შპს „კონსალტინგ გრუპსის" საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ვალერი ბონდარ №3005)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 3005

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536 

დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი: ქ. თბილისი, ვ. პეტრიაშვილის №10

ელფოსტა:  auction@cgg.ge

საბანკო ანგარიში:  GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს  – თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: ვალერი ბონდარ (დაბ.07/06/1970), პირადი NC/N: FB849606

მოვალე (მსესხებელი): ვალერი ბონდარ (დაბ.07/06/1970), პირადი N C/N: FB849606

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231232872715 , თარიღი 17/05/2021

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, N7დ, სასტუმრო N548 (მშენებარე) სართული 5, ბლოკი "C" , საკადასტრო კოდი: 05.24.05.237.01.01.548

აუქციონის ჩატარების დრო:  11/03/2025 წლის 12:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ვ. პეტრიაშვილის N10

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 82634.97 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა:  სასტუმროს ნომერი, მდებარე ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, N7დ, სასტუმრო N548 (მშენებარე) სართული 5, ბლოკი "C" 33.00 კვ.მ.

გარდამავალი უფლებები:  დიახ, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია  გარდამავალი ვალდებულება: გამყიდველი: შპს "ორბი ჯგუფი ბათუმი" 445468798;

საგანი:სასტუმრო N548 სართული 5, ბლოკი "C" 33.00 კვ.მ. ;

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების პირობით;

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს:

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე ან  საგარანტიო თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს შპს კონსალტინგ გრუპს-ის ანგარიშზე ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით და სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას ან საგარანტიო თანხის გადახდის ქვითარს აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 7 საბანკო დღის მანძილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას. ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი   შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536 

დირექტორი                                                                              ნინო არაბიძე