📋

მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 06.03.2025
მოქმედების პერიოდი 06.03.2025 — 27.02.2026
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
06.03.2025
27.02.2026
მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2025 წლის 28 თებერვალი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2024  წლის  29  თებერვლის  №6  დადგენილება.  მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება  ადგილზე არსებული საბაზრო  ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG XITL XC X  K, სადაც: CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; IMG არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს; ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება). C არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 400-ს. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება  ადგილზე არსებული საბაზრო  ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG X ITL X C X  K, სადაც:  CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;  IMG არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს;  ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება).  C არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 400-ს. მუხლი 2🔗 პირველი პუნქტის მიხედვით დაბა მესტიაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN 0,22 1 0,24 400 21-12 მუხლი 3🔗 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 16 ლარსა და 90 თეთრს. მუხლი 4🔗 მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 10 ლარსა და 56 თეთრს. მუხლი 5🔗 მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 65%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 13 ლარსა და 73 თეთრს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება  მესამე და მეოთხე პუნქტებით დადგენილი ფასი.