პუბლიკაციის თარიღი 12.03.2025
მოქმედების პერიოდი 12.03.2025 — 07.04.2025
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2025 წლის 10 მარტი
ქ. ბოლნისი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე, 2401 მუხლების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობა) სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს შპს „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურს“ (ს/ნ ).
მუხლი 2🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის თანდართული წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტიცდეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად
3. დამტიცდეს ახსნა-განმარტების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
4. დამტიცდეს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
5. დამტიცდეს საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) აღრიცხვის ჟურნალი დანართი №5-ის შესაბამისად.
6. დამტიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად
7. დამტიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი