„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
120000000.22.026.017315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №31

2025 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/02/2024; სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №5 დანართის:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ის მოსამსახურეები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1963, 1966, 1967, 197-ე, 198-ე მუხლებით, 1971 მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე 1973 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1967, 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე 198-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილ ორგანოს განეკუთვნება შესაბამისი ოქმის შევსებაზე უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი