“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 26.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №121/ნ
სარეგისტრაციო კოდი 350.010.010.22.035.008.555
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 02/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 953 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:AcadNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:AcadNusx;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 58.5pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.010.010.22.035.008.555 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №121/ნ 2006 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების პირველი მუხლით დამტკი-ცებული პირველი დანართის _ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა“ მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 1). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი    ვ. მეგრელიშვილი დანართი 1 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები თავიანთი საქმიანობის კანონიერად წარმართვას, მათი კომპეტენციის ფარგლებში მკაცრი აღრიცხვის ფორმების (შემდგომში _ ფორმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებენ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. ფორმებით მომარაგება 1. ფორმებით მომარაგებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში _ სამინისტრო), მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ დამოუკიდებლად. 2.  ფორმების შეკვეთა წარმოებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ და “ბ“ ქვეპუნქტების თანახმად პოლიგრაფიულ საწარმოში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია მინისტრის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 4. ფორმების მარაგის შექმნაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მთავარ ბუღალტერს.     მუხლი 3🔗. ფორმების შენახვა 1. ფორმები აღირიცხება სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მასალების ბუღალტრულ ანგარიშებზე მათი შეძენის ფაქტობრივი თვითღირებულებით. 2. ფორმები შენახულ უნდა იქნეს ამ მიზნით გამოყოფილ, სათანადოდ დაცულ ადგილას, ცეცხლგამძლე სეიფში. 3. სათავსო, სადაც ინახება ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის.     მუხლი 4🔗. ფორმების გაცემა 1. ცარიელი ფორმების შევსება მათ მფლობელებზე ხდება შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სათანადო ბრძანების საფუძველზე. 2. ფორმების გადაცემა სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე განხორციელდეს ამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოთხოვნის საფუძველზე, რომლის დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღინიშნება ფორმის დასახელება, სერია, ნომერი და რაოდენობა. 3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა მიღებული ფორმების დაცულობაზე. 4. შევსებული ფორმების რეგისტრაცია მიმდინარეობს შესაბამის ზონარგაყრილ, დანომრილ სარეგისტრაციო ჟურნალში. 5. შევსებული ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების მიერ პირადობის მოწმობის (საქართველოს პასპორტის) წარდგენის საფუძველზე. 6. შევსებული ფორმების გაცემა ნდობით აღჭურვილ პირზე ხდება ფორმის მფლობელის მიერ მისთვის ამ უფლების მინიჭებისა და პირადობის მოწმობის (საქართველოს პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული მინდობილობა რჩება შესაბამისად ადმინისტრაციაში. 7. შესაბამისი ფორმის მფლობელი ან ნდობით აღჭურვილი პირი ხელმოწერით ადასტურებს მისი მიღების ფაქტს რეგისტრაციის ჟურნალში.     მუხლი 5🔗. გამოსაყებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ბლანკის ფიზიკური დაზიანების გამო. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა ხდება შესაბამისი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ჩამოწერის თანდართული აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს ჩამოწერის აქტში.