გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016057
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/03/2025
297 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №41 2025 წლის 14 მარტი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის ინიციატივა ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, არსებული ე.წ. მეჯვრისხევის ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნით გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მიმდებარე უსახელო ჩიხისათვის, გაბრიელ გვერდწითელის ჩიხის სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: სავარაუდო სიგრძე: 244მ, საწყისი კოორდინატი: X 425779,3; Y 4649632; საბოლოო კოორდინატი: X 425655,4; Y 4649792,9; ჩრდილოეთი – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.05.953; 66.45.05.529. სამხრეთი – გზა/ ქუჩა. აღმოსავლეთი – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.05.651; 66.45.05.594; 66.45.05.537; 66.45.05.621; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნარცისი“. დასავლეთი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.05.578; 66.45.05.579; 66.05.20.215; 66.45.05.693; 66.45.05.726; 66.45.05.576; 66.45.05.570; 66.45.05.027. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად: 1. ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ უსახელო ჩიხს, რომლის კორდინატებია: სავარაუდო სიგრძე: 244მ, საწყისი კოორდინატი: X 425779,3; Y 4649632; საბოლოო კოორდინატი: X 425655,4; Y 4649792,9; ჩრდილოეთი – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.05.953; 66.45.05.529. სამხრეთი – გზა/ქუჩა. აღმოსავლეთი – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.05.651; 66.45.05.594; 66.45.05.537; 66.45.05.621; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნარცისი“. დასავლეთი – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.05.578; 66.45.05.579; 66.05.20.215; 66.45.05.693; 66.45.05.726; 66.45.05.576; 66.45.05.570; 66.45.05.027 ეწოდოს გაბრიელ გვერდწითელის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე                                                         დავით რაზმაძე