„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №12/ნ |
|
2025 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
„4. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია რეგისტრირებულ აბიტურიენტთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) კომპაქტური დისკის (CD) მეშვეობით, დაცული ფორმით გაუგზავნოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და იმავე ფორმით მიიღოს ინფორმაცია, ირიცხებიან თუ არა სიაში მითითებული პირები საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად.
5. საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა ან ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავს.
6. თუ არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავს, იგი ვალდებულია ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართოს ცენტრს განცხადებით. პირი ვალდებულია, არსებობის შემთხვევაში, განცხადებას დაურთოს დოკუმენტი ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე.
7. განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გამოცდებზე დაშვების მიზნით პირს მოსთხოვოს ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტის ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე წარმოდგენა.
8. თუ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ცენტრს ეცნობება, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული პირები ირიცხებიან საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად, ცენტრი ვალდებულია აღნიშნულ პირებს განუსაზღვროს ვადა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ რიცხულობის თაობაზე დოკუმენტის წარმოსადგენად.
9. ამ მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს პირს, რომელიც განისაზღვრება ცენტრის სამართლებრივი აქტით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პორცესისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის აბიტურიენტთა დაშვების პროცესის ტექნოლოგიურად უზრუნველსაყოფად.
10. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე წვდომა ექნებათ ცენტრის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ცენტრის საქმისწარმოებას, ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის ცენტრში დადგენილი წესით რეგისტრაციის, განაწილების, შენახვის და შესაბამისი კორესპონდენციების ცენტრიდან გაგზავნის მიზნებისათვის. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე წვდომა ექნებათ ასევე ცენტრის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ აბიტურიენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვას, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი რეგისტრაციისა და გამოცდებზე დაშვების საკითხის შესაფასებლად. ზემოთ მითითებულ პირთა მიერ დასახელებული მიზნებითა და ფარგლებში მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილება რეგლამენტირებულია ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
11. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ცენტრში შეინახება 1 წლის განმავლობაში და შემდეგ განადგურდება, ხოლო ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვის ვადები განისაზღვრება ცენტრის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.03.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.018647.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12/ნ, 05.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018647 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6431009/