციებში/საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა; ი) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა სახელმწიფოებში. 3. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილებები, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 4. ატაშეებისა და სამხედრო წარმომადგენლების სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წარმოდგენა თავდაცვის საკითხებში, ასევე თავდაცვის სფეროში საქართველოს წარმომადგენლობის (თავდაცვის ატაშეს/სამხედრო წარმომადგენლის აპარატების) ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საერთაშორისო საქმიანობაში მონაწილეობა, სხვა სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების მიზნით, მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად; გ) თავდაცვის ატაშეს/სამხედრო წარმომადგენლის (და მისი აპარატის მოსამსახურეების) კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობა, მომზადების და როტაციის წესით წარგზავნის პროცედურების კოორდინაცია; დ) თავდაცვის ატაშეს/სამხედრო წარმომადგენლის (და მისი აპარატის) ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის (მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფის) კოორდინაცია; ე) სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა თავდაცვის საკითხებში, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების ხელშეწყობა; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა; თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; ი) საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული სამშვიდობო ოპერაციების სამსახურებთან რეგულარული და მჭიდრო მუშაობა, თანამშრომლობის სხვადასხვა გზების მოძიების მიზნით; კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს სამხედრო კომიტეტთან, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე მუშაობა; ლ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით; მ) საერთაშორისო ორგანიზაციებში სამხედრო-პოლიტიკური მიმართულების სხდომებზე, კონფერენციებზე, სამუშაო შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე დასწრება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და სამინისტროში გადაგზავნა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის წარმართვა – საერთაშორისო ორგანიზაციების თავდაცვის სფეროს შესწავლა (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში გამოვლენილი გამოწვევები და ტენდენციები, სამხედრო-სამრეწველო, სამხედრო-ტექნიკური, დიპლომატიური პოტენციალი); თავდაცვის სფეროზე შესაძლო გავლენის მქონე პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პროცესების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, საერთაშორისო პროგრამების, თავდაცვის სამრეწველო ინდუსტრიის განვითარების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მოპოვება, დამუშავება და ანგარიშების წარმოდგენა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საპროტოკოლო საქმიანობის წარმართვა – საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს დელეგაციების ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა (საინფორმაციო მასალების, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკის და რეკომენდაციების მომზადება); საერთაშორისო ორგანიზაციაში სამსახურებრივი მივლინებით მყოფი სამინისტროს მოსამსახურეებისათვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; სასწავლო მივლინებით წარგზავნილი სამინისტროს/თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მონიტორინგი და მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა; პ) შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე, სამინისტროს სახელით სამართლებრივ დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებზე ხელმოწერა; ჟ) ხელმძღვნელობასთან შეთანხმებით, შესაბამისი უწყებების მიწვევით აღლუმებზე, სამხედრო წვრთნებზე, მანევრებზე, მიღებებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება; რ) სამინისტროს თავდაცვის ძალების საიუბილეო დღესასწაულებთან დაკავშირებით მიღებების მოწყობა; ს) ფინანსური ანგარიშვალდებულების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საქართველოს თავდაცვის ატაშეს და სამხედრო წარმომადგენლების აპარატები, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოხელეები და მათი უფლებამოსილება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და  მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,  მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; თ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ი) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) ორგანიზებას  უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული მომზადების საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. 6. სამმართველოს/განყოფილებას/აპარატს ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების/აპარატის უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების/აპარატის საქმიანობას; ბ) ახორციელებს სამმართველოს/განყოფილების/აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს/განყოფილების/აპარატის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 8. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად მისი არყოფნის შემთხვევაში, საჭიროების გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 9. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; გ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 10. თავდაცვის ატაშეს/სამხედრო წარმომადგენელს დავალებებსა და მითითებებს აძლევს: ა) მინისტრი; ბ) კურატორი მინისტრის  მოადგილე; გ) დეპარტამენტის უფროსი; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (ოპერატიული დაქვემდებარების ფარგლებში); ე) მინისტრის მიერ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირი. 11. სამხედრო წარმომადგენელს  საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში დავალებებსა და მითითებებს აძლევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი.