პუბლიკაციის თარიღი 18.03.2025
მოქმედების პერიოდი 18.03.2025 — 28.05.2025
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2025 წლის 14 მარტი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ2“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
1. დაბა ლაითური, რეისი ლაითური – ქ. ბათუმი, გასვლა დაბის ცენტრიდან.
2. დაბა ნარუჯა, რეისი ნარუჯა – ქ. ბათუმი, გასვლა დაბის ცენტრიდან.
3. დაბა ნასაკირალი, რეისი ნასაკირალი – ქ. ბათუმი, გასვლა დაბის ცენტრიდან; რეისი ნასაკირალი – კურორტი ბახმარო (სეზონურად), გასვლა დაბის ცენტრიდან.
4. სოფელი ასკანა, რეისი ასკანა – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
5. სოფელი მთისპირი, რეისი მთისპირი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
6. სოფელი ბახვი, რეისი ბახვი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
7. სოფელი მერია, რეისი მერია – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
8. სოფელი ვაკიჯვარი, რეისი ვაკიჯვარი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
9. სოფელი ძიმითი, რეისი ძიმითი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
10. სოფელი ქვემო ნატანები, რეისი ქვ. ნატანები – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
11. სოფელი ჯუმათი, რეისი ჯუმათი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.
12. სოფელი შრომა, რეისი შრომა – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.