ა) სამინისტროს პრიორიტეტების განსაზღვრა საერთაშორისო ხასიათის ურთიერთობებში;
ბ) უცხო ქვეყნების რეგიონულ ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება და წარმართვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;
გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობათა მხარდაჭერა და კოორდინაცია, სამინისტროს საქმიანობის პოზიციონირება;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
ვ) რეგიონში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ინვესტიციების მოძიების მხარდაჭერა, გრანტების მოზიდვა და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;
ზ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა;
თ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;
ი) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
კ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი) სამინისტროს მონაწილეობა და მსგავს ღონისძიებათა რეგიონში მოწყობის კოორდინაცია;
ლ) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება, უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მ) სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ნ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ღონისძიებების ორგანიზება;
ო) სამინისტროს ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახის ფორუმის, სემინარის, კონფერენციისა და სხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
პ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებ