ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სამოქალაქო და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლებსა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო სასამართლო წარმოების საფუძვლებში ცვლილებითა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი სახის პრეზიდიუმის 1977 წლის 16 მაისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 572-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს სსრ-ში სარგებლობენ სამოქალაქო უფლებაუნარიანობით საბჭოთა მოქალაქეების თანაბრად. ცალკეული გამონაკლისი შეიძლება დადგენილ იქნეს სსრ კავშირის კანონით“.
2. დაემატოს კოდექსს 5721 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 5721. კანონი, რომელიც გამოიყენება უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამოქალაქო ქმედუნარიანობის მიმართ.
უცხოელი მოქალაქის სამოქალაქო ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, რომლის მოქალაქეც იგი არის.
მოქალაქეობის არმქონე პირის სამოქალაქო ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს.
უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამოქალაქო ქმედუნარიანობა იმ გარიგებათა მიმართ, რომლებიც დადებულია საქართველოს სს რესპუბლიკაში, და იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც წარმოიშობა საქართველოს სს რესპუბლიკაში ზიანის მიყენების შედეგად, განისაზღვრება საბჭოთა კანონით.
საქართველოს სს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ცნობილ იქნენ არაქმედუნარიანად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად“.
3. 573-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 573. უცხოეთის საწარმოებისა და ორგანიზაციების სამოქალაქო უფლებაუნარიანობა
უცხოეთის საწარმოებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სს რესპუბლიკაში შეუძლიათ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე დადონ საგარეო ვაჭრობის გარიგებანი და შეასრულონ მასთან დაკავშირებული საანგარიშსწორებო, სადაზღვევო და სხვა ოპერაციები საბჭოთა საგარეო სავაჭრო გაერთიანებებთან და სხვა საბჭოთა ორგანიზაციებთან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ასეთ გარიგებათა დადების უფლება.
უცხოეთის საწარმოებისა და ორგანიზაციების სამოქალაქო უფლებაუნარიანობა საგარეო ვაჭრობის გარიგებათა დადებისას და მასთან დაკავშირებული საანგარიშსწორებო, სადაზღვევო და სხვა ოპერაციების შესრულების დროს განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც დაარსებულია საწარმო ან ორგანიზაცია“.
4. 575-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს მეორე და მესამე ნაწილები შემდეგი შინაარსისა:
„საგარეო ვაჭრობის გარიგებაში ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა და შეწყვეტა განისაზღვრება გარიგების შესრულების ადგილის მიხედვით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკუთრების უფლება ნივთზე, რომელიც საგარეო ვაჭრობის გარიგების მიხედვით გზაში იმყოფება, განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, საიდანაც ეს ნივთი გაგზავნეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
575-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩაითვალოს შესაბამისად ამ მუხლის მეოთხე ნაწილად.
5. დაემატოს კოდექსს 5751, 5752, 5753 და 5754 მუხლები შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 5751. კანონი, რომელიც გამოიყენება რწმუნებულების ფორმისა და მოქმედების ვადის მიმართ
რწმუნებულების ფორმა და მოქმედების ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც გაცემულ იქნა რწმუნებულება. მაგრამ რწმუნებულება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად ფორმის დაუცველობის შედეგად, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს საბჭოთა კანონის მოთხოვნებს.
სასარჩელო ხანდაზმულობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისათვის.
მოთხოვნები, რომლებზეც სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება, განისაზღვრება საბჭოთა კანონმდებლობით.
ნივთზე საკუთრების უფლება განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც ეს ნივთი იმყოფება.
ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა და შეწყვეტა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც ეს ნივთი იმყოფებოდა იმ მომენტში, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც გახდა საკუთრების უფლების წარმოქმნის ან შეწყვეტის საფუძველი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
მხარეთა უფლებები და მოვალეობანი იმ ვალდებულებებში, რომლებიც წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად, განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც გახდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
მხარეთა უფლებები და მოვალეობანი იმ ვალდებულებებში, რომლებიც წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად საზღვარგარეთ, თუ მხარეები საბჭოთა მოქალაქეები ან საბჭოთა ორგანიზაციები არიან, განისაზღვრება საბჭოთა კანონით.
უცხოური კანონი არ გამოიყენება, თუ მოქმედება ან სხვა გარემოება, რაც საფუძველია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, საბჭოთა კანონმდებლობით არ არის მართლსაწინააღმდეგო“.
II. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:
1. მე-16 მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასამართლოები განიხილავენ აგრეთვე საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხოელი მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხოეთის საწარმოები და ორგანიზაციები“.
2. 449-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოქალაქეობის არმქონე პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს სსრ სასამართლოებს და სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო უფლებებით საბჭოთა მოქალაქეების თანაბრად“.
3. დაემატოს კოდექსს 4491 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
სამოქალაქო საქმეთა განსჯადობა საქართველოს სსრ სასამართლოებში ისეთი დავის დროს, რომელშიც მონაწილეობენ უცხოელი მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხოეთის საწარმოები და ორგანიზაციები, აგრეთვე ისეთი დავის დროს, რომლის თუნდაც ერთი მხარე საზღვარგარეთ ცხოვრობს, განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით, ხოლო სსრ კავშირის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში - ამ კოდექსით დადგენილი განსჯადობის წესების შესაბამისად“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი, 1977 წლის 31 აგვისტო