პუბლიკაციის თარიღი 05.03.2025
მოქმედების პერიოდი 05.03.2025 — 04.04.2025
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2025 წლის 4 მარტი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის კ2) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა,დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა
1. ადმინისტრაციული ერთეული ასპინძა – დაბა ასპინძა.
2. ადმინისტრაციული ერთეული ნაქალაქევი – სოფელი ვარძია.