,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2025 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2019 წლის 30 აგვისტოს   №22  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/09/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016272) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტროს დებულების“: 

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა; საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება;  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა;   გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების ხელშეწყობა; ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.

2.    სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა)    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო -საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება;

ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;

ე)     ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტიციების, გრანტების მოზიდვის და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;

ვ)    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;

ზ)   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სარგებლობაში გადმოცემული უძრავი ქონების შემდგომი გამოყენების პოლიტიკის განსაზღვრა;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული/საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრონული აუქციონის წესით განკარგვა;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით   დადგენილი წესით;

კ)  ეკონომიკის დარგების განვითარებისადმი მიმართული პროექტების და პროგრამების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ლ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ნ)   მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინირებული საქმიანობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შენარჩუნებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების, მცენარეთა დაცვისა და ცხოველთა დაავადებასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების ხელშეწყობა;

პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება;

ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების პროექტების წინასწარი შეფასება, სტატისტიკური მიზნებისათვის დამუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

რ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დასაქმების და პროფესიული განვითარების  ხელშეწყობა;

ს) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების ხელშეწყობა;

ტ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო;

გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

2. საბიუჯეტო დეპარტამენტი:

ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველო;

ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველო.

3. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი:

ა)  სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო;

ბ) დარგობრივი პოლიტიკის სამმართველო;

გ) საბიუჯეტო პროგრამების შესრულების კონტროლის სამმართველო.

4. იურიდიული დეპარტამენტი.

5. სახაზინო დეპარტამენტი.

6. საფინანსო დეპარტამენტი:

ა)   საფინანსო სამმართველო;

ბ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

7. შესყიდვების დეპარტამენტი:

ა) შესყიდვებისა და აუქციონის მართვის სამმართველო.

8. ქონებისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტი:

ა) ქონების მართვის სამმართველო;

ბ) პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების სამმართველო.

9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.

3.   მე-6 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა)   სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის   უზრუნველყოფა;

ბ)   სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროსა და სამინისტროს   სისტემაში შემავალი სუბიექტების   კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ)   ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;

დ) სამინისტროს საკადრო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ე)   სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;

ვ)საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება;

ი) სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესებისა და დისციპლინის დაცვის, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;

კ) საქმისწარმოების ორგანიზება და საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

ლ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

მ) კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება, მისი განხორციელება და პერიოდული განახლება; სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ნ) პრესკონფერენციების, ინტერვიუების, ბრიფინგების, კონფერენციების, ოფიციალური მიღებებისა და სხვა სახის შეხვედრების ორგანიზება;

ო)   პრესისა და მედიის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება;

პ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება/განთავსება;

ჟ) მედიასაშუალებებთან და საზოგადოებასთან (მათ შორის, ხელისუფლება, სამოქალაქო და ბიზნესსექტორი) სამინისტროს ურთიერთობის წარმართვა.“.

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი:

ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა)   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების მომზადება;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ, სამინისტროს მიერ წინასწარ დამტკიცებული ფორმებისა და პროცედურების მიხედვით წარმოდგენილი პროგრამების არსობრივი და დაწესებულების მიზნებთან და ფუნქციებთან შესაბამისობის ანალიზი. ასევე, მათი განხორციელების პროცესის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზი;

გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ეკონომიკური, ბიზნესის ხელშეწყობის, გარემოსდაცვის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა კერძო სექტორთან, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან;

ე) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება;

ვ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების სტატისტიკური მიზნებისათვის დამუშავება, მათი წინასწარი შეფასება/ანალიზი, პრიორიტეტიზაცია  და  რეკომენდაციების შემუშავება.

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამების (ქვეპროგრამების) და პროექტების შესრულების მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.“.

6. მე-13 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. იურიდიული დეპარტამენტი“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“;

გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. მე-15 მუხლის:

ა)   „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ)  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;“;

გ)  „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ლ“ქვეპუნქტი:

„ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დაკავებული და რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული საშემოსავლო გადასახადის სისწორის შემოწმება.“.

8. მე-16 მუხლის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. მე-16 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162    მუხლები.

„161 მუხლი. შესყიდვების დეპარტამენტი

შესყიდვების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილების განხორციელება;

გ) შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული, სამინისტროს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიზი;

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია, შესყიდვების განხორციელებისას ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის პროცედურების წარმართვა;

თ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, მართვა და რისკების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება;

ი) კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სახსრებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ბაზის სრულყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა.

კ) სააუქციონო   პროცედურების წარმართვა.

162 მუხლი.  ქონებისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტი

  ქონებისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა/განკარგვა/სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება/რეალიზაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის აუქციონის წესით განკარგვის მიზნით წარდგენა;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მათ შორის, აქციებისა და წილების, აუქციონის/პირდაპირი ფორმით, მართვის უფლებით გადაცემის ინიციირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადმოცემული უძრავი ქონების მიზნობრივად გამოყენების საკითხის პრიორიტეტიზაცია,   იდენტიფიკაცია, წინადადებების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით;

ზ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ეკონომიკური  ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის მიზნით, შესაბამისი ეკონომიკური პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების დაგეგმარება, შემუშავება და განხორციელება, მათ შორის აგრარული მიმართულებით;

თ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების განხორციელების წესისა და ეტაპების განსაზღვრა; მათი სათანადო მართვა და მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;

ი) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი