საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №357
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.535
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 27/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.535
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №357
2006 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო (მათ შორის, სავალუტო) ანგარიში, ემბლემა და ბეჭედი – საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №68.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები
ცენტრის მიზანია:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადება, პილოტირება და დანერგვის ხელშეწყობა;
ბ) საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეროვნული შეფასებების სისტემის შემუშავება, დანერგვა, ეროვნული და სხვა შეფასებების განხორციელება;
გ) სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.
მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები
ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნულ სასწავლო გეგმას;
ბ) მონაწილეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში;
გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის რეგულარულად ატარებს ეროვნული სასწავლო გეგმის წინასწარ გამოცდას (პილოტირებას) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ატარებს პილოტირების პროცესის შეფასებას და აანალიზებს პილოტირების შედეგებს;
დ) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს დასამტკიცებლად რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტს;
ე) მონაწილეობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სახელმძღვანელოებისა და საგანმანათლებლო ლიტერატურით უზრუნველყოფის სქემების შემუშავებაში და დანერგვაში;
ვ) კონსულტაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე პროცესებთან დაკავში-რებით;
ზ) მონაწილეობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინოვაციური, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესების შედეგების შესახებ;
ი) აფასებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ სასწავლო პროცესს;
კ) მონაწილეობას იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შემუშავებაში;
ლ) ატარებს ეროვნულ, რეგიონალურ და სხვა მსგავსი ტიპის შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს და ახდენს მათ ანალიზს;
მ) ავითარებს და იკვლევს განათლების სისტემაში შეფასების სფეროს;
ნ) ქმნის და ავრცელებს, მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ზოგად პედაგოგიკაში, კონკრეტული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის სწავლების მეთოდიკაში, შეფასებაში, აგრეთვე სასწავლო მასალასა და ცენტრის მიზნების მისაღწევად საჭირო მასალას (სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა);
ო) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, საშუალო და სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტრენინგისა და განათლების ცენტრებს, ასრულებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს;
პ) ამყარებს კავშირებს შეფასებისა და სასწავლო გეგმების საზღვარგარეთულ ცენტრებთან;
ჟ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
რ) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;
ტ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავებას;
უ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფლებამოსილია გახდეს ინვენტარის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუ-ტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე სხვა ობიექტების მესაკუთრე;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი).
2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება დირექტორის მიერ. დირექტორის მოადგილის კომპეტენცია განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების, შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ცენტრის საქმიანობას ეხება;
გ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს;
დ) განსაზღვრავს დირექტორის მოადგილის უფლებამოსილებას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები, ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
კ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;
მ) სამინისტროს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;
ნ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (საბჭოები) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების განსახილველად. საბჭოს შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს დირექტორი.
მუხლი 6🔗. ცენტრის სტუქტურა
1. ცენტრი თავის უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
მუხლი 9🔗. ცენტრის ფინანსები და ანგარიშგება
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით, აგრეთვე მის მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
4. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 11🔗. ცენტრის ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.