“ერედვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 02 დეკემრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.147.016316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2025 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 დეკემბრის №12 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/12/2024; 010250020.35.147.016312) დამტკიცებული წესს დაემატოს 141 მუხლი:

„მუხლი 141. ქ. გორის ვერხვების (გერმანული სოფელი) დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების დასათბუნებლად  სამშენებლო მასალებით დახმარება

1.  ქ. გორის ვერხვების  დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ  ოჯახს გაეწიოს საამშენებლო მასალებით დახმარება.

2. სამშენებლო მასალები დახმარების მიმღებს გადაეცემა საცხოვრებელი სახლების დათბუნებისათვის.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისგან, საცხოვრებელი კოტეჯის მესაკუთრის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივმაცხოვრებლობის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი