საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-200 |
|
2025 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №01-111 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 13/06/2016, სარეგისტრაციო კოდი:010320020.22.030.016146) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; ე) წარადგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული საიდუმლო კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტთბრუნვის კოორდინაციის პროცესს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; კ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ლ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. სამსახურის დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|