პუბლიკაციის თარიღი 27.02.2025
მოქმედების პერიოდი 27.02.2025 — 29.01.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №204
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №204
2025 წლის 26 თებერვალი
ქ. რუსთავი
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 4🔗
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 თებერვლის №120 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016853, 29.02.2024).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე
დანართი №1
ზონის დასახელება
1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით
(ლარი) C
მაკრომდებარეობის ინდექსი Img
ლოკალური ტერიტორიული
ინდექსი ITL
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K
1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი Cn
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
1,50
100
25.2
II ქვეზონა
0,24
0,7
1,45
100
24.36
შუალედური ზონა
0,24
0,7
1,00
100
16.8
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
0,95
100
15.96
II ქვეზონა
0,24
0,7
0,90
100
15.12
დანართი №2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
– „თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685 დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია;
თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი); ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;
მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სრულად).
II ქვეზონა
მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად)
ჭყონდიდელის დასახლება (სრულად);
– საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები).
შუალედური ზონა
– კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად).
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
ტყე - ჭალა (სრულად);
– მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე - ჭალები (სრულად).
II ქვეზონა
– სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები.