“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერ- ვლის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
120.320.000.22.026.008.552
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 28/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.320.000.22.026.008.552

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №144

2006 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო  მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა  და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38  ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №22, მუხ. №270) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული №5 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო თანამდებობაზე დაინიშნება სამოქალაქო პირი, მისი ანაზღაურება განისაზღვროს ამ თანამდებობისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიის დანამატის ოდენობით.“.

2. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და უშუალო შემსრულებლები.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ოქრუაშვილი