გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4344-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N 2/4344-25
საქმე N 330210325011009706

ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

2025 წლის   20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   დემეტრე ჯინჯოლია

განმცხადებელი – შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ (მოვალე)

წარმომადგენელი –  შპს ,,რეაბილიტაცია“

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:     

 2025 წლის 18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ წარმომადგენელმა – შპს ,,რეაბილიტაციამ“ და მოითხოვა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ წარმოადგენს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ორგანიზაციას, შპს ,,რეაბილიტაციის“ შვილობილ კომპანიას.

საზოგადოების წესდების მე-3 მუხლის თანახმად, საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს:

•   მიღებული ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება;

•  საწარმოს უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საწარმოსა და პარტნიორთა ინტერესებს.

 განმცხადებლის განმარტებით, ამჟამად კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებულები არ ჰყავს.

შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ აქვს, ხოლო დებიტორული მოთხოვნის სახით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 8 ოქტომბრის №1209646/5497 ბრძანების თანახმად, კომპანიას ერიცხება – 37 642.5 ლარის მოთხოვნა შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალის“ მიმართ. ამ უკანასკნელი კომპანიის მიმართ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს  სსიპ – შემოსავლების სამსახური. შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ ერიცხება საგადასახადო დავალიანება 35 124.32 ლარის ოდენობით. ასევე, მას უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სადივიდენდო დავალიანება, რომელიც შეადგენს 60 982 ლარს. შესაბამისად, შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ გააჩნია კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ჯამში - 96 106.32 ლარის ოდენობით (35 124.32  + 60 982 = 96 106.32).

ამავე განცხადების თანახმად, შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები. ამასთან, კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და რაიმე სახის სამოქალაქო დავა, სადაც მოპასუხედ რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული კომპანია. ორგანიზაციას უფიქსირდება ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში“ – ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000299008500GEL, ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. განმცხადებელი დამატებით განმარტავს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

ამრიგად, განცხადების თანახმად, შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  (ს/ნ 206051449) წარმომადგენელს, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება. კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში.

შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ აქვს, ხოლო დებიტორული მოთხოვნის სახით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 08 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, კომპანიას ერიცხება 37 642.5 ლარის მოთხოვნა შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალის‘’ მიმართ. ამ უკანასკნელის მიმართ კი ასევე მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

კომპანიას ჰყავს მხოლოდ ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართაც ერიცხება დავალიანება 35 124.32 ლარის ოდენობით. განმცხადებელს ასევე უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სადივიდენდო დავალიანება, რომელიც შეადგენს 60 982 ლარს.

კომპანიას სს ,,საქართველოს ბანკში“ უფიქსირდება ანგარიში, ხოლო საბანკო ანგარიშზე, ასევე სალაროში თანხა არ ერიცხება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით: 1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. 2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება. 3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

 მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება. შესაბამისად, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, მოცემულ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების გახსნის წინაპირობები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ (ს/ნ 206051449) წარმომადგენელს უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება გამოქვეყნდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე   დემეტრე ჯინჯოლია