„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №4 |
|
2025 წლის 13 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების, აგრეთვე, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 16/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016414) პირველი პუნქტით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგულირების საფასური გაანგარიშდება შემდეგი ფორმულით: R = Q*K სადაც, „R“ – არის iრეგულირების საფასური (ლარი); „Q“ – რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საანგარიშგებო თვის განმავლობაში რეგულირებული საქმიანობიდან მიღებული (დარიცხული) შემოსავალი (დღგ-ის გარეშე); „K“ – შესაბამისი რეგულირებული საქმიანობისთვის დადგენილი რეგულირების საფასურის კოეფიციენტის მნიშვნელობა, განსაზღვრული 0.004-ის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
|