ცხოველთა (მათ შორის ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-70
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.576
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 08/05/2006
matsne.gov.ge 2,685 სიტყვა · ~13 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ცხოველთა (მათ შორის ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 63.0pt .25in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.576 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-70 2006 წლის 1 მაისი ქ. თბილისი ცხოველთა (მათ შორის ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბ აციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვეტერინარულ-სანიტარიული თანდართული წესები. 2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ლ. ბეგიაშვილს. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვეტერინარულ-სანიტარიული წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წესები შემუშავებულია „ვეტერინარიის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესასრულებლად და სავალდებულოა ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომელიც ახდენს ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთების იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტსა და ტრანზიტულ გადაზიდვებს. 2. ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ტვირთებს განეკუთვნება: ა) ყველა სახის შინაური და გარეული ცხოველი; ზოოპარკისა და ცირკის ცხოველი, ბეწვიანი ცხოველი; ყველა სახის შინაური და გარეული ფრინველი, მოშინაურებული გარეული ცხოველი, ოთახის, დეკორატიული ცხოველი და ფრინველი; ცოცხალი თევზი, მტკნარი წყლის, ზღვის, წყალ-ხმელეთის თბილსისხლიანი და ცივსისხლიანი მობინადრენი; ფუტკარი, აბრეშუმის ჭია, საინკუბაციო კვერცხი, ცხოველის სპერმა, თევზის ქვირითი (განაყოფიერებული და ემბრიონალურ სტადიაში), ცხოველთა ემბრიონი; ბ) ყველა სახის ცხოველის (მ.შ. ნანადირევი გარეული ცხოველის და ფრინველის) ხორცი და სუბპროდუქტები; ხორცპროდუქტები, ცხოველური ცხიმები, რძე და რძის ნაწარმი, სასურსათო კვერცხი, კვერცხის ფხვნილი და მელანჟი; თევზი და თევზის პროდუქტები; თაფლი, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტები; მეცხოველეობის სხვა პროდუქტები; გ) ყველა სახის მეცხოველეობის ნედლეული (მ.შ. ბიოლოგიური და ფარმაცევტული მრეწველობისათვის); დ) ცხოველთა საკვები და საკვებდანამატები; მეცხოველეობასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სხვა მასალა და პროდუქცია (მ.შ. ბიოპრეპარატები, ცხოველთა სნეულებების სამკურნალოდ, პროფილაქტიკისათვის, პროდუქტიულობის გასაზრდელად გამოსაყენებელი საშუალებები, დეზინფექტანტები, სარეცხი საშუალებები, დერატიციდები, ინსექტოაკარიციდები). 3. ტვირთები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოობის ნორმარტივებს, რომლებიც ერთნაირად გამოიყენება სამამულო და უცხოური წარმოების მეხოველეობის პროდუქტების მიმართ. 4. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური საკვების და სხვა ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთების შემოტანა არ დაიშვება, თუ მათი იმპორტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეპიზოოტიურ ვეტერინარულ კეთილსაიმედობას _ გამოიწვევს ცხოველთა გადამდები და მასობრივი არაგადამდები სნეულებების, საკვებით მოშხამვა-მოწამვლის წარმოშობას და გავრცელებას. 5. ვეტერინარულ-სანიტარიული წესები ვრცელდება ტრანსპორტის ნებისმიერ სახესა და ყველა გზავნილზე (საფოსტო, მგზავრთა ხელბარგით და ა.შ.). 6. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ცხოველთა გადაყვანა, მეცხოველეობის პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ფუნქციონირებენ ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები. ამ სამსახურების მთავარ მოვალეობას წარმოადგენს ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის რეჟიმით მოძრავი ტვირთების ზედამხედველობა, ხოლო კეთილსაიმედოო ბაზე და ვარგისიანობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ან ტვირთის ტრანსპორტირების ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმების დარღვევისას – ტვირთის დაკავება, გაუვნებლობა ან ამოღება-განადგურება. 7. ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთების იმპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლებიან კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული სნეულებების მიმართ, ხორციელდება შეუზღუდავად. 8. იმპორტული პროდუქციის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ ეპიზოოტიური სიტუაციის მხრივ კეთილსაიმედო ქვეყნებიდან. ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც აკრძალული ან შეზღუდულია ამა თუ იმ პროდუქტის იმპორტი, საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ამ ნუსხაში პერიოდულად შედის ცვლილებები და დამატებები. 9. კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი საქართველოში უნდა შემოვიდეს ცხოველთა საკარანტინო სნეულებების მხრივ კეთილსაიმედო ქვეყნებიდან, დაუზიანებელი შეფუთვით; ექსპორტიორი ქვეყნის საწარმოებში ეს პროდუქცია დამზადებული უნდა იყოს სათანადო სტანდარტებისა და ნორმატივების შესაბამისად, იმპორტის ვეტერინარულ მოთხოვნათა სრული დაცვით, ვეტერინარული სერტიფიკატის თანხლებით. 10. ტვირთები გადაიზიდება ვეტერინარული მოწმობის (სერტიფიკატის) თანხლებით. ვეტერინარულ მოწმობას არ საჭიროებს ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების გადაზიდვა (ექსპორტი, რეექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი). 11. საზედამხედველო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვები (ექსპორტი, რეექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი), სასაზღვრო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები შეესაბამება ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობას. იმპორტისა და ტრანზიტის რეჟიმით გადაზიდვები შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძველზე. 12. კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაზიდვების გაფორმებას ახდენს გამგზავნი, რომელიც ასრულებს მთელ ორგანიზაციულ სამუშაოს (კარანტინის ჩატარება, სინჯების და ნიმუშების აღება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სხვა). ქვეყნის ტერიტორიაზე დოკუმენტაციის გაფორმების, ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების და გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს ტვირთის მეპატრონე. 13. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური ტვირთის განბაჟების დროს უზრუნველყოფს კონტროლს დაქვემდებარებული იმპორტული ტვირთების დათვალიერებას და აფორმებს ვეტერინარულ მოწმობას ვეტერინარული სერტიფიკატის სანაცვლოდ. ამ ვეტერინარული მოწმობის გარეშე ტვირთის პირველადი მიღება, შენახვა, გადამუშავება და რეალიზაცია არ დაიშვება – ექსპორტიორი ქვეყნის ვეტერინარულ სერტიფიკატს ტვირთის მიმღებისათვის ძალა არ აქვს. 14. თუ ტვირთის გადაზიდვა ხდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიის გავლით, აუცილებელია ამ ქვეყნის ცენტრალური ვეტერინარული ორგანოს ტრანზიტული ნებართვა. მესამე ქვეყნის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარეთ) ტერიტორიის გავლით ნებართვის აუცილებლობის შემთხვევაში მის გაფორმებას ახდენს ტვირთის მფლობელი. 15. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან შემოსული იმპორტული ტვირთის ყველა პარტიას უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობა, რომელიც ივსება რუსულ ენაზე და დამოწმებული უნდა იყოს ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული ორგანოს ბეჭდით. 16. მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტი ნებადართულია მხოლოდ ვეტერინარული სერტიფიკატის არსებობის პირობით, რომელიც გაცემულია ამ პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ უშუალოდ ქვეყნიდან მისი გატანის წინ, კონკრეტული მიმღების მითითებით. 17.  სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის ექსპორტი საქართველოდან ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატით. საექპორტო ტვირთის მოსამზადებლად საჭირო სამუშაოს ატარებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ქალაქის, რაიონის სამმართველო, რომელიც ავსებს დადგენილი ფორმის ვეტერინარულ მოწმობას სრული ინფორმაციით იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული მოთხოვნის შესრულების შესახებ. იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული მოთხოვნის გარეშე კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების ექსპორტის საკითხი არ განიხილება. 18. ვეტერინარული მოწმობა ან სერტიფიკატი, რომელშიც გარკვევით და სრულად არ არის შეტანილი ყველა საჭირო მონაცემი, რომელიც შევსებულია განსხვავებული მელნით, შრიფტით, სხვადასხვა პირის მიერ ან რომელშიც შეტანილია შესწორებები, მიიჩნევა ბათილად – ამ დოკუმენტით ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება. 19. საზღვარგარეთიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული ტვირთის სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლის დროს აუცილებელია ამ ტვირთის დიფერენცირება კომერციული ტვირთის პარტიებისგან. ეს ტვირთი ასევე უნდა შემოდიოდეს ცხოველთა საკარანტინო სნეულებების მხრივ კეთილსაიმედო ქვეყნებიდან, დაუზიანებელი შეფუთვით, დამზადებული ექსპორტიორი ქვეყნის საწარმოებში სტანდარტებისა და ნორმატივების მოთხოვნათა შესაბამისად, ვეტერინარული და ხარისხობრივი სერტიფიკატების არსებობის პირობით. 20.     გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძუძუმწოვრების, ფრინველის, ამფიბიების, რეპტილიების, თევზების, მოლუსკების, მწერების, აგრეთვე მათი ნაწილების ან დერივატების (სამონადირო ნადავლის ჩათვლით) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ცხოველთა გადაზიდვის წესები 1. ექსპორტისათვის შერჩეულ ცხოველებს მიღებული არ უნდა ჰქონდეთ მეცხოველეობის წარმოშობის საკვები, რომლის დასამზადებლად გამოყენებული იყო მცოხნავი ცხოველების შინაგანი ორგანოები და ქსოვილები, აგრეთვე საკვები, რომელიც შეიცავდა გენური ინჟინერიის მეთოდებით გამომუშავებულ ნედლეულს ან სხვა გენეტიკურად მოდიფიცირებულ წყაროებს. სანაშენო ცხოველებს ასევე მიღებული არ უნდა ჰქონდეთ ნატურალური ან სინთეტიკური ესტროგენული და სხვა ჰორმონული ნივთიერებები და თიროსტატიკური პრეპარატები. 2. ცხოველების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალება დამუშავებული და მომზადებული უნდა იყოს ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული წესების მიხედვით. 3. ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს ვეტერინარული სერტიფიკატით. მასში ასევე მითითებული უნდა იყოს დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და აცრების ჩატარების თარიღი. 4. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და სახელმწიფო სასაზღვრო ვეტერინარული კონტროლის გავლის შემდეგ ცხოველები გადიან კარანტინს. ამ პერიოდში მათ უტარებენ საჭირო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს ეპიზოოტიების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად. 5. რკინიგზით, საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტით გადასაყვანად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი სანაშენო და სამოსარგებლო ცხოველები. სნეულებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობებიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიებიდან. ცხოველებს ჩატარებული უნდა ჰქონდეს აუცილებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევები და პროფილაქტიკური აცრები დადგენილი წესის შესაბამისად. გაგზავნის წინ ცხოველებს აყენებენ კარანტინში. გადასაყვან ცხოველებზე ქალაქის, რაიონის სამმართველო გასცემს მოწმობას, რომელშიც აღინიშნება ჯოგში ცხოველთა რაოდენობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტერიტორიის და მეურნეობის კეთილსაიმედო ობა, ჩატარებული გამოკვლევები და დამუშავებები. ტრანსპორტირების წინ ყველა მსხვილ ცხოველს უტარებენ თერმომეტრიას. წვრილ ცხოველთა თერმომეტრიას ატარებენ შერჩევით. 6. საიმპორტოდ გადასაზიდად ცხოველები მიიღება ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ვეტერინარულ მოთხოვნებს. 7. ცხოველთა დატვირთვა-გადმოტვირთვა რკინიგზის ვაგონებით გადასაყვანად ხდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში, სადაც მოწყობილია ცხოველის დასატვირთი ბაქნები. გამონაკლის შემთხვევებში დაიშვება საერთო სარგებლობის ბაქნების ან სადგურის მოედნების გამოყენება. ეს სამუშაოები უნდა ჩატარდეს დღის ნათელ მონაკვეთში ან საკმარისი განათების პირობებში. 8. ყველა სახის ცხოველს, ფრინველს, საბეწვეულო ნადირს, ლაბორატორიულ, ზოოპარკის, ცირკის ცხოველს, ფუტკარს, თევზს გადასაყვანად წარადგენს ტვირთგამგზავნი, დადგენილი წესით გაცემული ვეტერინარული მოწმობის საფუძველზე. 9. ყოველ ცალკეულ ვაგონში, ავტოტრანსპორტში, თვითმფრინავის ან გემის საბარგო განყოფილებებში სხვადასხვა სახის და სქესის ცხოველების გადაყვანა უნდა მოხდეს განცალკევებით. ცხოველებთან ერთად დასაშვებია მხოლოდ ტრანსპორტირების პერიოდში მათთვის განკუთვნილი საკვების და წყლის გადაზიდვა. 10. ვაგონებში ცხოველთა რაოდენობას და განლაგების წესს განსაზღვრავს რკინიგზის სამსახური. 11. დახურულ ვაგონში დასაშვებია შემდეგი რაოდენობის ცხოველის ჩატვირთვა: ზრდასრული მსხვილი რქოსანი ცხოველი – 16-24 სული (ზომის და წონის მიხედვით), მოზარდი მსხვილი რქოსანი ცხოველი – 24-28 სული, ცხვარი და თხა – 80-100 სული, ღორი – 50-60 სული (80 კგ-მდე წონის), 44-50 სული (100-150 კგ წონის), 20-28 სული (150 კგ-ზე მეტი), ცხენი – არა უმეტეს 14 სული. მსხვილი რქოსანი ცხოველი შეიძლება განლაგდეს როგორც განივად, ასევე გრძივად. ცხენი უნდა განლაგდეს ვაგონის გასწვრივი ღერძის პარალელურად, თავით კართაშორისი სივრცისკენ, ორ რიგად ვაგონის თითოეულ ნახევარში. ცხვარი, თხა, ღორი, მსხვილი რქოსანი ცხოველის მოზარდი ვაგონში ჩაიტვირთება დაუბმელად. მცირე ზომის ცხოველები გადაიზიდება რამდენიმე იარუსად განლაგებულ გალიებსა და ყუთებში, რომლებიც თავსდება ვაგონის გრძივ კედელთან. გალიები და ყუთები საიმედოდ უნდა დამაგრდეს, მათ უნდა ჰქონდეს მთლიანი, წყალგაუმტარი ძირი. 12. ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაზიდვის პროცესში ცხოველები უზრუნველყოს ხარისხიანი საკვებით და ქვეშსაფენით გადაზიდვის დადგენილი ვადისა და ორდღიანი მარაგის გათვალისწინებით. ამ საკვების ვეტერინარულ-სანიტარიული ხარისხი დადასტურებული უნდა იყოს ვეტერინარული მოწმობით (სერტიფიკატით). 13. მატარებლის გაჩერებისას ვაგონების გაწმენდას გამყოლი ახდენს მხოლოდ რკინიგზის მიერ განსაზღვრულ სადგურებში. დასენიანებული ცხოველის გამოვლენის შემთხვევაში ან ცხოველთა განსაკუთრებული პირობებით გადაზიდვისას ვაგონების გაწმენდა ნაკელისაგან აკრძალულია სვლის მთელ გზაზე. გადაზიდვის დროს ცხოველის დასენიანების ან სიკვდილის შემთხვევაში გამყოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს ვეტერინარულ ორგანიზაციას. შემდგომი გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ ვეტერინარი ექიმის ნებართვით, რის შესახებ კეთდება ჩანაწერი ვეტერინარულ მოწმობაში. 14. 1- დღიანი წიწილების გადაზიდვა დაშვებულია მხოლოდ ავტოტრანსპორტით ან თვითმფრინავით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს გათბობის, ვენტილაციის, ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის პარამეტრების კონტროლის სისტემით. 15. საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილე ცხენები საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის შემდეგ იმყოფებიან ქალაქის, რაიონის სამმართველოს კონტროლის ქვეშ. სხვადასხვა ქვეყნიდან შემოყვანილი ცხენები საქართველოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა სპორტულ შეჯიბრში უშუალო მონაწილეობისა) უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთისგან იზოლირებულად. ღონისძიების დასრულების შემდეგ ცხენები ექვემდებარებიან საქართველოდან აუცილებელ გაყვანას დამატებითი გამოკვლევებისა და დამუშავების გარეშე. 16. სასპორტო, საცირკო და სხვა სახის ცხოველების (ფრინველების) საქართველოდან ექსპორტის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში მათზე გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 90 დღის განმავლობაში, თუ ამ ცხოველების ჯანმრთელობა დადგენილი წესით დადასტურებული იქნება ამ ქვეყნის უფლებამოსილი ვეტერინარული სამსახურის მიერ, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. მუხლი 3🔗. მეცხოველეობის პროდუქციის გადაზიდვის წესები 1. საქართველოში შემოსატანად დაიშვება იმ მეურნეობების ჯანმრთელი ცხოველებიდან მიღებული პროდუქტები, რომლებიც კეთილსაიმედოა ეპიზოოტიური თვალსაზრისით. 2. საქართველოში შემოსატანად არ დაიშვება ხორცი და ხორცპროდუქტები: ა) რომლებსაც დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის დროს აღენიშნება თურქულის, ჭირის, ანაერობული ინფექციების, ტუბერკულოზის, ლეიკოზის და სხვა გადამდები სნეულებების, ჰელმინთებით დაზიანების, სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლის დამახასიათებელი ცვლილებები; ბ) შენახვის პერიოდში დეფროსტაციის ნიშნებით; გ) გაფუჭების ნიშნებით; დ) თუ კუნთის სისქეში ძვალთან ტემპერატურა მინუს 18​0 C-ზე უფრო მაღალია გაყინული ხორცისათვის და პლიუს 40 C-ზე უფრო მაღალია გაციებული ხორცისათვის; ე) შინაგანი ორგანოების ნარჩენებით, ქსოვილებში სისხლჩაქცევებით, მოუშორებელი აბსცესებით, მოცილებული ლიმფური კვანძებით, ხორცისათვის არადამახასიათებელი ფერით, გამოუშიგნავი და ნახევრადგამოშიგნული ფრინველის ნაკლავის სახით; ვ) დამაკონსერვებელი საშუალებების შემცველობით; ზ) იმ ცხოველების დაკვლით მიღებული, რომლებიც იმყოფებიან ნატურალური ან სინთეტიკური ესტროგენული და სხვა ჰორმონული ნივთიერებების, თირეოსტატიკური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, პესტიციდების ზემოქმედების ქვეშ (ამ ნივთიერებების და პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციით რეკომენდებულ ვადებზე უფრო გვიან ცხოველის ორგანიზმში შეყვანისას). 3. ხორცის მიკრობიოლოგიური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სანიტარიულ ნორმებს, ტარა და შესაფუთი მასალა უნდა იყოს ერთჯერადი და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი. 4. ხორცს შეფუთვაზე უნდა ჰქონდეს მარკირება (ვეტერინარული დამღა). მარკირებული ეტიკეტი ისე უნდა იყოს დაკრული, რომ შეფუთვის გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. 5. ხორცის, ხორცპროდუქტების გადასაზიდად გამოიყენება სპეციალური იზოლირებული ვაგონები და რეფრიჟერატორები. გაციებული ხორცის ტრანსპორტირება ხდება დიდი სიჩქარით. მეცხოველეობის პროდუქტების და სასურსათო ნედლეულის რკინიგზით და სხვა ტრანსპორტით გადაზიდვა ხდება მალფუჭება ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად. სუბპროდუქტები გადაიზიდება მხოლოდ გაყინული, ტემპერატურით – 6​0 C, გაყინული თევზი გადაიზიდება არა უმეტეს – 6-8​0 C-ის პირობებში. 6. მეცხოველეობის პროდუქტებთან ერთად კვების სხვა პროდუქტების, ტექნიკური დანიშნულების ნედლეულის, მძაფრი სუნის მქონე ტვირთის გადაზიდვა არ დაიშვება. არ შეიძლება გაყინული და გაციებული ხორცის და თევზის ერთად გადაზიდვა. 7. რძე და ნაღები გადაიზიდება იზოთერმული ვაგონებით, ცისტერნებით და მათარებით. 8. რძის შეფუთული პროდუქტები გადაიზიდება ტემპერატურული რეჟიმით: კარაქი – არა უმეტეს 2​0 C, ყველი – არა უმეტეს 80 C, მდნარი ყველეული – 2​0 C-დან 5​0 C-მდე. 9. კვერცხის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ მალფუჭებ ადი პროდუქტის რეჟიმით, სტანდარტული ყუთებით, ამასთან – წლის ცხელ პერიოდში მხოლოდ ტემპერატურული რეჟიმის დამცავი სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტით, 0-3​0 C-ის პირობებში, ხოლო კვერცხის პროდუქტები (მელანჟი, ცილა) გადააქვთ გაყინული (-6​0 C). 10. ენდოკრინული ნედლეული გადაიზიდება გაყინული სახით, ყუთებში დაფასოებული. 11. აკრძალულია შენახვის ვადაგასული ტვირთების გადაზიდვა. 12. მეცხოველეობის პროდუქტებით დატვირთული ვაგონები დანიშნულების ადგილზე მისვლისას უნდა დაიცალოს რაც შეიძლება სწრაფად. ასეთი ტვირთის შესახებ სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური ინფორმირებული უნდა იყოს მის მიღებამდე 24 საათით ადრე. 13. ვაგონის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების გადმოტვირთვის დროს ვეტერინარული სამსახური ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, ადარებს მას ვეტერინარული მოწმობის (ვეტსერტიფიკატის) მონაცემებთან და აფასებს ტვირთის ვეტერინარულ-სანიტარიულ მდგომარეობას. გაფუჭების ან ხარისხის დონის დაქვეითების ნიშნების არსებობის შემთხვევაში უნდა შედგეს სათანადო ოქმი. 14. სასაზღვრო ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის სინჯების, ნიმუშების აღება და გადაგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ვეტერინარული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად ტვირთის მფლობელისათვის. მუხლი 4🔗. მეცხოველეობის ნედლეულის გადაზიდვის წესები 1. ტყავი და ბეწვეულის ნედლეული საერთაშორისო გადაზიდვების დროს უნდა იყოს დახარისხებული მკაფიო ნიშანდებით. ნედლეული იფუთება დაკონსერვების სახის და მეთოდის მიხედვით. დაკონსერვების მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს ნედლეულის ვეტერინარულ-სანიტარიულ უსაფრთხოებას. ტარა და შესაფუთი მასალა უნდა იყოს ერთჯერადი და შეესაბამებოდეს ჰიგიენურ მოთხოვნებს. ტყავნედლეულის გადასაზიდი ავტოტრანსპორტის ძარა უნდა იყოს წყალგაუმტარი, ზემოდან ტენტით დაფარული; რეკომენდებულია მანქანის შევსება ერთგვაროვანი ნედლეულით. 2. მშრალუმარილო და მშრალდამარილებული ტყავის და ბეწვეულის ნედლეული გადასაზიდად მიიღება რბილ ტარაში, ხოლო სველდამარილებული – გაუჟონავ კასრებში ან ყუთებში. დამუშავებული მშრალი ტყავი იფუთება ტილოს ტომრებში, ყუთებში ან კოლოფებში. მატყლი, ჯაგარი, თმა, ბუმბული იფუთება რბილ ტარაში, მშრალი ნაწლავნედლეული და შარდის ბუშტი – ყუთებში ან ტომრებში და გარედან მკვრივ რბილ ტარაში. მშრალდამარილებული ნაწლავნედლეული გადაიზიდება გაუჟონავი კასრებით. რქა, ჩლიქი, ძვალი იფუთება რბილ ტარაში. შეუფუთავი, გაუმშრალი რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად არ მიიღება. რქის, ჩლიქის, ძვლის უტაროდ გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ დახურული ვაგონებით ან კონტეინერებით. 3. ნაკრები ტყავნედლეული, რომელიც შეძენილია კერძო პირებისაგან, აუცილებლად გამოკვლეული უნდა იყოს ჯილეხზე. გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ის ტყავნედლეული, რომელთაც ლაბორატორიული გამოკვლევით აჩვენეს უარყოფითი შედეგი. ჯილეხზე გამოკვლევის გარეშე გადააქვთ ტყავის და ქურქბეწვეულის ნედლეული, რომელიც მიღებულია სასაკლაოზე დაკლული ჯანმრთელი ცხოველებიდან, აგრეთვე ბოცვრის, კურდღლის, ციყვის, მელიის და სხვა ხორცისმჭამელი ცხოველის ტყავნედლეული. 4. მეცხოველეობის ტექნიკური ნედლეულის ტრანსპორტირება საკვებ პროდუქტებთან და ცხოველთა საკვებთან ერთად აკრძალულია. 5. სატრანსპორტო საშუალება მეცხოველეობის პროდუქტ-ნედლეულის გადაზიდვის შემდეგ ექვემდებარება ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას. ვაგონების ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას უზრუნველყოფს რკინიგზა ტვირთმიმღების ხარჯით. დეზინფექციის ჩატარების შემდეგ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური გასცემს დადგენილი ფორმის მოწმობას ვაგონების დამუშავების და კეთილსაიმედობის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დამუშავების რეჟიმი და მეთოდი ვაგონის კატეგორიის მიხედვით. ამ მოწმობის გარეშე ვაგონის ხელახალი გამოყენება აკრძალულია. ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების კატეგორიას ადგენს ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური, რომელიც თითოეულ ვაგონზე გასცემს საბუთს დასამუშავებლად გაგზავნის მითითებით (დამუშავების რეჟიმის და მეთოდის აღწერით). მუხლი 5🔗. მოთხოვნები მეცხოველეობის წარმოშობის საკვებისა და საკვებდანამატების მიმართ 1. მეცხოველეობის წარმოშობის საკვების და საკვებდანამატების საერთაშორისო გადაზიდვები ნებადართულია იმ პირობით, თუ მისი ნედლეული მიღებულია ცხოველებიდან, რომლებსაც არ მიუღიათ გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები. ეს ნადლეული უნდა იყოს სასაკლაოდან მიღებული და მას გავლილი უნდა ჰქონდეს დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. 2. საკვები და საკვებდანამატები არ უნდა შეიცავდეს სალმონელებს, ბოტულინურ ტოქსინს, ენტეროპათოგენურ და ანაერობულ მიკროფლორას. საერთო ბაქტერიული მოთესვა არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას მიკრობულ უჯრედს გრამში, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამ ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების შესახებ ვეტერინარული სერტიფიკატით. 3. საკვები და საკვებდანამატები უნდა იყოს უსაფრთხო ცხოველების ჯანმრთელობისათვის, არ უნდა შეიცავდეს ცხოველის ზრდის სტიმულატორებს (მ.შ. ჰორმონულს). 4. საკვები და საკვებდანამატები გადაიზიდება დაფასოებული სახით ან სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებებით. ტრანსპორტირების და შენახვის დროს ისინი დაცული უნდა იყოს გარემოს არის მავნე ზემოქმედებებისაგან.