„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2025 წლის 28 თებერვალი ქ. ლანჩხუთი |
„მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალი.“.
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი პერსონალი არის აღმზრდელი, (შემდგომში – აღმზრდელპედაგოგი), რომლის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგალითად: მუსიკის მასწავლებელი, აღმზრდელის თანაშემწე.);“;
გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და ა.შ.);“;
დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას“;
ე) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ;“.
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აღმზრდელი (შემდგომში – აღმზრდელ-პადაგოგი);“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე და მუსიკის მასწავლებელი);“.
ა) 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
დ) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ე) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
ზ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
თ) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
ი) ადამიანური რესურსის მართვა.“.
„გ) დაწესებულების მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;“.
,,მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია – უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება ადამიანური რესურსების მართვის ან მენეჯმენტის დარგში.
2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
ბ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
გ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“:
ვ) დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობები;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
თ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა;
გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.“.
„მუხლი 10. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, შემდგომში ლანჩხუთის მუნიციპალიტის მიერ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“.
„1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალის (აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, მუსიკის მასწავლებელი) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება – განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების ან სხვა მონათესავე მეცნიერებების დარგში.
ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“.
„1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნაა – უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება სამედიცინო დარგში, სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;“.
„2. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ე) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ვ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;
ზ) კვების ტექნიკური რეგლამენტი.“.
„1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნაა - პროფესიული და არანაკლებ სრული ზოგადი განათლება;“.
„მუხლი 24. გარდამავალი დებულება
პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობდა დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პოზიციაზე.“.
|