„სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალისთვის“ (ს/ნ: 404967078) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 დეკემბრის №472 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №58
2025 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალისთვის“ (ს/ნ: 404967078) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 დეკემბრის №472 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
1. „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალისთვის“ (ს/ნ: 404967078) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 დეკემბრის №472 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „მიკრობანკი ემბისისთვის“ (ს/ნ: 404967078) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაიცეს სს „მიკრობანკი ემბისიზე“ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია.“.
2. „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალისთვის“ (ს/ნ: 404967078) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 დეკემბრის №472 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ნათელა თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი