აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/61
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ა № 1-1/61

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის 11 ივლისის №01/1340,   05 სექტემბრის №01/1776,  11 სექტემბრის №01/1821, 07 ოქტომბრის №01/2029,  16 ოქტომბრის №01/2102, 28 ოქტომბრის №01/2169, 11 ნოემბრის №01/2287, 04 დეკემბრის №01/2436  განცხადებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში  დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში  პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის სასესხო შეთანხმების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2). ლოტი 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან. ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები. ასევე გაშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი  მიწისქვეშა გასასვლელი. 

საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა, საპროექტო სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, დეპარტამენტის მიერ შეთანხმება, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:

1.  შპს „ბაღლარ-23“-ის (ს/ნ 434185464)  საკუთრებაში არსებულ  მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის საკრებულოში, იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  დანიშნულების 118000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.06.01.652) ნაწილის – 11688 კვ.მ მიწის ნაკვეთის და  მარნეულის მუნიციპალიტეტში კაპანახჩის საკრებულოში, იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  დანიშნულების 1 558728 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.06.01.653) ნაწილის – 61619 კვ.მ  მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

2. რასიმ ქერიმოვის (პ/ნ 28001025098) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 12500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი N83.06.10.780) ნაწილის – 628 კვ.მ მიწის ნაკვეთის  და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

3. ორუჯ ალიევის (პ/ნ 28001114817) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 15195 კვ.მ  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.03.16.458) ნაწილის – 8802 კვ.მ  მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის“ (ს/ნ 234210902) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 589078 კვ.მეტრი  ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.07.10.440) ნაწილის –56424 კვ.მ  მიწის ნაკვეთის და  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 247056 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.07.19. 039) ნაწილის – 9 231 კვ. მ  მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

5. შპს „აგროსფეისის“ (ს/ნ 405404218) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზქენდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  30 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.03.44.042) ნაწილის – 3145 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (ღობე და სხვა აქტივები) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;  

6. ზურაბ ბაბაევის (პ/ნ 28001009892) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 13555 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.06.15.049) ნაწილის-551 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

7.  ბესიკ ქაჯაიას (პ/ნ 01015009330), გიორგი შარაშიძის (პ/ნ 12001027141) და უშანგი ხუციშვილის (პ/ნ 01015020428) თანასაკუთრებაში არსებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ კრწანისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 339227 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N 81.04.10.336) ნაწილის-1216 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

8. ელნარ ბაირამოვის (პ/ნ 28001102165) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  16 996 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 6556 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N83.07.09.271) და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში კაპანახჩის საკრებულოში,  იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  დანიშნულების 118000 კვ. მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.06.01.652)  და  მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის საკრებულოში, იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  დანიშნულების 1 558728 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 83.06.01.653) მესაკუთრეა შპს „ბაღლარ-23“  (ს/ნ 434185464).  

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ბაღლარ-23“ -ის  საკუთრებაში არსებული  მარნეულის მუნიციპალიტეტში კაპანახჩის საკრებულოში,  იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  დანიშნულების 118000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.06.01.652) ნაწილი – 11688 კვ.მ მიწის ნაკვეთი  და  მარნეულის მუნიციპალიტეტში კაპანახჩის საკრებულოში,  იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  დანიშნულების 1 558728 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.06.01.653) ნაწილი – 61 619კვ. მ მიწის ნაკვეთი.  

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 12500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი N83.06.10.780) მესაკუთრეა რასიმ ქერიმოვი (პ/ნ 28001025098).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა რასიმ ქერიმოვის  საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 12500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი N83.06.10.780) ნაწილი – 628 კვ. მ  მიწის ნაკვეთი  და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა.  

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 15195 კვ.მ  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.03.16.458) მესაკუთრუა ორუჯ ალიევი (პ/ნ 28001114817.

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ორუჯ ალიევის  საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 15195 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.03.16.458) ნაწილი – 8 802 კვ. მ მიწის ნაკვეთი  და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 589078 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.07.10.440)  და  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 247056 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N 83.07.19. 039) მესაკუთრეა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდი“ (ს/ნ 234210902).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა „ქართული ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის“  საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 589078 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.07.10.440) ნაწილი - 56 424 კვ.მ მიწის ნაკვეთი და  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 247056 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N 83.07.19. 039) ნაწილი – 9231 კვ. მ  მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზქენდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 30000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.03.44.042) მესაკუთრეა  შპს „აგროსფეისი“ (ს/ნ 405404218).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „აგროსფეისის“  საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზქენდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 30000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.03.44.042) ნაწილი – 3 145 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (ღობე და სხვა აქტივები).  

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების-13555 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.06.15.049) მესაკუთრეა ზურაბ ბაბაევი (პ/ნ 28001009892);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზურაბ ბაბაევის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების-13555 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.06.15.049) ნაწილი – 551 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრწანისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 339227 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N81.04.10.336) მესაკუთრეები არიან: ბესიკ ქაჯაია (პ/ნ  01015009330), გიორგი შარაშიძე (პ/ნ 12001027141) და უშანგი ხუციშვილი (პ/ნ 01015020428).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ბესიკ ქაჯაიას,  გიორგი შარაშიძის და უშანგი ხუციშვილის  თანასაკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ კრწანისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 339227 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N81.04.10.336) ნაწილი – 1216 კვ.მ მიწის ნაკვეთი  და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  16996 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის  (საკადასატრო კოდი N83.07.09.271) მესაკუთრეა ელნარ ბაირამოვი (პ/ნ 28001102165).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელნარ ბაირამოვის  საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  16996 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 6556 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასატრო კოდი N83.07.09.271) და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა. 

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით-„თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით." 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის  21 თებერვლის  სხდომის   ოქმის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.2. შპს „ბაღლარ-23“-ის (ს/ნ 434185464)  საკუთრებაში არსებულ  მარნეულის მუნიციპალიტეტში კაპანახჩის საკრებულოში,  იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  დანიშნულების 118 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.06.01.652) ნაწილზე-11 688 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და  მარნეულის მუნიციპალიტეტში კაპანახჩის საკრებულოში,  იალღუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1 558728 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.06.01.653) ნაწილზე – 61619 კვ. მ მიწის ნაკვეთზე.

1.3. რასიმ ქერიმოვის (პ/ნ 28001025098) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 12500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი N83.06.10.780) ნაწილზე – 628 კვ.მ  მიწის ნაკვეთზე  და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე.  

1.4. ორუჯ ალიევის (პ/ნ 28001114817) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 15195 კვ.მ მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი N83.03.16.458) ნაწილზე – 8802 კვ. მ  მიწის ნაკვეთზე  და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე.

1.5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის“ (ს/ნ 234210902) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 589078 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.07.10.440) ნაწილზე-56424 კვ. მ  მიწის ნაკვეთზე და  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეჟბადინში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 247056 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.07.19.039) ნაწილზე – 9231 კვ. მ მიწის ნაკვეთზე.

1.6. შპს „აგროსფეისის“ (ს/ნ 405404218) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზქენდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  30000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.03.44.042) ნაწილზე – 3145 კვ.მ  მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (ღობე და სხვა აქტივები).  

1.7. ზურაბ ბაბაევის (პ/ნ 28001009892) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების-13555 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №83.06.15.049) ნაწილზე – 551 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე.

1.8. ბესიკ ქაჯაიას (პ/ნ 01015009330), გიორგი შარაშიძის (პ/ნ 12001027141) და უშანგი ხუციშვილის (პ/ნ 01015020428) თანასაკუთრებაში არსებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრწანისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 339227 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 81.04.10.336) ნაწილზე – 1216 კვ.მ მიწის ნაკვეთზე  და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე;  

1.9. ელნარ ბაირამოვის (პ/ნ 28001102165) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  16996 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 6556 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე (საკადასატრო კოდი N83.07.09.271).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი  თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

მინისტრი                                                                      ლევან დავითაშვილი