⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:

შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024963 190
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/03/2025
1,248 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2025 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
შესყიდვა
ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა
მუხლი 2
შემსყიდველი ორგანიზაცია
ცენტრი
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
ამ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები და ტექნიკა-დანადგარები, როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი
იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელიც ცენტრს აწვდის საქონელს ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №72 2025 წლის 11 მარტი  ქ. თბილისი შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული  ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.  პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა  საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების (შესყიდვის ობიექტი) შესყიდვის სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა ცენტრის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად. 3. სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ცენტრი; გ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები და ტექნიკა-დანადგარები, როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით; ე) მიმწოდებელი – პირი, რომელიც ცენტრს აწვდის საქონელს ამ წესის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ცენტრის უფლება-მოვალეობები 1. ცენტრი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა ცენტრისთვის წამგებიანი აღმოჩნდება; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. ცენტრი ვალდებულია: ა) რაციონალურად, შემსყიდველი ორგანიზაციისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს შესყიდვის პროცედურები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდებისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (ცენტრის თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვა) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმის შესრულებაზე. 2. დაუშვებელია, რომ ცენტრის მიერ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დაეკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიწვეულ იქნეს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნათესავი; ბ) ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან; გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ისეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ; ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ. მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. ცენტრი შესყიდვებს ახორციელებს წინა წლის შესყიდვების მონაცემთა გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამით გაცემული ვაუჩერებისა და მომსახურების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნის შესაბამისად. 2. შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა, მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორებიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა. შ., ასევე მიწოდების ვადები და ადგილი; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ვ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს, როგორც ეტაპობრივად, ასევე ერთჯერადად. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები შესყიდვის ობიექტის შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. მუხლი 7🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და მისი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი მონაცემები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); დ) საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი; ე) საქონლის მიღება-ჩაბარების წესი; ვ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი; ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; თ) დავების გადაწყვეტის წესი; ი) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები. 3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების დადებამდე და/ან ხელშეკრულების ამოქმედებამდე. 4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები. 5. წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას. მუხლი 8🔗. სხვა დებულებები აღნიშნული წესის გამოყენებით, შესყიდვის ყველა დოკუმენტაცია ინახება ცენტრში. დანართი № საქონლის დასახელება  1  ტერფის ადაპტორი - სხვადასხვა არტიკულის  2 საპროთეზო ბუდის ადაპტორი - სხვადასხვა არტიკულის  3  მუხლის, კოჭწვივის სახსრის ადაპტორი - სხვადასხვა არტიკულის  4 მილის ადაპტორი - სხვადასხვა არტიკულის  5 მაჯის ადაპტორი - სხვადასხვა არტიკულის  6  მხრის ადაპტორი - სხვადასხვა არტიკულის  7 მუხლს ქვედა პროთეზის სამუხლე - სხვადასხვა არტიკულის   8 მუხლის სალტე - სხვადასხვა არტიკულის  9  ელექტროპროტეზის ელემენტი   10 მიმღები ბუდის შემაერთებელი ფირფიტა - სხვადასხვა არტიკულის  11 მუხლის სახსარი - სხვადასხვა არტიკულის  12  მხრის სახსარი - სხვადასხვა არტიკულის  13 სილიკონ ლაინერი ბარძაყის, /წვივის/ზედა კიდურის - სხვადასხვა არტიკულის   14 ბარძაყის დამჭერი ბანდაჟი - სხვადასხვა არტიკულის  15 ტერფი უძრავი/მოძრავი - სხვადასხვა არტიკულის  16 იდაყვის სახსარი - სხვადასხვა არტიკულის  17 მილი ბარძაყის/წვივის/მხრის/წინამხრის - სხვადასხვა არტიკულის  18 ტერფის გარსაცმი- სხვადასხვა არტიკულის  19  ხელის პროთეზის დამჭერი ქამარი - სხვადასხვა არტიკულის  20  ქსოვილის დეკორი ლამინირებისთვის პროტეზის გარეთა მხარის - სხვადასხვა არტიკულის  21  საპროთეზო წარმოების ქიმიური საღებავი - სხვადასხვა არტიკულის  22  საპროთეზო ფილც-დაკრონი - სხვადასხვა არტიკულის  23  საპროთეზო ფოლიო - სხვადასხვა არტიკულის  24 ფრეზი საპროთეზო ბუდისთვის - სხვადასხვა არტიკულის  25 პროთეზის ჩიხოლი - სხვადასხვა არტიკულის  26 გარსაცმი ზედა კიდურების - სხვადასხვა არტიკულის  27 ჰერტერის ფხვნილი პროთეზის ბუდის - სხვადასხვა არტიკულის  28 მალამო პროთეზის, სხეულსა და პროთეზის ბუდისშორისი - სხვადასხვა არტიკულის  29 საპროთეზო საწარმოო ინსტრუმენტები მწარმოებლი კომპანიის - სხვადასხვა არტიკულის  30 მიმღები ბუდის კარბონის ქსოვილი - სხვადასხვა არტიკულის  31 კოსმეტიკური წინდა - სხვადასხვა არტიკულის  32  საპროთეზო წინდა/ხელთათმანი - სხვადასხვა არტიკულის  33 მიმღები ბუდის სარქველი - სხვადასხვა არტიკულის  34 პედილინი - სხვადასხვა არტიკულის  35 პერლონსკოკინეტი - სხვადასხვა არტიკულის  36 პიგმენტი პროთეზის ბუდის- სხვადასხვა არტიკულის  37 ჩამკეტი – სილიკონ-ლაინერის -სხვადასხვა არტიკულის  38 პლასტაზოტი - სხვადასხვა არტიკულის  39 ორთეზის დეკორატიული თერმო ქაღალდი  40 ორთეზი მზა სახით - სხვადასხვა არტიკულის  41 ორთოკრილი ლამინაციისთვის - სხვადასხვა არტიკულის  42 ორთოკრილი-ზიგელჰარცი - სხვადასხვა არტიკულის  43 პოლიპროპილენი - სხვადასხვა არტიკულის  44 პროთეზის საცურაო გარსაცმი -სხვადასხვა არტიკულის  45 თერმოლინი - სხვადასხვა არტიკულის  46 პოლიამიდის ფირფიტა - სხვადასხვა არტიკულის  47 კოსმეტიკური ღრუბელი ბარძაყის/წვივის, /წინა მხრის - სხვადასხვა არტიკულის 48 საპროტეზო დანიშნულების დანადგარები- მწარმოებლი კომპანიის  49 სილიკონ ლაინერის ხსნარი-სხვადასხვა არტიკული 50 თერმული ფირფიტა რბილი ბუდისთვის -სხვადასხვა არტიკულის  51 შშმპ-თა სპეციალური დანიშნულების ეტლი 52 შშმპ-თა სპეციალური დანიშნულების საყრდენი საშუალებები