📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2025
ძალაში შესვლა 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.017305 190
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
3,687 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2025 მიღება
11.03.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.03.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.12.2019 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 96% 08.10.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 01.04.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.04.2018
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
20.02.2025
28.04.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება  №21 2025 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის  №35 ბრძანება; ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 11 მარტიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია (შემდგომ – ადმინისტრაცია) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომ – კანონმდებლობა) დადგენილი წესით. 2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე მინისტრის ცალკეული დავალებებით. 3. ადმინისტრაცია ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ასრულებს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების პრინციპების დაცვით. 4. ადმინისტრაცია, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, წარმოადგენს სამინისტროს. 5. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის უფლებამოსილებები 1. ადმინისტრაცია: ა) ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის (შემდგომ – სამოქალაქო ოფისი) მუშაობის ორგანიზებას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ურთიერთობის კოორდინაციას; ბ) უზრუნველყოფს სამოქალაქო ოფისის (გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ერთიან საქმისწარმოებას (საიდუმლო, არასაიდუმლო) და სამოქალაქო ოფისის არქივის მართვას. ასევე, სამინისტროს სისტემაში ერთიანი ტექნიკური პოლიტიკისა და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ახორციელებს მეთოდიკურ ხელმძღვანელობას საქმისწარმოებასა და საარქივო საქმეზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე, ამ მიზნით გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) აღრიცხავს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს; დ) წარმართავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) (შემდგომ – ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადი წესებისა და მოთხოვნების შემუშავებას, უზრუნველყოფს მისი იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის (NOS) რეკომენდაციების შესრულებას; ე) წარმართავს საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს (NSA) ფუნქციონირებას. აგრეთვე, უზრუნველყოფს შესაბამის დაწესებულებებში არსებული ნატოს  კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციის, პერსონალის, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოებისა ნორმების და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების კონტროლს; ვ) ახორციელებს სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების  დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების (ოფიციალური/სამუშაო ვიზიტები, სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების/მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიალი, სარიტუალო ღონისძიებები და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფას (განთავსება, ტრანსპორტირება, კვებითი ღონისძიებები, სასაჩუქრე სუვენირები და სხვ.); ზ) ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების გასატარებლად  სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობასა და სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების  ორგანიზებას, მათ შორის, ვიზებითა და ავიაბილეთებით უზრუნველყოფას; თ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასა და ამ მიზნებით  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და მონიტორინგს, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გამჭვირვალობასა და საჯაროობას; ი) უზრუნველყოფს სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებას, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის კონსულტაციის გაწევას, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროს თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობას; კ) უზრუნველყოფს მინისტრისათვის/მინისტრის მოადგილისთვის წარსადგენი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშვებას. 2. თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომ – ერთეული): ა) საორგანიზაციო სამსახური; ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახური; გ) პროტოკოლის სამსახური; დ) მინისტრის სამდივნო (სამსახური). 2. საორგანიზაციო სამსახური შედგება შემდეგი ერთეულებისგან: ა)  საქმისწარმოების სამმართველო: ა.ა) არასაიდუმლო წარმოების განყოფილება; ა.ბ) საიდუმლო წარმოების განყოფილება; ბ) საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო: ბ.ა) საჯარო ინფორმაციის განყოფილება; ბ.ბ) სამოქალაქო მისაღები (განყოფილება). 3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახური შედგება შემდეგი ერთეულებისგან: ა) უსაფრთხო კომუნიკაციების, პოლიტიკისა და აკრედიტაციის სამმართველო; ბ) ცენტრალური რეგისტრის სამმართველო; გ) კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილება (NDA). 4. პროტოკოლის სამსახური შედგება შემდეგი ერთეულებისგან: ა)  უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის სამმართველო. 5. მინისტრის სამდივნოში (სამსახურში) შედიან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანაშემწეები, მრჩევლები და სამდივნოს სხვა თანამშრომლები. მუხლი 4🔗. საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილებები 1. საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილებები: ა)  სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზება; ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საიდუმლო (გარდა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) და არასაიდუმლო ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოება; გ) სამოქალაქო ოფისის არქივის მართვა; დ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა; ე) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება, დანერგვა და დოკუმენტებზე მუშაობის მეთოდების სრულყოფა; ვ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საორგანიზაციო ბრძანებების (არასაიდუმლო)) ელექტრონულ პროგრამაში ასახვა და აღნიშნული აქტების კოდიფიცირება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციის (საიდუმლო, არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება შესაბამისი ადრესატისათვის, მათ შორის, იმ დოკუმენტებისა, რომლებიც დაკავშირებულია სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან; ი) ხელმოსაწერად წარსადგენი/გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი; კ) სამოქალაქო ოფისის საქმეთა ნომენკლატურის (საიდუმლო/არასაიდუმლო) შემუშავება; საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება, მათ შორის, იმ დოკუმენტებისა, რომლებიც დაკავშირებულია სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან; ლ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, დაგზავნა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) მოთხოვნის შემთხვევაში დაცული დოკუმენტების მოძიება, გაცნობის უზრუნველყოფა. ასლის დამზადება და გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად წარმოებადამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და დაარქივება; ო) სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საარქივოდ გადასაცემი წარმოებადამთავრებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება; პ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით, საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ჟ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამის კომისიებში მონაწილეობა; რ) სამინისტროს სამოქალაქო მისაღების საქმიანობის ორგანიზება და ზედამხედველობა; ს) ხელმძღვანელობის  მოქალაქეებთან შეხვედრების ორგანიზება; ტ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; უ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და კვარტალურად შესაბამისი სტატისტიკის მომზადება; ფ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის სამინისტროს ქვედანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და მათი შესრულების მონიტორინგი; ქ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს ქვედანაყოფების საერთო კოორდინაცია; ღ) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების განხორციელება, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ყ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის სფეროში, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; შ) საქართველოს სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაცია და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  საქმიანობის კოორდინაცია; ჩ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ც) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული ყოველწლიური ანგარიშის შედგენის/წარდგენის/გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საქმისწარმოების სამმართველოს უფლებამოსილებები: ა) ერთიანი საქმისწარმოების (არასაიდუმლო) უზრუნველყოფა სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში; ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საორგანიზაციო ბრძანება (არასაიდუმლო)) ელექტრონულ პროგრამაში ასახვა და აღნიშნული აქტების კოდიფიცირება; გ) სამინისტროს სამოქალაქო მისაღების მუშაობაში მონაწილეობა; დ) სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ჩამოწერილი (წარმოებადამთავრებული) დოკუმენტების მიღება და შენახვა; ე) წარმოებადამთავრებული საქმეების ფორმირება (საარქივოდ გამზადება) და დაარქივება; ვ) დაარქივებული და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საარქივოდ გამზადებული დოკუმენტების (საიდუმლო/არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, შენახვა და დაცვა; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან წარმოებადამთავრებული საქმეების მიღებისას გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება; თ) სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საარქივოდ გადასაცემი წარმოებადამთავრებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება; ი) დოკუმენტების საძიებო კატალოგის შექმნა; კ) სამოქალაქო ოფისის არქივის ელექტრონული ბაზის წარმოება/განახლება; ლ) სამოქალაქო ოფისის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული საიდუმლო გრიფის მქონე სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, ადრესატისათვის მიწოდება და შენახვა; მ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით, საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ნ) საიდუმლო დოკუმენტებზე/სამუშაოებზე დასაშვებ პირთა გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, მასალების დროულად წარდგენა დაშვების გასაფორმებლად/ხელახლა გასაფორმებლად და მათი მოქმედების ვადის კონტროლის უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნომენკლატურების მომზადება, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებთან დაშვებას; პ) საიდუმლო სამუშაოებზე, დოკუმენტებსა და ნაკეთობებზე დაშვებულ პირთა ინსტრუქტაჟის გამართვა; ჟ) დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციის (საიდუმლო, არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება შესაბამისი ადრესატისათვის, მათ შორის, იმ დოკუმენტებისა, რომლებიც დაკავშირებულია სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან; რ) მოთხოვნის შემთხვევაში დაცული დოკუმენტების მოძიება, გაცნობის უზრუნველყოფა. ასლის დამზადება და გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ტ) ხელმოსაწერად წარსადგენი/გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი; უ) კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა; ფ) სამოქალაქო ოფისის საქმეთა ნომენკლატურის (საიდუმლო/არასაიდუმლო) შემუშავება; საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება, მათ შორის, იმ დოკუმენტებისა, რომლებიც დაკავშირებულია სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან; ქ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, დაგზავნა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ღ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამის კომისიებში მონაწილეობა; ყ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საიდუმლო (გარდა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) და არასაიდუმლო ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოება; შ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. საქმისწარმოების სამმართველო ამ მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა-კ“ და „ჟ-ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს არასაიდუმლო წარმოების განყოფილების მეშვეობით; ბ) „ლ-პ“ და „ჟ-ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საიდუმლო წარმოების განყოფილების მეშვეობით. 4. საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფლებამოსილებები: ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და კვარტალურად შესაბამისი სტატისტიკის მომზადება; გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და მათი შესრულების მონიტორინგი; დ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს ქვედანაყოფების საერთო კოორდინაცია; ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ვ) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების განხორციელება, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის სფეროში, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; თ) საქართველოს სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაცია და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  საქმიანობის კოორდინაცია; ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული ყოველწლიური ანგარიშის შედგენის/წარდგენის/გამოქვეყნების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს სამოქალაქო მისაღების საქმიანობის უზრუნველყოფა; ლ) ხელმძღვანელობის მოქალაქეებთან შეხვედრების ორგანიზება; მ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთაგან შემოსულ კითხვებზე შესაბამისი პასუხების გაცემა, ხშირად დასმული კითხვების აღრიცხვა და ანალიზი; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო ამ მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ა-ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო ინფორმაციის განყოფილების მეშვეობით; ბ) „კ-ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოქალაქო მისაღების (განყოფილება) მეშვეობით. მუხლი 5🔗.  ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების  სამსახურის უფლებამოსილებები 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების  სამსახურის უფლებამოსილებები: ა) ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებადი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა; ბ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის (NATO Office of Security (NOS)) რეკომენდაციების განხორციელება; გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და სხვადასხვა დაწესებულებებში/ორგანოებში მოქმედი ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ (Personnel Security Clearance (PSC)) და იურიდიულ (Facility Security Clearance (FSC)) პირებზე დაშვების გაცემის უზრუნველყოფა; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და მონიტორინგი; ვ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დაცვის უზრუნველყოფა, კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიანი და რაციონალური შერჩევა და მომსახურება. 2.  უსაფრთხო კომუნიკაციების, პოლიტიკისა და აკრედიტაციის სამმართველოს უფლებამოსილებები: ა)  საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის სფეროში ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებადი საკანონმდებლო ბაზის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება; ბ)  საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელება და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა; გ) ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემის საქმიანობისა და ქვერეგისტრებში ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და პერსონალის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის კონტროლი; დ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების (Facility Security Clearance (FSC)) გაცემა; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების განხორციელება და წინადადებების შემუშავება ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით; ვ)  ქვერეგისტრების რეგულარული ინსპექტირების ჩატარება და მინისტრისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის (NOS) ინფორმირება ინსპექტირების შედეგების თაობაზე, ქვერეგისტრებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევებში და მინისტრისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინფორმირება შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგების თაობაზე; თ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს სამინისტროს სისტემაში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ევაკუაციის გეგმებისა და სამოქმედო ინსტრუქციების შემუშავება; ი) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და რეგულარული ტრენინგების ჩატარება კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირებისათვის ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ; კ) ნატოს წევრ ქვეყნებში კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან (National Security Authority(NSA)) თანამშრომლობის განვითარება; ლ) ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინფორმირება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემაში განხორციელებული ნებისმიერი ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ; მ) ნატოს უსაფრთხოების ოფისისათვის ანგარიშის წარდგენა კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ და  ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების  ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულება; ნ) ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული (National Communications Security Authority (NCSA)) კომუნიკაციების უსაფრთხოების ორგანოს როლის შესრულება; ო) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადამცემი და დამამუშავებელი საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; პ) უსაფრთხო საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების განსაზღვრა, დაცვის მექანიზმების კონფიგურაციის შერჩევა, ფუნქციონირება და შენარჩუნება, დაგეგმვის პროცესიდან სისტემის გაუქმებამდე სრული სიცოცხლის ციკლის განმავლობაში; ჟ) უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, უსაფრთხო ქსელებისა და სისტემების ტექნიკური ასპექტების ჩამოყალიბება, მოწყობა და იმპლემენტაცია, მათი პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების მართვა და კონტროლი, უსაფრთხო ქსელების და სისტემების შექმნა და ერთიანი სისტემების ადმინისტრირება; რ) კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეფასება, შერჩევა, დამტკიცება, კონტროლის წესების და პროცედურების უზრუნველყოფა, ასევე ტექნიკური ინფორმაციის კონტროლი; ს) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, კონტრზომების განსაზღვრა, მათი სისტემაში დანერგვა და წინადადებების შემუშავება ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით; ტ) ტემპესტ (TEMPEST) ტესტირების უზრუნველყოფა და შესაბამისი პროცედურების დანერგვა; უ) ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემის საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების რეგულარული ინსპექტირება/მონიტორინგი; ფ)  ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული (Security Accreditation Authority (SAA)) უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს როლის შესრულება; ქ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისათვის გამოყენებული უსაფრთხო სისტემების აკრედიტაცია და რეაკრედიტაცია; ღ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისათვის გამოყენებული უსაფრთხო სისტემების აკრედიტაციისთვის უსაფრთხოების გეგმების შემუშავება; ყ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონსულტაციების გაწევა როგორც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი სისტემების დანერგვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი წარმომადგენლებისთვის; შ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების  აუდიტი, ინსპექტირება და მონიტორიგი; ჩ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების  იდენტიფიცირებული რისკებისა და საფრთხეების, ასევე კონტრზომებისა და  უსაფრთხოების აკრედიტაციისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის  განხილვა; ც) საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სისტემის განვითარება და მართვა. 3. ცენტრალური რეგისტრის სამმართველოს უფლებამოსილებები: ა) ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციისა და მასთან დაშვებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ცენტრალიზებული აღრიცხვის წარმოება; ბ) სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დასაშვებ თანამდებობათა ნომენკლატურის მომზადება და დაწესებულებების/ორგანოების ხელმძღვანელთა წარდგინებით მინისტრისათვის იმ თანამდებობების წარდგენა, რომელთა საქმიანობის სფერო მოიცავს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს და საჭიროებს დაშვებას ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების გაცემის უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან/ ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიება/გამოთხოვა წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ, განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობების დადგენა, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატების (Personnel Security Clearance) მომზადება, რომელიც სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება მინისტრს; დ) ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და ცენტრალურ რეგისტრსა და ქვერეგისტრებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის „სიცოცხლის ციკლის“ (Lifecycle) მიმდინარე მდგომარეობის კონტროლი, რაც მოიცავს მიღებული, გავრცელებული, გაგზავნილი, ნათარგმნი, გამრავლებული ან განადგურებული კლასიფიცირებული დოკუმენტებისა და მათთან დაშვებული პერსონალის აღრიცხვას; ე) კლასიფიცირებული ინფორმაციის ნატოს მიერ აკრედიტებული კრიპტოგრაფიული საშუალებით ინფორმაციის დადგენილი წესით მიღება, გადაცემა და დამუშავება; ვ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრებზე პასუხისმგებელი პირებისათვის ტრენინგების ჩატარება. 4.  კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილების (NDA) უფლებამოსილებები: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის გამოყენებული კრიპტოგრაფიული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში ნატოს კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციის უზრუნველყოფა; გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კრიპტოგრაფიული სისტემების და კრიპტოგრაფიული მასალის მართვა, სრული აღრიცხვა, უსაფრთხო მოხმარება, შენახვა და განადგურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; დ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ინსპექტირება/მონიტორინგი; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და წინადადებების შემუშავება ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით; ვ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში კრიპტოგრაფიულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩამოყალიბება/განხორციელება. მუხლი 6🔗. პროტოკოლის სამსახურის უფლებამოსილებები 1. პროტოკოლის სამსახურის უფლებამოსილებები: ა) ახორციელებს სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების  დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების (ოფიციალური/სამუშაო ვიზიტები, სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების/მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიალი, სარიტუალო ღონისძიებები და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფას (განთავსება, ტრანსპორტირება, კვებითი ღონისძიებები, სასაჩუქრე სუვენირები და სხვ.); ბ) ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების გასატარებლად  სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობასა და სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების  ორგანიზებას, მათ შორის, ვიზებითა და ავიაბილეთებით უზრუნველყოფას. 2. უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებები: ა) საზღვარგარეთის დელეგაციების საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისას, ღონისძიებების ნუსხით გათვალისწინებული აქტივობების ორგანიზება და უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების გამართვის (სემინარები, საერთაშორისო და უწყებათაშორისი ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, სამხედრო ცერემონიალები, საერთაშორისო/მრავალეროვნული, ქვეყნის შიდა სწავლებები) უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს სახელით გამართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და ცერემონიებისათვის საჭირო მატერიალური ინვენტარით უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის ძალების თანამდებობის პირთა საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების უზრუნველყოფა: ავიაბილეთების და საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხების, საჭიროების შემთხვევაში შიდა ტრანსპორტირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ მიზნით სამსახურებრივი კოორდინაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ სამხედრო წარმომადგენლობებთან; ე)  სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისას, მათთვის ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენის ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით გამართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და მათი შემდგომი გადაგზავნა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსების მართვის დეპარტამენტებში. 3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის სამმართველოს უფლებამოსილებები: ა) სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში დიპლომატიური კორპუსის მოწვევა, ღონისძიებისას მათი განთავსების უზრუნველყოფა საერთაშორისოდ აღიარებული წესების მიხედვით, ღონისძიების ჩაცმულობის განსაზღვრა; ბ) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირთა საპროტოკოლო სიის შედგენა, მუდმივი განახლება და მათი მიწოდება საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლებისათვის  მოთხოვნის შესაბამისად; გ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლების სიის მუდმივი განახლება სამინისტროს  შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით; დ) სამინისტროსა და  საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირების საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ე) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობიდან შემოსული ინფორმაციის გაცნობა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისათვის და მასთან დაკავშირებული საჭირო საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება; ვ) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი თანამდებობის პირთათვის და წარმომადგენელთათვის სხვადასხვა ქვეყნების ვიზების მიღებაში დახმარების გაწევა. მუხლი 7🔗. მინისტრის სამდივნოს (სამსახურის) უფლებამოსილებები: მინისტრის სამდივნოს (სამსახურის) უფლებამოსილებები: ა) მინისტრისათვის/მინისტრის მოადგილისთვის წარსადგენი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშვება; ბ) მინისტრის/მინისტრის მოადგილის შესაბამისი შეხვედრების ანგარიშების მომზადება; გ) მინისტრის/მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ცვლილებებისა და რეფორმების ინიციირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ე) მინისტრის/მინისტრის მოადგილის დავალების შემთხვევაში მის მიერ განაწილებული კორესპონდენციის განხილვა და პროცესის მონიტორინგი; ვ) მინისტრის/მინისტრის მოადგილეების ღონისძიებების კალენდრის წარმოება; ზ) მინისტრის/მინისტრის მოადგილის და ადმინისტრაციის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულების ხელმძღვანელობა და კონტროლი. მუხლი 8🔗. სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი 1. სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ახორციელებს  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლითა და ამ მუხლით განსაზღვრულ შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობისა და რისკების შესწავლა; ბ) პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საუკეთესო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა; ე) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. მუხლი 9🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი. 2. ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, აგრეთვე ადმინისტრაციაში შემავალი სამსახურის უფროსი სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; გ) მართავს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; დ) ანაწილებს/ამტკიცებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის მუშაობის წარმართვისათვის; ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების, ასევე მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ი) პერიოდულად იბარებს ადმინისტრაციაში შემავალი ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ)  შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის უფლებამოსილებების შესასრულებლად; ლ) მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; მ) ასრულებს მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დავალებებს. 4. ადმინისტრაციის უფროსს, საშტატო ნუსხის შესაბამისად, ჰყავს  მოადგილე/მოადგილეები. 5. ადმინისტრაციის უფროსი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია განსაზღვროს  მოადგილეების საკურატორო სფერო. 6. ადმინისტრაციის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო იმავდროულად ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელე. 7. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს ადმინისტრაციაში შესულ კორესპონდენციას და ანაწილებს დავალებებს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა შორის; გ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) საჭიროების შემთხვევაში ახდენს ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას, ხელს აწერს სამინისტროს, მათ შორის,  საქართველოს თავდაცვის ძალების  სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას; ე) ასრულებს მინისტრის/მინისტრის მოადგილის და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 8. ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ერთეულის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) იღებს გადაწყვეტილებებს ერთეულის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) ანაწილებს მოვალეობებს/უფლებამოსილებებს ერთეულის მოსამსახურეებს შორის; ე) ერთეულის მოსამსახურეებს აძლევს  მითითებებს და დავალებებს; ვ) ზედამხედველობს ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის შესაბამისად, ახდენს დოკუმენტების ვიზირებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სტრუქტურული ერთეულებიდან; ი) შეიმუშავებს წინადადებებს ერთეულის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; კ) წარადგენს შუამდგომლობას ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;   ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომელიც საჭიროა ერთეულის უფლებამოსილების შესასრულებლად; მ) ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის  შესახებ. 9.  ერთეულის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული ერთი მოადგილე. 10. ერთეულის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთეულის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საჭიროების გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული პროფესიული საჯარო მოხელე. 11. ერთეულის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ასრულებს ერთეულის უფროსის მიერ განსაზღვრულ მოვალეობებს; გ) ზედამხედველობს ერთეულის ფუნქციების და მასზე გაცემული დავალებების  შესრულებას; დ) მონაწილეობს ერთეულში შემოსული დოკუმენტაციის კორესპონდენციის განაწილებაში და ზედამხედველობს მათ შესრულებას; ე)  ვიზირებას უკეთებს ერთეულის  მომზადებულ დოკუმენტებს. 12. ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.