რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და გარდაქმნაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №20

2025 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და გარდაქმნაზე თანხმობის გაცემის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №235/04 ბრძანების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა რეგისტრირებულ კოოპერატივს „მათხოჯის საკრედიტო კავშირს“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 244960618) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და არასადეპოზიტო-არასაკრედიტო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნაზე;

2. დასრულდეს რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 244960618) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ზაირა ბარაბაძე (პირადი ნომერი: 55001016559);

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

                                                                        

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის 

დეპარტამენტის უფროსი                                                                                                    ირმა ბოკუჩავა