პუბლიკაციის თარიღი 05.03.2025
მოქმედების პერიოდი 05.03.2025 — 27.02.2026
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №452
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №452
2025 წლის 28 თებერვალი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის № 422 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 29.04.2024 წ.б სარეგ. კოდი 200230000.35.157.016526).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn = I mG X I TL X C X K, სადაც:
ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია;
გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის მიხედვით ქ. თეთრიწყაროში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
I mG
I TL
C
K
Cn (ლარი)
0.23
1
0.24
90
4.968
მუხლი 3🔗
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თეთრიწყაროსი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4.968 ლარს;
ბ) სოფლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.