⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

„ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 01.05.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-71
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.581
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 10/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,700 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2006 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 85.3pt 27.0pt 78.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.581 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-71 2006 წლის 1 მაისი  ქ. თბილისი ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ცხოველთა საკარანტინო წესები“. 2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლ. ბეგიაშვილს. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.  მ. სვიმონიშვილი ცხოველთა საკარანტინო წესები     მუხლი 1🔗. ჯილეხთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები 1. არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე კარანტინის პირობებით იკრძალება: ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა მის საზღვრებს გარეთ; ბ) მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის დამზადება და გამოტანა; გ) მეურნეობის შიგნით ცხოველთა გადაჯგუფება; დ) ავადმყოფი ცხოველების რძის გამოყენება; ე) ცხოველის სახორცედ დაკვლა; ვ) ლეშის გაკვეთა და მკვდარი ცხოველის გატყავება; ზ) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება გადაუდებელი შემთხვევების გარდა; თ) არაკეთისაიმედო მეურნეობებში, ფირმაში, ფერმაში, ცხოველის სადგომში მოსახლეობის და სხვა უცხო პირების შესვლა, დაკარანტირებულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის დაკარანტირებული მეურნეობის, ფირმის, ფერმის და სხვა ობიექტების მომსახურებასთან; ი) ცხოველის დარწყულება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან; კ) ცხოველებით და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობა; ლ) სასოფლო-სამეურნეო ბაზრობის, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანისა და ცხოველების თავშეყრასთან; მ) კეთილსაიმედო სათეს მონაკვეთზე, საძოვარზე, სათიბ- სავარგულზე დამზადებული მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებსაც შეხება არ ჰქონია ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან და არ არის გაჭუჭყიანებული მისი გამონადენებით, მათ ი გატანა, გაზიდვა დაიშვება მხოლოდ კარანტინის მოხსნის შემდეგ; ნ) მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებიც დამზადებულია ან ინახება იმ ადგილებში, რომელთანაც უშუალო შეხებაში იმყოფებიან ჯილეხით ავადმყოფი ან მკვდარი ცხოველები, დაკარანტირებული პუნქტიდან, მეურნეობიდან, ფირმიდან, ფერმიდან გატანას არ ექვემდებარება და გამოიყენება ადგილზე ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი ცხოველის საკვებად. 2. ავადმყოფი და სნეულებაზე საეჭვო ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის, სამედიცინო სამსახურთან შეთანხმებით, უნდა გამოიყოს ცალკე მომსახურე პერსონალი და უზრუნველყოფილნი იქნენ ისინი სანიტარიული ტანსაცმლით (ხალათი, წინსაფარი, რეზინის ჩექმა, ხელთათმანები და სხვა), ის პიროვნება, რომელსა ც ხელებზე, სახეზე და სხეულის სხვა ღია ადგილზე აქვს განაკაწრი, ჭრილობა ან კანის დაზიანება, ცხოველის მომვლელად, ლეშის ასაღებად, დაინფიცირებული ბინების გამწმენდად და დეზინფექციის ჩამტარებლად არ დაიშვება. 3. არაკეთილსაიმედო პუნქტის ყველა ცხოველის შემოწმების შემდეგ ვეტერინარი სპეციალისტი ყოფს მათ 2 ჯგუფად: ა) პირველი ჯგუფი – ჯილეხით ავადმყოფი და სნეულებაზე საეჭვო ცხოველები. ამ ჯგუფს მიეკუთვნები ან ცხოველები შემდეგი კლინიკური ნიშნებით: სხეულის მაღალი ტემპერატურა, ტიმპანია, კოლიკი, მეტეორიზმი, კარბუნვულები, ინფილტრანტი; ბ) მეორე ჯგუფი – ჯილეხის დასენიანებზე საეჭვო ცხოველები, ე.ი. ყველა დანარჩენი ამთვისებელი ცხოველი, რომელსაც არა აქვს ავადმყოფობის კლინიკური ნიშნები და იმყოფება ი მ ნახირში, ჯოგში, ფერმაში, ეზოში, სადაც დადგენილია ჯილეხი; გ) პირველი ჯგუფის ცხოველებს მკურნალობენ ჯილეხის საწინააღმდეგო შრატით, გამაგლობულინით და ანტიბიოტიკებით, 14 დღის შემდეგ კლინიკური გამოჯანმრთელებიდან მათ ცრიან ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით; დ) მეორე ჯგუფის ცხოველს ცრიან ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით მისი გამოყენების დარიგების შესაბამისად. 4. ცხოველის ლეშს წვავენ, ჯილეხიანი ლეშის დამარხვა კატეგორიულად აკრძალულია. 5. ჯილეხის ლიკვიდაციის სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები ტარდება ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის ინსტრუქციის შესაბამისად. 6. კარანტინი მოიხსნება მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით 15 დღის გასვლის შემდეგ ჯილეხით ავადმყოფი ცხოველის სიკვდილის ან გამოჯანსაღების უკანასკნელი შემთხვევიდან, თუ ცხოველების ვაქცინით აცრაზე არ აღენიშნებათ გართულება. 7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ქალაქის, რაიონის სამმართველოები (შემდგომში – სამმართველოები) ვალდებულნი არიან ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს ცხოველებისა და ადამიანების ჯილეხით დაავადების შესახებ, ჩაატარონ ეპიზოოტიური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები ინფექციის წყაროს დადგენისათვის, დასახონ და გაატარონ დაავადების სალიკვიდაციო ერთობლივი ღონისძიებები.     მუხლი 2🔗. თურქულის საწინააღმდეგო საკარანტინო ღონისძიებები 1. თურქულის დიაგნოზის დადგენისას ქალაქის, რაიონის სამმართველომ დაუყონებლივ უნდა წარუდგინოს ქალაქის, რაიონის ადმინისტრაციას არაკეთილსაიმედო პუნქტზე კარანტინის დაწესებაზე დადგენილების პროექტი, თურქულის საკარანტინო, სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმა. 2. ქალაქის, რაიონის ადმინისტრაცია დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არაკეთილსაიმედო პუნქტზე კარანტინის დაწესების შესახებ ეპიზოოტიის კერის საზღვრების, არაკეთილსაიმედო პუნქტის და საშიში ზონის მიჯნების აღნიშვნით. 3. კარანტინის პერიოდში აკრძალულია: ა) არაკეთილსაიმედო პუნქტში შეყვანა და გამოყვანა ყველა სახის ცხოველის, მათ შორის, ფრინველის; ბ) ცხოველების გადაჯგუფება ვეტერინარი სპეციალისტის გარეშე; გ) არაკეთილსაიმედო პუნქტში დამზადება და გამოტანა მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქტების, ცხოველის საკვების და სპერმის, ასევე სათანადო დამუშავების გარეშე სხვადასხვა მატერიალური საშუალებების გამოტანა; დ) არაკეთილსაიმედო პუნქტიდან რძისა და რძის პროდუქტების გატანა გაუვნებლობის გარეშე; ე) გამოფენების, ბაზრობების მოწყობა, ცხოველებით და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობა, რომელიც დაკავშირებულია ცხოველების, ადამიანისა და ტრანსპორტის შეგროვებასთან დაკარანტირებულ ტერიტორიასთან; ვ) მეცხოველეობის პროდუქტების და ნედლეულის ამანათებით გაგზავნა; ზ) დაკარანტირებულ ზონაში ყოველგვარი ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა მისი აუცილებელი საფუძვლიანი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თურქულის გაჩენის შესახებ შეტყობინების მიღებისას დაუყონებლივ აცნობებს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროს, მეზობელი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებს, სასაზღვროსატრანსპორტო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ქალაქების, რაიონების ადმინისტრაციებს და აგზავნის ვეტერინარ სპეციალისტებს ადგილზე სნეულების გავრცელების აღკვეთის და ლიკვიდაციის კომპლექსურ ღონისძიებათა ორგანიზაციასა და გატარებაში დახმარების აღმოსაჩენად. 5. კარანტინს ხსნიან კერაში ავადმყოფი ცხოველების გამოჯანმრთელების, დაკვლის ან მოსპობის უკანსაკნელ დღიდან 21 დღის შემდეგ. კარანტინის მოხსნის წინ მეურნეობის ხელმძღვანელი და ცხოველთა მეპატრონე ვალდებულია ვეტერინარი სპეციალისტის მითითებით უზრუნველყოს ყველა ბინის, ტერიტორიის, სადაც იმყოფებოდა თურქულით ავადმყოფი ცხოველები, საფუძვლიანი დასუფთავება და დეზინფექცია, ასევე ინვენტარის, ტრანსპორტის მოქმედი ინსტრუქციის „ მეცხოველეობის ობიექტების დეზინფექციის ჩატარების წესის შესახებ“ დაცვით. მეცხოველეობის ბინებში ატარებენ კედლების შეთეთრებას ახლად ჩამქრალი კირის ხსნარით. თუ კარანტინის მოხსნის პერიოდში დასკვნითი ღონისძიებების ჩატარებისას დაემთხვა წვიმიანი, თოვლიანი ამინდები და ყინვები, მაშინ კარგი ამინდების დადგომის შემდეგ, აღნიშნულ პუნქტებში განმეორებით ატარებენ ვეტერინარულ ღონისძიებათა კომპლექსს (სადგომის სანიტარიული რემონტი, დეზინფექცია და სხვა), რომელმაც უნდა უზრუნველყოს გარემო არეში თურქულის ვირუსის სრული მოსპობა. 6. იმ საწარმოებში, სადაც დაიკლა თურქულით დასენიანებული და დასენიანებაზე საეჭვო ცხოველები ან გადამუშავებული და შენახული იქნა თურქულის ვირუსით კონტამინირებული პროდუქტები და ცხოველური წარმოშობის ნედლეული, კარანტინს და შეზღუდვებს ხსნიან დეზინფექციის საშუალებით თურქულის ვირუსის მოსპობის, საწარმოს შენობების და მისი ტერიტორიის, ინვენტარის, საწარმოოს მოწყობილობების და ავადმყოფი ცხოველების ხორცის და სხვა პროდუქტების გადამუშავების, ნედლეულის, რძის პროდუქტების გაუვნებლობის შემდეგ. 7. ქალაქის, რაიონის სამმ ართველო ამოწმებს დასკვნითი ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებების ჩატარების სისრულეს, ცხოველების თურქულზე კეთილსაიმედოო ებას, რის შემდეგ დაწესებული ფორმით ადგენს ოქმს კარანტინის მოხსნის შესახებ და წარუდგენს შესაბამის ორგანოებს. თუ არაკეთილსაიმედო პუნქტში ყველა ცხოველი იქნა დაკლული, ამ შემთხვევაში კარანტინს ხსნიან სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ. 8. მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებით იხსნება კარანტინი არაკეთილსაიმედო პუნქტზე და რჩება შემდეგი შეზღუდვები: ა) იკრძალება კარანტინის მოხსნის შემდეგ მეურნეობიდან თურქულის საწინააღმდეგოდ იმუნიზირებული ცხოველების გაყვანა 12 თვის განმავლობაში და მათი შეყვანა თურქულზე კეთილსაიმედო მეურნეობაში, ასეთი ცხოველების გაყიდვა, ასევე შენახვა არაიმუნიზირებულ ცხოველებთან ერთად; ბ) არ დაიშვება შეყვანილ იქნეს ყოფილ არაკეთილსაიმედო პუნქტში თურქულის შესაბამისი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ცხოველები ვაქცინაციიდან 21 დღეზე ადრე, ხოლო არავაქცინირებული _ 12 თვეზე ადრე; გ) არ დაიშვება ზაფხულის პერიოდში 3 თვის განმავლობაში, ხოლო ზამთარში 6 თვის განმავლობაში გამოყენებულ იქნეს საძოვარი, ასევე გადასარეკი ტრასები, რომელზეც ძოვდნენ ან გადარეკილ იქნა თურქულით დასენიანებული და დასენიანებაზე საეჭვო ცხოველები. 9. მეცხოველეობის და მცენარეული პროდუქტები, ცხოველთა საკვები, რომელიც კარანტინის პერიოდში მოთავსებული იყო არაკეთილსაიმედო პუნქტში და არ იყო მასთან შეხებაში თურქულით ავადმყოფი ცხოველები, შეიძლება გატანილ იქნეს მხოლოდ იმავე ტერიტორიის ფარგლებში ქალაქის, რაიონის სამმართველოების თანხმობით. 10. კარანტინის მოხსნის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კერატები და კურო მწარმოებლები სპერმის მისაღებად სხვა მეურნეობაში ან მოსახლეობის კუთვნილ ცხოველებში 3 თვის შემდეგ, თუ ისინი არ იყვნენ ვაქცინირებულნი, ხოლო 12 თვის შემდეგ, თუ ისინი იყვნენ ვაქცინირებული თურქულზე. 11. კარანტინის მოხსნის შემდეგ ცხოველების ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ წარმოებს ქალაქის, რაიონის სამმართველოსთან შეთანხმებით. 12. კარანტინის წესების შეუსრულებლობისა და სნეულების გავრცელების შემთხვევაში დამნაშავე პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესა-ბამისად.     მუხლი 3🔗. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საკარანტინო-შემზღუდავი ღონისძიებები 1. ცხოველებში ტუბერკულოზის გამოვლინების შემთხვევაში ფერმა, ცალკეული ნახირი, ცხოველის მფლობელის ეზო ცხადდება ამ სნეულების მიმართ არაკეთილსაიმედოდ ქალაქის, რაიონის მმართველობითი ადგილობრივი ორგანოების მიერ. 2. ქალაქის, რაიონის სამმართველო და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები ადგენენ ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა გეგმებს ცხოველის ცალკეული სახეობის მიხედვით. ასეთივე გეგმები შემუშავდება დასახლებული პუნქტისა და ადმინისტრაციულ-ტერიტირიული ერთეულის მიხედვით. ტუბერკულოზის ლოკალიზაცია- ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის, სამეურნეო-სპეციალური, განსაკუთრებული პირობებისა და რეჟიმის დაწესება და მოხსნა ხორციელდება ქალაქის, რაიონის მერიის, გამგეობის მიერ. 3. მეურნეობათა ფერმების ხელმძღვანელები, ცხოველთა მფლობელები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ ვეტერინარ სპეციალისტთა მოთხოვნები ტუბერკულოზის ლიკვიდაციისთვის; ბ) სწორად გამოიყენონ კეთილსაიმედო ნახირისათვის საძოვარი სავარგულები, დასარწყულებელი ადგილები; უზრუნველყონ ჯანმრთელი ცხოველების განთავსება ვეტერინარულ- სანიტარი ული პირობების დაცვით; გ) არაკეთილსაიმედო კერებში განახორციელონ რძის და რძის პროდუქტების საიმედო გაუვნებლობა; დ) ვეტერინარ სპეციალისტებს გაუწიონ სათანადო დახმარება ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების, დეზინფექციების და სხვა ღონისძიებების გატარებაში; ე) არაკეთილსაიმედო კერაში უნდა გამოიკრას ნიშანი, რომელიც კრძალავს უცხო პირთა შესვლას, ტრანსპორტის მოძრაობას, ცხოველთა გადაჯგუფებას ვეტერინარი სპეციალისტის ნებართვის გარეშე. 4. აკრძალულია: ა) ცხოველთა გატარება არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე, მათი შემოყვანა და გაყვანა; ბ) არაკეთილსაიმედო ტერიტორიიდან თივის, ნამჯის და სხვა უხეში საკვების გატანა, ასევე ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; გ) ავადმყოფი, მორეაგირე ცხოველების და მათგან მიღებული მოზარდის გამოყენება ჯოგის აღწარმოებისათვის; დ) არაკეთილსაიმედო პუნქტიდან მოსახლეობისათვის ცხოველის მიყიდვა გამოზრდისა და გასუქების მიზნით; ე) მეცხოველეობის შენობებში ტუბერკულოზიანი ცხოველის შენახვა, ასევე ავადმყოფი ცხოველისაგან მეურნეობაში, ფერმაში, ცხოველის მფლობელის ეზოში არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე რაიმე ჯგუფის შექმნა. 5. ტუბერკულოზზე დადებითად მორეა გირე ავადმყოფი და ავადმყოფობაზე კლინიკური ნიშნის მქონე ყველა ცხოველი ნამატთან ერთად უნდა განცალკევდეს და დაიკლას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით, მიუხედავად მისი კონდიციისა, ასაკისა, მაკეობისა და საწარმოო ღირებულებისა. ხორცი და ხორცპროდუქტები გამოყენებულ უნდა იქნეს ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების შესაბამისად. 6. იკრძალება ძოვება, დარწყულება და სხვა კონტაქტი ავადმყოფი და არაკეთილსაიმედო ჯოგის ცხოველის კეთილსაიმედო ჯოგის ცხოველთან. ასევე იკრძალება გადარეკვა და გადაყვანა არაკეთილსაიმედო ჯოგის ცხოველთა მომთაბარე საძოვარზე. 7. ტუბერკულოზიანი ცხოველის ლეში ისპობა ან ხდება მისი უტილიზაცია. 8. აკრძალულია, ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო კერიდან, ფერმიდან გაუუვნებელი რძის გატანა გადამამუშავებელ საწარმოში, გაყიდვა ბაზარზე, საზოგადოებრივი კვებისთვის გამოყენება და სხვა. ასეთი რძე სნეულებაზე საბოლოო ლიკვიდაციამდე სისტემატურად საჭიროებს ადგილზე თერმულ დამუშვებას. რძე მიღებული ტუბერკულოზზე კლინიკური ნიშნების მქონე ფურებისაგან არ დაიშვება ადამიანისა და ცხოველის საკვებად. ის უნდა მოისპოს 5%-იანი ფორმალინის, კრეოლინის შერევით. ანალოგიურად იქცევიან ტუბერკულინ ზე დადებითად მორეაგირე ფურების რძის მიმართ. 9. აკრძალულია არაკეთილსაიმედო კერიდან: ა) ცხოველების გაყვანა-შემოყვანა; ბ) თივის, ნამჯის და სხვა უხეში საკვების გატანა; გ) არაკეთილსაიმედო კერიდან ცხოველის მოსახლეობაზე გაყიდვა. 10. ტუბერკულოზზე დადებითად მორეაგირე ავადმყოფი ცხოველი ნამატთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა დაიკლას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით. ხორცი და ხორცპროდუქტები გამოყენებულ უნდა იქნეს ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის დაცვით. 11.     ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ფერმებში, ეზოებში, დაცული უნდა იქნეს სისუფთავე. ჩატარდეს დეზინფექცია, დერატიზაცია, ცხოველთა სადგომების სანიტარიული რემონტი და სხვა ვეტერინარული ღონისძიებები. 12. ტუბერკულოზიანი ცხოველის ნაკელი, ქვეშსაფენი, საკვები ანარჩენები უნდა მოისპოს ან გაუვნებე ლდეს ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური მეთოდით. 13. ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ფერმის პერსონალი და ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები. 14. მეურნეობის, ფერმების მფლობელები ვალდებულნი არიან დროულად უზრუნველყონ მეცხოველეობაში დასაქმებული პერსონალის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, სამედიცინო შემოწმების გარეშე არ დაუშვან ისინი ცხოველებთან, უზრუნველყონ სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით. მეცხოველეობის ფერმებში მოაწყონ ხელსაბანი, პირველადი დახმარების აფთიაქი.     მუხლი 4🔗. ბრუცელოზის საწინააღმდეგო საკარანტინო _ შემზღუდავი ღონისძიებები 1. ბრუცელოზის მხრივ არაკეთილსაიმედო პუნქტში აკრძალულია: ა) შეძენილი და ახლადშემოყვანილი ცხოველების (გარდა მწარმოებლებისა) ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ფერმის ნახირში, ფარაში შეყვანა; ბ) მწარმოებლების შეყვანა დასაშვებია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ქალაქის, რაიონის სამმართველოების ნებართვით, ბრუცელოზთან ბრძოლის ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით; გ) ნახირის (ფარის) გადაჯგუფება მეურნეობის, დასახლებული პუნქტის მომსახურე ვეტერინარი სპეციალისტის ნებართვის გარეშე; დ) ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ნახირის ფურებიდან მიღებული უმი რძის გადატანა ბაზარზე გასაყიდად, კვების ობიექტებზე გაცემა. 2. საძოვრების გამოყენება, რომელზეც ძოვდა ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ნახირი (ფარა) 3 თვის განმავლობაში. ასეთი საძოვრებიდან აღებული თივა ექვემდებარება 2 თვით შენახვას, რის შემდეგაც ეძლევა ცხოველებს საკვებად იმავე დასახლებულ პუნქტში. 3. ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა სადგომებში, რომლებშიც ადრე მოთავსებული იყვნენ დასენიანებული ცხოველები მათი მექანიკური გაწმენდის, სანიტარიული რემონტის, ასევე შენობის, სასეირნო მოედნების და სხვა ობიექტების დეზინფექციისა და დერატიზაცის გარეშე. 4. ცხვრისა და თხის წველა, არადეზინფიცირებული სამაჟდაკე ტყავის დამუშავება (გაშრობა-გაწმენდა და სხვ.), ასევე ბატკნებისაგან სამაჟდაკე ტყავები ტანხორციდან მოცილებისთანავე ექვემდებარებიან დეზინფექციასა და დაკონსერვებას. 5. სნეულების კლინიკური ნიშნების მქონე (აბორტი და სხვ.) ცხოველებისგან მიღებული რძე უნდა განადგურდეს. 6. ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ყველა სახის, ასევე აბორტირებული ცხოველი დაუყოვნებლივ გამოყოფილ უნდა იქნეს საერთო ჯოგიდან და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით დაიკლას. 7. რძის გასაფილტრ ქსოვილს, პირადი ჰიგიენის საგნებს და სპეციალურ ტანსაცმელს აუვნებელყოფენ დუღილით 5 წუთის განმავლობაში. სადეზინფექციოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კალციუმის ჰიპოქლორიდი, ქლორიანი კირი, ქლორიან სარეცხ საშუალებებთან ერთად. 8. ზაფხულში ცხოველთა სადგომებს (ფარეხებს, საღორეებს და სხვა) ასუფთავებენ ნაკელისაგან, უკეთებენ დეზინფექციას და ტოვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში სანაციაზე. ასეთ სადგომებში ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა შეიძლება ქალაქის, რაიონის სამმართველოების ნებართვით, სასანაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ. 9. რაიონში სანიტარიული სასაკლაოს არარსებობის შემთხვევაში ბრუცელოზიანი ცხოველების დაკვლა ხდება ადგილზე მოწყობილ სასაკლაო მოედნებზე ვეტერინარი სპეციალისტის კონტროლის ქვეშ მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენის წესების დაცვით და იმ მითხოვნების შესრულებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფექციის გაუვრცელებლობას. ასეთი ცხოველების დაკვლის შემდეგ ხორცისა და სხვა პროდუქტების გამოყენება ხდება ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების დაცვით, ხოლო ტყავების, სამაჟდაკე ტყავების, მატყლის დამუშავებისას, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით. 10. არაკეთილსაიმედო პუნქტში ცხოველთა სადგომებში და ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს სათანადო ღონისძიებები: დეზინფექციის, დეზინვაზიის, დეზინსექციის და დერატიზაციის ინსტრუქციების შესაბამისად. 11. ნაკელი ექვემდებარება ბიოთერმულ გაუვნებლობას. არაკეთილსაიმედო პუნქტში სნეულების გამწვავების შემთხვევაში სნეულებასთან ბრძოლის მეთოდი, ღონისძიებების ინტენსიურობა უნდა შეიცვალოს ბრუცელოზთან ბრძოლის ინსტრუქციის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. ცოფის საწინააღმდეგო შემზღუდავი ღონისძიებები 1. ცოფის სნეულების გამოვლინების შემთხვევაში ქალაქის, რაიონის სამმართველო ოპერატიულად და წერილობით აცნობებს მომიჯნავე რეგიონების სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებებს, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანოს, ადგილობრივ ხელმძღვანელ ორგანოებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 2. ტერიტორია, სადაც გამოვლინდა ცოფის სნეულება, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ქალაქის, რაიონის სამმართველოს წარდგინებით და ქალაქის მერიის, რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით ცხადდება ცოფის სნეულების მხრივ არაკეთილსაიმედოდ. 3. ცოფის სნეულების მხრივ არაკეთილსაიმედოდ ცხადდება ქალაქის, რაიონის კვარტალი, ქუჩა, ეზო, სოფელი, დაბა, დასახლებული პუნქტი, საძოვარი, ცხოველის გადასარეკი ტრასის მონაკვეთი, ტყის მასივი, ნაკრძალის ნაწილი და სხვ. 4. ქალაქის, რაიონის სამმართველოს წარდგინების საფუძველზე ქალაქის, რაიონის ტერიტორიული ერთეულების მმართველობითი ორგანოები ცოფის სნეულების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით აწესებენ კარანტინს და სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებულ პირობებს. 5. იმუნურ-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ უნდა გატარდეს ცოფის ყველა ამთვისებელი ცხოველის იძულებითი რკალური პროფილაქტიკური ვაქცინაცია, 2-3 კმ. რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა). 6. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის გაჩენისას ქალაქის, რაიონის სამმართველო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მონადირეთა კავშირის და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად იღებს ზომებს არაკეთილსაიმედო კერაში ცოფის ამთვისებელი ცხოველების სულადობის შესამცირებლად რეკომენდებული ყველა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით (დახოცვა, დაჭერა, სოროებისა და ბუნაგების დაგაზვა, შეწამვლა და სხვ) სანადირო სეზონურობის გათვალისწინების გარეშე. 7. ცოფის სნეულების მხრივ არაკეთილსაიმედო კერაში: ა) კატეგორიულად აკრძალულია ძაღლებისა და კატების გამოფენების და ბაზრობების მოწყობა, ძაღლების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანა, სანადიროდ გაყვანა-გადაყვანა შეზღუდვების მოხსნამდე; ბ) აუცილებელია ცოფით დასენიანებული და სნეულების მხრივ ყველა საეჭვო ცხოველის დაუყოვნებლივ იზოლირება და მათი ლიკვიდაცია, გარდა იმ ცხოველისა, რომელმაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ასეთი ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებანი, რომელიც გათვალისწინებულია დასენიანებული ან სნეულებაზე საეჭვო ცხოველის შემთხვევაში; გ) ცოფით მკვდარი, დასენიანების გამო მოკლული და დასენიანებაზე საეჭვო ცხოველის ლეში ექვემდებარება უტილიზაციას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით; დ) შემჭიდროებულ ვადაში უნდა ჩატარდეს ყველა ჯანმრთელი ძაღლის, კატის და ცოფის ამთვისებული ყველა სხვა სახეობის ცხოველის სავალდებულო იძულებითი აცრები განურჩევლად იმუნიტეტის ვადისა; ე) ცოფით დასენიანებაზე საეჭვო ცხოველების იძულებითი აცრები უნდა ჩატარდეს ვაქცინის გამოყენების წესების დარიგების შესაბამისად. უნდა მოხდეს აცრილი ცხოველების მკაცრი იზოლირება აცრების დამთავრებიდან 60 დღის განმავლობაში; ვ) ცოფიანი და დასენიანების მხრივ საეჭვო ცხოველების მკურნალობა და სნეულების საწინააღმდეგოდ აცრა აკრძალულია; ზ) ცოფით დასენიანებაზე საეჭვო სასოფლო-სამეურნეო და ბეწვიანი ცხოველები რომლებიც აცრილი არიან ამ სნეულების საწინააღმდეგოდ, დაკვლა და მათი დაკვლის პროდუქტების გამოყენება დაიშვება „ საკლავი ცხოველების ვეტერინარულ შემოწმებასა და ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარი ული ექსპერტიზის წესების“ შესაბამისად; თ) ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო ფერმაში (ნახირში, ფარაში, ჯოგში) კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისაგან მიღებული რძე (ცოფზე აცრილი ცხოველების ჩათვლით) დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ადამიანის საკვებად 80-85​0 C გრადუსზე 30- წუთიანი პასტერიზაციის ან 5- წუთიანი დუღილის შემდეგ; ი) ცოფიანი და სნეულების მხრივ საეჭვო ცხოველების სადგომები, ცხოველების მოვლის საგნები, ცხოველების მომვლელი პერსონალის დადორბლილი ტანსაცმელი და სხვა გამონაყოფებით დასვრილი საგნები ექვემდებარება დეზინფექციას მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად. 8. ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო კერაში შეზღუდვები მოიხსნება ქალაქის რაიონის სამმართველოს წარდგინებით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების მოხსნის წინა დასკვნით ღონისძიებათა ჩატარებისა და ცხოველის ცოფით დასენიანების უკანასკნელი შემთხვევიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. 9. საზღვარგარეთიდან და ქვეყნის ტერიტორიიდან ძაღლების, კატების და ცოფის ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველების შემოყვანა-გაყვანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული სერტიფიკატით, ცოფის საწინააღმდეგო აცრების თარიღის აღნიშვნით. 10. სასაზღვრო-სატრანსპორტო სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ სერტიფიკატში გაურკვევლობისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე ეჭვის მიტანის ყველა შემთხვევაში ცხოველები ექვემდებარები ან იზოლაციას, საკარანტინო ზედამხედველობის ორგანოების სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე. 11. აკრძალულია სახელმწიფო საბაჟო ზონაში და ტერმინალის ტერიტორიაზე ძაღლებისა და ცოფის ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველების შენახვა, გარდა ცოფზე აცრილი სპეცდანიშნულების ძაღლებისა. 12. ქალაქის, რაიონის სამმართველო, ვალდებულია ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად შეიმუშაოს ცოფთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა, განახორციელოს ამ სამსახურთან ერთად საგანმანათლებლო მუშაობა პრესის, რადიოს, ტელევიზიის და სხვა საინფორმაციო საშუალებათა ფართო გამოყენებით, მოსახლეობისათვის ცოფის დაავადების მოსალოდნელი საშიშროებისა და პროფილაქტიკის საკითხზე. 13. ცოფთან ბრძოლის ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევებისათვის დამნაშავე პირი პასუხს აგებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.