⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.01.2010)
გაუქმებულია:

“სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 25.04.2006
ძალის დაკარგვა 30.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №347
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.541
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 27/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,353 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2006 მიღება
30.01.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.9pt 73.3pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.541 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №347 2006 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხ-ლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“.     მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი დებულება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულების მე-2 მუხლის მეორე პუნქტში მითითებულ ქონებაზე, რომელიც ქონების ჩამორთმევისათვის და/ან გადაცემისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ განკარგვისთვის გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საფინანსო სააგენტოს“ (შემდგომში – „სააგენტო“) და განსაზღვრავს ამ ქონების რეალიზაციის წესს. 2. „ქონების“ რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „სააგენტოს“ მეშვეობით, ამ დებულებით დადგენილი წესების მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ხარისხობრივი ექსპერტიზის ჩატარება და საქონლის სერტიფიკაცია 1. „ქონებაზე“ უფლებამოსილი ორგანოებისაგან გადმოცემული ქონების შენახვა ხორციელდება „სააგენტოს“ მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ქონების უსაფრთხოებას და ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნებას მის რეალიზაციამდე. 2. „ქონების“ იდენტიფიკაცია და სერტიფიცირება ხორციელდება „სააგენტოსა“ და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ჩამტარებლების მიერ აღმოჩენილი იქნება უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონელი, რომელიც საშიშია მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ისეთი საქონელი, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ის ექვემდებარება გადამუშავებას ან განადგურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. შეფასება და აღრიცხვა 1. ხარისხობრივი ექსპერტიზის, ექსპერტის და/ან აუდიტორის დასკვნის გათვალისწინებით, „სააგენტო“ ადგენს სარეალიზაციო „ქონების“ სავარაუდო ფასს. 2. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში სარეალიზაციო ფასის დადგენა ხდება გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინებით. 3. „ქონების“ აღრიცხვა წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. რეალიზაციის ფორმა 1. „ქონების“ რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება საჯარო აუქციონის ფორმით. 2. ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რელიზაციის „გამარტივებული წესი“, რაც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას კონკრეტულ პირებთან (პირთან) მოლაპარაკების გზით, კერძოდ: ა) ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდი – გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქონების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სარეალიზაციო ქონება მალფუჭებადია და/ან მისი შეძენისათვის და შემდგომი გამოყენების, გადამუშავების ან რეალიზაციისათვის საჭიროა სპეციალური ნებართვა (ლიცენზია), რომლითაც დასტურდება ამგვარი საქონლის საწარმოო ნედლეუ-ლად გამოყენების უფლება; ბ) ფასთა კოტირების მეთოდი – გულისხმობს შესაძლო მყიდველებისაგან არანაკლებ სამი წერილობითი წინადადების საფუძველზე მყიდველის შერჩევას ფასთა კრიტერიუმის მიხედვით და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქონების ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს. 3. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება საჯარო აუქციონის ფორმა. 4. საჯარო აუქციონი, მონაწილეების მიერ განაცხადისა და ფასის შემოთავაზების ფორმის მიხედვით, შეიძლება იყოს ღია (ღია აუქციონი) ან სპეციალური (სპეციალური აუქციონი). 5. გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეალიზაციის ფორმის შესარჩევად იღებს „საგენტო“, მათ შორის საჯარო აუქციონის კონკრეტული ფორმის (ღია ან სპეციალური) შერჩევის თაობაზე. 6. თუ სარეალიზაციო ქონების ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს, მაშინ „ქონების“ რეალიზაციაზე გასაწევი ხარჯის და მოსალოდნელი ამონაგები თანხის შეფარდების გათვალისწინებით „სააგენტო“ უფლებამოსილია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების „გამარტივებული წესით“ რეალიზაციის შესახებ.     მუხლი 5🔗. აუქციონის მოსამზადებელი სამუშაოები 1. „ქონების“ აუქციონის წესით რეალიზაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში „სააგენტო“ ორგანიზებას უკეთებს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში, ყოფს მას ლოტებად. 2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. 3. „სააგენტო“ განსაზღვრავს აუქციონში მონაწილეობის მსურველთა მიერ გადასახდელი „საგარანტიო თანხის“ სიდიდეს, რომელიც შეადგენს „ქონების“ საწყისი ფასის მინიმუმ 10%, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა. 4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს „სააგენტო“, რის შესახებაც ქონების რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში, აუქციონის დაწყებამდე სულ ცოტა 10 კალენდარული დღით ადრე (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დღით ადრე) აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს; ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას) ლოტების მიხედვით; გ) ქონების საწყის ფასს, რომელიც განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის მიხედვით დადგენილი ქონების საბაზრო ღირებულებიდან, სავაჭრო ფასდაკლების გათვალისწინებით; დ) „საგარანტიო თანხის“ ოდენობას; ე) „სააგენტოს“ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და საკონტაქტო პირს; ვ) აუქციონის ჩატარების ფორმას – ღია ან სპეციალური; ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს. 5. სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს „სააგენტო“. 6. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ გამოიკვრება „სააგენტოში“ და ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.     მუხლი 6🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „სააგენტოსთან“ შეთანხმებით, წინასწარ გაეცნოს გასაყიდ ქონებას. 2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა, განცხადებით უნდა მიმართოს „სააგენტოს“. 3. განცხადების მიღებას და რეგისტრაციას აწარმოებს „სააგენტო“, აუქციონის ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში და მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დაგვიანებით შემოსული განცხადებები არ მიიღება. 4. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ ან მეტ ლოტზე. 5. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი „სააგენტოს“ პასუხისმგებელ პირს წარუდგენს: ა) განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის შესახებ, ქონების დასახელებას ან ლოტ-ზე (ლოტებზე) მითითებას; ბ) „საგარანტიო თანხის“ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს; დ) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.  6. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონზე რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს „საგარანტიო თანხა“ ცალკ-ცალკე თითოეული ლოტისთვის.  7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის დავთარში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს მონაწილის შესახებ, თარიღისა და დროის მითითებით, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტებს და აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველს გადასცემს „მონაწილის ბილეთს“. 8. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი „აუქციონში მონაწილის“ სტატუსს იძენს „მონაწილის ბილეთის“ მიღების შემთხვევაში.     მუხლი 7🔗. ღია აუქციონის ჩატარების წესი 1. „სააგენტოს“ დავალებით ღია აუქციონს ატარებს აუქციონის წამყვანი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც „სააგენტოს“ თანამშრომელი, ასევე კონკრეტული აუქციონის ჩასატარებლად მოწვეული პირი. აუქციონის წაყვანა შეიძლება დაევალოს ერთდროულად არა უმეტეს ორ წამყვანს, რომელთაგან ერთი აუცილებლად საგენტოს თანამშრომელი უნდა იყოს. 2. აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს: ა) ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა; ბ) აუქციონის მიმდინარეობისა და აუქციონის შედეგების დოკუმენტური გაფორმება; გ) საზოგადოებრივი წესრიგი აუქციონის ჩატარების დროს. 3. „სააგენტო“ ორგანიზებას უკეთებს მონაწილის მიერ ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერებას, აუქციონის ჩასატარებლად შენობის (ტერიტორიის) მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს სათანადო სპეციალისტს. 4. აუქციონი ჩატარდება, თუ „მონაწილის ბილეთი“ გაცემულია არანაკლებ ორ მონაწილეზე მაინც. 5. აუქციონი შედგება ერთი მონაწილის გამოცხადების შემთხვევაშიც. 6. აუქციონის თითოეული მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარუდგენს „მონაწილის ბილეთს“ აუქციონის რეგისტრატორს და იღებს სპეციალურ ბარათს, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს და რომელიც აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს. 7. აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი საქონლის ძირითად ნიშან-თვისებებს, ლოტის საწყის ფასს და ფასის მატების ბიჯს. 8. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. იმავდროულად, აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას ან, ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, წარუდგენს დამსწრეთ საქონლის ამსახველ ვიდეო, აუდიო, ფოტო ან დოკუმენტალურ მასალას (აუქციონის ჩატარებისას ქონების საგულდაგულო დათვალიერება არ დაიშვება). 9. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ბარათს და აუქციონის წამყვანს უჩვენებს თავის ნომერს, ასახელებს ფასს საწყისი ფასის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო გაზრდილი ფასი, აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, ვიდრე რომელიმე მონაწილე არ დაასახე-ლებს ყველაზე მაღალ ფასს. 10. ფასის მომატების ბიჯი დგინდება „სააგენტოს“ მიერ, საწყისი ფასის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 11. ვაჭრობის დროს აუქციონის წამყვანს უფლება აქვს აუქციონის მონაწილეების მხრიდან შენიშვნის უქონლობის შემთხვევაში, შეცვალოს ფასის ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის მიხედვით. 12. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი. ვაჭრობის დამთავრებამდე აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი წინადადება უკან გამოიხმოს. 13. სააუქციონო ვაჭრობის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და მას ხელს აწერენ აუქციონში გამარჯვებული, აუქციონის წამყვანი და მდივანი. 14. აუქციონში გამარჯვებულმა მონაწილემ საჯარო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ აუქციონის მდივანს უნდა წარუდგინოს „მონაწილის ბილეთი“ და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს. 15. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა ერთზე მეტმა მონაწილემ, ან აუქციონზე არ გამოცხადდა არც ერთი მონაწილე. გამოუცხადებელ „მონაწილეებს“ შეტანილი „საგარანტიო თანხა“ უკან არ უბრუნდებათ. 16. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა „მონაწილემ“ არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში,    მაშინ დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი და „მონაწილეებს“ შეტანილი „საგარანტიო თანხა“ უკან არ უბრუნდებათ.     მუხლი 8🔗. სპეციალური აუქციონის ჩატარების წესი 1. სპეციალური აუქციონი ჩატარდება თუ „მონაწილის ბილეთი“ გაცემულია არანაკლებ ორ მონაწილეზე და განსახილველად შემოსულია ფასის შეთავაზების ერთი წინადადება მაინც. 2. სპეციალური აუქციონის შემთხვევაში ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით, დახურული კონვერტის მეშვეობით, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის დასახელებას; ბ) ქონების ან ლოტის დასახელებას; გ) შემოთავაზებული ფასის სიდიდეს. 3. განაცხადში ფასი უნდა იყოს მითითებული ციფრებით და სიტყვიერად. იმ შემთხვვევაში, თუ ციფრებით და სიტყვიერად მითითებული ფასი არ ემთხვევა ერთმანეთს, მხედველობაში მიიღება მხოლოდ სიტყვიერად მითითებული ფასი. 4. ფასის შეთავაზების განაცხადი უნდა იყოს მონაწილის მიერ ხელმოწერილი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. სპეციალურ აუქციონს ატარებს “სააგენტოს“ მიერ შექმნილი კომისია. 6 კომისია იქმნება სამი წევრის შემადგენლობოთ, რომელთაც ამტკიცებს „სააგენტოს“ გენერალური დირექტორი. 7. კომისიის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სპეციალისტები და ექსპერტები. 8. კომისიის სხდომაზე კონვერტების გახსნას შეიძლება დაესწროს ყველა მონაწილე ან მათი წარმომადგენლები, რომლებმაც წარმოადგინეს სათანადოდ დამოწმებული მინდობილობა. 9. კონვერტების გახსნამდე კომისიამ უნდა წარუდგინოს კონვერტები დამსწრეებს რათა დადასტურდეს, რომ კონვერტების მთლიანობა დარღვეული არ არის. 10. მონაწილეების მიერ დახურული კონვერტებით წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნება კომისიის სხდომაზე, დადგენილ დროსა და საათზე. 11. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს გამოითხოვოს თავისი წინადადება პირველი კონვერტის გახსნამდე. 12. ფასის შეთავაზების განაცხადი არ განიხილება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განაცხადი წარმოდგენილია ამ წესებით დადგენილი პირობების დარღვევით ან მონაწილის მიერ შემოთავაზებული ფასი ნაკლებია სარეალიზაციო ქონების საწყის ფასზე. 13. სპეციალურ აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება ის მონაწილე, რომლის მიერაც შემოთავაზებული იქნება მაქსიმალური ფასი. 14. თუ წინადადებების განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მონაწილის მიერ შემოთავაზებულია ერთნაირი მაქსიმალური ფასი, მაშინ მათ შორის გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც კომისიას ახალ მომატებულ ფასს შესთავაზებს. თუ ახალი შემოთავაზების სურვილი არ გამოთქვა არც ერთმა მონაწილემ, დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი. 15. გადაწყვეტილებას სპეციალურ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ იღებს კომისია. 16. კომისიის გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ დაუყოვნებლივ, ხოლო მონაწილეებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ სხდომას, აუქციონის შედეგები ეცნობებათ 10 დღის განმავლობაში. 17. აუქციონის შედეგების გაცნობიდან 5 დღის განმავლობაში გამარჯვებული ვალდებულია ხელი მოაწეროს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს გამარჯვებულის სტატუსს და მის მიერ გადახდილი „საგარანტიო თანხა“ უკან არ უბრუნდება. 18. აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელიც ინომრება ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და მას ხელს აწერენ კომისიის წევრები და აუქციონში გამარჯვებული, თუ იგი ესწრებოდა აუქციონის მსვლელობას. 19. სპეციალური აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება თუ აუქცონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა ერთზე მეტმა მონაწილემ ან კონვერტების გახსნის შემდეგ ფასის შემოთავაზების არც ერთი წინადადება კომისიის მიერ არ იქნა განსახილველად მიღებული.     მუხლი 9🔗. განმეორებითი აუქციონი 1. „სააგენტო“ ნიშნავს განმეორებით აუქციონს იმ შემთხვევაში, თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება „ქონების“ რეალიზაცია. ასეთ შემთხვევაში სააგენტო ადგენს ახალ საწყისს ფასს და „ქონება“ ხელმეორედ გააქვს გასაყიდად. 2. განმეორებით აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ფასი არ უნდა იყოს პირველ აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასის 70%-ზე ნაკლები. 3. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. 4. თუ მეორე აუქციონზეც არ მოხდა „ონების“ რეალიზაცია, მაშინ „სააგენტოს“ წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას ქონების შემცირებული ფასით რეალიზაციის და/ან ქონების განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე ანგარიშსწორება 1. აუქციონში გამარჯვებულმა „მყიდველმა“ ოქმის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში ხელი უნდა მოაწეროს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას და „სააგენტოს“ ანგარიშზე უნდა შეიტანოს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით ფულადი თანხა, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ერთ თვეში. 2. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი „საგარანტიო თანხა“ ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. თუ „მყიდველი“ ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადებში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ გადახდილ „საგარანტიო თანხაზე“, ამასთან, „სააგენტო“ უფლებამოსილია ქონება მიჰყიდოს მასზე შემოთავაზებული ფასის სიდიდის მიხედვით რიგით მეორე მყიდველს. 4. აუქციონში დამარცხებულ „მონაწილეს“ უფლება აქვს (გარდა ამ დებულების მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს „საგარანტიო თანხის“ დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.     მუხლი 11🔗. სააუქციონო გარიგებათა გაფორმება 1. აუქციონის შედეგების ოქმის დამტკიცების შემდეგ „სააგენტოსა“ და აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო ქონების გადაცემის დროს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 2. „სააგენტოსა“ და აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, გასაყიდი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს აუქციონის პირობებში. 3. მყიდველს გადაეცემა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ეგზემპლრი. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება საწყობიდან ან საცავიდან, სადაც სააგენტო ინახავდა მას. 4. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სრულად გადახდისა და ქონების მიღებისთანავე. 5. აუქციონზე შეძენილი ქონება მყიდველისაგან უკან არ მიიღება.     მუხლი 12🔗. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა 1. ამ დებულებით დადგენილი წესების დარღვევით ჩატარებული აუქციონის შედეგები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად. 2. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.