,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 24/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2008 წლის 18 ივნისი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 461) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა; საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; სანაშენე მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა; მემცენარეობისა და მეთესლეობის, აგროქიმიისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

მ) რეგიონალური მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა რეგიონალური პოლიტიკისა და მისი განვითარების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ, სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, რეგიონალური სამმართველოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია; მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე