📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №5/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.017166 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/02/2025
385 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1944 განკარგულებით მოწონებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 19.12.2014 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 11.10.2017 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 29.09.2015 იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 04.02.2015 საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 27.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №5/ნ 2025 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (შემდგომში – ფართობი) ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით. 2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მოცემულ დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობად ჩაითვლება ის ობიექტი, სადაც დევნილი სახელმწიფოს მიერ იქნა განსახლებული და რომელიც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, ასევე, სადაც სააგენტო ახორციელებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების, მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, განსახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯების ანაზღაურებას. 3. ხელშეკრულების გასაფორმებლად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი ბალანსი, რომელშიც ასახული იქნება ფართობი (უძრავი ქონება), ხოლო ფართობის მესაკუთრის ან ბალანსის მფლობელის მიერ ფართობის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დამატებით აღნიშნული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი და/ან გადამხდელის მოწმობა; გ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ. 4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 5. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 დეკემბერი. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 იანვრის №1/ნ ბრძანება. 7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე