„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
300350000.16.009.016737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №2

2025 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) 21-ე მუხლის:

ა.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 20 პროცენტს. სისტემის ოპერატორის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 18 პროცენტის ათვისების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელ კომისიას.”;

ა.ბ) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პიკური დატვირთვის პროცენტის ათვისების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაავრცელოს მის ვებგვერდზე.“;

ბ) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება ხდება განაცხადის ჩაბარების წინა სამუშაო დღეს სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე გაცხადებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით, სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის ათვისების პროცენტული მაჩვენებლის შესახებ მონაცემის საფუძველზე.“;

გ) 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში წლიური პიკური დატვირთვის ათვისების პროცენტული მაჩვენებლის შესახებ (ათვისების დინამიკის თვიური მაჩვენებლები როგორც ციფრებში, ისე პროცენტული მაჩვენებლით). ამასთან, აღნიშნული მაჩვენებლის შესაბამისად, ვებგვერდზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი დადგმული სიმძლავრის დასაშვები ზედა ზღვარის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი