საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 961 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან რეგისტრირებული) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“.
2. 149-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან რეგისტრირებული) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“.
3. 2282 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტები და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
4. 2283 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
თბილისი, 19 მარტი 2025 წ. N387-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.03.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №387-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.102529.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №387-IIმს-XIმპ, 19.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102529 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6448745/