სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2025
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-41. 4125052001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2025
183 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 29.05.2024 სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგიე-ნასაჯუში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 28.10.2024 სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 28.10.2024 სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო - ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 12.11.2021 სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 29.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-41.4125052001 2025 წლის 21  თებერვალი ქ. სენაკი სენაკის  მუნიციპალიტეტის  ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში  სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში  მდებარე  გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,გ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-7 და მე-8 პუნქტების,  შესაბამისად 1. სენაკის მუნიციპალიტეტის  ნოქალაქევის  ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გახომელაში მდებარე  მე-8  ქუჩა  გაგრძელდეს და მისი მოხაზულობა ჩამოყალიბდეს თანდართული  სიტუაციურ რუკაზე ასახული ფორმით. 2. განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4.  განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ.№247). სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                საბა ოდიშარია