“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152
სარეგისტრაციო კოდი
480.010.000.22.030.008.543
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 27/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.543

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №152

2006 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპრტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006, №17, მუხ. 203) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

1. საკონსულო დაცვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საკონსულო სფეროში არსებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინადადებების შემუშავება;

ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების სახელშეკრულებო, სამართლებრივი ბაზის განვითარება და სრულყოფა საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

გ) საკონსულო სამართლის სფეროში შემავალ ნორმატიულ აქტებზე და საქმეებზე დასკვნების მომ-ზადება;

დ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და დახურვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) საპატიო კონსულთა საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) საკონსულო პატენტის მომზადება;

ზ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება;

თ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტა-ციის გაწევა;

ი) საქართველოსა და უცხო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება;

კ) ექსტრადაციისა და მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;

ლ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება;

მ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო დასკვნის სისტემატური მომზადება;

ნ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ო) საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

პ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად საინფორმაციო მასალისა და წინადადებების მომზადება;

ჟ) საკონსულო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს მიერთების შესახებ წინადადებების მომზადება;

რ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;

ს) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნასა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება;

ტ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზი და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

უ) საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა ოპერატიული გადაწყვეტა იმ უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის დაარსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;

ფ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);

ქ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვა;

ღ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და სანოტარო საქმიანობაში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;

ყ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდება;

შ) საქართველოში დაკავებულ უცხოელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის;

ჩ) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობა, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფას.

2. საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიისათვის წარდგენა;

ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საქართველოს პასპორტის გაცემა, თუ იმ სახელმწიფოში არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;

გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, დასაბრუნებელი მოწმობისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება;

დ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა, ჩამორთმევა, შენახვა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება.

3. სავიზო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმება;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა სავიზო საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია;

გ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) საქართველოში უკანონო მიგრანტთა გამოსავლენად შესაბამის უწყებებთან დადგენილი წესით თანამშრომლობა;

ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირება იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა;

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ზ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

თ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივ მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციებისა და საჯარო მოხელეთა სავიზო უზრუნველყოფა;

ი) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, ასევე მძიმე ავადმყოფი ახლო ნათესავის მოსანახულებლად ან გარდაცვლილი ახლო ნათესავის გადმოსასვენებლად მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

კ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

ლ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

ნ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის დავალებით საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის პირველი მაისიდან.

გ. ბეჟუაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"?
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" მიღებულია 27.04.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №152. სარეგისტრაციო კოდი — 480.010.000.22.030.008.543.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ", №152, 27.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.543 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64414/