📋

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 21.02.2025
მოქმედების პერიოდი 21.02.2025 — 19.02.2026
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №04
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
21.02.2025
19.02.2026
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №04 2025 წლის 20 თებერვალი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 თებერვლის №8 (www.matsne.gov.ge, 200140030.35.115.016411, 16.02.2024 წ.) დადგენილება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ 1.ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG  X  ITL  X C X K ა) CN არის 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს; გ) ITL არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 80-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN 0.28 1 0.24 80 5.38 3. დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 5,38 ლარს. 4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.15 ლარს. 5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 1,61 ლარს. 6. ,,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.30 ლარს.