საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
000000180.01(2).003.000943
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63(70), 25/11/1999

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება № 92

1999 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ შესაბამისად, საქართველოს ტრასპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესის ტექსტში სიტყვები „მგზავრთა გადამყვანი“ და „გადამყვანი“ შეიცვალოს სიტყვით „გადამზიდავი“.

2. პირველ მუხლში:

ა) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზირებას“;

ბ) მე-5 პუნქტში ტერმინები დაინომროს ანბანის რიგის მიხედვით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა). გადამზიდავი - ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს სამგზავრო გადაზიდვები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

„კ). მარშრუტი - პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი“.

„ნ). მოძრაობის განრიგი - მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლის დროისა და პერიოდულობის განმსაზღვრელი ცხრილი“.

„ჟ).რეგულარული მარშრუტი - მარშრუტი, რომელზეც სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლა წარმოებს მოძრაობის განრიგის შესაბამისად“.

3. მე-2 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტები დაინომროს ანბანის რიგის მიხედვით;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 პუნქტები.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარაიონო, სარაიონთაშორისო“.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურში გამარჯვებულ გადამზიდავთან ფორმდება ხელშეკრულება მარშრუტის მომსახურებაზე აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით“.

6. მე-5 მუხლში:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.გადამზიდავი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებისა და მარშრუტის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“;

ბ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სარაიონთაშორისო“, ასევე „ს“ ქვეპუნქტიდან სიტყვა „ლიცენზიის“ შეიცვალოს სიტყვით „ხელშეკრულების“.

7. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზია“.

8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „მომუშავე ავტობუსის“ შეიცვალოს სიტყვებით „ავტობუსით მგზავრობის დროს“.

9. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სალიცენზიო ბარათი“.

10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით“.

11. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარაიონო, სარაიონთაშორისო“.

12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ხორციელდება „საქართველოში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესის“ შესაბამისად“

 

მინისტრი                                                                                                   მ.ადეიშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.11.1999.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.11.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №92. სარეგისტრაციო კოდი — 000000180.01(2).003.000943.
სად არის „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №92, 17.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000943 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6427650/