„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის №01-131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-206
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.030.016327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1-206

2025 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის №01-131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის  №01-131 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 12/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.030.016181) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და ევროკავშირის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

3. ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;

გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;

დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას;

ზ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

ი) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ლ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

მ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;

ნ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამმართველოების) მუშაობის კოორდინაციას;

ო) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც ხელმძღვანელის წარდგინებით, კურატორ მინისტრის მოადგილესა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და ხელმძღვანელისა წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს;

ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;

ვ) ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და ხელმძღვანელის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე