ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 471-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 471-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

„სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისათვის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 13 მარტის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 471-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვას „საზღაური“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „თუ სსრ კავშირის კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1973 წლის 29 მაისი.