„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.034.017551
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №22

2025 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1.  მე-5 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ბ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება;“.

2. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“-„ა4“ ქვეპუნქტები:

„ა1) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ა2) ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირებას;

ა3) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ა4) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, აკავებს უცხოელს;“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე​1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, ახორციელებს უცხოელის დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას, ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.03.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.03.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.034.017551.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 05.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017551 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6437006/