დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2025
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17250732
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016026
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/03/2025
360 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 22.12.2023 მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 13.09.2024 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 29.11.2024 მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 28.03.2024 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 28.09.2023

დოკუმენტის ტექსტი

დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება Nგ-17.17250732 2025 წლის 14 მარტი ქ. ბორჯომი დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის №45 ოქმის საფუძველზე: 1. განხორციელდეს დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილება, ასევე განხორციელდეს დავით აღმაშენებლის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირება და ნაცვლად 64.30.15.603 მიწის ნაკვეთისა აღნიშნული ქუჩა დასრულდეს 64.30.03.717 მიწის ნაკვეთთან. 2. დაბა ბაკურიანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) მიენიჭოს დავით აღმაშენებლის, ერეკლე II-ის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ გორგასლისა და გიორგი ბრწყინვალეს სახელწოდება. 3. განკარგულების პირველი და მეორე პუნქტის გათვალისწინებით დაბა ბაკურიანში მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი), ასევე დავით აღმაშენებლის ჩიხს შეეცვალოს სახელწოდება და წარმოდგენილი დანართების შესაბამისად ეწოდოს: ა) დავით აღმაშენებლის I ჩიხი, დავით აღმაშენებლის II ჩიხი (დანართი №1); ბ) დავით აღმაშენებლის ქუჩა (დანართი №2); გ) ერეკლე II-ის ქუჩა, ერეკლე II-ის პირველი შესახვევი (დანართი №3); დ) ცოტნე დადიანის ქუჩა, ცოტნე დადიანის ჩიხი (დანართი №4); ე) ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ვახტანგ გორგასლის I შესახვევი, ვახტანგ გორგასლის II შესახვევი (დანართი №5); ე) გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს I შესახვევი, გიორგი ბრწყინვალეს II შესახვევი, გიორგი ბრწყინვალეს III შესახვევი (დანართი №6). 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 5. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა N60​ა). საკრებულოს თავმჯდომარე                                                  დავით ზაალიშვილი