დანართიN1
„დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №71.62.58.323; №71.62.58.322; №71.62.58.314; №71.62.58.021; №71.62.47.544) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული გეგმარებითი დავალება
● საპროექტო ობიექტი – სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი (აპარტოტელი), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების კომპლექსი
● ობიექტის მისამართი დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაიშაურები, „მთა ვარცლა“
● დამკვეთი/მენაშენეს განაცხადი №1868 24.02.2017 წ.
● მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები (2017 წლის მდგომარეობით): №71.62.58.323; №71.62.58.322; №71.62.58.314; №71.62.58.021; №71.62.47.544
● განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – გრგ) საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს – 474 088 მ2-ს.
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები
|1. |ტერიტორიის დახასიათება და |● საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ |
| |ქალაქთმშენებლობითი განვითარების |კაიშაურებში, მთა ვარცლა. რელიეფი ხასიათდება საშუალო სირთულით. |
| |შესაძლებლობები. |● ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით მოითხოვს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების |
| | |გეგმის დამუშავებას. ვინაიდან არ არსებობს მოცემული ტერიტორიისთვის დადგენილი ფუნქციური ზონირების |
| | |რუკა. ტერიტორიის ზოგადი და კონკრეტული ზონები განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმით, |
| | |დავალებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად. |
| | |● გათვალისწინებულ იქნეს წარმოდგენილ წინასაპროექტო კვლევის შედეგები და დასკვნები. |
|2. |შენობა-ნაგებობის |● მოხდეს შენობების მორგება არსებულ გარემოსთან. |
| |არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა |● გრგ-ს პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ იქნეს მიმდებარე ტერიტორიების სავარაუდო განვითარების ხედვა.|
| |და კავშირი მიმდებარე გარემოსთან. |● საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს გრგ-ს |
| | |პროექტით. |
| | |● სართულიანობა განისაზღვროს მაქსიმუმ 5 სართულით. |
| | |● პირველი სართულები დაიტვირთოს საზოგადოებრივი ფუნქციებით. |
| | |● კომპლექსი დაპროექტდეს საპროექტოდ გამოყოფილი ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში. |
| | |● იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის |
| | |ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც |
| | |მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის |
| | |სერვიტუტის გამოყენებით. |
|3. |მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა- |● განისაზღვროს გრგ-ს პროექტით |
| |ნაგებობის დანგრევა და გადატანა, ან | |
| |მათი სივრცით გეგმარებითი მოწყობის | |
| |შეცვლა. | |
|4. |მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული |● განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი |
| |პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა |სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე. |
| |ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის |● დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები. |
| |სამშენებლო განვითარება (საკადასტრო |● შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად,|
| |ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი|რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას. |
| |სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, | |
| |ბუნებრივი განათება, ჩაუხედავობა და | |
| |სხვა). | |
|5. |ტერიტორიაზე არსებული მწვანე |● შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები (არსებობის შემთხვევაში); |
| |ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის |● წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის სქემა, შიდა საფეხმავლო და რეკრეაციული |
| |კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის |სივრცეების გათვალისწინებით; |
| |პირობები. |● გრგ-ს დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის |
| | |მოთხოვნები; |
| | |● მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები; |
| | |● დაცულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილების „შეზღუდული შესაძლებლობის|
| | |მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური |
| | |რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნები; |
| | |● გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა და |
| | |ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საინჟინრო ქსელი. |
|6. |ტერიტორიის და მისი გეგმარებითი |● პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები. |
| |არეალის საინჟინრო-კომუნალური, |● ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით. |
| |სატრანსპორტო და სოციალური |ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის. |
| |ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. | |
|1. |მიწის ნაკვეთების ფართობი |474 088 მ2 |
|2. |ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1. | | | |
| | |0,5 |––––– |––––– |
|3. |ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური | | | |
| |კოეფიციენტი კ2. | | | |
| | |1.7 | | |
|4. |ტერიტორიის განმწვანების კოეფიციენტი კ3. | | | |
| | |0.2 | | |
|5. |ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) | |
| |ბ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები). |ა) განისაზღვროს გრგ-ს პროექტით; |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | |ბ) განისაზღვროს გრგ-ს პროექტით. |
|6. |ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა. | |
| |ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა. | |
| | |განისაზღვროს ტერიტორიის გრგ-ს პროექტით. |
| | |მოეწყოს ბინების და სასტუმრო ნომრების შესაბამისი მიწისქვეშა პარკინგები. |
|7. |შენობის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა. | |
| | | |
| | |მაქსიმუმ 5 სრული მიწისზედა სართული. |
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
1. განაცხადი.
2. ტერიტორიის გრგ-ს რუკა გეგმარებითი დავალება.
3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა.
4. ზოგადი გეოლოგია.
5. გრგ-ს ტექნიკური ნაწილი: გრგ-ს აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა.
6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000.
7. ტოპოგეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500.
8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში).
9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში.
10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000.
11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში).
12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა).
13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000.
14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500.
15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში).
16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში).
17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნები:
1. გრგ-ს პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების ,,ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და წინამდებარე გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად.
2. გრგ-ს საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით.
3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს.
4. გრგ-ს წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე.
5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:
- საპროექტო ტერიტორიის საზღვრები.
- მიწის ნაკვეთის საზღვრები.
- განაშენიანების რეგულირების ხაზები.
- შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H.
- მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა).
- განაშენიანების კოეფიციენტი კ1.
- განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2.
- გამწვანების კოეფიციენტი კ3.
- ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები.
- მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.
დამატებითი მოთხოვნები
1. შენობების პირველი სართულები უნდა გაკეთდეს სრულად საზოგადოებრივი.
2. საბაგიროებს შორის კავშირი უნდა იყოს ეზოს დონეზე.
3. ყურადღება მიექცეს საზოგადოებრივ, საფეხმავლო გზებს.
4. მანსარდა არ უნდა იყოს შენობების ძირითადი მახასიათებლებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული.
5. საპროექტო ტერიტორიის გრგ-ს დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს დუშეთის მუნიციპალიტეტში.“.