ა) სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, ასევე სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შესყიდვების პროცედურების განხორციელება.
გ) ტენდერების ჩატარების მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენა, ფასთა მონიტორინგის ჩატარება, შერჩევის დასაბუთება, სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვა, მათი რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და არქივის წარმოება;
ე) ხელშეკრულებების ანალიზი, საინფორმაციო ბაზების შექმნა, ანალიზი;
ვ) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და მონოტორინგის განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევის და/ან ვადაგადაცილების შემთხვევაში მინისტრისათვის სათანადო ინფორმაციის დროული მიწოდება;
თ) სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ანგარიშგების დროული განხორციელება;
კ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სამინისტროს პროგრამების მომზადებაში ჩართულობა;
ლ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეე