პუბლიკაციის თარიღი 10.03.2025
მოქმედების პერიოდი 10.03.2025 — 04.07.2025
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2025 წლის 7 მარტი
ქ.თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ავტომობილების კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
დანართი №1
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი ადგენს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციასა და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები
განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ თანამდებობის პირებს:
ა) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობა დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს მე-3 კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენისძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.
4. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლების ხარჯი;
თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
5. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით 1 ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის.
6. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა − სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა − სულ მცირე ოთხჯერ.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
8. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
10. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ დაწესებულებას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში.
11. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.
12. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს.
13. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.
14. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.
15. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას – ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
16. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა შესაბამისი კლასის მიხედვით.
17. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯვის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი).
18. მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯვის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
19. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება III კლასის ავტომობილების ნიშნით. მე-3 კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე მე-3 კლასისთვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება განისაზღვრება №2 დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
დანართი
№2
ავტომობილების კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული
ფლობის ღირებულება
მუხლი 1🔗. ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილის მე-3 კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მისი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.
მუხლი 2🔗. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს.
მუხლი 3🔗. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. ზოგადი დანიშნულების:
ა) სამორიგეო;
ბ) მომარაგების;
გ) თანამშრომლების
ტრანსპორტირებისათვის
ქვეყნის მასშტაბით;
დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს
მოცემული ცხრილის შესაბამისად:
№
III კლასის მსუბუქი ავტომობილები
1
ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია
მეათედებამდე)
1,1
2
ცხენის ძალა არანაკლებ
75
3
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-
საფეხურიანი
4
სიგრძე არანაკლებ
3840
5
სიგანე არანაკლებ
1695
6
სიმაღლე არანაკლებ
1450
7
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე
(ძრავა, ხიდი, გადაცემათა
კოლოფი), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე
შესრულდება) სრულ
ავტომანქანაზე, გარდა
სწრაფცვეთადი ნაწილებისა და
მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები,
ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის
საწმენდი ჯაგრისები,
გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი,
გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი);
8
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS
(ამერიკული ქრაშტესტი) ან
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
9
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
10
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
11
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ წინა 2 უსაფრთხოების ბალიში
12
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
13
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის
ელგათბობა
14
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
შენიშვნა:
სათადარიგო საბურავის
არქონა
დასაშვებია
მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ
იგი
ქარხნულად არ მჰოყვება.
ე) მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად:
№
III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები
1
ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები
დამრგვალებულია მეათედებამდე)
1.0
2
ცხენის ძალა არანაკლებ
82
3
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური არანაკლებ 5 -
საფეხურიანი
4
სიგრძე არანაკლებ
3665
5
სიგანე არანაკლებ
1600
6
სიმაღლე არანაკლებ
1575
7
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს
12 ლიტრი
8
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი
ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა
(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
9
უსაფრთხოების დამადასტურებელ
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან
დოკუმენტად ჩაითვალოს:
IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან
შემოთავაზებული მარკის
JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ავტომობილის ნებისმიერ
მოდელზე აღებული შესაბამისი
ქრაშტესტის სერთიფიკატი
10
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
11
აუცილებელი მოთხოვნები
- სათადარიგო საბურავი;
- წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;
- კონდიციონერი;
- აუდიოსისტემა;
- უკანა საქარე მინის ელ. გათბობა;
- საჭის გამაძლიერებელი;
- ABS;
- 4x4.
შენიშვნა:
სათადარიგო საბურავის
არქონა
დასაშვებია
მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ
იგი
ქარხნულად არ მოჰყვება.
ვ)
ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის – 21 000
დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ზ) ზღვრული
ფლობის
ღირებულება
მსუბუქი მაღალი
გამავლობის ავტომობილებისათვის –
29 600
დოლარის ეკვივალენტი ლარში.
2.
განპიროვნებული:
აჟარის
(ზემო აფხაზეთის)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარისთვის, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის
გამგებლისთვის,
როდესაც მუნიციპალიტეტის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300
საშტატო ერთეულზე.
მუხლი 4🔗.
შესასყიდი
ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
მუხლი 5🔗.
შესასყიდი ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.
მუხლი 6🔗.
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება
ელექტრომობილების შესყიდვაზე.