📋

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 04.03.2025
მოქმედების პერიოდი 04.03.2025 — 29.05.2025
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
04.03.2025
29.05.2025
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2025 წლის 28 თებერვალი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ​2“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6​1 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე შემდეგი დასახლებები, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა: ა) სოფელი კურსები; ბ) სოფელი ორპირი; გ) სოფელი ცუცხვათი; დ) სოფელი სოჩხეთი; ე) სოფელი გურნა; ვ) სოფელი საწირე; ზ) სოფელი მუხურა; თ) სოფელი ძმუისი; ი) სოფელი ჯვარისა; კ) სოფელი ოჯოლა; ლ) სოფელი ციხია. მუხლი 2🔗 დადგენლება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე