ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2025
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65. 65250715
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016021
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/03/2025
245 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის N1 ქუჩისთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 18.09.2025 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა N59-ში მდებარე რაგბის მოედნისა და ტრიბუნისათვის ბეჟან ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 11.10.2018 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 10.06.2020 ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N28 და N29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 24.12.2024 ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისრითის N1 და N2 ქუჩებისათვის გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 04.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-65. 65250715 2025 წლის 12 მარტი ვანი ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს №11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გად წყვიტა: 1. ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს №11 ქუჩას მიენიჭოს ვანის ღირსეული მოქალაქის გელა ლორთქიფანიძის სახელი (რუკა თან ერთვის). 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება. 3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი